
შობა დღის პრინცი: სამეფო ბავშვი
A Christmas Prince: The Royal Baby
5.4ალდოვიაში საშობაო დღეებია, ხოლო სამეფო ოჯახში სადაცაა პატარა დაიბადება. დედოფალი ამბერი და მეფე რიჩარდი აპირებენ სამეფო საქმეებს ცოტახნით ჩამოშორდნენ და თავიანთი პირველი ბავშვის დაბადებისთვის მოემზადონ. თუმცა ჯერ პენგლიის მეფე ტაის და დედოფალ მინგს უნდა უმასპინძლონ, რათა 600 წლის წინათ დადებული ზავი განაახლონ. მაგრამ როდესაც შობისწინა ღამეს ქარბუქი დაატყდებათ თავს და ფასდაუდებელი ხელშეკრულება დაიკარგება, მშვიდობას საფრთხე შეექმენება და უძველესი წყევლაც შესაძლოა ამოქმედდეს. თავისი ოჯახისა და სამეფოს უსაფრთხოებისათვის ამბერმა მანამ უნდა გაარკვიოს ვინ არის ქურდი, სანამ საათი თორმეტს ჩამოკრავს.
რეჟისორი
ჯონ შულცი
ქვეყანა
აშშ
წელი
2019
საბანერო ფოტოები
საპოსტერო ფოტოებივიდეოები
მსახიობები
ფონები
პოსტერები
მსგავსი
კომენტარები არ არის

































