უკვე წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ემბერი, რიჩარდს სამეფოს გავლენის გაძლიერებაში დაეხმარა. მათ სამუდამოდ გადაწყვიტეს ერთმანეთთან შეკავშირება და შობის დღესასწაულზე საქორწილო ცერემონიის მოწყობა. თუმცა მათი გეგმების განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან ემბერი არ არის დარწმუნებული იმაში, მოახერხებს თუ არა დედოფლობას, რიჩარდი კი უკიდურესად დაზაბულ პოლიტიკურ კრიზისშია.
ქმარს გაცილებული მწერალი ქალი ჩადის პატარა ქალაქში, რათა მშვიდ გარემოში დაასრულოს წიგნზე მუშაობა. ქალს უყვარდება ქალაქი, მისი მცხოვრებლები და ასევე, მეზობლად მცხოვრები სასულიერო პირი...
დასტი და ბრედი გაერთანდებიან, რათა მათ შვილებს იდეალური შობა მოუწყონ. მათი მიღწეული ნეიტრალიტეტი საფრთხის ქვეს დგება, როდესაც დასტის მაჩო მამიკო და ემოციური ბრედის მამა ჩამოდიან შვილიშვილებთან. შობის დღესასწაული ნამდვილ ქაოსში გადაიზრდება.
რეპორტიორი ქალების მოყვარულ მომხიბვლელ პრინცზე დეტალების გამოაშკარავებას ცდილობს. ამ მიზნით იგი სხვა ადამიანის როლს ირგებს და სასახლეში იპარება, თუმცა მალევე თავს სამეფო ინტრიგების ეპიცენტრში ამოყოფს და მცდელობას ნამდვილი სიყვარულის პოვნით დაასრულებს.
შობა სანტას თითქმის კარს მოადგა, მოულოდნელად კი მისი 92,000 დამხმარე ელფი შეუძლოდ ხდება... დღესასწაული დაღუპვის პირასაა. წამლისათვის სანტას საფრანგეთში უწევს წასვლა.
შობის ღამეს ექიმი ვანესა ტერნერი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. იქ ის შეხვდება სკოლის დროინდელ სიყვარულს და გაიგებს, რომ მისი მამა, ცნობილი ექიმი, პენსიაზე გადის. ვანესა სვამს კითხვას: ღირს თუ არა ძველი ურთიერთობის აღდგენა?..
ეს პირველი შობაა, მას შემდეგ რაც სამეფო კოშკის კარი ყველა ერენდელის მაცხოვრებლისათვის ღიაა. ელზამ და ანნამ დიდი საშობაო წვეულება გამართეს, მაგრამ გულდაწყვეტილები დარჩნენ, როდესაც 12 საათისთვის ყველამ საკუთარ ოჯახს მიაშურა. ოლაფი გადაწყვეტს ირემ სვენთან ერთად გოგონებს დაუვიწყარი შობა მოუწყოს. ისინი სამეფოს ყველა ოჯახს ჩამოივლიან , რათა საუკეთესო ტრადიცია საშობაო აღმოაჩინონ.
ცივი ომის დროს, საიდუმლო ორგანიზაციამ "პატრიოტი" შექმნა სუპერგმირების არმია, რომელშიც შედიოდნენ სხვადასხვა საბჭოთა რესპუბლიკის წევრები. მათ დიდი ხნის განმავლობაში მოუწიათ ჩრდილში ყოფნა, მაგრამ ქვეყნისათვის საჭირო დროს, მათ გამოჩენა მოუწიათ.
როდესაც კომპანიის გენერალური დირექტორი საკუთარ ძმას მისი ფილიალის დახურვით ემუქრება, მთავარი გმირი სასოწარკვეთილ ნაბიჯზე მიდის. იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი კლიენტი მოიზიდოს და დიდი კონტრაქტი გააფორმოს, იგი გადაწყვეტს დაუვიწყარი საოფისე წვეულება მოაწყოს.
ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი, უშიშარი და ოპტიმისტი ანა, სახიფათო და დაუვიწყარ მოგზაურობაში მიდის, რათა თავისი და ელზა იპოვოს. ელზა იდუმალი ძალების გამო მარადიული ზამთრით მოცულ სამყაროში იმალება, რის შედეგადაც მთელი სამეფო ყინულმა და თოვლმა მოიცვა.
მრავალი წლის წინ, ლაპლანდიის პატარა სოფელში მცხოვრებმა ბიჭუნამ, ნიკოლასმა, ტრაგიკულად დაკარგა მშობლები. მისი ბედის გაზიარება სოფლის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს და შეთანხმდნენ, რომ ყოველ წელს, შობის პერიოდში, ნიკოლასი სხვადასხვა ოჯახში იცხოვრებდა. ასე იზრდებოდა იგი სიყვარულით, სიკეთითა და ადამიანების მხარდაჭერით. მადლიერების გამოსახატავად ნიკოლასი სოფლის ბავშვებისთვის საკუთარი ხელით ამზადებდა სათამაშოებსა და პატარა საჩუქრებს. დროთა განმავლობაში მისი კეთილი საქმეები ტრადიციად იქცა და ყოველ შობას ბავშვები მოუთმენლად ელოდნენ მათთვის დატოვებულ საჩუქრებს. სწორედ ასე იბადება ლეგენდა, რომელიც მომავალში სანტა კლაუსის ისტორიად გადაიქცევა.
ახალი წელი უახლოვდება ქალაქს და ცენტრალური ზოოპარკის ყველა მცხოვრები ემზადება მის შესახვედრად. პინგვინებმა მორთეს თავისი გამოქვაბული და ოცნებობენ შავ–თეთრ დღესასწაულზე, როდესაც ახალგაზრდა რიგითი ამჩნევს, რომ თეთრი დათვი მოწყენილია სრულ მარტოობაში. თავის მეგობრების გარემოცვაში რიგითი გადაწყვიტავს, რომ არავინ არ იმსახურებს ასეთ არდადეგებს და სახავს საკუთარ გეგმას ზოოპარკელის დასახმარებლად. ის უჩუმრად თავს აღწევს ზოოპარკს და მიემართება დიდი ქალაქისკენ, ახალი წლის საჩუქრების მოსაპარად
ჯადოსნური ქვეყანა ჰუვილი ფიფქის შიგნითაა. ჰუვილში ცხოვრობენ "ჰუები", კატის სახიანი მუტანტი ხალხი. ჰუებს ძალიან უყვართ შობა, გრინჩისგან განსხვავებით, რომელიც ჰუვილითან ახლოს ცხოვრობს და გეგმავს შობის მოპარვას ჰუვილელებისგან, რომლებსაც იგი ვერ იტანს. პატარა ბავშვი სინდი ლიუ კი გრინჩათან დამეგობრებას გადაწყვეტს...
ოჯახათან ერთად ფლორიდაში გაფრენის მაგივრად კევინი ნიუ-იორკში მარტო აღმოჩნდება, სადაც სასტუმროს კლერკთან და მომსახურე პერსონალთან პრობლემების მიუხედავად, მამამისის საკრედიტო ბარათით სასტუმროს ნომერს აიღებს. როდესაც კევინი თავის ძველ მტრებს გადაეყრება, ის შეეცდება მათ სათამაშოების მაღაზიის გაქურდვის გეგმა ჩაუშალოს...
რვა წლის კევინი მშვენივრად ართმევს თავს სიტუაციას მას შემდეგ, რაც საშობაო არადადეგებზე გამგზავრებულ ოჯახს ის შემთხვევით სახლში დარჩება. როდესაც ორი მძარცველი კევინის სახლს თვალს დაადგამს, მოხერხებული ბიჭი კარგად მოემზადება თავისი ტერიტორიის დასაცავად. საყვარელი, ცელქი კევინი თავს იცავს სასაცილო მახეების დაგებით, ამასობაში კი გაგიჟებული დედამისი სახლში მალე დაბრუნებას ცდილობს...
1940 წლის ინდიანაში მცხოვრები ათი წლის რალფი პარკერი მოუთმენლად ელოდება შობას და ოცნებობს ერთ განსაკუთრებულ საჩუქარზე ნამდვილ „წითელი მხედრის“ პნევმატიკურ შაშხანაზე. დარწმუნებულია, რომ ეს საუკეთესო საჩუქარი იქნება, თუმცა მის სურვილს ოჯახის წევრები და გარშემომყოფები სკეპტიკურად უყურებენ. რალფის მზრუნველი დედა და მკაცრი მამა შიშობენ, რომ ასეთი საჩუქარი ბავშვისთვის სახიფათოა და შესაძლოა მან საკუთარი თავი დაიზიანოს. მიუხედავად უარისა და არაერთი გაფრთხილებისა, ბიჭი მიზნის მიღწევას არ ნებდება და გადაწყვეტს, დახმარებისთვის თავად სანტა კლაუსს მიმართოს.































