ახალგაზრდა ამერიკელი ჯარისკაცი შეწუხებულია ხელმძღვანელი უფროსი ოფიცერის ქცევებით, რაც საბოლოოდ მორალური დილემის წინაშე აყენებს მას.
ნეონაცისტებისგან თავის დაღწევის შემდეგ, ჯესი პინკმანი ემალება სამართალდამცავებს და გამტაცებლებს. მან თავი უნდა დააღწიოს წარსულს, რათა შეიქმნას მომავალი.
ღამის შოუს ლეგენდარული წამყვანის ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც ერთადერთ მწერალ ქალს აიყვანს სამსახურში. მისი ეს გადაწყვეტილება, რომელიც თავდაპირველად მრავალფეროვნების კუთხით წამოჭრილი პრობლემების მოგვარებით იყო განპირობებული, მოულოდნელ შედეგს მოიტანს - ამ ორ სხვა თაობისა და კულტურის ქალბატონს გესლიანი იუმორის სიყვარული გააერთიანებს.
და-ძმა პატარა ბიჭის ხმას გაიგებს, რომელიც საშველად უხმობს და მაღალი ბალახით დაფარულ თვალუწვდენელ მინდორში მის დასახმარებლად გაეშურება, თუმცა მალე მიხვდებიან, რომ შესაძლოა იქედან ვერც გამოაღწიონ... და რომ ბალახში რაღაც ბოროტი იმალება.
რეი ცოლ-შვილთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით მანქანით მოგზაურობს. ერთ-ერთი შესვენებისას, გზატკეცილთან ახლოს, მისი ქალიშვილი წაიქცევა და ხელს მოიტეხს. საავადმყოფოში სასწრაფოდ გავარდებიან, რეგისტრატორთან ჩხუბიც მოუვათ, მაგრამ საბოლოოდ, ექიმამდე მიაღწევენ. გოგონას დედასთან ერთად მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევაზე გააგზავნიან, რეის კი საოცრად დაღლილს, მოსაცდელში, სავარძელში ჩაეძინება. გამოღვიძებული აღმოაჩენს, რომ მისი ოჯახიდან არავინ დარეგისტრირებულა და საერთოდაც, არავინ იცის რაიმე მათ შესახებ.
ერთი ჩინელი ოჯახი გაიგებს, რომ მათ ბებიას დიდიხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია და ისე, რომ არაფერი იცის, დაგეგმავს ქორწილს, რათა ერთად შიკრიბონ, მის გარდაცვალებამდე.
ამოუცნობ მთარგმნელს ბნელი წარსულით, დაკითხვაზე იბარებენ მას შემდეგ, რაც მისი ძველი მეგობარი, რომელიც მასსა და მის ფოტოგრაფ შეყვარებულს შორის ჩადგა, დაიკარგა და სავარაუდოდ გარდაცვლილია.
ფილმი გადაღეებულია პიტერ ქერის რომანის მიხედვით. ეს არის ავსტრალიელი ყაჩაღის ნედ კელისა და მისი ბანდის ამბავი, როდესაც ისინი 1870იან წლებში ხელისუფლების წარმომადგენლებს გაექცნენ და თავს უშველეს.
ყოფილი მსჯავრდებული, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას ეწევა, განზრახ კვლავ ციხეში ჩაჯდება, რათა ბანდაში შეაღწიოს იმ ტიპის ციხეში, სადაც პატიმრების მაქსიმალური იზოლაციაში არიან.
დედინაცვალი თავის ორ გერთან ერთად დიდი თოვლიანობის გამო ქოხში ჩარჩება. სწორედ მაშინ იწყება ნამდვილი ურთიერთობები და თავგადასავლები მათ შორის.
ალდოვიაში საშობაო დღეებია, ხოლო სამეფო ოჯახში სადაცაა პატარა დაიბადება. დედოფალი ამბერი და მეფე რიჩარდი აპირებენ სამეფო საქმეებს ცოტახნით ჩამოშორდნენ და თავიანთი პირველი ბავშვის დაბადებისთვის მოემზადონ. თუმცა ჯერ პენგლიის მეფე ტაის და დედოფალ მინგს უნდა უმასპინძლონ, რათა 600 წლის წინათ დადებული ზავი განაახლონ. მაგრამ როდესაც შობისწინა ღამეს ქარბუქი დაატყდებათ თავს და ფასდაუდებელი ხელშეკრულება დაიკარგება, მშვიდობას საფრთხე შეექმენება და უძველესი წყევლაც შესაძლოა ამოქმედდეს. თავისი ოჯახისა და სამეფოს უსაფრთხოებისათვის ამბერმა მანამ უნდა გაარკვიოს ვინ არის ქურდი, სანამ საათი თორმეტს ჩამოკრავს.
სარა კიოლნის ევროპულ კოსმოსურ სააგენტოში ერთადერთი ქალია, რომელიც რთულ პროგრამაში მონაწილეობს. იგი მარტოხელა დედაა, რომელიც რვა წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს და თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან მას საკმარის დროს ვერ უთმობს. მისი სიყვარული თრგუნავს, არღვევს. როდესაც სარას საზაფხულო კოსმოსურ მისიაში მონაწილეობის მისაღებად ირჩევენ, რომელსაც პროქსიმა ეწოდება, ეს ქმნის ქაოსს დედა-შვილის ურთიერთობაში.
ფერშალი და სტივი ახლი ორლეანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლები არიან. ერთ დღეს ისინი კოშმარული სიკვდილის სერიების პირისპირ აღმოჩნდებიან, რომლის მიზეზი ახალი ნარკოტიკული პრეპარატია, რომელსაც უცნაური გვერდითი ეფექტი აქვს: დროში მოგზაურობას იწვევს.
ჩვენი მეგობარი - ფილმი დაქორწინებული წყვილის - მეთ ტიგას, მისი მეუღლის ნიკოლის და მათი ორი პატარა ქალიშვილის შესახებ უჩვეულო ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს
„სამეფოს“ საგას კიდევ ერთი ისტორია: ფილმი გვიხსნის “აღდგომის მცენარის“ წარმოშობას და აგრეთვე საკმაოდ სიღრმისეულად იკვლევს აშინის პერსონაჟის საიდუმლოებას, რომელიც ამ სერიალის ბოლოს ჩნდება.
ადამიანების არეულ-დარეულ სამყაროში მრავალი გობლინი ცხოვრობს მშვიდად და წყნარად. ლუო-ქსიაო-ჰეი, კატა-დემონი, აქეთ-იქეთ დახეტიალობს, რადგან სახლი, რომელიც ტყეში ჰქონდა, დაუნგრიეს. ხან კეთილისმსურველი გობლინები გამოჩნდებიან მის ცხოვრებაში, ხანაც პატრონი-ადამიანი. ჰეი დილემის წინაშე დგას - რომელ მხარეს უფრო მიაკუთვნოს თავისი თავი.
1903 წლიდან დაძინებული ვულკანი, რომელიც 2.744 მეტრზე მდებარეობს, ბაეკდუს მთაზე, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე, ამოიფრქვევა. არსებობს რა გარდაუვალი ამოფრქვევების საფრთხე, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის უნიკალურად მომზადებული პროფესიონალების ჯგუფები ერთიანდებიან. მათ სხვა ძალებთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა კატასტროფული უბედურება, რომელიც კორეის ნახევარკუნძულს ემუქრება, როგორმე აღკვეთონ.
ერთსა და იმავე დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უცნაური მოვლენა ხდება, როდესაც რამდენიმე ბავშვი განსაკუთრებული შესაძლებლობებით იბადება. მათგან შვიდს ექსცენტრიკული მილიარდერი იშვილებს და სპეციალურ გუნდად აყალიბებს, რომლის მიზანიც სამყაროს დაცვაა. წლების შემდეგ, დაშლილი და ერთმანეთისგან გაუცხოებული ოჯახის წევრები კვლავ იკრიბებიან. მათი შეხვედრის მიზეზი ოჯახის უფროსის იდუმალი გარდაცვალებაა, თუმცა მალევე ირკვევა, რომ გაცილებით დიდი საფრთხე ახლოვდება. თითოეულ გმირს უნიკალური ძალა და საკუთარი პრობლემები აქვს, ხოლო წარსულის საიდუმლოებები და დაძაბული ურთიერთობები მოვლენებს კიდევ უფრო ართულებს.







































