მოზარდი ბიჭების ჯგუფი ყოველწლიურ შეჯიბრში იღებს მონაწილეობას, რომელიც ცნობილია როგორც „გრძელი გზა“, სადაც მათ გარკვეული სიჩქარე უნდა შეინარჩუნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. გრძელი გზა .
ყოფილი მომაკვდინებელი ქილერი, იძულებულია დაუბრუნდეს ძალადობრივ წარსულს მას შემდეგ, რაც სახლში შეჭრა აიცილა. ეს შემთხვევა მოვლენების ჯაჭვს განაპირობებს, რომელიც ასახავს საიდუმლოებებს როგორც მისი ცოლის, ბეკას წარსულიდან, ასევე თავად ჰატჩის ცხოვრებიდან.
დეტექტივები ჯუდი ჰოპსი და ნიკ უაილდი იდუმალი რეპტილიას კვალს აწყდებიან, რომელიც ზოოტოპიაში ჩადის და ძუძუმწოვრების მეტროპოლიას თავდაყირა აყენებს.
როცა ერთი კლასიდან ყველა ბავშვი, ერთის გარდა, იდუმალ ვითარებაში ქრება იმავე ღამეს ზუსტად ერთსა და იმავე დროს, საზოგადოება იწყებს კითხვას - ვინ ან რა დგას მათი გაუჩინარების უკან.
მხიარული და მომხიბვლელი ედა გიჟდება სარბოლო მანქანებით და ვერ ახერხებს რბოლის გარეშე ცხოვრებას. ევროპის გრან პრის 50 წლის იუბილე კი მისთვის არა მხოლოდ ოცნების ასრულებისა და ავტოსპორტის ისტორიაში შესვლის შესაძლებლობად იქცევა, არამედ ოჯახის დანგრევისგან გადარჩენის შესაძლებლობადაც. თუმცა, შეჯიბრზე ის ხვდება თავის კუმირს, ედს - ოთხგზის ჩემპიონს, რომელსაც მხოლოდ გამარჯვება ადარდებს.
აივისა და თეოს იდეალური ქორწინება და წარმატებული კარიერა მხოლოდ ზედაპირულია. როდესაც თეოს კარიერა ინგრევა და აივის წარმატება იზრდება, მათ შორის მწარე მეტოქეობა იფეთქებს.
ორი მეგობარი სენ-ტროპეს გულში, მდიდრულ იახტაზე მუშაობს. ისინი გლამურულ ცხოვრებას ეწევიან და იახტის მფლობელებად ასაღებენ თავს. მათ უდარდელ დღეებს ქლოე არღვევს.
პარანორმალური მოვლენების გამომძიებლები, ედ და ლორეინ უორენები, ყველაზე შემაძრწუნებელ საქმეს იძიებენ, რაც კი ოდესმე უნახავთ. ოჯახი საცხოვრებლად საოცნებო სახლში გადადის, მაგრამ მალევე მათ სახლში დემონური მოქმედების ნიშნები იწყება, რაც მათ ცხოვრებას კოშმარად აქცევს.
ჰენკ ტომპსონი ყოფილი ბეისბოლის ვარსკვლავია, რომელსაც თამაში აღარ შეუძლია, თუმცა ყველაფერი კარგადაა: ყავს შეყვარებული, აქვს ბარმენის სამსახური ნიუ-იორკის დაივ-ბარში და საყვარელი გუნდი, რომელიც მოულოდნელად ჩემპიონატის მოგების გზაზეა. ერთ დღეს მისი პანკი მეზობელი რასი სთხოვს, რამდენიმე დღით მის კატას მიხედოს.
სერფერი აღმოჩნდება მახეში სერიულ მკლელთან, რომელიც გატაცებულია ზვიგენებით. ახლა მისი ერთადერთი მიზანია როგორმე ცოცხლად გადაურჩეს როგორც ზვიგენებს, ასევე სერიულ მკვლელს...
ლილი სტუმრობს თავის დას, ვალერიას, და გაოცებული იგებს, რომ ის ფრანგ კაცზე, მანუზეა დანიშნული. მოულოდნელად ის გაიცნობს ღამის კლუბის მენეჯერს, ტომს, რომელთანაც მაშინვე მყარდება ძლიერი კავშირი. თუმცა კუნძულის მოვლენების უკან ბნელი საიდუმლო იმალება
ვინ იქნება დედოფლი Shadyside High-ის 1988 წლის გამოსაშვებზე? აუტსაიდერ ლორისთვის კონკურენცია სასტიკია მანამ, სანამ ვიღაც კანდიდატების მოკვლას არ დაიწყებს...
ძალადობრივი, განმეორებადი კოშმარებით შეპყრობილი კოლეჯის სტუდენტი სტეფანი სახლში მიდის, რათა იპოვოს ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ციკლის გაწყვეტა და ოჯახის გადარჩენა იმ საშინელი დაღუპვისგან, რომელიც გარდაუვლად ელის ყველას
მოვლენები მიმდინარეობის ჯონ უიკის მესამე ნაწილის - „პარაბელუმის“ პარალელურად, როცა ევა მაკარო „რუსკა რომას“ მკვლელების ტრადიციის მიხედვით იწყებს წვრთნას
თითქმის სამი ათწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც მძვინვარე ვირუსი გავრცელდა და ახლა, ჯერ კიდევ მკაცრ კარანტინში, ზოგიერთმა იპოვა გზა ინფიცირებულებს შორის არსებობისა. გადარჩენილთა ერთი ასეთი ჯგუფი ცხოვრობს პატარა კუნძულზე, რომელიც მატერიკთან ერთი, დაცული გზით არის დაკავშირებული. როდესაც ერთ-ერთი ჯგუფი მისიით მატერიკის ბნელ გულში მიემართება, აღმოაჩენს საიდუმლოებებს, საოცრებებსა და საშინელებებს, რომლებმაც მუტაცია განაცდევინა არა მხოლოდ ინფიცირებულებს, არამედ სხვა გადარჩენილებსაც.
ქუინი და მამამისი საცხოვრებლად წყნარ ქალაქში გადავიდნენ, ცხოვრების ახლიდან დაწყების იმედით. ამის ნაცვლად, ისინი აღმოაჩენენ დაშლილ საზოგადოებას, რომელიც მძიმე პერიოდს განიცდის სიმინდის სიროფის ქარხნის დაწვის შემდეგ. როდესაც ადგილობრივები ერთმანეთში კამათობენ და დაძაბულობა მატულობს, სიმინდის ყანებიდან ბოროტი, მომღიმარი კლოუნი ჩნდება, რათა ქალაქი ტვირთისგან გაწმინდოს, თითო ჯერზე თითო სისხლიანი მსხვერპლით.
ლევონ კეიდმა დატოვა თავისი საიდუმლო სამასახურის აგენტის პროფესია, რათა გამხდარიყო მუშა და ემუშავა მშენებლობაზე. მას სურს იცხოვროს უბრალო ცხოვრებით და იყოს კარგი მამა. მაგრამ როდესაც მისი უფროსის თინეიჯერი ქალიშვილი - ჯენი დაიკარგება, მან უნდა გამოიყენოს ის უნარები, რამაც იგი ლეგენდარულ ფიგურად აქცია საიდუმლო ოპერაციების ბნელ სამყაროში. მის ნადირობას დაკარგულ კოლეჯის სტუდენტზე მთავარი გმირი მიჰყავს ბოროტი დანაშაულებრივი შეთქმულების წიაღში, რაც ქმნის ჯაჭვურ რეაქციას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მის ახალ ცხოვრებას....
მეგობრებთან ერთად დასვენება განმარტოებულ ადგილას, გადაიქცევა სრულ ქაოსად მას შემდეგ, რაც გაიგებენ რომ ერთ-ერთი სტუმარი ისეთი არაა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს
სკარლეტი ქუჩის ქურდი გოგონა, რომელიც გადარჩენისთვის მუდმივად ბალანსირებს საფრთხესა და რისკზე მოულოდნელად ხვდება ძალაუფლებისა და ფულის სამყაროში, როდესაც ხდება გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის საყვარელი. ახალ გარემოში ის სწავლობს თამაშის წესებს, სადაც ნდობა იშვიათია, ღალატი კი ყოველდღიურობის ნაწილია. ალმასების კონტრაბანდისტების ელიტურ ქსელში სკარლეტი ნელ-ნელა იძენს ძალაუფლებას და მალე მას მეტსახელად „ჰერცოგინია“ შეარქმევენ. თუმცა მისი ახალი ცხოვრება იშლება, როდესაც პარტნიორი და ყველაზე ახლობელი ადამიანი ორმაგი თამაშის მსხვერპლი ხდება და სასტიკად ქრება კონკურენტების ხელით. ეს ტრაგედია სკარლეტში შურისძიების ცეცხლს აღვივებს.
ფილმი ვითარდება მეორე ამერიკული სამოქალაქო ომის დროს, სადაც ავტორიტარული ფედერალური მთავრობა და სეპარატისტული მოძრაობები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ჟურნალისტების ჯგუფი გამოცდილი ფოტოგრაფი ლი სმიტი, მისი კოლეგა ჯოელი და ახალგაზრდა ფოტოგრაფი ჯესი ნიუ-იორკიდან ვაშინგტონისკენ მიემგზავრებიან, რათა პრეზიდენტთან ინტერვიუ ჩაწერონ მანამ, სანამ დედაქალაქს „დასავლეთის ძალები“ მიაღწევენ. გზაზე ისინი ხვდებიან ძალადობას, ქაოსს და მორალურ გამოწვევებს, რაც ხაზს უსვამს ომის სისასტიკეს და ჟურნალისტიკის მნიშვნელობას.







































