ძიება - * | ნაპოვნია: 750

ხერხი X

Saw X

ლეგენდარული საშინელებათა ფრენჩაიზის მეათე ნაწილი, რომელიც მაყურებელს ჯონ კრამერის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ემოციურ თავს სთავაზობს. ფილმის მოვლენები „ხერხი I“-სა და „ხერხი II“-ს შორის ვითარდება და გვიჩვენებს, თუ როგორ ცდილობს მძიმედ დაავადებული ჯონ კრამერი სიცოცხლის გადარჩენას. კიბოსგან სასწაულებრივი განკურნების იმედით ჯონი მექსიკაში მიემგზავრება, სადაც ექსპერიმენტულ სამედიცინო პროცედურას უნდა დაექვემდებაროს. თუმცა მალევე ირკვევა, რომ მთელი პროგრამა კარგად ორგანიზებული თაღლითური სქემაა, რომელიც სასოწარკვეთილი და დაუცველი ადამიანების მოტყუებაზეა აგებული. მოტყუებული და განრისხებული კრამერი გადაწყვეტს დამნაშავეებს საკუთარი წესებით აგებინოს პასუხი.

მისტიკური დეტექტიური თრილერი, რომელიც აგათა კრისტის ცნობილი პერსონაჟის, ერკიულ პუაროს, ახალ და ამაღელვებელ გამოძიებას გვთავაზობს. პენსიაზე გასული და ვენეციაში განმარტოებით მცხოვრები ლეგენდარული მაძებარი მშვიდ ცხოვრებას ეწევა, თუმცა მოულოდნელად იძულებული ხდება კიდევ ერთხელ ჩაერთოს საიდუმლოებით მოცულ საქმეში. ჰელოუინის ღამეს პუარო უხალისოდ ესწრება სპირიტუალურ სეანსს ძველ, ნახევრად დანგრეულ და ლეგენდებით მოცულ პალაცოში. იდუმალი საღამო ტრაგედიად იქცევა, როდესაც ერთ-ერთ სტუმარს სასტიკად კლავენ. მკვლელობის გამოძიებისას პუარო აღმოჩნდება ჩახლართული საიდუმლოებების, მოჩვენებების შესახებ ლეგენდების, ტყუილების და ფარული მოტივების სამყაროში, სადაც ვერავინ არის ეჭვმიტანილის სტატუსის მიღმა.

57 წამი

57 Seconds

ტექნოლოგიური ბლოგერი ფრანკლინ ფაუსტი შემთხვევით გადაარჩენს ცნობილი ტექნოლოგიური ინოვატორის, ანტონ ბარელის სიცოცხლეს. მადლიერების ნიშნად, ანტონი მას ექსკლუზიურ ინტერვიუს სთავაზობს, სადაც საკუთარი წარმატების ისტორიებსა და ტექნოლოგიურ საიდუმლოებებს უზიარებს. მალე ფრანკლინი იდუმალ ბეჭედს აღმოაჩენს, რომელსაც უნიკალური ძალა აქვს მისი მფლობელი წარსულში ზუსტად 57 წამით აბრუნოს. თავდაპირველად ეს შესაძლებლობა იდეალურ იარაღად ეჩვენება, მაგრამ დროთა განმავლობაში ახალგაზრდა ბლოგერი ხვდება, რომ დროით მანიპულაციას მოულოდნელი და სახიფათო შედეგები მოჰყვება. ახლა მას მოუწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება, რადგან თითოეულ ცვლილებას შეუძლია მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს.

არსად

Nowhere

უკიდურესად მძიმე პირობებში მია ბავშვს აჩენს და გადარჩენისთვის დაუნდობელ ბრძოლას იწყებს. წყლის, საკვების და უსაფრთხოების გარეშე დარჩენილ ქალს საკუთარი გამბედაობის, ნებისყოფისა და დედობრივი სიყვარულის იმედად უწევს ყოფნა, რათა სტიქიას გაუმკლავდეს და ახალშობილი შვილის სიცოცხლე გადაარჩინოს.

გატაცება

Hijack

დაძაბულობისა და შიშის ფონზე სემი ცდილობს საკუთარი გამოცდილება და სიმშვიდე გამოიყენოს, რათა მგზავრები გადაარჩინოს და გამტაცებლების გეგმები ჩაშალოს. თუმცა რაც უფრო ვითარდება მოვლენები, მით უფრო იზრდება საფრთხე და თითოეული გადაწყვეტილება სიცოცხლის ფასად შეიძლება დაუჯდეთ.

ქსელი

Cobweb

რაც უფრო ხშირად ისმის იდუმალი ხმაური, პიტერი მით მეტად იწყებს ეჭვს, რომ დედა და მამა რაღაც საშინელ საიდუმლოს მალავენ. შიშითა და გაურკვევლობით მოცული ბიჭი ცდილობს სიმართლის გარკვევას, თუმცა მალე ხვდება, რომ მის ოჯახში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ციტადელი

Citadel

გლობალური სადაზვერვო სააგენტო ციტადელი განადგურდა, ხოლო მისი ელიტური აგენტების მოგონებები სრულად წაიშალა. ძალაუფლების ვაკუუმში კი საშიში და გავლენიანი სინდიკატი მანტიკორი სწრაფად იწყებს აღზევებას. ახლა ყოფილი აგენტები იძულებულნი არიან, დაკარგული წარსული გაიხსენონ, საკუთარი იდენტობა დაიბრუნონ და ძალები გააერთიანონ, რათა მსოფლიო მასშტაბის საფრთხე შეაჩერონ. დაძაბული ჯაშუშური სიუჟეტი სავსეა საიდუმლოებებით, ღალატითა და მასშტაბური მოქმედებით.

გრძელი და სახიფათო მოგზაურობის დროს, შუა ოკეანეში აღმოჩენილი ეკიპაჟი უცნაური და შემზარავი მოვლენების წინაშე აღმოჩნდება. ღამღამობით გემზე ბნელი ძალა ჩნდება და მეზღვაურების დევნას იწყებს, რის შედეგადაც ეკიპაჟში შიში და პანიკა ისადგურებს. როდესაც გემი საბოლოოდ უიტბი-ს ნავსადგურში ჩააღწევს, ბორტი სრულიად ცარიელი აღმოჩნდება, ხოლო ეკიპაჟის გაუჩინარების კვალი არსად ჩანს.

რეალურ ამბავზე დაფუძნებული მძაფრსიუჟეტიანი ისტორია მოგვითხრობს პოლიციელების, კრიმინალების, ტურისტებისა და მოზარდების უცნაური ჯგუფის შესახებ, რომლებიც ჯორჯია ტყეში შემთხვევით იყრიან თავს. მათი მოგზაურობა ნამდვილ კოშმარად იქცევა, როდესაც 230 კილოგრამამდე წონის შავი დათვი, რომელმაც შემთხვევით დიდი რაოდენობით კოკაინი გადაყლაპა, უკონტროლო აგრესიაში ვარდება და ტყეში სისხლიან ქაოსს აწყობს. გადარჩენისთვის ბრძოლა სულ უფრო საშიში და დაუნდობელი ხდება.

დაკარგული

Missing

როდესაც ახალგაზრდა ჯუნი-ს დედა კოლუმბია-ში მოგზაურობისას უჩინარდება თავის ახალ შეყვარებულთან ერთად, ყველაფერი ნამდვილ კოშმარად იქცევა. დახმარების მიღებას საერთაშორისო ბიუროკრატია ართულებს, ამიტომ ჯუნი იძულებულია, ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოს.

დედა

The Mother

დაძაბული ექშენ-თრილერი იდუმალ ქალზე, რომელიც წარსულის ჩრდილებიდან ბრუნდება ყველაზე მნიშვნელოვანი მისიისთვის. პროფესიონალი მკვლელი, რომელიც წლების განმავლობაში სამალავში იმალებოდა, იძულებულია კვლავ გამოჩნდეს, რათა დაიცვას თავისი ქალიშვილი.

მთავარი გმირი, ფარაჰი, მარტოხელა დედაა და წარმატებული ექიმი, რომელიც მთელი გულით ეძღვნება თავის პროფესიას და სჯერა თანამედროვე მედიცინის ძალის. თუმცა მისი ცხოვრება ერთ წამში იცვლება, როცა მის შვილს მძიმე დიაგნოზს დაუსვამენ.

დაშავებულები და ხევში ჩარჩენილები, ისინი იძულებულნი არიან იბრძოლონ გადარჩენისთვის მკაცრ პირობებში. თუმცა მალევე ხდება ნათელი, რომ ყინვა და ბუნებრივი სტიქია ერთადერთი საფრთხე არ არის.

ტყეში მოულოდნელად გაჩენილი ძლიერი ხანძარი რამდენიმე საათში უკონტროლო სტიქიად იქცევა და ასობით ადამიანს ალყაში აქცევს. დახმარება ვერ აღწევს, კავშირი გარე სამყაროსთან წყდება და მათ საკუთარი ძალებით უწევთ გადარჩენისთვის ბრძოლა.

ყოფილი სამხედრო ეძებს ბანდას, რომელმაც მოკლა მისი ცოლი და წაიყვანა ქალიშვილი.

როდესაც გადარჩენისთვის ბრძოლა კედელთან მიგამწყვდევს, ზღვარი კანონსა და დანაშაულს შორის ქრება. „სისხლი მტვრის სანაცვლოდ“ (იგივე „სისხლიანი ფული“) სწორედ იმ ადამიანებზეა, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს და დასაკარგიც აღარაფერი დარჩენიათ. კლიფი, ყოფილი კომივოიაჟორი, სასოწარკვეთილი ცდილობს ოჯახის გამოკვებას, თუმცა ძველი ნაცნობის, რიკის გამოჩენა მას იარაღისა და ნარკოტიკების სახიფათო სამყაროში აბრუნებს. ეს არ არის უბრალო კრიმინალური ისტორია – ეს არის ნეო-ნუარი ამერიკულ ყინვაში, სადაც მტვერი და სისხლი ერთმანეთში ირევა.

ნავთობმწარმოებელი პოლ სტარგესის იდეალური ოჯახური შვებულება კოშმარად გადაიქცევა, როცა ისინი გადაეყრებიან უზარმაზარ ზვიგენს, რომელიც საკუთარი ტერიტორიის დასაცავად ყველაფერზეა წამსვლელი. გამუდმებული თავდასხმების პარალელურად პოლმა და მისმა ოჯახმა როგორმე უნდა მოძებნონ გზა და ნაპირზე ცოცხლებმა გააღწიონ ამ ეპიკურ ბრძოლაში ადამიანებსა და ბუნებას შორის...

ის ბავშობაში გააშვილეს, ახლა კი ცდილობს შური იძიოს თავის ნამდვილ დედასა და ახალ ოჯახზე, მაგრამ ეს ყველაფრი შეიძლება ერთმა პატარა ამბავმა შეცვალოს.

ვიცე-დეტექტივი ბობ ჰაიტაუერი იგებს, რომ მისი ყოფილი ცოლი სატანისტებმა მოკლეს და ქალიშვილი გაიტაცეს. ოფიციალური გამოძიება ნელი და არაეფექტურია, ამიტომ ბობი პოლიციას ტოვებს და საქმეს თავად იძიებს. ის სექტაში შეღწევას ცდილობს, რათა მისი ლიდერის, საირუსის, კვალს მიაგნოს ერთადერთი მსხვერპლის, კეის ჰარდინის დახმარებით, რომელმაც გაქცევა მოახერხა.

დახსნა 2

Extraction 2

2020 წლის ექშენ-თრილერის “ექსტრაცია“ სიქველი კრიმინალურ შავ ბაზარზე უშიშარი დაქირავებული მკვლელის, ტაილერ რეიკის შესახებ, რომელიც ძლივს გადაურჩა მძიმე დაზიანებებს მისიის დროს დაკაში. ტაილერი ბრუნდება, და მისი გუნდი მზად არის შემდეგი მისიის შესასრულებლად