მოქმედება უახლოეს მომავალში ხდება, როდესაც ტექნოლოგია ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში მონაწილეობს. მთავარი გმირი ტექნოფობია, რომელსაც სურს შური იძიოს მისი ცოლის მკვლელობისა და მიღებული ტრამვისათვის. მისი მთავარი იარაღი კომპიუტერული ჩიპი იმპლანტია, სახელად სტემი.
ფილმი მოგვითხრობს ითანის კიდევ ერთ შეუსრულებელ მისიაზე. ამჯერადაც ითანსა და მის გუნდს წარმოუდგენელი უნარ-ჩვევების გამოველნა მოუწევთ კიდევ ერთი რთული ამოცანის ამოსახსნელად...
20 000 წლის წინ დედამიწა ცივი და არაკომფორტული ადგილი იყო, სადაც სიკვდილი ადამიანს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ელოდა, სიცოცხლე კი დამოკიდებული იყო იმაზე, შეძლო თუ არა მან მსხვეპლის კუთხეში მომწყვდევა. ახალგაზრდა მონადირე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ადამიანი იყო პლანეტაზე მტრულად განწყობილი სამყაროს პირისპირ მარტო აღმოჩნდება. მან უნდა ჩახედოს მის შიშებს თვალებში და იპოვოს გზა შინისაკენ. შესაძლოა მისი მოგზაურობის შედეგზე კაცობრიობის ბედია დამოკიდებული.
ახალგაზრდა პროგრამისტი „ფენტეზი“-ს ტიპის რომანს თამაშად აქცევს. მალე რეალობა და ვირტუალური სამყარო ერთმანეთში აირევა და გაუგებრობებიც იწყება.
1905 წელი. ჯენიფერ რიჩარდსონი რელიგიურმა სექტამ გაიტაცა კუნძულზე გამოსასყიდის მიღების მიზნით. სექტის ლიდერმა იცის, რომ ჯენიფერს მდიდარი მამა ჰყავს. გოგონას ასევე ჰყავს ძმა,ტომასი, რომელიც ყველას გარდაცვლილი ეგონა და რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ და იპოვოს.
ელიზაბეტი ყოველთვის ცდილობდა ისეთი ადამიანის მოხიბვლას, რომელიც მას ამქვეყნიური პრობლემებისაგან შორს წაიყვანდა. და აი ოცნება ხდება, ელიზაბეტი ცოლად მიყვება მეცნიერ ჰენრის, რომელიც მასზე ასაკით ბევრად დიდია. მეუღლე მას სახლში მიიყვანს და ეტყვის, რომ ამ სახლში ყველაფერი მისთვისაა, გარდა ერთი ოთახისა, რომელში შესვლაც არ შეიძლება. ერთ დღეს , როდესაც ჰენრი სახლში არაა, ელიზაბეტი გადაწყვეტს გაიგოს საიდუმლო ოთახის დანიშნულება.
ზღვის წყალქვეშა გემის პილოტი სტუმრობს წარსულ შიშებს მარიანას ღრმულში. ის შემთხვევით ათავისუფლებს დიდი თეთრი ზვიგენის წინაპარს, რომელიც უკვე გადაშენებულად ითვლება...
მოქმედება ხდება ალიასკის პატარა ქალაქში. 6 წლის ბიჭი იკარგება და რადგნ ადრეც იყო მსგავსი შემთხვევა, როდესაც მგლებმა ბავშვი გაიტაცეს დედა გადაწყვეტს რომ ბიჭი მგლებმა წაიყვანეს. იგი მიმართავს მგლების სპეციალისტს, რასელ კორს, რათა მან მოკლას მგელი, რომელმა მისი შვილი წაიყვანა. მაგრამ როდესაც რასელი მგლების საძებნად მიდის მოხუცი ქალი მას ეტყვის, რომ ბოროტება სხვა მხარესაა...
განცალკევებით მცხოვრები ოჯახი, რომლის ოთხი წევრიც მოწამვლიტ გარდაიცვალა, რიტუალებისა და თილისმების დახმარებით ცდილობს მტრულად განწყობილი ქალაქელებისგან თავი დაიცვას.
18 წლის მოკრძალებული და კარჩკეტილი სკოლის მოსწავლე გარიყულია თავის მშობლებისგან და უმოწყალოდ უარყოფილი თანატოლებისგან. სასოწარკვეთილი და იზოლირებული, იგი მხოლოდ თავის საკუთარ გამოსახულებას ენდობა - და სარკეში აღმოაჩენს მის წარმოსახვაში არსებულ ბოროტ ტყუპისცალს, რომელიც მას მხარს უჭერს, აგულიანებს და ყველა მისი საიდუმლო სურვილი იცის. როდესაც „გოგონები“ ადგილებს გაცვლიან, შეკავებული სექსუალობა და მრისხანე ძალადობა ამოხეთქს თავისუფლების საშიშ გრძნობასთან ერთად.
მას შემდეგ რაც ამერიკელი ბავშვების 98 პროცენტს დაავადება მოკლავს, გადარჩენილი 2 პროცენტი, რომელსაც სუპერშესაძლებლობები აღმოაჩნდება, სპეციალურ ბანაკებში მიჰყავთ. 16 წლის გოგონა გარბის ასეთი ბანაკიდან და უერთდება სხვა მოზარდების გუნდს, რომელიც მთავრობას ემალება
წარმატებული ჟურნალისტის დედა, ჯენიფერი, იპოვის მისი ზღაპარს, რომელიც მისმა ქალიშვილმა 13 წლის ასაკში დაწერა, რომელშიც გოგონა ყვება მისი კავშირის შესახებ ორ ზრდასრულ მწვრთნელთან. მის მოგონებებსა და წაკითხულს შორის შეუსაბამობა აიძულებს ჯენიფერს მოძებნოს მისი ყველა ყოფილი საყვარელი. ამასთან მას მოუწევს შეხვდეს საკუთარ ორეულს 13 წლის ასაკში, რაც საბოლოოდ დააკარგვინებს წარმოდგენას საკუთარ თავზე.
„ოპერაცია წითელი ზღვა“ (Operation Red Sea, 2018) არის ჩინური სამხედრო მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, რომელიც შთაგონებულია იემენში 2015 წლის რეალური ევაკუაციის მოვლენებით. ფილმი გვიჩვენებს ელიტარული ჩინური სამხედრო-საზღვაო ძალების გუნდის, „იალუზის“, მისიას, რომელიც გაგზავნილია უცხოეთში ჩინელი მოქალაქეების ევაკუაციისთვის. მას შემდეგ, რაც სიტუაცია ომის ზონაში სწრაფად დაიძაბება, ისინი რთულ და სახიფათო ოპერაციას იწყებენ, სადაც მოუწევთ ბრძოლა ტერორისტულ ძალებთან და უმძიმესი გამოწვევების გადალახვა.
ოჯახი იძულებულია ქალაქიდან მოშორებით სიწყნარეში იცხოვროს, რადგან დაიმალონ არსებებისგან რომლებიც ხმაზე რეაგირებენ.
ბიძაშვილები ვინსენტი და ანტონი ცხოვრობენ სამყაროში სადაც თითოეულ წამს მილიარდის მოტანა შეუძლია. ისინი გადაწყვეტენ ოპტიკურ-ბოჭკოვან საკაბელო პროექტს ჩაუყარონ საფუძველი. ყველაფერი გათვლილია და წარმატების შანსიც ისეთი მაღალია როგორც არასდროს. თუმცა მიზნისკენ მიმავალ გზაზე მათ ყოფილ ბოსთან, ევა ტორესთან მოუწევთ დაპირისპირება, რომელიც ბოროტი გენია და მათი დაუძინებელი მტერია. ფსონები დიდია - დამარცხებული კარგავს ყველაფერს, გამერჯვებულის მონაპოვარი კი ფასდაუდებელია.
პრობლემების მქონე მუსიკალური ვუნდერკინდი შარლოტი დიდი ძებნის შემეეგ, ელიზაბეტს მიაკვლევს, რომელიც მისი ყოფილი სკოლის ახალი საუკეთესო მოსაწავლეა. ეს შეხვედრა ორივე მუსიკოსს ავბედით ცხოვრებისეულ გზას უქადის, რომელიც შოკისმომგვრელ შედეგებს მოიტანს.
ერლ სთოუნი, 80 წელს გადაცილებული და გაკოტრებულია, როდესაც სამსახურს შესთავაზებენ, რაც მხოლოდ მანქანის მართვას გულისხმობს. ადვილი საქმეა კია, მაგრამ ერლს წარმოდეგენაც არ აქვს, ისე გახდება მექსიკური კარტელის ნარკოკურიერი. საქმეს იდეალურად ართმევს თავს, ტვირთიც მნიშვნელოვად ეზრდება, მაგრამ ერთხელაც, ნარკოტიკებთან მებრძოლ ამბიციურ აგენტს, კოლინ ბეტს გადაეყრება.
რიგითი დავალების შესრულებისას, პროფესიონალმა მკვლელმა დაუშვა დიდი შეცდომა - არ მოიშორა თვითმხილველი. გოგონას გადარჩენაში მან სულიერი ხნნის შანსი დაინახა. თუმცა მის ასეთ ქმედებას დიდი გართულებები მოჰყვა.
ამერიკული წყალქვეშა ნავის გამოუცდელი კაპიტანი აშშ საზღვაო ძალებთან ერთად ყველაფერს აკეთებს რუსი პრეზიდენტის გადასარჩენად, რომელიც გაიძვერა გენერალმა გაიტაცა.







































