ძიება - * | ნაპოვნია: 750

მთავარ გმირს გასართობ ცენტრ ,,ვილის საოცრებათა ქვეყანაში" მოუწევს დამლაგებლად მუშაობის დაწყება, რათა შუა მგზავრობისას გაფუჭებული ავტომობილის შეკეთება შეძლოს. მოულოდნელად მისი უწყინარი საქმე გადარჩენისთვის ყოვლისმომცველ ბრძოლაში გადაიზრდება, როდესაც რვა ანიმირებული დემონური პერსონაჟი გაცოცხლდება და მასზე ნადირობას დაიწყებს.

რაი კუპერი, მზრუნველი ქმარი და მამა, მოულოდნელად სიცოცხლის უდიდეს ტრაგედიას გადაეყრება, როდესაც მისი ცოლი კიბოს გამო გარდაიცვლება მას შემდეგ, რაც კორპორაციამ ბაზრიდან პოტენციურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატი გაიტანა. გლოვასა და ბრაზის შერწყმით, რაის ერთადერთი მიზანი ხდება, გაამჟღავნოს იმ ხალხის სიმართლე, ვინც მისი ოჯახის განადგურებაზეა პასუხისმგებელი. თუმცა, როდესაც ის სიმართლისკენ გზას იწყებს, მისი ცხოვრება და მისი საყვარელი ქალიშვილი, რეიჩელი, დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. სასოწარკვეთილი შურისძიების სურვილით სავსე, რაი კუპერი ებრძვის მტრულ ძალებს, რომელთა ხელშიც ის შეიძლება გახდეს სამიზნე. ახლა მას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – დაიცვას თავისი შვილი და ამავდროულად გაამართლოს ცოლის სიკვდილი.

გაი რიჩის ექშენ-თრილერი და 2004 წლის ფრანგული ფილმის “ინკასატორის” რიმეიკი, შურისძიების სურვილით შეპყრობილი იდუმალი მამაკაცის სახელად ეიჩის შესახებ, რომელიც საინკასაციო კომპანიაში მუშაობას იწყებს, რათა ლოს-ანჯელესში საინკასაციო მანქანებზე გახმაურებული ძარცვის სერიებში თანამონაწილეები იპოვოს, რომლებმაც მისი ვაჟი მოკლეს. მორიგი ძარცვის დროს, მთავარი გმირი მოულოდნელად თავის სასტიკ უნარებს ავლენს და კოლეგებს აოცებს, რომლებიც ინტერესდებიან, ვინ არის ის და საიდან მოვიდა. მალე ეიჩის მოტივები საბოლოოდ ნათელი ხდება, როდესაც ის ანგარიშწორების მიზნით გადამწყვეტ და შეუქცევად ნაბიჯებს გადადგამს.

ნადია რვა წლის შვილთან ერთად შტატებში მიფრინავს, სადაც მას იდუმალებით მოცული დაავადებისგან ინოვაციურ მკურნალობას სთავაზობენ. თვითმფრინავს ტერორისტები იტაცებენ და კურსს ცვლია. ნადიას სხვა გამოსავალი აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ თავისი ნატურა წარმოაჩინოს და ბოროტმოქმედებს უჩვენებს, თუ რა შეუძლია გაბრაზებულ დედას.

კალმარის თამაში

Squid Game

ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო წარუმატებლობას განიცდიან ცხოვრებაში, მოულოდნელად გადარჩენის თამაშში მონაწილეობის საიდუმლო მოწვევას იღებენ, რომლის მიზანიც ათი მილიონი აშშ დოლარის მოგებაა. თამაში უცნობ ადგილას ტარდება და მონაწილეები ჩაკეტილები არიან საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენამდე. ფილმი დაფუძნებულია კორეაში 1970-იან წლებში პოპულარულ საბავშვო თამაშზე სახელწოდებით ,,კალმარის თამაში”, რომელშიც თავდამსხმელი და მცველი ტალახში მოხატულ კალმარის ფორმის დაფას იყენებენ. კალმარის თამაშები SQUID GAME 2 qartulad კალმარის თამაშები 2, კალმარის თამაშები მეორე სეზონი

ნიუ-იორკში მარტო მცხოვრები ქალი ახალი მეზობლების თვალთვალს იწყებს. მხოლოდ იმისთვის, რომ ძალადობრივ ქმედებაში გამოიჭიროს ისინი.

არიზონას საზღვართან მდებარე რანჩოს მეპატრონე უჩვეულო დამცველი გახდება ახალგაზრდა მექსიკელი ბიჭისა, რომელიც უიმედოდ ცდილობს გაექცეს ნარკოკარტელის მკვლელებს, რომლებიც ამერიკამდე გამოჰყვნენ.

დეკი, კალიფორნიის კერნის ოლქის შერიფის მოადგილე, ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის მოხერხებულ დეტექტივ ბაქსტერთან ერთად სერიული მკვლელის დაჭერას ცდილობს. დეკიმ გამოცდილებით იცის, რომ ეშმაკი დეტალებშია, და არც ცდება, მაგრამ მისი სურვილი წესებს გვერდი აუაროს ბაქსტერს სულისშემძვრელ დილემამდე მიიყვანს. ამასობაში, დეკისაც მოუწევს თავის წარსულის ბნელ საიდუმლოებასთან შერკინება.

კრიზისი

Crisis (2021)

დრამატული თრილერი, ოპიოიდების სამყაროს შესახებ, რომელშიც ერთმანეთთან დაკავშირებული სამი ამბავია მოთხრობილი

მანჰეტენელი მხატვარი ოჯახთან ერთად ისტორიულ სოფელში გადადის საცხოვრებლად ჰუძონის ხეობაში. ახალ ცხოვრებას დაიწყებს, თუმცა ეჭვები შეიპყრობს - მის ქორწინებას საშინელი ბნელი მხარეც აქვს, რაც მათი ახალი სახლის ისტორიას უკავშირდება. ფილმი ელიზაბეტ ბრანდეიჯის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული.

ნევადას უდაბნოში მდებარე საიდუმლო სამხედრო ბაზა, “ზონა 51”-ში მოულოდნელად ზომბი ვირუსი ჩნდება. აშშ-ს მთავრობა ზომბების არმიის მიერ დაკავებული ცოდვების ქალაქის გარშემო კედლის აშენებით, ეპიდემიის აფეთქების შეჩერებას ახერხებს, მაგრამ მთელი სიმდიდრე ზომბებით სავსე კაზინოებში რჩება. დაქირავებული მკვლელბის ჯგუფი სკოტ უარდის მეთაურობით, გარისკვას და საკარანტინო ზონაში, ლას-ვეგასში წასვლას გადაწყვეტს. ისინი ისტორიაში ყველაზე ეპიკურ ძარცვას გეგმავენ, სადაც გმირებს კაზინოს ჩვეულებრივი დაცვის ბარიერების და ვეგასის მაფიის ბოსების ნაცვლად ზომბებთან ბრძოლა მოუწევთ.

ქალი კრიოგენულ კუბოში იღვიძებს და წარმოდგენა არ აქვს როგორ მოხვდა იქ. მან უნდა იპოვოს გამოსავალი და თავი დააღწიოს ტყვეობას, სანამ ჟანგბადი ჯერ კიდევ საკმარისია.

მძაფრსიუჟეტიანი ნეო-ვესტერნი, რომელშიც მოვლენები მონტანას დიდ ეროვნულ ტყეში ვითრდება და 12 წლის ბიჭის კონორ კასერლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ტყეში მისი მამის მკვლელობის მოწმე გახდება. მკვლელების მიერ დევნილი ახალგაზრდა კონორი მალე ვეტერან მეხანძრეს და ველურ ბუნებაში გადარჩენის ექსპერტს ჰანა ფაბერს შეხვდება, რომელიც მას თავის სათვალთალო კოშკზე თავშესაფარს სთავაზობს. მაგრამ როდესაც მკვლელები კვალის დასაფარად ტყეს ცეცხლს წაუკიდებენ, ისინი იძულებულნი არიან მათ კვალზე მიმავალ მკვლელებს აჯობონ, და სასიკვდილო ხანძარს გადაურჩნენ, რომელიც გმირებს განადგურებით ემუქრება.

მაშინ, როდესაც დედამიწის ზედაპირზე მონსტრები დააბიჯებენ, ადამიანების მომავავალი გოძილას და კონგის ბრძოლაში წყდება.

დაფუძნებულია ნიუ იორკ ტაიმსის ბესტსელერ მემუარზე „გუანტანამოს დღიური“. ეს არის სლასის თავისუფლებისთვის ბრძოლის რეალური ისტორია , რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე წლით , ბრალდების წაყენების გარეშე ციხეში ჩასვა. ის ადვოკატად ნენსი ჰოლენდერს დაიქირავებს და შტატებიs მთავრობის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას წამოიწყებს. ფილმი მოგვითხრობს შოკისმომგვრელ სიმართლეს და ადამიანის სულის თავისუფლების დაუოკებელ წყურვილს.

კოულ იანგი – თანამედროვე შერეული ორთაბრძოლების ახალგაზრდა მებრძოლია, რომელიც ფულის გულისთვის წაგებას შეეგუა, არაფერი იცის თავისი მემკვიდრეობის და იმის შესახებ, თუ რატომ გააგზავნა მასზე სანადიროდ გარე სამყაროს იმპერეტორმა შანგ ცუნგიმ მისი საუკეთესო მებრძოლი, ძლევამოსილი კრიომანსერი საბ ზირო. ოჯახის უსაფრთხოებისთვის, კოული სპეცრაზმის მაიორის ჯექსონის, რომელსაც იგივე უცნაური დრაკონის ნიშანი აქვს, როგორც მას, რჩევით სონა ბლეიდის მოსაძებნად მიდის. მალე ის უხუცესი ღმერთისა და დედამიწის სამეფოს მფარველის, ლორდ რეიდენის ტაძარში აღმოჩნდება, რომელიც თავშესაფარს აძლევს მათ, ვინც ნიშანს ატარებს. აქ იანგი გამოცდილ მებრძოლებთნ ლიუ კანისთნ, კუნგ ლაოსთან და კანოსთნ ვარჯიშობს, რომლებიც სამყაროსთვის ბრძოლაში გარე სამყაროს მტრებთან დასაპირისპირებლად დედამიწის უდიდეს ჩემპიონებთან ერთად ემზადებიან. მაგრამ შეძლებს კოული საკუთარ თავში მისი სულის უზარმაზარი ძალის – არკანას დროულად გამოღვიძებას?

ხუთი ადამიანი მგზავრობისას ავარიაში მოყვებიან, გონს კი სრულიად უცხო ადგილას მოვლენ. გზა, რომლითაც ისინი მიდიოდნენ, გაქრა, გარშემო კი მხოლოდ უღრანი ტყეა, შუაში კი ხის სახლი, რომელიც შემზარავ კულტს ეკუთვნის.

ხალიფატი

Caliphate

შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იღებს ინფორმაციას მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმის შესახებ, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. გამოძიების პროცესში მისი გზა იკვეთება სირიაში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალთან, რომელიც ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნებას ცდილობს და სიცოცხლისთვის საშიშ ვითარებაში აღმოჩნდება. მოვლენების განვითარებასთან ერთად სიუჟეტი გვიჩვენებს, როგორ მოქმედებს ექსტრემისტული იდეოლოგია ახალგაზრდებზე და როგორ შეიძლება ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანები სახიფათო ქსელის ნაწილად იქცნენ. თითოეული პერსონაჟი რთული არჩევანის წინაშე დგას, სადაც შეცდომის ფასი შეიძლება სიცოცხლე აღმოჩნდეს.

მას შემდეგ, რაც მორიდებული პრაქტიკანტი თვალს ადევნებს ტრაგიკულ შემთხვევას, მისი ცხოვრება სრულიად იცვლება. საგამოძიებო დეპარტამენტში მუშაობისას იგი გადაწყვეტს დამოუკიდებლად გამოიძიოს ორი იდუმალი საქმე, რომლებიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს უკავშირდება. სიმართლის ძიების პროცესში ახალგაზრდა გამომძიებელი სულ უფრო ღრმად ეფლობა საიდუმლოებებით სავსე სამყაროში, სადაც თითოეული ახალი მინიშნება კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს. სერიალი აერთიანებს კრიმინალურ დრამას, დეტექტიურ ინტრიგებსა და დაძაბულ სიუჟეტს.

სერიალის სიუჟეტი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე და მოგვითხრობს 1994 წელს კოლუმბიის ცენტრალურ ბანკში მომხდარი გახმაურებული ძარცვის შესახებ. კარგად დაგეგმილი ოპერაციის შედეგად, მძარცველებმა ბანკიდან მილიონობით დოლარის გატანა შეძლეს და ქვეყანა შოკში ჩააგდეს. გამოძიების დაწყებისთანავე იკვეთება რთული სქემები, საიდუმლო შეთანხმებები და მოულოდნელი დეტალები, რომლებიც ამ საქმეს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კრიმინალურ ისტორიად აქცევს. სერიალი აერთიანებს დაძაბულობას, კრიმინალურ ინტრიგებსა და რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულ მოვლენებს.