ძიება - * | ნაპოვნია: 90

სერიალი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე და მოგვითხრობს ნორვეგიის მეფისნაცვალ პრინცესა მართას ისტორიას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური ოკუპაციის გამო იძულებულია ქვეყანა დატოვოს და თავშესაფარი ამერიკაში იპოვოს.

მწევარი

Greyhound

მეორე მსოფლიო ომის პერიოდია, ამერიკის საზღვაო ძალების გემის კაპიტანს მოუწევს მოკავშირეთა გემების ქარავანს წარუძღვეს, რომელსაც ნაცისტების წყაქლქვეშა ნავით „მგლების ხროვა“ აედევნება.

ფილმი გვიჩვენებს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე. ჰოლანდიელ ხელოვან ჰან ვან მიგერენს ნაცისტების ჯაშუშობაში დაადანაშაულებენ. მიუხედავად მტკიცებულებებისა , პილერი ჰანსის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და მის გადარჩენას ცდილობს.

1917

1917

1917 წლის აპრილი, დასავლეთის ფრონტი. ორი ბრიტანელი ჯარისკაცი იზოლირებული პოლკისათვის გადაუდებელი შეტყობინების გადასაცემად იგზავნება. თუ შეტყობინებას დროულად არ მიიღებს, პოლკი მტრის ხაფანგში აღმოჩნდება, რასაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება. დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად ჯარისკაცებს მტრის ტერიტორიაზე გადასვლა და მრავალი ხიფათის გადალახვა უწევთ.

ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული სამხედრო დრამა, რომელიც 2009 წლის ოქტომბერში ავღანეთის პატარა დასახლებაში, კამდეში მოხდა, როდესაც ფორპოსტზე მყოფი აშშ-ს ჯარისკაცების მცირე ჯგუფი ასობით თალიბი ბოევიკის ძლიერი შეტევის მოგერიებას შეძლებს. სერჟანტი კლინტონ რომეშეი, შტაბ-სერჟანტი ტაი კარტერი და რამდენიმე ათეული ჯარისკაცი მოწინააღმდეგის მრავალჯერ აღემატებული ძალების ცეცხლის ქვეშ 12 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ბრძოლის შედეგი პიროსის გამარჯვებას დაემსგავსება, რადგან ფორპოსტის უმეტესი ნაწილი განადგურდება, 8 ამერიკელი დაიღუპება და 27 დაიჭრება, ხოლო თალიბები დიდი დანაგარგების გამო უკან დაიხევენ. ითვლება, რომ ბრძოლის დროს 150-ზე მეტი თალიბი ბოევიკი იქნა მოკლული. 2013 წელს ბრძოლის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის სერჟანტი კლინტონ რომეშეი და შტაბ-სერჟანტი ტაი კარტერი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს ...

გარდაცვალებიდან ოცდათოთხმეტი წლის შემდეგ, ავიატორ უილიამ პიტსენბარგერ უმცროსს, ქვეყნის უმაღლეს სამხედრო პატივს მიაგებენ, ბრძოლის ველზე ჩადენილი მამაცობისათვის.

მიდუეი

Midway

როლანდ ემერიხის ისტორიული სამხედრო-დრამა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს წყნარ ოკეანეში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს. ყურადღების ცენტრში 1942 წლის ივნისში, მიდუეისთან ახლოს იაპონიის საზღვაო დამრტყმელ შენაერთსა და ამერიკულ ფლოტს შორის გამართული ლეგენდარული ბრძოლაა ...

სატირა მეორე მსოფლიო ომზე, რომელიც ერთ ეულ გერმანელ ბიჭზე, სახელად ჯოჯო, მოგვითხრობს, რომლის შეხედულებაც სამყაროზე სრულიად იცვლება, როდესაც იგი აღმოაჩენს, რომ მისი მარტოხელა დედა ახალგაზრდა ებრაელ გოგონას მალავს სახლის სხვენში. ჯოჯო უნდა დაუპირისპირდეს საკუთარ ბრმა ნაციონლიზმს.

გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ქვეყანაში უწესრიგობაა, ნგრევა, შიმშილი. ბრიტანელი სამხედრო ლუის მორგანი ჰამბურგის დროებით მერად დაინიშნა. მას ქალაქის ნულიდან აღდგენა დაევალება. ცოლთან ერთად ლუისი მდიდრულ სახლში განთავსდება, სადაც გერმანელი არქიტექტორი ცხოვრობს ემოციურად არასტაბილურ ქალიშვილთან ერთად. შეძლებენ ყოფილი მტრები ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას თუ შურისძიების წყურვილი უფრო ძლიერი აღმოჩნდება?

ფილმი ჩვენი დროის გამორჩეული კორესპონდენტის, მერი ქოლვინის შესახებ, რომელიც ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფება და მსოფლიოს სხვადასხვა ცხელი წერტილებიდან საომარ ვითარებას აშუქებს.

სობიბორი

Sobibor

ადამიანისა და უსულო გამანადგურებელი მანქანის წინააღმდეგობის ისტორია. 1943 წელს ბანაკი სობიბორის ტყვეებმა წითელი არმიის ლეიტენანტის ალექსანდერ პეჩერსკის მეთაურობით წამოიწყეს აჯანყება, რომელიც ერთადერთი წარმატებული აჯანყება იყო ნაცისტების სიკვდილის ბანაკში.

გერმანია, იენა, 1944 წელი. თეთრკანიანი გერმანელი დედისა და შავკანიანი აფრიკელი მამის 15 წლის ქალიშვილი „ახალგაზრდა ჰიტლერელების“ წევრს, ლუდს, შეხვდება, რომლის მამაც ცნობილი ნაცისტი სამხედროა. სწრაფად ცვალებად მსოფლიოში მათი კავშირი ნაკლებსავარაუდოდ გამოიყურება.

„ოპერაცია წითელი ზღვა“ (Operation Red Sea, 2018) არის ჩინური სამხედრო მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, რომელიც შთაგონებულია იემენში 2015 წლის რეალური ევაკუაციის მოვლენებით. ფილმი გვიჩვენებს ელიტარული ჩინური სამხედრო-საზღვაო ძალების გუნდის, „იალუზის“, მისიას, რომელიც გაგზავნილია უცხოეთში ჩინელი მოქალაქეების ევაკუაციისთვის. მას შემდეგ, რაც სიტუაცია ომის ზონაში სწრაფად დაიძაბება, ისინი რთულ და სახიფათო ოპერაციას იწყებენ, სადაც მოუწევთ ბრძოლა ტერორისტულ ძალებთან და უმძიმესი გამოწვევების გადალახვა.

მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეების ჩართვის სამხედრო ოპერაციის (1944 წლის 6 ივნისი) დაწყების წინა დღეს, ამერიკელი პარაშუტისტები, რომელთაც გერმანელების რადიოგადამცემი ანძის განადგურების მისია აქვთ, მტრის ზურგში აღმოჩნდებიან, მას შემდეგ რაც მათი თვითმფრინავი ჩამოვარდება. მიაღწევენ რა სამიზნე ობიექტს, პარაშუტისტები მიხვდებიან, რომ გერმანელებთან ბრძოლის გარდა, საშინელ არსებებთანაც მოუწევთ შებრძოლება, რომლებიც ნაცისტების ფარული ექსპერიმენტების პროდუქტები არიან.

12 ძლიერი

12 Strong

პირველი სპეც დანაყოფი გაიგზავნა ავღანათში 11 სექტემბრის შემდეგ. ახალი კაპიტნის ხელმძღვანელობით ავღანელ მეომრებს უნდა შეუერთდნენ, რათა ერთად დაამარცხონ საერთო მტერი თალიბანები...

1950 წელს, კორეის ომში სერჟანტი შემთხვევით წააყდება ნახევრად გაყინულ გოგონას, რომელიც დაკარგულია და მშობლებიც დაკარგული ჰყავს.

კედელი

The Wall

ამერიკელი სნაიპერი აღმოჩნდება ხაფანგში კედელთან. იგი სამიზნეში მის მოწინააღმდეგეს ყავს ამოღებული. გმირი ირანულ რადიოტალღას დაიჭერს და მოწინააღმდეგეს ესაუბრება. ცოცხალი ბრძოლის ველიდან მხოლოდ ერთი წავა...

ნორვეგიელი მებრძოლთა გუნდი მიიღებს დავალებას მიაღწიოს ჩრდილო-დასავალეთ სანაპირომდე გემით სახელად "ბრატჰომი"და განახორციელოს დივერსია გერმანულ საავიაციო ბაზებზე. მაგრამ მისიამ ფიასკო ზღვაშივე განიცადა. გემს გერმანული გემი დაესხა თავს და ჩაძირა. ერთადერთი ადამიანი , რომელიც გადარჩა იან ბოლსრუდია. იგი მოახერხებს საპარომდე მისვლას და გარბის შვედეთის საზღვრისაკენ. მას დაედევნებიან. ქარბუქისას იგი გამოქვაბულს შეაფარებს თავს , რომელიც სასიკვდილო ხაფანგი აღმოჩნდება...

ფილმი მოგვითხრობს რეინჰარდ ჰეიდრიხის აღზევებაზე - ნაცისტური გერმანიის საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეზე. მისი ინიციატივა იყო საბოლოოდ "გადაეწყვიტათ" ებრაელების საკითხი. იგი ინგლისელების მიერ სპეციალურად მომზადებულმა ჩეხოსლოვაკიელმა დივერსანტებმა მოკლეს...

დიუნკერკი

Dunkirk

ფილმი მოგვითხრობს დიუნკერკის ევაკუაციის ისტორიაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში მოხდა...