ფილმი გადაღებულია ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. იგი მოგვითხრობს 1970იანი წლების ნეაპოლში მოღვაწე დაქირავებული მკვლელის შესახებ, რომელიც თავის საქმიანობას უბრუნდება მას შემდეგ რაც ვაჟიშვილსი მოუკლავენ. ეს ტრაგიკული შემთხვევა თითოეულ გმირს ასევე დააფიქრებს ზოგადად ცხოვრებაზე და კონკრეტულად, მოცემულ საზოგადოებაზე.
ფსიქოლოგიური თრილერი, რომელშიც მოქმედება ისრაელის პრემიერ მინისტრის, იცხაკ რაბინის, მკვლელობის წელს ვითარდება, და რომელიც მკვლელის თვალთახედვიდან გვიჩვენებს ყველაფერს. ფილმი მოგვითხრობს იმ პოლიტიკურ და რელიგიურ ძალებზე, რომლებიც მკვლელზე ზემოქმედებდნენ. ეს არის დაქირავებული მკვლელის ფსიქოლოგიური პორტრეტი, რომელიც დემოკრატიის ჩაკვლას ცდილობს. ასევე პორტრეტი გახლეჩილი საზოგადოებისა, რომელიც სამოქალაქო ომის ზღვარზეა.
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული დრამატული თრილერი, უელსელი ჟურნალისტის, გარეტ ჯონსის შესახებ, რომელიც გერმანიის ახალი კანცლერისგან, ადოლფ ჰიტლერისგან წარმატებით იღებს ინტერვიუს, ხოლო შემდეგ ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერის, დეივიდ ლოიდ ჯორჯის მრჩევლის თანამდედობას იკავებს.
სამანტა, ახალგაზრდა გოგონა, რომელიც მოიტაცეს, ვლავ შოკშია რადგანაც ჯერ ციხეში მოხვდა, შემდეგ კი საავადმყოფოში. ფილმის ერთერთი პერსონაჟი ექიმი გრინია, რომელიც მსხვერპლთა გონებას შეისწავლის დანაშაულის გასაღების მიგნების მიზნით. გენკო კი კერძო დეტექტივია, რომელიც ასევე უდგას კვალში გამტაცებელს.
ბესტსელერის ტრილოგიის ბოლო ნაწილის სათარგმნელად 9 მთარგმნელს დაიქირავებენ და მათ მდიდრულ ბუნკერში გამოკეტავენ . მას მერე რაც გასაიდუმლოებული ფურცლების პირველი 10 გვერდი ინტერნეტში აიტვირთება , მთარგმნელების ოცნების სამსახური ნამდვილ ღამის კოშმარად იქცევა. ფაქტია ქურდი ერთ-ერთი მათგანია , თუმცა რომელი?
დედინაცვალი თავის ორ გერთან ერთად დიდი თოვლიანობის გამო ქოხში ჩარჩება. სწორედ მაშინ იწყება ნამდვილი ურთიერთობები და თავგადასავლები მათ შორის.
ამოუცნობ მთარგმნელს ბნელი წარსულით, დაკითხვაზე იბარებენ მას შემდეგ, რაც მისი ძველი მეგობარი, რომელიც მასსა და მის ფოტოგრაფ შეყვარებულს შორის ჩადგა, დაიკარგა და სავარაუდოდ გარდაცვლილია.
რეი ცოლ-შვილთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით მანქანით მოგზაურობს. ერთ-ერთი შესვენებისას, გზატკეცილთან ახლოს, მისი ქალიშვილი წაიქცევა და ხელს მოიტეხს. საავადმყოფოში სასწრაფოდ გავარდებიან, რეგისტრატორთან ჩხუბიც მოუვათ, მაგრამ საბოლოოდ, ექიმამდე მიაღწევენ. გოგონას დედასთან ერთად მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევაზე გააგზავნიან, რეის კი საოცრად დაღლილს, მოსაცდელში, სავარძელში ჩაეძინება. გამოღვიძებული აღმოაჩენს, რომ მისი ოჯახიდან არავინ დარეგისტრირებულა და საერთოდაც, არავინ იცის რაიმე მათ შესახებ.
და-ძმა პატარა ბიჭის ხმას გაიგებს, რომელიც საშველად უხმობს და მაღალი ბალახით დაფარულ თვალუწვდენელ მინდორში მის დასახმარებლად გაეშურება, თუმცა მალე მიხვდებიან, რომ შესაძლოა იქედან ვერც გამოაღწიონ... და რომ ბალახში რაღაც ბოროტი იმალება.
ახალგაზრდა ამერიკელი ჯარისკაცი შეწუხებულია ხელმძღვანელი უფროსი ოფიცერის ქცევებით, რაც საბოლოოდ მორალური დილემის წინაშე აყენებს მას.
ადგილობრივი დანაშაულებრივი სინდიკატის ყოფილი აღმასრულებელი ფიცს სდებს, რომ სამაგიეროს გადაუხდის თავის ბანდის უფროსს, რომლის გამოც 22 წლით დაუმსახურებლად იჯდა ციხეში. ერთადერი რაც მის ძალადობრივ გეგმებს ჩაშლის ახლად ჩამოყალიბებული ურთიერთობაა თავის საყვარელ შვილთან.
ციხიდან შვებულებაში ყოფნისას, ერთი რიგითი კრიმინალი ბადრაგს გაექცევა და თავის ყოფილ უბანს დაუბრუნდება, რათა შური იძიოს იმ ადამიანებზე, ვინც იგი ცივსისხლიან მკვლელად აქცია.
ტედ ბანდის დანაშაულების ქრონიკა, მისი დიდიხნის მეგობარი გოგონას, ელიზაბეტ კლეპფერის, პერსპექტივიდან დანახული, რომელიც წლების მანძილზე არ იჯერებდა სიმართლეს მის შესახებ.
როცა სოცმუშაკი გოგონა გაიგებს, რომ მას - საკუთარი შვილების მკვლელ შეშლილი ქალთან ყოფნა მოუწევს, თავის თავში მაშინვე წარმოსახავს, თუ რა კოშმარად გადაექცევა ეს რეალობა
კარიბის კუნძულების მზიანი სანაპირო, ერთგული გემი და რისკით სავსე ცხოვრება. ერთადერთი ქალი, რომელიც მას უყვარდა, მილიარდელზე დაქორწინდა და მაიამიში, ვილაში ცხოვრობს. მოულოდნელად ქალი კვლავ ჩნდება მის ცხოვრებაში და შველას ითხოვს. ამ წუთიდან ნაცნობი წყლები ცდუნების ზღვად გადაიქცევა.
კრიმინალური კომედია, ქარიზმატული ნიუ-იორკელი დილერის და იუველირის, ჰოვარდ რატნერის (ადამ სენდლერი) შესახებ, რომელიც მუდამ ბევრი ფულის შოვნის ახალი შესაძლებლობების ძიებაშია. მაგრამ ერთ მომენტში ფსონი ძალიან მაღალი იქნება და მთავარ გმირს საშიში და პროვოკაციული საქმის შესრულება მოუწევს, რის შედეგადაც მისი ბიზნესი და ოჯახი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ჰოვარდი იძულებული ხდება ვალების გასტუმრების საშვალება იპოვოს, როდესაც მოულოდნელად მისი ძვირფასი საქონელი დაიკარგება.
ცოლ-ქმარი, გეიბი და ადელაიდა უილსონები, შვილებს ზღვაზე, თავვიანთ აგარაკზე წაიყვანენ, და შეეცდებიან ცოტა ხნით გამოეთიშონ ყოველდღიურობას და დრო გაატარონ მეგობრებთან ერთად. თუმცა ღამის დადგომასთაბ ერთად, მათი უზრუნველობა დაძაბულობით და ქაოსით შეიცვლება, როდესაც დაუპატიჟებელი შოკისმომგვრელი სტუმრები გამოეცხადებათ.
დაცვის უსაფრთხოების თანამშრომელი, დევიდ დანსი, ზებუნებრივ შესაძლებლობებს გამოიყენებს, რათა კევინ უენდელ ქრამბი, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი, რომელიც თავის თავში 24 პიროვნებას აერთიანებს მოძებნოს. ამასობაში, ბნელით მოცული პიროვნება, რელიჯარ პრაისი, გამოჩნდება, რომელიც ორივე მათგანისთვის უმნიშვნელოვანეს სიადუმლოებას ფლობს.
საერთაშორისო დანაშაულში ჩათრეული გლორია აღმოაჩენს, რომ ისეთი ძლიერი პიროვნება ყოფილა, ვერც კი წარმოედგინა, მაგრამ სიკვდილს რომ გადაურჩეს, მთელი თავისი ჭკუის, მახვილგონიერებისა და ძალების მობილიზაცია უნდა მოახდინოს.







































