ძიება - * | ნაპოვნია: 754

პიტერი ერთი და იგივე სიზმარს ხედავს, რომელშიც იგი მუდმივად კარგავს ოჯახს. ერთხელ სიზმარი თითქმის ახდება, დედამიწაზე უცხოპლანეტელები ჩამოვლენ, რომლებიც სიკვდილს, განადგურებასა და შიშს თესავენ. ოჯახის გადარჩენის მცდელობისას პიტერი საკუთარ თავში მოულოდნელ ძალას აღმოაჩენს.

უილი და სამანტა ბედნიერი წყვილია, მალე მათ ბავშვიც ეყოლებათ, მაგრამ უილი და სამანტას მამა ერთმანეთს ვერ უგებენ. სამანტას მამა ვერ შეეგუა მის სხვა ქალაქში გადასვლას. მაგრამ როდესაც დასავლეთ სანაპიროზე კატასტროფა მოხდება, რომლის შედეგადაც აეროპორტები მუშაობას შეწყვეტენ, ელექტროენერგია გაითიშება, სამანტა კი საფრთხეშია, ურთიერთობის გარკვევის დრო არაა. უილი და მისი სიმამრი სამანტას გადასარჩენად მიდიან.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 15 წლის შემდეგ იქმნება სპეციალური სპეცაგენტების გუნდი, რათა იპოვონ ადოლფ ეიხმანი, გესტაპოს ცნობილი თანამშრომელი.

დედამიწაზე არსებობს ანომალიური ზონა. არავინ იცის დაზუსტებით საიდან გაჩნდა და რა ხდება იქ. მეცნიერები მთელი მსოფლიოდან იჩენენ მის მიმართ ინტერესს. საიდუმლო ორგანიზაცია ორჯერ გაგზავნის ეკიპაჟს ზონის შესასწავლად, მაგრამ ორივე ეკიპაჟი უგზოუკვლოდ იკარგება. ლანა, მეცნიერ-ბიოლოგი აპირებს შეაღწიოს ზონაში და იპოვოს მისი ქმარი, რომელიც მეორე ეკიპაჟთან ერთად დაიკარგა. მასთან ერთად მთელი რიგი გამოცდილი მეცნიერები და მკვლევარებიც მიდიან.

ხუთნაწილიანი ფილმის ხუთივე ეპიზოდში ვერშემდგარი არქიტექტორი და ბოროტი სოციოპათი ჯეკი თავის საგულდაგულოდ შესრულებული მკვლელობების შესახებ ყვება. მიაჩნია, რომ თითოეული მათგანი ხელოვნების უმაღლესი ნიმუშია და მის ცხოვრებისეულ საქმიანობას, როგორც სერიული მკვლელისას, კარგად წარმოაჩენს.

1980-იან წლებში მდიდარი ბიჭების ჯგუფი გადაწყვეტს, რომ ლოს ანჯელესში თაღლითური გზით გამდიდრდნენ სწრაფად, ეს კი ფატალური აღმოჩნდება მათთვის...

კოპენჰაგენი, დანია, 2018 წელი. ძველ ბინაში საშინელი აღმოჩენა ხდება. დეპარტამენტის წევრების გამოძიებას საქმე მიჰყავს გოგონების სამარცხვინო დაწესებულებაში, რომელიც მოულოდნელად დაიხურა სამოციანი წლების დასაწყისში

ფსიქოლოგიური სამეცნიერო-ფანტასტიკური თრილერი, შეშფოთებული მარტოხელა მამის შესახებ, რომელიც გარე სამყაროს სერიოზული საფრთხეების შიშით შეპყრობილი, მის შვიდი წლის უშიშარ ქალიშვილს სახლში გამოკეტავს. მაგრამ იდუმალი მამაკაცი, გოგონას გაქცევაში არწმუნებს და თავისუფლების, ახალი ოჯახის და შურისძიების ძიებაში მასთან გაერთიანებას სთავაზობს. მას შემდეგ, რაც გოგონა მისი პარანოიდული კონტროლით შეპყრობილი მამის ხელიდან გასხლტომას და სახლიდან გაქცევას მოახერხებს, იგი მოულოდნელად უცნაურ, ძალიან საშიშ და იდუმალ ახალ სამყაროში აღმოჩნდება

იძულებით დასრულებული კარიერის შემდეგ, ბალერინა დომინიკა ეგოროვა და დედამისი გაურკვეველი მომავლის წინ აღმოჩნდებიან. გმირი თანხმდება წავიდეს "ბეღურების სკოლაში" , სადაც ასწავლიან როგორ აქციონ ახალგაზრდებმა მათი სხეული და გონება საშიშ იარაღად. დიდი ხნის სადისტური სწავლების შემდეგ გოგონა ყველაზე საშიში ბეღურა ხდება საიდუმლო სამსახურის ისტორიაშია...

აპოკალიფსური მოვლენებიდან 10 წლის შემდეგ, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ჩვენს და სახვა სამყაროს შორის, ბარიერები ირღვევა. მთავარი გმირი საშუალო სკოლის მოსწავლე ვერონიკა ოჯახს და მეგობრებს კარგავს.

გინდათ იდეალურ სამყაროში ცხოვრება, სადაც არ არსებობს დანაშაული, უმუშევრობა და ომი? საფასური ასეთი ბედნიერებისთვის წელიწადში ერთი ღამე იქნება, ღამე როდესაც ყველაფერი ნებადართულია. თანახმა იქნებოდით მიგეღოთ მონაწილეობა ასეთ ექსპერიმენტში?

მთავრი გმირი ელის რაინერია, ქალი , რომელიც მთელი ცხოვრება ფსიქოლოგიით იყო გატაცებული. ერთ დღესაც კი მიხვდა, რომ არამხოლოდ ცოცხალი ადამიანების ესმოდა , არამედ გარდაცვლილებისაც. მას შემდეგ რაც საკუთარი ძალების კონტროლი ისწავლა , ელისმა ხალხის დახმარება დაიწყო. ნიუ იორკში ცხოვრებისას იგი დემონური სულის ტყვე გახდა, რომელიც სახლში ჩაუსახლდა.

რობერტ მაქკოლის ისტორიის გაგრძელება. ყოფილი დაზვერვის აგენტი ბრუნდება, რათა აღადგინოს სამართლიანობა. რამდენად შორს წავა როცა საქმე ეხება საყვარელ ადამიანს?

2008 წელს ტაჯ მაჰალის სასახლე მუმბაიში პაკისტანელი მებრძოლების სასტიკი შეტევის სამიზნე გახდება. შენობა ცეცხლის ალში გაეხვევა, ათეულობით ადამიანს კი მძევლებად აიყვანენ.

მენდი

Mandy

1983 წელი. ხისმჭრელი რედი ცოლთან ერთად ტყეში ცხოვრობს ტბის მახლობლად. ტყეში ბოროტება დასახლდა - რელიგიური კულტი ჯოჯოხეთური ბაიკერების გუნდით. სერნობისას რედის ცოლი კულტის ლიდერს მოეწონა, მან ბაიკერებს უბრძანა მისი მოტაცება. იგი დაწვის რიტუალზე შესწირეს მსხვერპლად. რედს შურსძიების გარდა არაფერი დარჩა...

სუსპირია

Suspiria

ახალგაზრდა ბალეტის მოცეკვავე ერთ პრესტიჟულ ცეკვის აკადენიაში მიდის ევროპაში, მაგრამ აღმოაჩენს, რომ იქ ზებუნებრივი და ავბედითი რაღაცეები ხდება, მთელი რიგი შემზარავი მკცლელობების ფონზე.

ქვრივები

Widows

შეტაკების დროს პოლიცია ოთხი მძარცველის სიცოცხლეს შეიწირავს. მათ ქვრივებს არაფერი აქვთ საერთო გარდა ერთისა: მათ უნდა დაასრულონ დაწყებული საქმე, დაუსხლტნენ პოლიციას, ჩამოიტოვონ კონკურენტები და რაც მთავარია, გაარკვიონ თუ ვინ ჩაუშვა მათი ქმრები.

მდინარე ტაჰოსთან განთავსებულ მიტოვებულ სასტუმროში, ერთმანეთისთვის სრულიად უცხო 7 ადამიანი იკრიბება, რომელთაგან თითოეულს საკუთარი ბნელი საიდუმლო გააჩნია. ამ ღამეს, ყველა მათგანს, ექნება ერთი შანსი დანაშაული გამოისყიდოს.

ოსკაროსანი რეჟისორის სტივენ სოდერბერგის აიფონით გადაღებული ფსიქოლოგიური ჰორორ-თრილერი ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი გამოკეტავენ, სადაც მას თავის ყველაზე დიდ შიშთან მოუწევს პირისპირ შეხვედრა. ახლა მთავარ გმირს ისღა დარჩენია გაარკვიოს: მისი შიში რეალურია, თუ ის უბრალოდ მისი წარმოსახვის ნაყოფია? მაგრამ სად მთავრდება რეალობის საზღვრები და იწყება ხილვები?

ხუთი წელი, რვა თვე და 12 დღე გეგმავდა დები ოუშენი შურისძიებას. მისი მიზანია 150 მილიონი დოლარის ღირებულების ბრილიანტის სამკაულის მოპარვა. ამისათვის იგი შვიდ გოგონას დაუმაგობრდება. გეგმა ბრწყინვალეა, მაგრამ მიზნის მისაღწევად შესრულებაც ბრწყინვალე უნდა იყოს.