ძიება - * | ნაპოვნია: 750

პროფესიონალი მკვლელების სამყაროში არსებობს რეიტინგი, რომლის სათავეშიც არის მკვლელი სახელად გიუნტერი . არავინ იცის როგორ გამოიყურება ის და სად შეიძლება მისი პოვნა, მაგრამ ერთი რამ კარგად იციან იგი ძალიან სახიფათოა. მკვლელი ბლეიკი გადაწყვეტსრადაც არ უნდა დაუკდეს მოკლას გიუნტერი.

ინსპექტორი ამაია სალაზარი სერიული მკვლელობების გამოძიებას უდგას სათავეში - პატარა წვიმიან ქალაქში ბასკების მხარეში. ამაია ხვდება, რომ ნამდვილ ბოროტებას უნდა აღუდგეს წინ...

ფილმის მოქმედება სამოცდაათიანი წლების პირველი ნახევრის რომში ხდება. უცნობი დამნაშავეები ნიღბებით იტაცებენ ახალგაზრდას სახელად ჯონ პოლი. მალე გაირკვევა, რომ ბიჭი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის შვილიშვილია. მისი ბაბუა ჯონ პოლ გეტი ცნობილია არა მხოლოდ მისი ქონების გამო, არამედ როგორც შრომისმოყვარე ადამიანი, მაგრამ ყველაზე მეტად სახელი სიძუნწის გამო აქვს გათქმული. გამტაცებლები გამოსაყიდს მოითხოვენ ბაბუა მისი ქონების ნაწილის გაცემას არ აპირებს, თუნდაც მისი საყვარელი შვილიშვილის გამო.

ეს სამყარო ერთი დიდი არეულობაა. ხალხი ისე იქცევა, როგორც სურს - ნაგავს ყრიან სადაც უნდათ, მძღოლები გზას მგზავრებს არ უთმობენ. პოლიცია ქალის საჩივარს ყურადღებას არ აქცევს, ამიტომ რუთი გადაწყვეტს მეგობართან ერთად თავად ასწავლოს ჭკუა დამნაშავეებს.

პასტორი ტოლერი, რომელიც ჯარისკაცი შვილის ცხედარს დასტირის, შვებას ეკლესიის თაღებს ქვეშ ეძებს. აქ ის გაიცნობს ახალგაზრდა მრევლს მერის, ბუნების დამცველის ცოლს. როდესაც ეკოლოგ-აქტივისტი ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს, ტოლერი და ქვრივი მერი სააშკარაოზე გამოიტანენ კორუფციულ შეთანხმებას, რაშიც გარეულნი არიან მაღალი თანამდებობის პირები და მათ შორის ღვთის მსახურებიც...

ახალგაზრდა ამერიკელი ჯენიფერი დროს ფრანგ ცოლიან მეგობარ მამაკაცთან ერთად ატარებს აუზიან სახლში. მოულოდნელად მათთან შეყვარებულის ორი მეგობარი დროზე ადრე ჩადის. ჯენიფერს მათთან ცოტა მორიდებული ქცევა არ აწყენდა...

ფილმის მთავარი გმირი ბარაბარა ტორსონია, რომელიც საკუთარი ასაკისათვის ზედმეტად ჭკვიანი და გონებამახვილია. სკოლაში ყველა თვლის რომ გოგონას არაფრის ეშინია. მას შეუძლია ნებისმიერ ადამიანს შეეწინააღმდეგოს, თუმცა ამაში გასაკვირიც არაფერია მას ხომ ჯადოსნური ჩაქუჩი აქვს და როგორც თვითონ ამბობს უკვე დიდიხანია ებრძვის გოლიათებს. მისი არავის სჯერა , დაცინიან კიდეც ამის გამო. მაგრამ გოგონას ეს არ აღელვებს, მას ბევრად მნიშვნელოვანი საქმეები აქვს.

ფრიადოსანი და მედალოსანი ლინი სხვა სკოლაში გადადის, სადაც ოქროს ახალგაზრდობა სწავლობს და მაშინვე დაუმეგობრდება გრეისს, რომელიც სუსტია მათემატიკაში. ერთხელ ლინი საუკეთესო მეგობარს გამოცდაზე დაეხმარება და მდიდარი მოსწავლეების რიგი დადგება, რომლებიც მზად არიან გადაუხადოს გამოცდის სავარჯიშოების პასუხებისათვის. რადგანაც ლინის მამა ჩვეულებრივი მასწავლებელია და ბევრი ფული არ აქვთ, ლინი გადაწყვეტს მისი გონებით ფული იშვოს და ჭკვიანურ სქემას შეიმუშავებს პასუხების გადასაცემად...

კონეკტიკუტის მახლობლად მცხოვრები ორი მეგობრის გზა გაიყო და მათ რამოდენიმე წელია ერთმანეთი არ უნახავთ. როდესაც კვლავ შეხვდებიან გოგონები გადაწყვეტენ მეგობრობა განაახლონ. ახლო ურთიერთობისას ისინი მიხვდებიან , რომ ორივე ძალიან შეიცვალა, იმდენად, რომ მკვლელობის ჩადენაც კი შეუძლიათ...

პოლი მწერალია, რომელიც განცალკევებულ სახლში მარტო ცხოვრობს. მისი ბოლო წიგნი გამომცემლობამ დაიწუნა, დარდს იგი ალკოჰოლით ახშობს. მოულოდბელად მისი ცხოვრება იცვლება, როდესაც იგი მოგზაურს გაიცნობს, რომელიც მას კამათისას დაეხმარება ადგილობრივ კაფეში. პოლი მოგზაურს ღამის გასათევს შესთავაზებს. მოგზაური მისი მწერლობით ინტერესდებადა მას საკუთარ ისტორიას სთავაზობს სიუჟეტად. მაგრამ ვინ არის ეს უცნობი და რას ნიშნავს მის სხეულზე ტატუ შავი პეპელას გამოსახულებით...

გრეის მარკსის, ირნალდიელი ემიგრანტის ისტორია, რომელიც მისი დამსაქმებლის მკვლელობის გამო გაასამართლეს 1843 წელს. ქალი აცხადებს , რომ მას არ ახსოვს, როგორ ჩაიდინა დანაშაული. 10 წლის შემდეგ ექიმი საიმონ ჯორდონი ცდილობს დაეხმაროს მას წარსული მოვლენების გახსენებაში...

ერთ-ერთ ტბაში, რომელიც განადგურდა სერბეთის ომის დროს, საზღვაო გუნდი აღმოაჩენს განძს. მათ უნდა გადაწყვიტონ, საიდუმლო დაკავშირებულია თუ არა ამ წყალქვეშა აღმოჩენასთან...

2005 წელს 5 მოძღვარს მონაზონის მკვლელობაში ედება ბრალი, რომელზეც ეგზორცისტულ რიტუალს ატარებდნენ. ჟურნალისტი ნიკოლი საკუთარ დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებს. რაც უფრო მეტად ეცნობა დეტალებს, მეტად რწმუნდება, რომ რიტუალი ეშმაკის იარაღი გახდა და მოძღვრებს მონაზონის სიკვდილში წვლილი არ მიუძღვით...

გაბრაზებული მოზარდი გოგონა, რიტუალის დახმარებით ცდილობს გამოიძახოს ბოროტი სული დედამისის მოსაკლავად. ამის სანაცვლოდ კი ტყეში სრულიად სხვა რაღაცას აღვიძებს...

ფილმი მოგვითხრობს მე-20 საუკუნის მნიშვნელოვან მოვლენაზე "უოთერგეითზე", რომელმაც პრეზიდენტ ნიქსონის თანამდებობის ნაადრევი დატოვება გამოიწვია. ადამიანის ვინაობა, რომელიც პრესას ინფორმაციას აწოდებდა მხოლოდ 30 წლის შემდეგ გაირკვა, მას შემდეგ რაც თავად აღიარა. ისტორია დაფუძნებულია რეალურ ამბავზე...

ფილმი მოგვითხრობს გამოცდილ პოლიციის ოფიცერზე, რომელიც ცდილობს გამოიძიოს ბიჭის გატაცების ამბავი, იგი ბანკის მძარცველებს შორის კონფლიქტის მოწმე გახდა. ბიჭის გადარჩენას ასევე ცდილობს მამამისი, რომლის ზედმეტი მონდომებაც ეჭვს ბადებს...

მწერალს რთული პერიოდი აქვს , მისი ბოლო წიგნის გამოსვლის შემდეგ. იგი თაყვანისმცემელთან ურთიერთობაში ეხვევა...

როდესაც ერთი მასწავლებლის გამო მეორეს სკოლიდან აგდებენ, ეს უკანასკნელი მას გაკვეთილების შემდეგ ურთიერთობის გასარკვევად ბრძოლაში იწვევს ...

კრიმინალური შავი კომედია პატარა ამერიკული ქალაქის შერიფზე, რომელიც სამი ბანკის ძარცვაში ეჭვმიტანილებზე ნადირობს, რომელთაგან ერთ-ერთი ეჭვმიტანილი მისი ძმაა…

მძღოლი

Wheelman

მძღოლი, რომელიც დამნაშავეთა დაჯგუფებებზე მუშაობს, წარუმატებელი ძარცვის შემდეგ იძულებულია გაიქცეს, მოპარული ფულით სავსე მანქანით.