ძიება - * | ნაპოვნია: 750

ვერაგი სასაზღვრო ქალაქის სამურაი-თაუნის ციხიდან ბანკების დაუნდობელი მძარცველი გამოდის, რომელსაც მდიდრი გუბერნატორი ბნელ ზებუნებრივ სამყაროში “მოჩვენებების ქვეყანაში” გაუჩინარებული თავისი ნაშვილები შვილიშვილის ბერნისის პოვნის და გადარჩენის სანაცვლოდ თავისუფლებას სთავაზობს. ტყავის კოსტიუმში გამოწყობილი, რომელიც ხუთი დღის შემდეგ თვითგანადგურდება, მთავარი გმირი ახალგაზრდა ქალის – და საკუთარი ცოდვების გამოსყიდის გზის მოსაძებნად საშიშ მოგზაურობაში მიდის, სადაც კოშმარული სამყაროსგან თავის დასაღწევად, მან ბოროტი წყევლა უნდა გაანდგუროს, რომელსაც მოჩვენებების იდუმალი ქვეყანა აკონტროლებს.

საცავი

The Vault

ტომი – საინჟინრო ფაკულტეტის გამორჩეული კურსდამთავრებულია, რომელიც ესპანეთში მდებარე ერთ-ერთი ბანკის საცავით არის დაინტერესებული. ბანკის შენობა 100 წლის წინ გეგმის გარეშე აშენდა და უსაფრთხოების სისტემა მიწისქვეშა მდინარეს მოიცავს - საგანგებო სიტუაციის დროს დაცულ ტერიტორიას წყლით ავსებს. როდესაც მთავარი გმირი შეიტყობს, რომ ზუდტად ამ ბანკის სეიფში მხოლოდ 10 დღით შეინახება ლეგენდარული საგანძური, ის ქარიზმატულ არტ-დილერთან, უოლტერთან ერთად ბანკში შეღწვის დეტალურ გეგმას შეიმუშავებს. ახლა მათ ხოლოდ 90 წუთი აქვთ, რადგან ბანკის თნამშრომლები 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ყურებით იქნებიან დაკავებულები, სადაც ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო გუნდი ასპარეზობს

ფილმის სიუჟეტი SAS-ის ჯარისკაცის, ტომ ბუქუნგემის გარშემო ვითარდება, რომლის მისიასაც ტერორისტების გეგმის ჩაშლა წარმოადგენს

საზარელი ამბავი სარაზე, ძლიერ თინეიჯერ გოგონაზე, რომელიც მოუთმენლად ელოდა მე -18 დაბადების დღეს, რათა დესპოტი მამისთვის დაეღწია თავი. მისი სამყარო ნადგურდება, როდესაც მამამისი მას საკუთარი სახლის სარდაფში გამოამწყვდევს

კლიმატის ცვლილების შედეგად თითქმის მთელი მაიამი წყლის ქვეშ აღოჩნდება. მარტოხელა მეცნიერი ნიკ ბანისტერი გონების მკვლევარია, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით წარსულის ბნელ და მიმზიდველ სამყაროში მოგზაურობს და თავის კლიენტებს დაკარგული მოგონებების აღდგენაში ეხმარება. მაიამის ჩაძირული სანაპირო ზოლის გარეუბანში მცხოვრები ნიკის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალება, როდესაც იგი მის ახალ იდუმალ კლიენტს მეის შეხვდება. ის, რაც დაკარგული მოგონების მარტივი ძებნით იწყება საშიშ აკვიატებად და მგზნებარე სასიყვარულო ურთიერთობად იქცევა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მეი გაუჩინარდება, სიმართლის დასადგენად, ბანისტერი წარსულის ბნელ სამყაროში იძირება და მოულოდნელად სასტიკ შეთქმულებას გამოავლენს.

დრო

Old

ფრანგული გრაფიკული რომანის “ქვიშის კოშკის” ადაპტაცია, რომელიც ახალგაზრდა ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც იდუმალ ტროპიკულ კუნძულზე მიემგზავრებიან, მაგრამ იქ მათი ყოფნა ჯოჯოხეთად იქცევა, როდესაც გმირები აღმოაჩენენ, რომ განმარტოებული სანაპირო, სადაც ისინი ისვენებენ რამდენიმე საათის განმავლობაში მათ სწრაფ დაბარებას იწვევს… რაღაც აუხსნელი მოვლენა მთელ მათ ცხოვრებას ერთ დღედ შეამცირებს.

ქენდიმენი

Candyman

ენტონი და მისი პარტნიორი გადადიან ლოფტში, ახლა გაბრწყინებულ კაბრინიში. მას შემდეგ, რაც ხანდაზმულთან შემთხვევითი ნაცნობობა ანტონს ამცნობს ქენდიმენის მიღმა არსებულ ნამდვილ ამბავს, ის გაუცნობიერებლად ხსნის კარს კომპლექსური წარსულისკენ, რომელიც ამოხსნის საკუთარ გონებას და აყენებს ძალადობის შემზარავ ტალღას

ფორსაჟი 9

F9

ლეგენდარული ექშენ-ფრენჩაიზის მეცხრე ნაწილი ქუჩის რბოლების შესახებ, სადაც დომენიკ ტორეტოს გუნდი კვლავ აგრძელებს თავის გრანდიოზულ თავგადასავალს. ახლა დომინიკი მის მეუღლესთან, ლეტისთან და შვილთან ბრაიანთან ერთად, მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ მათ იციან, რომ მშვიდი ჰორიზონტის მიღმა ყოველთვის საფრთხე იმალება. და ამჯერად, ეს საფრთხე დომინიკს თავისი წარსულის ცოდვებთან დაპირისპირებას აიძულებს. კიბერტერორისტი, საიფერი პატარა ბრაინას გაიტაცებს. ტორეტოს გუნდი ერთიანდება, რათა ყველაზე გამოცდილი მკვლელის მეთაურობით მსოფლიოს გამანაგურებელი შეთქმულება შეაჩერონ. სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება იმით, რომ საიფერი პროფესიონალ დაქირავებულ მძღოლს ჯეიკობს – დომინიკის უმცროს ძმას იყენებს.

ემბერი, ამერიკული ოცნების მაძიებელი სასოწარკვეთილი და უსაბუთო მექსიკელი იმიგრანტია, რომელიც კლივლენდში მდებარე მიტოვებულ პანსიონატში ოთახს ქირაობს, სადაც რამდენიმე ხნის შემდეგ იწყებს შემჩნევას, რომ მას ვიღაც გამუდმებით უყურებს, უხნაური ხმები ესმის და ბოროტების ყოფნას გრძნობს, რომელიც ყოველ ღამე უფრო მტრული ხდება. შედეგად, მთავარი გმირი აღმოჩნდება კოშმარში, საიდანაც თავის დაღწევა არ შეუძლია

ტედი მურეტო ცბიერი თაღლითია, რომელიც სასოწარკვეთილ გეგმას შეიმუშავებს, რათა საშიშ პროფესიონალ მკვლელს ბობ რიდიკს დაემალოს: ის ახალგაზრდა პოლიციის ოფიცერს ვალერი იანგს დაარტყავს, რომ მან იგი დააპატიმროს და პატარა ქალაქის პოლიციის განყოფილების საკანში ჩასვას, მაგრამ ტედის ციხე დიდხანს ვერ დაიცავს. ვიდიკი თავად გეგმავს ციხისკენ მიმავალ გზას და ელოდება მეზობელ საკანში, სანამ არ დაასრულებს თავის მისიას. როდესაც კონკურენტი დაქირავებული მკვლელის გამოჩენა სრულ ქაოსს გამოიწვევს, მზარდი საფრთხეები აიძულებს ვიდიკს იყოს შემოქმედებითი, თუ მას სამუშაოს დასრულება და ფეთქენადი სიტუაციის თავიდან აცილება სურს .

გაგრძელება მომაბეზრებელი თრილერის "ნუ ისუნთქავ" მარტოხელა ბრმა მოხუცზე, რომელიც არც ისე უწყინარია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სისხლიანი შემოსევიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ნორმანმა მშვიდობა და ნუგეში იპოვა, მაგრამ წარსული ცოდვებისგან თავის დაღწევა მარტივად შეუძლებელია.

კანადის შორეულ ჩრდილოეთში მდებარე ალმასის მაღაროს უეცარი ჩამონგრევის შემდეგ, სატვირთო მანქანის გამოცდილი მძღოლი მაიკი იძულებულია უკიდურესად საშიშ და შეუძლებელ სამაშველო მისიას უხელმძღანელოს, სადაც მან გაყინული ოკეანის ზედაპირი უნდა გაიაროს, რათა კატასტროფის ადგილზე სამაშველო აღჭურვილობა მიიტანოს და ხაფანგში მყოფი მაღაროელები გადაარჩინოს. მაგრამ, ვერც ბორბლების ქვეშ მტვრევადი ყინული და ვერც ძლიერი ქარიშხალი ვერ შეედრება იმ საფრთხეს, რომელიც მთავარ გმირს ელის წინ.

პროტეჟე

The Protégé

ლეგენდარული მკვლელის, მუდის მიერ ბავშვობაში საიგონის ხოცვა-ჟლეტაში გადაარჩენილი და გაწვრთნილი, ანა მსოფლიოში ყველაზე გამოცდილი დაქირავებული მკვლელი გახდება. მაგრამ როდესაც მუდის – ადამიანი, რომელიც მისთვის მამასავით იყო, რომელმაც მას ნდობისა და გადარჩენის შესახებ ყველაფერი ასწავლა – სასტიკად მოკლავენ, მთავარი გმირი შურისძიებას გადაწყვეტს. ახლა ანა ვიეტნამში უნდა დაბრუნდეს, რათა მუდის მკვლელს მიაკვლიოს და ამ პროცესში მისი წარსულიდან იდუმალ მკვლელთან რემბრანდტთნ ერთიანდება

პრობლემური პოლიციის დეტექტივი, რომელიც 911-ის ოპერატორად დააქვეიტეს, ცდილობს გადაარჩინოს გატაცებული ახალგაზრდა ქალი. მაგრამ მალევე მიხვდება, რომ ყველაფერი ისე არაა როგორც ერთი შეხედვით ჩანს

მეგობრების ჯგუფი ვირჯინიის ტყეებში სალაშქროდ მიემგზავრება, თუმცა სწრაფად ხვდებიან, რომ აქაურობა ჩვეულებრივი არ არის. ისინი შემთხვევით ხვდებიან საიდუმლოებრივ საზოგადოებას, რომელიც ასწლეულების მანძილზე ტყეში ცხოვრობს, კავშირი არ აქვს გარე სამყაროსთან და მკაცრ წესებს იცავს. რაც უფრო შორს შედიან მეგობრები, მით უფრო სახიფათო და დაძაბული ხდება მათი გზა, სადაც გადარჩენისთვის ბრძოლა იწყება.

დაზვერვის ცენტრალური ბიუროს აგენტი და ფლორიდის შტატის სახელმწიფო მოხელე ერთად ცდილობენ გამოიძიონ მთელი რიგი გაუხსნელი მკვლელობები.

კრიმინალური დრამა, რომელშიც მოვლენები 1955 წელს დეტროიტში ვითარდება და საზოგადეობის სხვადასხვა ფენის წარმომადგენელი წვრილმანი დამნაშავეების ჯგუფის შესახებ მოგვითხრობს. მათ გაურკვეველი დოკუმენტის მოსაპარად დაიქირავებენ, მაგრამ როდესაც მათი გეგმა ჩაიშლება, გმირები გადაწყვეტენ გაიგონ თუ ვინ დაიქირავა ისინი.

კაცი აღმოაჩენს, რომ მისი ჰალუცინაციები სინამდვილეში ხილვებია წარსული ცხოვრებიდან.

ბესტსელერი რომანისტი ქალი, იტანჯება მწერლის ბლოკით, ქირაობს უმწეო ახალგაზრდა ქალს, რომელიც მის ტყუპ შვილებს უვლის. როგორც რომანისტი სახიფათოდ ეკიდება თავის ახალ ბესტსელერს. მისთვის, მალე უკვე ბუნდოვანი ხდება ცხოვრებისეული ხაზი რომანში, რომელსაც წერს და რეალურად სადაც ცხოვრობს

ჯონ კლარკი ამერიკელი ჯარისკაცია რომელსაც ცოლ-შვილი რუსულმა დანაყოფის წევრებმა დაუხოცა. მას შემდეგ წლები გავიდა და ჯონი ელიტარულ რაზმში ჩაირიცხა.ამასობაში კი ამერიკასა და რუსეთს შორის სიტუაცია დაიძაბა. ჯონმა უნდა გადაწყვიტოს პირადი შურისძიებისათვის იბრძვის თუ სამშობლოს დასაცავად.