ერთი ჩვეულებრივი და მშვიდი ბიჭის ცხოვრება ერთ წამში თავდაყირა დგება, როდესაც მოულოდნელად სახიფათო ონლაინ თამაშში აღმოჩნდება ჩართული. ეს ვებგვერდი მაყურებლებს სასტიკ და დაუნდობელ ორთაბრძოლებს სთავაზობს, სადაც მონაწილეები სიცოცხლისთვის იბრძვიან, ხოლო მილიონობით ადამიანი ყველაფერს პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს.
წარმატებული ადვოკატი, რომელიც წლების შემდეგ ბრუნდება მშობლიურ სოფელში, როდესაც დედამისი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დედას მეხსიერების პრობლემები აქვს და მომხდარი ბუნდოვნად ახსოვს. მთავარი გმირი ცდილობს გაარკვიოს, რა მოხდა სინამდვილეში და აღმოაჩენს, რომ საქმე მხოლოდ ერთ დანაშაულს არ ეხება
გადამდგარი ვეტერანი, რომელიც ჩრდილოეთ მაინში ნადირობს, გარდაცვლილი ქალის სხეულსა და დიდძალ ფულს გადაეყრება.
ჯორჯიის შტატის ქალაქ ელროდაში მცხოვრები ჩარლის ქალიშვილის გაუჩინარებიდან ერთი წლის შემდეგ, კიდევ ერთი გოგონა იკარგება. დარწმუნებული, რომ ამ ორ ინციდენტს შორის კავშირი არსებობს, ჩარლი ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოებისა და ქალაქის მცხოვრებლების მიმართ ეჭვს და ზიზღს იძენს, რომელსაც ახლა ვერავინ და ვეაფერი ვერ შეაჩერებს, რომ ქალაქის ყველაზე დამანგრეველი და ბნელი საიდუმლო გამოავლინოს…
ფილმი ასახავს 1990-იან წლებში განვითარებულ მეგობრების ისტორიას, რომლებიც თვლიან რომ იოლი მოგება ნახეს: ცარიელი სახლი ფულით სავსე სეიფით. როდესაც სახლის მფლობელი მოხუცი წყვილი ნაადრევად ბრუნდება შინ, ვითარება იცვლება და იწყება მომაკვდინებელი თამაში, რომელსაც ისინი ვერასოდეს წარმოიდგენდნენ.
ქმრის მოულოდნელი სიკვდილისგან დამწუხრებული ბეთი ტბის პირას მდებარე სახლში მარტო რჩება, რომელიც მისმა მეუღლემ მისთვის ააშენა. მთავარი გმირი ღამით, აშკარად გრძნობს ქმრის სახლში ყოფნას, სადაც ყველგან მისი ყოფნის კვალს და ჩრდილებს ხედვას, რომლებიც დილის შუქთან ერთად ქრებიან. პასუხების ძიებაში, ბეთი გარდაცვლილი მეუღლის ნივთებში ქექვას იწყებს, და საშინელ საიდუმლოს აღმოაჩენს, რომელსაც ის მისგან მალავდა.
2012 მარსელის ჩრდილოეთ რაიონებს აქვთ სამწუხარო რეკორდი: საფრანგეთში დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. თავისი იერარქიით განპირობებული, BAC Nord, საველე ბრიგადა, მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს თავისი შედეგები
ფილმი მოგვითხრობს მარსელში არსებული კრიმინალური კლანისა და მათ წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ისტორიას. რიჩარდ ვრონსკი ბანდების წინააღმდეგ შექმნილი ბრიგადის ერთ-ერთი წევრია , ის თავისებური მეთოდებით ცდილობს გამოიძიოს ბანდა , რომელსაც კოსტა მეთაურობს. თუმცა რთულია მიაღწიო რამეს , როცა არ ხარ მზად მსხვერპლის გასაღებად ან რაიმეს გასარისკად ,
პენსიაზე გასული შერიფი და მისი ცოლი შვილის სიკვდილს გლოვობენ და ცდილობენ ერთადერთი შვილიშვილი იპოვონ.
სოციალური მედიის წარმომადგენელი მეგობრებთან ერთად მოსკოვში მიდის თავისი წარმატებული ვლოგის ახალი კონტენტის მოსაძიებლად. ისინი ყოველთვის თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ და მზარდი მაყურებლის გულსაც იგებენ. ახლაც იდუმალებითა და საფრთხით სავსე ცივ ომში შედიან. როდესაც რეალურ ცხოვრებასა და სოციალურ მედიას შორის გამყოფი ხაზები წაიშლება, ჯგუფმა ბრძოლით უნდა დაიხსნას თავი და გადარჩეს.
ენჯელი სასწრაფო დახმარებაში მუშაობს. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მისი პირადი ცხოვრება ნელნელა ინგრევა, რადგან უფრო და უფრო ეპარება ეჭვი თავის მეწყვილე ვეინში.
ერთი ახალგაზრდა კაცის გარშემო, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ დაიცვას თავისი საყვარელი ხალხი ომისშემდგომი პერიოდის ერთ მიყრუებულ ქალაქში, სადაც კორუფცია და სისტიკე გამეფებულა, ცუდი ადამიანები იყრიან თავს.
მოდი ითამაშე - ოლივერი მარტოსული ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც ყველასგან განსხვავებულად აზროვნებს. მას მხოლოდ თავისი ტელეფონი და პლანშეტი იზიდავს
2019 წელი, მადრიდი. სეიული მკვლელი ქალქში ქაოსს თესავს. ვიღაც კლავს ადამიანებს , რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ ერთმანეთთან, თუმცა ყველანი ცნობილ სუპერგმირებს განასახიერებენ იმგვარად, როგორადაც ისინი პირველად გამოჩნდნენ.
ურთიერთობაში ჩამოუყალიბებლობის მიუხედავად, ახალგაზრდა ქალი თანხმდება ახალ მეგობარ მამაკაცს გაყვეს მშობლების გასაცნობად საოჯახო ფერმაში. ამინდის გაუარესების შედეგად წყვილი იძულებულია გათვალისწინებულზე მეტი დრო გაატარონ მშობლების სახლში, სადაც ახალგაზრდა ქალი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველაფერს რაც აქამდე იცოდა მეგობარი მამაკაცის, საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ.
ინსპექტორი ამაია სალაზარი თავისი პირვანდელ კოშმარებს დაუპირისპირდება, დაიწყებს რა ბაზთან ხეობის ბნელი საიდუმლოების გამოაშკარავებას.
ავა დაუნდობელი მკვლელია, რომელიც ფარული და სადაზვერვო ოპერაციების ორგანიზაციისთვის მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და გაწაფულია ყველაზე უფრო გახმაურებულ მკვლელობებში. როდესაც ერთერთი საქმე სახიფათოდ ჩავარდება, ავას საკუთარი თავის გადარჩენისთვის მოუწევს ბრძოლა.
მცირე დანაშაულებრივი წარსულის მქონე პირი, რომელმაც მუშაობა პოლიციაში დაიწყო სპეცდანიშნულების ძალების მექანიკოსად, იძულებულია თავის უდანაშაულობა ამტკიცოს, როდესაც მის მენტორს სულმდაბალი პოლიციელები მოკლავენ.







































