ძიება - * | ნაპოვნია: 750

ნამდვილი ამბავი ავიაკატასტროფის შესახებ. ტერორისტული საფრთხის გამოძიების დროს, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, კორეის ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ ეჭვმიტანილი ახლახან ავიდა საერთაშორისო რეისზე, რომელიც შეერთებულ შტატებში მიფრინვს. როდესაც იმავე რეისზე მყოფი სრულიად ჯანმრთელი მგზავრი მოულოდნელად კვდება შემზარავი სიკვდილით, პანიკა იფეთქებს როგორც ჰაერში, ასევე ხმელეთზე. ახლა საწვავის სტაბილურად ვარდნისა და დახმარებაზე საერთაშორისო უარის თქმის გამო, კაპიტანი და ეკიპაჟი იძულებულნი არიან მიიღონ უპრეცედენტო გადაუდებელი გადაწყვეტილებები მათი მგზავრების სიცოცხლის გადასარჩენად.

კიბერ-თრილერი, პენსიაზე გასული CIA-ს ყოფილი აგენტის რობერტის შესახებ, რომელიც ზესაიდუმლო კურორტზე მდებარე ტყეში ცხოვრობს. ერთ დღეს, მისი გაუცხოებული ვაჟი სტუმრად მიდის მამასთან, მაგრამ მის კვალს რობერტის ძველი მტერი, ბალზარი მიჰყვება. იმის გამო, რომ ეს ადგილი ბალზარის შემტევი რაზმის მიერ ალყაში აღმოჩნდება, მამა-შვილი მაღალტექნოლოგიურ ბუნკერში იმალება. თუმცა, არის თუ არა ბუნკერის ფოლადის კედლები და თანამედროვე იარაღი საკმარისად ძლიერი, რომ შეაჩეროს ბალზარის სისხლისმსმელი გეგმები?

ევა, ყოფილი მოცეკვავეა, რომელიც ახლა ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული და სიარული არ შეუძლია. მაგრამ როდესაც მისი მეგობარი სოფი შობის წინ მას ძველ ხის ანტიკვარულ კალენდარს აჩუქებს, ის აღმოაჩენს, რომ კალენდარის თითოეულ ფანჯარაში სიურპრიზია, რომელსაც აქვს შედეგები რეალურ ცხოვრებაში: ზოგიერთი მათგანი კარგია, მაგრამ უმეტესობა ცუდი. ახლა ევას არჩევანის გაკეთება მოუწევს – კალენდარის თავიდან მოშორება ან ძველი ცხოვრების და ცეკვის დაბრუნება, თუნდაც ეს სხვისი სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.

მწვერვალი

Apex

მონადირეების ჯგუფი უკაცრიელ კუნძულზე ადამიანებზე სანადიროდ მიდის, თუმცა მოულოდნელად თავად ჯგუფის წევრები გახდებიან ნადირობის ობიექტი. ყოფილი პოლიციელი ჯეიმს მელოუნი, უვადო სასჯელს იხდის იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. მას თავისუფლების მოპოვების შანსი ეძლევა, თუ გადარჩება სასიკვდილო თამაშში, რომელშიც მონადირეების ჯგუფი ფულს იხდის, შორეულ კუნძულზე სხვა ადამიანებზე ნადირობისგან სიამოვნების მისაღებად. მელოუნი წესებს ემორჩილება, და კუნძულზე ხაფანგების შექმნით თუ მონადირეების წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ომის წამოწყებით ნამდვილ კოშმარს უწყობს მათ.

საშიში

Dangerous

ყოფილი პატიმარი და გამოსწორებული სოციოპათი დილან ფორესტერი ანტიდეპრესანტების მუდმივი მარაგისა და მისი ექსცენტრული ფსიქიატრის დახმარებით პირობით ვადამდე გათავისუფლების შეუმჩნევლად გავლას ცდილობს. მაგრამ როდესაც მისი ძმა იდუმალ ვითარებაში კვდება, დილანი FBI–ს აგენტთან ერთად სიმართლის გასარკვევად ცხელ კვალს მიჰყვება. მთავარ გმირს მთელი თავისი მზაკვრული და ტაქტიკური უნარების გამოყენება დასჭირდება ამ მძაფრსიუჟეტიან თრილერში გადარჩენისთვის.

ოჯახური იპმერიის სენსაციურ და შოკისმომგვრელ ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა, იტალიური მოდის სახლის “Gucci”-ს სიგიჟის, გლამურისა და ძალაუფლების წყურვილის შესახებ, რომელიც სავსეა სიყვარულით, ღალატით, დაცემით, შურისძიებით და საბოლოოდ სასტიკი მკვლელობით. ფილმში ნაჩვენებია რას ნიშნავს ეს სახელი, რას წარმოადგენს იგი და რამდენად შორს წავა ოჯახი ძალაუფლების გამო. 1995 წლის 27 მარტს “Gucci”-ს დამფუძნებლის შვილიშვილს და მემკვიდრეს მაურიციო გუჩის მოკლავენ, რომლის მკვლელობა მისმა ყოფილმა მეუღლემ პატრიცია რეჯანი მარტინელიმ მეტსახელად ,,შავმა ქვრივმა" შეუკვეთა.

ღორი

Pig

ტრიუფელზე მონადირე, რომელიც ორეგონის ველურ გარემოში მარტო ცხოვრობს, უნდა დაბრუნდეს წარსულში, პორტლენდში და იპოვნოს თავისი საყვარელი საფურაჟე ღორი, რომელიც გაიტაცეს.

პროვინციულ ქალაქს საფრთხე, სიცრუე და მკვლელობა დაატყდება თავს, როდესაც საიმედო პროფესიონალი მკვლელი თავისი იდუმალი მენტორისგან ახალ დავალებას მიიღებს. მაგრამ ერთადერთი ინფორმაცია, რაც მას მიაწოდეს – მისი მსხვერპლის პოვნის დრო და ადგილია, რომელიც დაქირავებულმა მკვლელმა რამდენიმე შესაძლო სამიზნეში, მათ შორის ადგილობრივი შერიფის ჩათვლით უნდა გამოავლინოს. იმავდროულად, ქალაქის სასადილოში საბედისწერო მომხიბლავ ქალთან შემთხვევითი შეხვედრა მთავარი გმირის მისიას ჩაშლით დაემუქრება.

დრამატული თრილერი, ოკლაჰომელი მენავთობის ბილი ბეიკერის შესახებ, რომელიც იძულებულია მარსელში გაემგზავროს, რათა მკვლელობის გამო ციხეში მჯდომი მისი გაუცხოებული ახალგაზრდა ქალიშვილი ელისონი მოინახულოს და დაეხმაროს, სადაც ელისონი ირწმუნება, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია. ახალ სამყაროში აღმოჩენილი და ენობრივი ბარიერების, კულტურული განსხვავებებისა და რთული სამართლებრივი სისტემის წინაშე მყოფი ბილი ახალ ცხოვრებას იწყებს საფრანგეთში, და ვირჯინიას დახმარებით ქალიშვილის რეაბილიტაციას თავის პირად მისიად ისახავს.

იზოლირებულ ორეგონის ქალაქში, საშუალო სკოლის მასწავლებელი და მისი შერიფი ძმა ხვდებიან მის იდუმალ სტუდენტს, რომლის ბნელი საიდუმლოებები საშინელ შეხვედრებს იწვევს წინაპართა არსებასთან.

შავი ყუთი

Black Box

მათიე არის ახალგაზრდა და ნიჭიერი შავი ყუთის ანალიტიკოსი, რომლის მისიაა ამოხსნას ახალი თვითმფრინავის სასიკვდილო ავარიის მიზეზი. მიუხედავად ამისა, როდესაც საქმე დახურულია ხელისუფლების მიერ, მათიე გრძნობს, რომ რაღაც არასწორადაა. როდესაც ის კვლავ უსმენს შავი ყუთის ჩანაწერებს, იწყებს სერიოზულად შემაშფოთებელი დეტალების გამოვლენას. შეიძლებოდა თუ არა ფირის შეცვლა? უფროსის ბრძანების მიუხედავად, მათიე იწყებს ფარულ გამოძიებას - აკვიატებულ და სახიფათო ძიებას სიმართლისკენ..

ჯეიმს ბონდი გადადგა სამსახურიდან და მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს იამაიკაში. ყველაფერი იცვლება, როდესაც მისი ძველი მეგობარი ფელიქს ლეიტერი CIA– დან გამოჩნდება კუნძულზე, რომელიც დახმარებას ითხოვს. გატაცებული მეცნიერის გადარჩენის მისია უფრო საშიში აღმოჩნდება, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ. ბონდი იდუმალი ბოროტმოქმედის ხაფანგშია, შეიარაღებული საშიში ტექნოლოგიური იარაღით.

კონტაქტი

Encounter

მოულოდნელად პლანეტა დედამიწას ასტეროიდი ეჯახება. მალე სისხლისმსმელი ხოჭოები და მცოცავი მწერები ჩნდებიან, რომლებიც მიკრობების მატარებელი კოღოების სახით ადამიანებს აინფიცირებენ. ამავე დროს, სასტუმროს ბინძურ ოთახში მყოფი საზღვაო ქვეითი მალიკ ხანი იდუმალი ვირუსის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და გაანალიზებას ცდილობს, რაც შესაძლოა ასტეროიდის ჩამოვარდნით იყოს გამოწვეული. ახლა უცხოპლანეტური საფრთხისგან მისი ორი მცირეწლოვანი ვაჟის გადასარჩენად, მთავარი გმირი საშიშ მისიაში მიდის, რასაც ისინი სულ უფრო სახიფათო მიმართულებით მიჰყავს.

მოვლენები 1978 წელს ვითარდება და როდეოს ყოფილი ვარსკვლავის მიკოს შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მეუღლის და შვილის მკვლეობის შემდეგ დეპრესიაში ვარდება და შვებას ალკოჰოლში ეძებს. ერთ დღეს მას, მისი ყოფილი ბოსი დაუკავშირდება. ეს უკანასკნელი მიკოს მექსიკაში წასვლას სთხოვს, რათა თავისი მცირეწლოვანი ვაჟი სახლში დააბრუნოს, სადაც ის ალკოჰოლიკ დედასთან ერთად ცხოვრობს. მექსიკიდან ტეხასისკენ მიმავალ გზაზე, ისინი მოულოდნელად რთულ მოგზაურობაში აღმოჩნდებიან, რა დროსაც მთავარ გმირს საკუთარი ცოდვების გამოსყიდის შანსი მიეცემა.

უილიამ თელი – ყოფილი ჯარისკაცია, რომელსაც უბრალოდ ბანქოს თამაში სურს. მაგრამ მისი სპoრტული არსებობა კაზინოს კვალზე იშლება, როდესაც ის დაუცველ და გაბრაზებულ ახალგაზრდა კირკის შეხვდება, რომელიც დახმარებას ითხოვს მათ საერთო მტერზე, ამერიკელ სამხედრო პოლკოვნიკ, ჯონ გორდოზე შურისძიების გეგმის განხორციელებაში. თელი კირკთან თავისი ცოდვების გამოსყიდვის შანსს ხედავს და აზარტული თამაშების იდუმალი ფინანსისტის ლა ლინდას მხარდაჭერით, მთავარი გმირი კირკს გვერდზე იყენებს. ისინი ლას-ვეგასში პოკერის მსოფლიო სერიის მოგების მიზნით კაზინოდან კაზინოში გადადიან. მაგრამ კირკის სწორ და ვიწრო გზაზე შენარჩუნება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ის წარსულის სიბნელეში იძირება, რომლის დავიწყებასაც მთელი ძალებით ცდილობდა.

6 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანი თამაშში მონაწილეობის მოწვევას მიიღებს. ისინი გამოცანებითა და თვსატეხებით სვსე სასიკვდილო ოთახებში აღმოჩნდებიან, გადასარჩენად კი გამჭრიახობაა საჭირო.

რიგითი ჟურნალისტის, ედი ბროკის ისტორიის გაგრძელება, რომელიც საეჭვო საერთაშორისო კორპორაციის საქმიანობის გამოვლენას გადაწყვეტს, რის შედეგადაც აკრძალულ ობიექტზე ფარულად შეჭრა მისთვის კოშმარის დასაწყისად იქცევა. რადგან იგი უცხოპლანეტული სიმბიოტის, ვენომის მატარებელი გახდება. ამჯერად ვენომი, ძალიან ბნელი წარსულის მქონე ფსიქოფატს, სადისტს და სასტიკ სერიულ მკვლელს კლეტუს კესიდის დაუპირისპირდება. სიმბიოტის ნაშიერთან გაერთიანებული, კესიდი უბრალო მანიაკისგან შეშლილ სისხლისმსმელ მონსტრად ქარნეიჯად იქცევა, რომლის მთავარი მიზანი – კვლა და დასახიჩრება გახდება.

ბოროტი

Malignant

მედისონის ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცევა, როდესაც სიზმარში ის სასტიკი მკვლელობების მოწმე ხდება. მაგრამ რა მოხდება, თუ ღამის ხილვები სინამდვილეში მკაცრი რეალობაა? აქვს თუ არა მედისონს მათი თავიდან აცილების შანსი?

საშინელი ისტორია -ტერორი, მკვლელობა და უცნობი ბოროტება - რომელმაც რეალური პარანორმალური მოვლენების გამოცდილი მკვლევარები, ედ და ლორენ უორენებიც კი შოკში ჩააგდო. ეს მათი პრაქტიკიდან ერთერთი ყველაზე უფო სენსაციური საქმეა, რომელიც პატარა ბიჭის სულის გადარჩენისათვის ბრძოლით იწყება, თუმცა შემდეგ მათთვის აქამდე უჩვეულო რამის მომსწრენი გახდებიან - ამერიკის ისტორიაში პირველად ხდება, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოითხოვს დემონური ძალით შეპყრობა ბრალის გამომრიცხავ გარემოებად ჩაითვალოს.

სამი ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟი მარსისკენ მიემართება. აფრენიდან მალევე, ბორტზე მოულოდნელად უბილეთო მგზავრს აღმოაჩენენ, მაგრამ ხომალდის შეზღუდული რესურსების გამო, მისიის შეჩერება და დედამიწაზე დაბრუნება შეუძლებელი ხდება. როდესაც უმრავლესობა უკვე მზად არის უბილეთი მგზავრის მოსაშორებლად, ეკიპაჟის ექიმი ხდება ერთადერთი, ვინც მათ სასტიკ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.