ყოფილი ბრწყინვალე კალათბურთელს, რომელიც ალკოჰოლიზმს ებრძვის, სამწვრთნელო საქმეს სთავაზობენ თავის ალმა მატერში. როდესაც გუნდი ძლიერდება და გამარჯვებას იწყებს, ეს მისთვის სტიმულია შეებრძოლოს ძველ დემონებს. იქნება თუ არა ეს ყველაფერი საკმარისი იმისათვის რომ გამოსწორების გზაზე დადგეს?
მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ავტორბოლის ჩემპიონატის კულისებში მაყურებელი სრულიად განსხვავებულ სამყაროს აღმოაჩენს, სადაც სიჩქარე, კონკურენცია და გამარჯვებისთვის ბრძოლა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. სერიალი ფორმულა 1-ის გუნდების, მრბოლელებისა და ხელმძღვანელების ისტორიებს გვიჩვენებს, რომლებიც სეზონის განმავლობაში უამრავ გამოწვევას აწყდებიან. კამერები მოვლენებს ტრასის მიღმაც მიჰყვებიან და ნათლად წარმოაჩენენ იმ დაძაბულობას, ემოციებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც რბოლის შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. თითოეული სეზონი სავსეა მოულოდნელი გამარჯვებებით, მტკივნეული მარცხებით, გუნდურ დაპირისპირებებითა და დაუვიწყარი მომენტებით.
500-ზე მეტი აქამდე უცნობი კადრისგან შექმნილი დოკუმენტური ფილმი ეხმიანება, ცნობილი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას კარიერას, რომელიც ოთხმოციან წლებში იტალიურ საფეხბურთო გუნდ ნაპოლში თამაშობდა, რა დროსაც გუნდმა მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.
მწვრთნელ ჯონ ჰარისონის ცხოვრება ერთ ღამეში შეიცვლება, როდესაც მისი სკოლის კალათბურთის გუნდი დაიშლება და შტატის ჩემპიონატში მონაწილეობის ოცნებები დაიმსხვრევა გაუთვალისწინებელი ახალი ამბების წყალობით. როდესაც უმსხვილესი ქარხანა დაიხურება და ასობით ოჯახი დატოვებს ქალაქს, ჯონი საგონებელში ჩავარდება თავისი ოჯახის გაურკვეველი მომავლის გამო. იგი იძულებულია სხვა ქალაქებში ეძიოს მწვრთნელის სამუშაო. და მალე ერთ ძალიან მოტივირებულ სპორტსმენს შეხვედება, რომელიც ამ ახლის ძიებაში ხელს შეუწყობს. ახლად შეძენილი მეგობრით ინსპირირებული ჯონი ყველაზე ნაკლებიმედისმომცემ მორბენალს შეუძლებელს შეაძლებინებს წლის ყველახე უფრო მნიშვნელოვან შეჯიბრში.
ფილმი მოგვითხრობს ორ კონკურეტ კომპანიას ფორდსა და ფერარის შორის დაპირისპირებაზე - 1966 წელს ჩატარებულ 24 საათიან ლე მანის რბოლაზე.
პეიჯი და მისი ძმა ზაკი, რომლებიც მოჭიდავეთა ოჯახში დაიბადნენ, ძალიან ეგზალიტირებულნი არიან: ცხოვრებაში რომ ერთხელ ეძლევა ადამიანს, ისეთი შანსი მიეცემათ - მონაწილეობა მიიღონ პროფესიული ჭიდაობისათვის შესარჩევ საკონკურსო პროგრამაში. მაგრამ როდესაც პეიჯს საწვრთნელ პროგრამაში აიყვანენ, მოუწევს თავის საყვარელი ადამიანებისგან მოშორებულს, მარტომ გაუსწოროს თვალი ამ ახალ სასტიკ სამყაროს. ეს გამოცდილება აიძულებს ყველა რესურსი გამოიყენოს და საბოლოოდ დაამტკიცოს, რომ რაც მას გამოარჩევს სწორედ ისაა, რაც ვარსკვლავად აქცევს.
მოქალაქე-ბაიკების ცხოვრება იდილიურია, სანამ ერთ დღეს ქალაქში ახალი და საოცარი მექანიზმი, შიგაწვის ძრავა, არ გამოჩნდება. ამის შემდეგ ძალიან სასაცილო თავგადასავალი იწყება - მთის ბაიკი „სფიდი“თავისდაუნებურად გარემოსდამცველი აქტივისტების ლიდერი გახდება, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ შიგაწვის ძრავას ხელი შეუშალონ და არ დააბინძურებინონ თავიანთი ჯერ კიდევ ხელშეუხებელი ნავსაყუდელი.
ფრენბურთის ვარსკვლავის - კაროლინის - ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, სკოლის გოგონათა დამწუხრებული გუნდი ერთ მუშტად შეიკვრება მათი მკაცრი, მაგრამ საყვარელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით იმ იმედით, რომ ჩემპიონატს მოიგებენ.
დაგი მთელ დანაზოგს დათმობს , რათა მოხვდეს გუნდში ქუჩის ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ წარუმატებლობის შემდეგ ყველაფერს კარგავს. მან ტურნირისა და ფულადი პრიზის მოგების იმედი დაკარგა, სწორედ ამ დროს იგი კალათბურთის ლეგენდას გაიცნობს, რომელიც მას დაარწმუნებს დაბრუნდეს კორტზე ბოლოჯერ.
ფილმი მოგვითხრობს 1982 წლის გამოგონილი ველორბოლის „ტურ დე ფარმასის“ აბსურდულ და ქაოსურ ისტორიას, სადაც თითქმის ყველა მონაწილე დოპინგს იყენებს. სპორტსმენები გამარჯვებისთვის ყველაფერზე მიდიან და ერთმანეთს არა მხოლოდ სისწრაფეში, არამედ ამორალურ და ექსტრემალურ ქცევებშიც ეჯიბრებიან.
დაგი ჰოკეის მოთამაშეა, რომელმაც საერთოდ არ იცის ჰოკეის თამაში, მაგრამ ნებისმიერის დამარცხება შეუძლია მისი ძლიერი მუშტების საშუალებით. მარჯვენა ხელის ტრამვის მიღების გამო მას ჰოკეის მიტოვება მოუწევს, მაგრამ უჭირს მოსაწყენ საოფისე საქმიანობასთან შეგუება.
ფილმი არის დევიდ და ქურთ სლოანებზე - მეომრებზე კალიფორნიის დინასტიიდან. დევიდი გარდაიცვლება ერთ-ერთ ორთაბრძოლაში - ჰონკ-გონკში. ამის გაგების შემდეგ ქურთი გაემართება ტაილანდში თავის მასწავლებელთან ნებისყოფის ასამაღლებლად, რომ გადაუხადოს სამგიერო ძმის მკვლელს...
ბრაზილიელი ფეხბურთელის პელეს ცხოვრების ისტორია...
ბოიკა საკუთარ ძალას უმაღლეს ლიგაში ცდის, მაგრამ რინგზე მოულოდნელი სიკვდილი, მას დააფიქრებს მის ცხოვრებაზე...
ეს დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელის რონალდუს ცხოვრებასა და კარიერას გვაცნობს. გადაღებები 14 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მაყურებელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ახლოდან გაიცნოს სპორტსმენის ყოველდღიური ცხოვრება როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ფილმში წარმოდგენილია ექსკლუზიური კადრები, პირადი მომენტები, ოჯახური ურთიერთობები და პროფესიონალური კარიერის მნიშვნელოვანი ეპიზოდები. მაყურებელი ხედავს იმ შრომას, დისციპლინასა და თავდადებას, რომელმაც რონალდუ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავად აქცია.
ფილმი დოკუმენტური სტილით გადმოგვცემს გამოგონილ ისტორიას ორი ცნობილი ჩოგბურთელის შესახებ, რომელთა დაუჯერებელი დაპირისპირება 1999 წელს გაიმართა. მატჩი იმდენად ხანგრძლივი და დაძაბული აღმოჩნდა, რომ შვიდი დღის განმავლობაში გაგრძელდა და სპორტის ისტორიაში ნამდვილ ლეგენდად იქცა.
ეს დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელის Lionel Messi ცხოვრებასა და პიროვნებას იკვლევს. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მისი ყოფილი მასწავლებლები, მწვრთნელები, ბავშვობის მეგობრები და თანაგუნდელები, ერთ სივრცეში იკრიბებიან, რათა გაიხსენონ და გააანალიზონ ფეხბურთელის გზა წარმატებისკენ. რესტორანში გამართული შეხვედრის განმავლობაში სტუმრები საკუთარ ისტორიებსა და მოგონებებს უზიარებენ მაყურებელს. ისინი საუბრობენ მესის ბავშვობაზე, მის განვითარებაზე, რთულ გზაზე პროფესიონალურ ფეხბურთში და იმ თვისებებზე, რომლებმაც იგი სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად აქცია.
ეს დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელის Cristiano Ronaldo შთამბეჭდავ გზაზე დიდებისკენ. ისტორია იწყება მისი ბავშვობითა და პირველი ნაბიჯებით ფეხბურთში, როდესაც ახალგაზრდა ტალანტი პორტუგალიაში საკუთარი ოცნების ასრულებას ცდილობდა. ფილმი გვიჩვენებს მის განვითარებას პროფესიონალ სპორტსმენად, წარმატებებს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებში, ასევე კარიერის მნიშვნელოვან ეტაპს, როდესაც ის შეუერთდა Manchester United-ს და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ვარსკვლავად ჩამოყალიბდა.
სიუჟეტი მოგვითხრობს ჰარუკა ნანასეს, ბიჭის გარშემო, რომელსაც ყოველთვის უყვარდა წყალში ჩაძირვა და მასში ცურვა. დაწყებითი სკოლის დამთავრებამდე მან მონაწილეობა მიიღო ცურვის ტურნირში საცურაო კლუბის თანამოაზრეებთან, მაკოტო ტაჩიბანასთან, ნაგისა ჰაზუკთან და რინ მაცუოკასთან ერთად. გამარჯვების მიღწევის შემდეგ, თითოეული ბიჭი წავიდა თავის გზაზე. თუმცა ყველაფერი ახლიდან იწყება, როცა რინი ჩნდება და ჰარუკას უპირისპირდება







































