ჰაკერების გუნდი ცდილობს დაიპყროს აშშ უზარმაზარი ხაზინა, ამავე დროს V კატეგორიის ქარიშხალია მოსალოდნელი, სახაზინო აგენტი და ყოფილი საზღვაო ქვეითი ცდილობენ გაუმკლავდნენ ქარიშხალს და ამავდროულად განახორციელონ საუკუნის ძარცვა.
ანასტასია სტილი და კრისტიან გრეი ქორწინდებიან და ევროპაში გატარებული თაფლობის თვიდან გმირები სიეტლში ბრუნდებიან.
იაპონია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამერიკელ მძევალს ათავისუფლებენ თანამესაკნის დახმარებით. გათავისუფლებული ჯარისკაცი იწყებს პატივისცემის მოხვეჭას და უბრუნებს ვალს კრიმინალურ სამყაროს.
მაიკ ფელონი ცნობილია, იმით რომ ყველა მის მიერ ჩადენილ დანაშაულს უბედურ შემთხვევად აქცევს. მაგრამ მისი დამოკიდებულება საქმისადმი იცვლება, როდესაც მისი ყოფილი შეყვარებული იღუპება.
სერიალი მოგვითხრობს პოლიციისა და სახანძროს მუშაობის შსახებ. ყოველი მათგანი ყოველ დღე ზრუნავენ ადამიანებისუსაფრთხოებისათვის და ცდილობენ დაეხმარონ ყველას, ვისაც კი მათი დახმარება სჭირდება საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად.
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ეს კრიმინალური ისტორია ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ძარცვას მოგვითხრობს. გამოცდილი კრიმინალების ჯგუფი გეგმავს გაძარცვოს ლონდონის ცნობილი ჰატონ გარდენის უსაფრთხოების საცავი, სადაც მილიონობით ფუნტის ღირებულების ძვირფასეულობა და ფასეული ნივთებია დაცული. გეგმა ერთი შეხედვით იდეალურად გამოიყურება, თუმცა ოპერაციის მიმდინარეობისას მონაწილეებს უამრავი სირთულისა და გაუთვალისწინებელი პრობლემის გადალახვა უწევთ. რაც უფრო უახლოვდებიან მიზანს, მით უფრო იზრდება დაძაბულობა, ხოლო შეცდომის ფასი თავისუფლების დაკარგვა შეიძლება აღმოჩნდეს.
ოჯახის სასტიკი მკვლელობის შემდეგ ყოფილი საზღვაო ქვეითი ფრენკ კასლი შურისძიების გზას ადგება და ნიუ-იორკის კრიმინალურ სამყაროს დაუნდობლად უპირისპირდება. თუმცა, როდესაც მისი წარსულის გამოძიებას იწყებს, აღმოაჩენს, რომ ტრაგედიის უკან ბევრად უფრო დიდი და საშიში შეთქმულება იმალება, ვიდრე თავიდან ეგონა. სიმართლის ძიების პროცესში ფრენკი გავლენიანი კრიმინალების, კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და საიდუმლო ორგანიზაციების სამიზნე ხდება. ყოველი ახალი აღმოჩენა მას კიდევ უფრო ღრმად ითრევს ძალადობით, ღალატითა და საიდუმლოებებით სავსე სამყაროში, სადაც ნდობა იშვიათი ფუფუნებაა.
წარმატებული ფინანსური მრჩევლის ცხოვრება ერთ დღეში თავდაყირა დგება, როდესაც მექსიკური ნარკოკარტელისთვის ფულის გათეთრების სქემა კრახს განიცდის. საკუთარი ოჯახის გადასარჩენად იგი იძულებულია დატოვოს ჩიკაგო და მეუღლესთან და შვილებთან ერთად ოზარკის ტბების რეგიონში გადავიდეს, სადაც ახალი და გაცილებით მასშტაბური ოპერაციის დაწყებას გეგმავს. ახალ გარემოში ყველაფერი გაცილებით რთული აღმოჩნდება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფებები, კორუფცია, ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ნარკოკარტელის ზეწოლა ოჯახს მუდმივი საფრთხის წინაშე აყენებს. ყოველი გადაწყვეტილება სერიოზულ შედეგებს იწვევს და სიტუაცია თანდათან უფრო სახიფათო ხდება.
სერიალის მოვლენები 1970-იან წლებში ვითარდება და ორი ფედერალური აგენტის ისტორიას გვიყვება. ისინი მკვლელებსა და ძალადობრივ დამნაშავეებს ესაუბრებიან, რათა უკეთ გაიგონ მათი ფსიქოლოგია, მოტივები და აზროვნების სტილი. მოპოვებული ცოდნის გამოყენებით აგენტები ცდილობენ რთული დანაშაულების გახსნას და მომავალი დანაშაულების თავიდან აცილებას. სერიალი აერთიანებს კრიმინალურ გამოძიებას, ფსიქოლოგიურ დაძაბულობასა და რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ საინტერესო ისტორიებს.
საფრთხის მასშტაბის ზრდის ფონზე, ადგილობრივი კრიმინალებიც კი იძულებულნი ხდებიან პოლიციასთან ითანამშრომლონ. ოპერაციას სათავეში უდგას შეუპოვარი და დაუნდობელი გამომძიებელი მა სოკ-დო, რომელიც ყველაფერზე მიდის, რათა ქალაქში წესრიგი აღადგინოს და სასტიკ ბანდას დაუპირისპირდეს. რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული მძაფრსიუჟეტიანი კრიმინალური თრილერი სავსეა დაძაბული მოქმედებითა და დაუნდობელი დაპირისპირებით.
ჯაე-ჰო, რომელიც მიზნად ისახავს კრიმინალური ორგანიზაციის სათავეში ჩადგომას, ციხეში ეცნობა ამბიციურ ახალბედას ჰიუნ-სოს. ნდობა და პარტნიორობა მათ შორის ძლიერდება, თუმცა გათავისუფლების შემდეგ, ძალაუფლებისთვის ბრძოლა იწყება და ფარული მოტივები ნელ-ნელა გამოაშკარავდება.
კრიმინალური სერიალი La casa de papel მოგვითხრობს ჯგუფ განგსტერზე, რომლებმაც დაგეგმეს სამეფო მონეტების ეზოს ძარცვა ესპანეთში. მთავარი გმირები აერთიანებენ უნარებს, გეგმავენ დეტალურად და ცდილობენ მოიპოვონ 240 მილიონი დოლარი, მაგრამ ყველაფერი რთულდება მოულოდნელი პრობლემებისა და შიდა კონფლიქტების გამო.
ფილმი მოგვითხრობს ამერიკის ყველაზე ცნობილი ბანდიტის ალ კაპონეს “მარჯვენა ხელის” ჯეკ მაკგერნის კრიმინალური მოღვაწეობის და მისი თვალით დანახული კაპონეს ცხოვრების და კრიმინალური სამყაროს სათავეში მოსვლის შესახებ...
ძმები ჯასტინი და აარნონი ბავშვობაში სექტიდან გაიქცნენ. ათი წლის შემდეგ ისინი იღებენ ვიდეოგზავნილს სექტის წევრებისაგან და გადაწყვეტენ მოინახულონ მათი ძველი "ოჯახი". როდესაც ადგილზე ჩავლენ აღმოაჩენენ, რომ სექტის წევრებს მათთვის არანაირი ვიდეო არ გამოუგზავნიათ, მაგრამ რაღაც ზბუნებრივი მაინც არსებობს, რომლისაც სექტანტებს სჯერათ...
ნორვეგიელი მებრძოლთა გუნდი მიიღებს დავალებას მიაღწიოს ჩრდილო-დასავალეთ სანაპირომდე გემით სახელად "ბრატჰომი"და განახორციელოს დივერსია გერმანულ საავიაციო ბაზებზე. მაგრამ მისიამ ფიასკო ზღვაშივე განიცადა. გემს გერმანული გემი დაესხა თავს და ჩაძირა. ერთადერთი ადამიანი , რომელიც გადარჩა იან ბოლსრუდია. იგი მოახერხებს საპარომდე მისვლას და გარბის შვედეთის საზღვრისაკენ. მას დაედევნებიან. ქარბუქისას იგი გამოქვაბულს შეაფარებს თავს , რომელიც სასიკვდილო ხაფანგი აღმოჩნდება...
სტუდენტ კენ კანეკის მონსტრი დაესხა თავს. ბიჭი მეტალის კონსტრუქციამ გადაარჩინა, რომელიც მონსტრს დაეცა და მოკლა ის. ორივე საავადმყოფოში გადაყვათ და კენს მონსტრის ორგანოებს გადაუნერგავენ...
პოპულარული ჰორორის გაგრძელება ეშმაკისეულ თოჯინაზე, რომელიც ანაბელის დაწყევლილი სულის სათავსო გახდა. ვინც თავის სახლში მიიტანს ამ თოჯინას, კარს გაუღებს იმქვეყნიურ ბოროტებას, საშინელებას და სიკვდილს აუცილებლად ინანებს...
ახალგაზრდა ბიჭი, ზედმეტ სახელად ბეიბი დრაივერი, გიჟდება მოდურ მუსიკაზე, სწრაფად სიარულსა და ადრენალინზე სისხლში. მთელი მისი ცხოვრება სროლასა და გაქცევასთანაა კავშირში, ის ხომ მძღოლად მუშაობს, რომელიც ეხმარება დამნაშავეებს დანაშაულის ადგილიდან გაქცევაში. ერთხელ მას ნამდვილი სიყვარული ეწვევა და თამაშიდან გასვლას გადაწყვეტს, მაგრამ ჯერ ერთი საქმე უნდა გააკეთოს, რომელიც შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს...
შეიკარით ღვედები! ჰავანა, ნიუ იორკი, ბერლინი დაუმარცხებელი გუნდისთვის შეუძლებელი არაფერია, როდესაც ისინი ერთად არიან, მაგრამ როდესაც მათ წინ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი აღუდგება, მათი გზები იყოფა...
როდესაც ჯონის მეგობარი გადაწყვეტს კონტროლქვეშ აიყვანოს მკვლელების გუნდი, ჯონს მოუწევს კვლავ გამოვიდეს ასპარეზზე. ჯონი მიემგზავრება რომში, სადაც მას შებრძოლება უწევს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მკვლელთან მსოფლიოში...







































