ძიება - * | ნაპოვნია: 754

მეცნიერი ქმნის ავტოავარიაში დაღუპული ოჯახის წევრების კლონებს, თუმცა მის ქმნილებებს განადგურება ემუქრება. იმისათვის რომ "მკვდრეთით აღმდგარი" ოჯახის წევრები დაიცვას, მეცნიერს ყველაფერზე უწევს წასვლა.

გამოცდილ პოლიციელს და მის ახალგაზრდა ფეთქებად პარტნიორს მედიაში გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც ისინი ფიზიკური ძალადობენ, სამსახურიდან დაითხოვენ. გამწარებულები, რადგანაც არც ფული აქვთ და არც სამსახური, კრიმინალურ სამყაროს მიაკითხავენ, რათა თავისი „კუთვნილი“ აიღონ, თუმცა სანაცვლოდ იმაზე ბევრად მეტს „მიიღებენ“, ვიდრე მოელიან.

ლაურა, ბუენოს აირესში მცხოვრები ესპანელი ქალი, ქმართან და შვილებთან ერთად, მშობლიურ ქალაქში, მადრიდის შემოგარენში ბრუნდება. გამგზავრების პროცესი დიდ იმედგაცრუებაში გადაიზრდება, როდესაც მოულოდნელი გარემოებები, საიდუმლოებებს გამოაშკარავებს.

კოლეჯის უკიდურესად წარმატებული უფროსკურსელი არასწორ გზას დაადგება. ამ გზაზე მოგზაურობა გადარჩენისათვის ბრძოლის ტოლფასია, რაც მის ცხოვრებას კენტუკის შორეულ რეგიონში ძირფესვიანად შეცვლის.

დოგმენი

Dogman

ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა, სადაც მოვლენები გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს იტალიაში ვითარდება და გრუმერის მიერ რომის გარეუბანში ჩადენილი ხმამაღალი მკვლელობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ომის შემდგომ იტალიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაული გახდება

ათასწლეულის წინ მსოფლიომ აპოკალიფსი გამოიარა. ახლა ადამიანები სხვაგვარ წესებთან არიან ადაპტირებულნი. მოძრავი მეგაპოლისები რესურსების მოსაძიებლად ერთმანეთს ანადგურებენ. ერთ-ერთი ასეთი ქალაქის ბინადარი ტომ ნათსოურთი მოულოდნელად გადაეყრება ახალგაზრდა იდუმალ ქალს, რომელიც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.

პიტნა

Peppermint

მგლოვიარე დედა თავისი ქმრისა და ქალიშვილის მკვლელობების შემდეგ მოხალისე გამომძიებლად გადაიქცევა. იგი არ ენდობა ხელისუფლებას და ცდილობს პირადი ძალებით, თავისებურად აღასრულოს მართლმსაჯულება.

მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეების ჩართვის სამხედრო ოპერაციის (1944 წლის 6 ივნისი) დაწყების წინა დღეს, ამერიკელი პარაშუტისტები, რომელთაც გერმანელების რადიოგადამცემი ანძის განადგურების მისია აქვთ, მტრის ზურგში აღმოჩნდებიან, მას შემდეგ რაც მათი თვითმფრინავი ჩამოვარდება. მიაღწევენ რა სამიზნე ობიექტს, პარაშუტისტები მიხვდებიან, რომ გერმანელებთან ბრძოლის გარდა, საშინელ არსებებთანაც მოუწევთ შებრძოლება, რომლებიც ნაცისტების ფარული ექსპერიმენტების პროდუქტები არიან.

კინი

Kin

ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე ბიჭი პოულობს უცხოპლანეტელთა უმძლავრეს იარაღს, რომლის დახმარებითაც, ცდილობს სხვადასხვა ბოოროტმქმედთა ბანდებისგან საკუთარი ძმის დაცვას.. მათი ნაწილი იდევნება ფედერალური აგენტებისა და მისტიური პირების მიერ, რომელთა მიზანს იარაღის ხელში ჩაგდება წარმოადგენს.

ორბიტის სადგურზე მორიგი გუნდი ჩადის, რათა წინა მორიგე გუნდი შეცვალოს და დედამიწის შესწავლა განაგრძოს. ამ გუნდმა ამოხსნა ეგრედ წოდებული ღვთის ნაწილაკის თეორია, რომელიც კაცობრიობას გაუადვილებს ამოცანის ამოხსნას, რატომ გაჩნდა სიცოცხლე მაინცდამაინც დედამიწაზე. ასტრონავტების მიერ შექმნილი სადგური , რომელიც ნაწილაკებს აჩქარების საშუალებას აძლევდა, რთული აგებულება ჰქონდა და აჩვენებდა როგორ ვითარდებოდა ყველაფერი. ამ რთულ მექანიზმში დაშვებული მცირე შეცდომაც კი გლობალურ კატასტროფამდე მიიყვანს დედამიწას.

ტბის პირა სახლში დასასვენებლად წასული დედა 2 პატარა ქალიშვილთან ერთად, ვერც კი წარმოიდგენს რამხელა გასაჭირი ელის წინ. ისინი ნიღბიანი ფსიქოპატის დაგებულ მახეს უნდა გადაურჩნენ.

ლისბეტ სალანდერი და მიქაელ ბლუმკვისტი ჯაშუშთა, კიბერდამნაშავეთა და კორუმპირებულ თანამდებობის პირთა ქსელში აღმოჩნდებიან გაბმულნი (როგორც შვედეთში, ასევე შეერთებულ შტატებში), რომელთაც „ობობის საზოგადოების“ სახელით იცნობენ.

მარტოხელა სემი იდუმალ, ლამაზ ქალს ხვდება, რომელიც მის შენობაში განთავსებულ აუზში ცურავს. მეორე დილით, როდესაც ქალი მოულოდნელად უჩინარდება, სემი ლოს ანჟელესში მიემართება, რათა ფარდა ახადოს გაუჩინარების მიღმა დამალულ საიდუმლოს, ძიების პროცესში კი სკანდალითა და შეთქმულებით გარემოცულ სამყაროში უფრო და უფრო ეფლობა.

ოჯახი ნორვეგიაში, ოსლოში მიმეგზავრება, სადაც ძალიან ძლიერი მიწისძვრა მოხდება.

ახალგაზრდა წყვილი იტალიის ზღაპრულ, მშვიდ ადგილას მიემგზავრება, რათა დანგრევის პირას მისული ურთიერთობა გადაარჩინოს. მათ წარმოდგენაც არ აქვთ მასპინძლის ბოროტი განზრახვის შესახებ.

ძიება

Searching

დევიდ კიმის 16 წლის ქალიშვილი უგზო-უკვლოდ იკარგება. პოლიცია უძლურია. სასოწარკვეთილი მამა გოგონას კომპიუტერში ეძებს პასუხს. იგი აღმოაჩენს, რომ არაფერი იცის საკუთარი ქალიშვილის შესახებ.

პირველი რაც 10 წლის ლუისმა ბიძის სახლის ზღურბლზე გადაბიჯებისას გაიგო, უძველესი კედლებიდან საათის წიკწიკის ხმა იყო. ბიჭი ეშვება მაგიისა და ჯადოსნობის სამყაროში, რომლის არსებობაზე აქამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა. აქ გაცოცხლებული სურათების და დაუჯერებელი არსებების თანაცხოვრება ჩვეულებრივი ამბავია, სახლის გული კი ინახავს უდიდეს საიდუმლოს დროის შესახებ.

რთული მოზარდი კიტ გორდი ვერ ეგუება მამის გარდაცვალებას უკვე რამოდენიმე წელია. გოგონას მისი საქციელის გამო ბლექვუდის სკოლა-პანსიონში აგზავნიან. მასთან ერთად სკოლაში ოთხი გოგოც მოხვდება. სკოლის დირექტორი მადამ დიურე ცდილობს გოგონებში დაფარული ნიჭი გამოააშკარავოს. გოგონები მართლაც გამოავლენენ ნიჭს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ კიტი ხვდება რომ ყველაფერი რიგზე არაა.

მონაზონი

The Nun

როდესაც ახალგაზრდა მონაზონი, რუმინეთის განცალკევებულ მონასტერში თავს იკლავს, ვატიკანი საქმის გამოსაძიებლად ადგილზე აგზავნის ბუნდოვანი წარსულის მქონე მამაოს და ახალბედას. ისინი არამხოლოდ სიცოცხლის გარისკვით, არამედ რწმენისა და საკუთარი სულების საფრთხის ქვეშ დაყენებით, წინ აღუდგებიან მონაზონში შემოჭრილ, დემონურ ბოროტ ძალებს. მონასტრის კედლები კი გახდება საშინელი ბრძოლის ველი ცოცხლებისა და დაწყევლილებისათვის.

როდესაც პატარა ბიჭი, შემთხვევით, სამყაროს ყველაზე უფრო სასტიკი მკვლელი მონადირეების დედამიწაზე დაბრუნებას შეუწყობს ხელს, მხოლოდ ყოფილი ჯარისკაცების თავზეხელაღებული ჯგუფი და მეცნიერი შეძლებენ აღკვეთონ ადამიანური რასის განადგურება.