ტრავმიდან გამოსვლის შემდეგ, ჯენიფერი კვლავ საფრთხეშია, რადგანაც იმ ცხოვრებას უბრუნდება, რომელიც საერთოდ არ ახსოვს.
ანა პოლიატოვას გამაოგნებელი სილამაზის უკან ერთი საიდუმლო იმალება რომელიც მას ძალასა და უნარს აძლევს - გახდეს მსოფლიოში ყველაზე უფრო საშიში დაქირავებული მკვლელი.
სანიტარი იძულებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაჭრილი პირი საავადმყოფოდან გააპაროს, როდესაც დაჭრილის ძმა მის ფეხმძიმე ცოლს გაიტაცებს და გაცვლას შესთავაზებს.
თინეიჯერ გოგონას მალულად ზრდის რობოტი „დედა“, რომელიც შექმნილია იმისათვის, რათა დადამიწის რეპოპულაცია მოახდინოს ადამიანების გადაშენების შემთხვევაში, თუმცა მათ უნიკალური კავშირს საფრთხე შეექმნება, როდესაც ამოუცნობი პიროვნება გამოეცხადებათ შემაშფოთებელი ამბებით.
სიუ ენი მარტოხელა კარჩაკეტილი ადამიანია, რომელიც ოჰაიოში, ერთ წყნარ ქალაქში ცხოვრობს. ერთხელაც, მეგი, ქალაქში ახლადგამოჩენილი თინეიჯერი, თხოვს მას და მის მეგობრებს ალკოჰოლური სასმელი უყიდოს. სიუ ენს შანსი ეძლევა ერთი-ორი მეგობარი, თუნდაც ბევრად უმცროსი, მანაც შეიძინოს.
ფსიქოლოგიური ტრილერი ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომელმაც“ ნაპა ველი“-ში რამოდენიმე აკრი მიწა და ლამაზი სახლი შეიძინა, თუმცა მალევე აღმოაჩინა, რომ მამაკაცი, ვისგანაც სახლი იყიდეს, მის დატოვებას არ აპირებს.
ალიტა მომავლის სამყაროში გამოიღვიძებს, რომელიც მისთვის სრულიად უცხოა. ისიც არ ახსოვს, თვითონ ვინ არის. მას ექიმი იდო თანაუგრძნობს, რომელიც ხვდება, რომ სადღაც, ამ კიბორგის ფუტლარის მიღმა, განსაკუთრებული წარსულის მქონე ახალგაზრდა ქალის გული და სულია.
სკოლის მოსწალე ბირდ ფიტჩერს წარმოდგენა არა აქვს, რა ბნელი საიდუმლოებები უკავშირდება პოლაროიდის ვინტაჟურ ფოტოაპარატს, რომელსაც შემთხევით გადააწყდება, თუმცა დიდი დრო არ დასჭირდება იმის გაგებას, რომ ვინც კი ფოტო გადაიღო, ტრაგიკულად დაამთავრა ცხოვრება. ჩქარობენ რა ამოხსნან ეს საიდუმლოება, ბირდი და მისი მეგობრები როგორმე კიდევ ერთ ღამეს უნდა გადაურჩნენ, სანამ ეს საშინელი პოლაროიდი ყველას დახოცავს.
მუსიკოსი გადაწყვეტს წარმატებით აამუშავოს სქემა, თუ როგორ მოიწყოს კარგი ცხოვრება და დიდ შარშიც გაეხვევა.
ტრი გელბმანი აღმოაჩენს რომ უფრო ადვილი ასატანია ყოველდღე კვლავ და კვლავ სიკვდილი ვიდრე ის უცნაური და საშიში სიტუაციები, რაც წინ ხვდება მას ...
უნიკალური შესაძლებლობებით დაჯილდოვებული ბიჭი, ადამიანების გადასარენად დემონებს ებრძვის
მდიდარი მხატვრები და კოლექციონერები ნებისმიერ თანხას გადაიხდიან როდესაც ხელოვნება მომგებიან ინვესტიციას წარმოადგენს. ისინი მზად არიან დანაშაულიც კი ჩაიდინონ, რადგან ადამიანის სიხარბესა და მომხვეჭელობას საზღვარი არ აქვს. როდესაც ასპარეზზე ახალი ნიჭიერი ხელოვანი გამოდის ყოველი ადამიანი, ვინც პირადი სარგებლობისკენ მიისწრაფვის, მისტიური და ჯოჯოხეთური ძალის სამიზნე ხდება.
დედა, რომელიც თავისი ახალგაზრდა ვაჟის უცნაური საქციელით შეშფოთებულია, ფიქრობს, რომ შესაძლოა რაღაც ზებუნებრივი ახდენს მასზე გავლენას.
ექვსი ერთმანეთისთვის უცხო ადამიანი უკონტროლო ვითარებაში აღმოჩნდება. მათ მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ თავიანთი გონებრივი შესაძლებლობები რათა გადარჩნენ.
ნელს კოქსმანის მშვიდი ცხოვრება მოულოდნელად დასრულდება, როდესაც მისი საყვარელი ვაჟი საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში გარდაიცვლება. მამის სურვილი სიმართლე გაიგოს მალე შურისძიების წყურვილად გადაიქცევა: მას ცივსისხლიანი მართლმსაჯულების აღსრულება სურს ნარკობარონისა და მისი ახლო გარემოცვის წინააღმდეგ.
ფილმში მოვლენები XIX საუკუნეში ვითარდება და ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის პირველი მრავალტომიანი გამოცემის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ინგლისური ლიტერატურის განვითარებისთვის ეპოქალური მოვლენა გახდება.
ტეხასელი სამართალდამცავი ფრედ ჰეიმერი იღებს დავალებას - გამოიჭიროს და გაანეიტრალოს ბანკების საშიში მძარცველები. მეწყვილესთან მენი გოლტომთან ერთად, იგი ხელმძღვანელობს ოპერაციას ახალგაზრდა, მოუხელთებელი დამმნაშავე წყვილის, ბონისა და კლაიდის წინააღმდეგ.
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტი ახალგაზრდა მემკვიდრის (ქალის) დაცვას აიღებს თავის თავზე. მოტაცების მცდელობის ფაქტი ორივეს სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. ისინი უნდა გაიქცნენ და თავს უშველონ.
კრიმინალური სინდიკატი ელიტარული მკვლელების დაჯგუფებას მილიარდელის ქალიშვილის მკვლელობას შეუკვეთავს. მკვლელების პატარა ნაკლებად ცნობილი ბანდა კი მას მფარველობს, და ყოველ ღონეს ხმარობს, რომ დაქირავებულებმა თავიანთ სამიზნეს ვერ მიაკვლიონ.
ხუთი ყოფილი სპეცრაზმელი სამხრეთ ამერიკის ნაკლებად დასახლებულ ზონაში სარისკო ძარცვას დაგეგმავენ. სპეცრაზმელები მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ რეგიონის კრიმინალისგან გაწმენდას, მაგრამ უშედეგოდ. გმირები დაიღალნენ, თუ როგორ ამაოდ იღუპებიან მათი კოლეგები, და ამიტომ ადგილობრივი ნარკობარონის გაძარცვას გადაწყვეტენ.







































