ნიჭიერი სტუდენტის ისტორია, რომელიც ოცნებობს შეხვდეს უცხობლანეტელებს და ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ძებნითაა დაკავებული. მის ყურადღებას იქცევს ამბები მფრინავ ობიექტზე რამოდენიმე აეროპორტში, თავად კი სპეცსამსახურის ყურადღებას იქცევს...
ოთხი 15 წლის მეგობარი უცნაური საქმიანობითაა დაკავებული 1984 ზაფხულში: ისინი ცდილობენ იპოვონ სერიული მკვლელი. ყველა მტკიცებულებას მეზობელ სახლთან მიჰყავს, რომელშიც ყველასათვის პატივსაცემი პოლიციის ოფიცერი ცხოვრობს.
ახლო მომავლის ლოს-ანჯელესში დამნაშავეები სასტუმრო "არტემიდაში" მიდიან დახმარებისათვის სასტიკ მედდასთან. აქ განსაკუთრებული კლუბის წევრებს შეუძლიათ მიიღონ სამედიცინო დახმარება და დაისვენონ. მაგრამ სასტუმროში მიდის ადგილობრივი კრიმინალური ბოსი, რომელსაც სურს დაიბრუნოს მოპარული ნივთი.
საშინელ პოსტ-აპოკალიპტურ სამყაროში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცდილობს იპოვოს უსაფრთხო ადგილი, რათა გადარჩეს.
გამოძიების ფედერალური ბიუროს მძევალთა სამაშველო ჯგუფის ყოფილი ლიდერი და აშშ-ს ომის ვეტერანი უილ ფორდი ახლა ცათამბჯენების უსაფრთხოების დონეს აფასებს, ის ჩინეთში იმყოფება და აღმოაჩენს, რომ ყველაზე მაღალი და დაცული ცათამბჯენი უცაბედად ცეცხლის ალში ეხვევა, მისი ოჯახი კი ამ შენობაში იმყოფება...
ანონის ისტორია იწყება ახლო მომავალში, სადაც პრივატულობა, პირადი საიდუმლოებები და ანონიმურობა არ არსებობს. ადამიანების პირადი მოგონებები ჩაწერილია, რასაც კრიმინალის დონე მინიმუმამდე დაჰყავს. როდესაც სალ ფრილენდი ცდილობს ამოხსნას მკვლელობების სერია, ის წააწყდება ახალგაზრდა ქალს, რომელმაც უარყო სისტემა და გაქრა. მას არ გააჩნია პირადობა, ისტორია და ჩანაწერები. სალი მიხვდება, რომ ეს ერა კრიმინალის დასაწყისი უფროა, ვიდრე დასასრული. მან ქალზე არაფერი იცის, მაგრამ უნდა იპოვოს ის იქამდე, სანამ იგი მორიგი მსხვერპლი არ გახდება
ფილოსოფიის პროფესორის ევან ბერჩას რესპექტაბელური ცხოვრება ნგრევას დაიწყებს როდესაც სტუდენტებთან მისი ქმედებები სააშკარაოზე გამოვა. საბოლოოდ კი იგი მისი კურსის მსმენელის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი ხდება.
ახალგაზრდა კაცმა დღისით-მზისით მოიტაცა გოგონა პირდაპირ შუა ქუჩიდან. საკუთარ სახლში მას მოწყობილი აქვს ხმისგან იზოლირებული ოთახი ზომით 10X10, სადაც თავისი მძევალი მოათავსა. მაგრამ მძევალი დანებებას არ აპირებს.
მათი მოულოდნელი შეხვედრა ტაიტიზე გახდა დიდი სიყვარულის დასაწყისი. ახალგაზრდები სამოგზაუროდ მიდიან წყნარ ოკეანეში მდიდრული იახტით. ისინი ისტორიაში ყველაზე დიდ შტორმში მოხვდებიან. ამ წუთიდან არა მხოლოდ მათ მომავალს, არამედ მათ სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება.
ენი გრეჰემის დედის გარდაცვალების შემდეგ ოჯახში უჩვეულო მოვლენები ხდება .ოჯახის წევრების სიცოცხლე საფრთხეშია. ყოველ დღეს მათი ოჯახის ახალ საშინელ საიდუმლოს ეხდება ფარდა. ენი ხვდება, რომ ეს კოშმარი ბევრი წლის წინ დაიწყო. შეძლებს კი ის იპოვოს წყევლის გასაღები, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
ორი ბიჭი, რომელიც რესტორანთან მუშაობს მძღოლებად, მდიდარი ადამიანების სახლებს ძარცვავს, იმ დროს, როდესაც ისინი გემრიელი საკვებით ტკბებიან. ერთხელ ბინაში გასაძარცვად შესულები ტყვე გოგონას აღმოაჩენენ. გოგონას გადარცენის მცდელობისას, ისინი ებმებიან სასტიკი მონსტრის ხაფანგში.
რაი ბრესლინი ბრუნდება. ამჯერად იგი ყველაზე ელიტარული ციხიდან მეწყვილის გაქცევას გეგმავს. გამოწვევა მიღებულია!
"გოგონა სიბნელეში" ასე ეძახიან უსინათლო გოგონას, სოფიას. იგი შემთხვევით სახიფათო საერთაშორისო დამნაშავის ქალიშვილის მკვლელობის მოწმე გახდება. მიუხედავად მისი უსინათლობისა, გოგონა არც ისეთი დაუცველია, როგროც მაფიასა და სპეცსამსახურს ჰგონია.
უწყინარი თამაში "სიმართლე თუ მოქმედება" მეგობრებს შორის სასიკვდილო მოედნად გადაიქცევა, როდესაც ვიღაც ან რაღაც იწყებს მათ დასჯას, ვინც ტყუილს იტყვის ან მოქმედებას არ შეასრულებს...
ფილმი მოგვითხრობს სახიფათო ინგლისური კრიმინალის შესახებ. მთავარი გმირი განსაკუთრებული გარეგნობის ენნი სხვადასხვა ამპლუაში წარსდგება. იგი რამოდენიმე მამაკაცთან თამაშობს განსხვავებულ თამაშს, რომელთაც ერთი შეხედვით ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ. ენნი მამაკაცებს ერთმანეთს ადარებს და საკუთარ გეგმას მიყვება...
პო კერსი ქირურგია, რომელიც მიჩვეულია ადამიანების იმ სამყაროდან დაბურნებას კრიმინალური გარჩევების შემდეგ. როდესაც მისი ცოლისა და ქალიშვილის სიცოცხლე ქუჩის გარჩევებს შეეწირება , პოლიცია კი არაფერს აკეთებს, გადაწყვეტს თავად იძიოს შური.
მაქსისა და ენის ისტორია, რომლებიც სხვა წყვილებთან ერთად ყოველ ღამით "დამპლურ თამაშებს" აწყობენ. ერთ საღამოს მაქსის ძმა, ქარიზმატული ბრუკსი, დაგეგმავს თამაშს მკვლელებითა და ფედერალური აგენტებით. ბრუკსს გაიტაცებენ, მაგრამ ეს ხუმრობაა თუ არა? საბოლოოდ, როდესაც ექვსი აზარტული მოთამაშე იწყებს თავსატეხების ამოხსნას ხვდება რომ ბრუკსი ისეთი არაა, როგორიც ჩანს. თამაშში ქულები არ გროვდება, წესები არ არსებობს, მეგობრები ვერ ხვდებიან ვინ არის მათი მოწინააღმდეგე. ეს ყველაზე დასამახსოვრებელი ღამე იქნება მათ ცხოვრებაში... ან უკანასკნელი ...
დიდი ნიკი, რომელიც ლოს-ანჯელესის პოლიციის ელიტური ქვედანაყოფის მეთაურია, ყოველდღიურად ადასტურებს, რომ მისი გუნდი უფრო მოხერხებულია, ვიდრე ისინი, ვისზეც ნადირობენ. როცა პოლიციელი გაიგებს, რომ ლეგენდარული და მოუხელთებელი ქურდი, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკის გაძარცვას აპირებს, გადაწყვეტს ნებისმიერი გზით ხელი შეუშალოს მას. დიდი ნიკი კი - ის კაცია, რომელსაც წესებით თამაში, საერთოდ არ ადარდებს.







































