მოლის დაბადების დღე აქვს, იგი 27 წლის ხდება, მაგრამ იგი ბედნიერი არაა. მოლი ოჯახთან ერთად კუნძულზე ცხოვრობს და გარშემო არსებული გაუგებრობა აწუხებს. იგი გაიცნობს პასკალს, რომელიც მისი პირველი სიყვარული გახდება. მოლის მასთან ერთად პირველად იგრძნობს თაივსუფლებასა და ბედნიერებას, მაგრამ ამავე დროს კუნძულზე მკვლელი გამოჩნდება. მის ოჯახის წევრებსა და კუნძულის მაცხოვრებლებს მკვლელი პასკალი ჰგონიათ. მოლიმ არჩევანი უნდა გააკეთოს...
მედი და კოული ახლო მეგობრები იყვნენ უმაღლეს სკოლაში გადასვლამდე. სკოლაში მედი უფრო პოპულარი გოგო გახდა, რამაც მედისა და კოულს შორის ბზარი გააჩინა. როდესაც კოული მოიწყენს იგი მედის შეურიგდება და გადაწყვეტენ ერთად მოუღონ ბოლო ბრძოლას გოგონებს შორის პოპულარობის მოსაპოვებლად.
სამუელ სოლომონი , გამოცდილი პროფესორი მხატვრული ლიტერატურის სფეროში , მისი მეუღლის გარდაცვალების ამბავს გაიგებს. ტრაგიკული მოვლენა მასზე იმდენად დიდ ზემოქმედებას მოახდენს , რომ იგი სამსახურიდან წამოვა. იწყება ღამის კოშმარები, ხილვები. ერთ დღესაც იგი იგებ ქალის მკვლელობის შესახებ. ეს ქალი სწოედ მის კოშმარებში იყო. იგი მიდის მკვლელობის ადგილას და გაიცნობს გოგონას, რეიჩელს, რომელიც ამბობს, რომ თავადაც ხედავდა ამ ქალს მის კოშმარებში.
მკვლელი დაეხმარება ახალგზარდა ქალს, შური იძიოს ოჯახის წევრების სიკვდილის გამო...
ლამაზმან ქლოიას მისი ფსიქოანალიტიკოსი პოლი შეუყვარდება. როდესაც წყვილი ერთად ცხოვრებას იწყებს, ქლოია ხვდება, რომ მისი შეყვარებული ის არაა, ვისაც თამაშობს.
ყოფილი მოკრივე და ნარკოდილერი ბრედლი ტომასი ცდილობს თავი დააღწიოს კრიმინალურ წარსულს, მაგრამ კრიმინალმა იგი კვლავ ჩაითრია. მას შვიდი წლით დაიჭერენ. ეს ყველაფერი ძალიან უდროო დროს მოხდა: ცოლი ფეხმძიმედაა და დიდი ხნის ნანატრ ქალიშვილს ელოდებიან. ციხეში უცნობი ტიპი მივა, რომელიც ჯერ დაუბადებელი ქალიშვილის სიცოცხლით იმუქრება, თუ ბრედლი 99-ე ბლოკში ერთ-ერთ პატიმარს არ მოკლავს.
ოთხი ყოფილი თანაკლასელი მიდის ლაშქრობაში მთებში, რათა გარდაცვლილ მეგობარს პატივი მიაგონ. თავიდან დაგეგმილი მარშრუტით მიდიან, შემდეგ კი ბილიკს გადაუხვევენ და უცნაურ სახლს პოულობენ.
მორიგი დავალებისას კლავენ მკვლელს, რომლის სინდისზეც ბევრი უდანაშაულო სიცოცხლეა. იგი იმ ქვეყნიდან 24 საათით ბრუნდება, რათა შეძლოს მისი სულის გადარჩენა.
უცხო თვალისათვის რაინების ოჯახი იდეალურია - მზრუნველი ქმარი და მამა, ლამაზი ცოლი, ორი შვილი. მაგრამ ყველა ოჯახშია პრობლემები : უფროსკლასელმა ქალიშვილმა დედასთან ურთიერთობა შეწყვიტა და მას საფულიდან ფულს პარავს, უმცროსი ძმა მუდამ დასცინის დას, მშობლებიც რთულად პოულობენ საერთო ენას. მოულოდნელად ტელევიზიით უცნაურ სიგნალს გადმოსცემენ, რის შედეგადაც მშობლები საკუთარ შვილებს ესხმიან თავს. აი დადგა და-ძმის გაერთიანების დრო.
ყოფილმა სპეც აგენტმა, ვიეტნამის ომის ვეტერანმა ციუანმა დიდი ხანია იარაღი გვერდზე გადადო და მშვიდობიანი ცხოვრება დაიწყო. მაგრამ მას შემდეგ რაც ტერაქტში მის თვალწინ მისი ქალიშვილი იღუპება და დაინახავს, რომ მთავრობა დამნაშავეთა მოძებნას არ ჩქარობს, იგი თავად იწყებს მკვლელის ძებნას.
ზაკი და ჯოში მთელი ცხოვრება მეგობრები არიან. ისინი კვლავ განაგრძნობდნენ მეგობრობას, რომ არა ერთი უბედური შემთხვევა, რომლის დამალვაც გადაწყვიტეს.
ნიკა პირსმა ოთხი წელი სამკურნალო დაწესებულებაში გაატარა. მას არწმუნებენ , რომ ოჯახის დარუპვა მისი ბრალია და არა თოჯინა ჩაკის. როდესაც მკურნალი ექიმი ნიკას მკურალობის ახალ მეთოდს შესთავაზებს კეთილსახიანი თოჯინით, საავადმყოფოში ხალხი იხოცება. ნიკა ფიქრობს, რომ მისი კოშმარები რეალურია. ენდი ბარკლაი გაიზარდა და დასახმარებლად მოიჩქარის. მაგრამ მას ხელს უშლის ტიფანი, ჩაკის საცოლე, რომელიც ყველაფერს გააკეთებს შეყვარებულის დასახმარებლად.
ფილმში მოქმედება ვითარდება უახლოეს მომავალში, როდესაც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობა მეცნიერულად დადასტურდა. მეცნიერს რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა სინდისი აწუხებს. მილიონობით თვითმკვლელობა – ეს აშკარად ის შედეგი არ არის, რომელსაც ბრწყინვალე მეცნიერი ელოდა. მითუმეტეს, რომ ერთ-ერთი შემდეგი მსხვერპლი შეიძლება მისი საკუთარი შვილი აღმოჩდეს, რომელსაც იდუმალი გოგონა შეუყვარდა…
სამყაროში სადაც ოჯახს მხოლოდ ერთი შვილის გაჩენიც უფლება აქვს 7 ტყუპი და გაჩნდება. მათ კვირის დღეების სახელებს დაარქმევენ და ისინი კვირაში მხოლოდ ერთი დღე გადიან სახლიდან. ერთხელ კი ორშაბათი დაიკარგება...
პოლიციელი , რომელსაც კავშირები აქვს დამნაშავე სამყაროსთან, აწყობს ღამის კლუბზე რეიდს, მისი მოტაცებული შვილის საპოვნელად.
ბრწყინვალე კარიერის დასრულების შემდეგ ჰოკეისტ ერიკ ლემარკს ადრენალინის გარეშე აღარ შეუძლია. იგი ნარკოტიკებით და სნოუბორდით ირთობს თავს. როდესაც მთის პატრული ყველა ტრასას დაკეტავს მოსალოდნელი ქარბუქის გამო, ერიკი გადაწყვეტს ბოლოჯერ მაინც დაეშვას. იგი თოვლის ხაფაგში აღმოჩნდება.
მარტოხელა დედა სამ შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავა შეპყრობილ სახლში, არ იცის რა სახლის სისხლიანი ისტორიის შესახებ.
იდუმალი ქალი კეტი მის ქალიშვილთან ერთად გადადის სხვა ქალაქში საცხოვრებალდ, რათა გაექცეს წარსულს. იქ საერთო ენას იპოვის ქალთან, სახელად ანჟელა მორგანთან, რომელიც ქმართან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. ანჟელა კეტის მათ ოჯახში მიიწვევს და ძიძის სამუშაოს შესთავაზებს. მალე ის აღმოაჩენს, რომ მისი ქალიშვილი ზედმეტადაა მიჯაჭვული კეტიზე.
ნამდვილი ამბავი დებზე, რომლებიც მოულოდნელად საჯარო საცურაო აუზში ხაფანგში აღმოჩდებიან, მას შემდეგ, რაც აუზს მოძრავი გადასაფარებლით დაკეტავენ. ახლა მათ როგორმე უნდა გაუძლონ სიცივეს და ერთმანეთს დაეხმარონ, რათა გადარჩნენ ამ მტანჯველ და უიმედო ღამეს…







































