პირველი რაც 10 წლის ლუისმა ბიძის სახლის ზღურბლზე გადაბიჯებისას გაიგო, უძველესი კედლებიდან საათის წიკწიკის ხმა იყო. ბიჭი ეშვება მაგიისა და ჯადოსნობის სამყაროში, რომლის არსებობაზე აქამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა. აქ გაცოცხლებული სურათების და დაუჯერებელი არსებების თანაცხოვრება ჩვეულებრივი ამბავია, სახლის გული კი ინახავს უდიდეს საიდუმლოს დროის შესახებ.
ფილმში თავმოყრილია, დასავლეთში, სამოქალაქო ომის დასასრულს, განვითარებული 6 ინდივიდის ისტორია. .
როდესაც ახალგაზრდა მონაზონი, რუმინეთის განცალკევებულ მონასტერში თავს იკლავს, ვატიკანი საქმის გამოსაძიებლად ადგილზე აგზავნის ბუნდოვანი წარსულის მქონე მამაოს და ახალბედას. ისინი არამხოლოდ სიცოცხლის გარისკვით, არამედ რწმენისა და საკუთარი სულების საფრთხის ქვეშ დაყენებით, წინ აღუდგებიან მონაზონში შემოჭრილ, დემონურ ბოროტ ძალებს. მონასტრის კედლები კი გახდება საშინელი ბრძოლის ველი ცოცხლებისა და დაწყევლილებისათვის.
ერთ პატარა ეზოში, თიხის გნომები ცხოვრობენ, რომლებიც ცოცხლდებიან და დროს მხიარულად ატარებენ. ერთ დღეს მთთან საშინელება დატრიალდება, რის გამოც შერლოკი გამოძიებას დაიწყებს.
2052 წელი, ბერლინი. ლეო ბაილერი მუნჯი ბარმენია და მას არსებობისათვის აღარანაირი მიზეზი არ აქვს - მისი საყვარელი ქალი გაქრა. ძიება მას მიწისქვეშა ქალაქში მიიყვანს, სადაც ამერიკელი ქირურგების წყვილს გაიცნობს. ლეო ვერ ხვდება ვინ არიან მისი ახალი ნაცნობები, დახმარებას უნდა ელოდოს მათგან თუ სასწრაფოდ უნდა გაექცეს მათ.
ოთხი 15 წლის მეგობარი უცნაური საქმიანობითაა დაკავებული 1984 ზაფხულში: ისინი ცდილობენ იპოვონ სერიული მკვლელი. ყველა მტკიცებულებას მეზობელ სახლთან მიჰყავს, რომელშიც ყველასათვის პატივსაცემი პოლიციის ოფიცერი ცხოვრობს.
2001 წლის პოლიციური კომედიის გაგრძელება სასაზღვრო ქალაქის საგზაო პატრულის ხუთ ხულიგან პოლიციელზე, რომლებიც ცდილობენ თავიანთ ხელმძღვანელობას დაუმტკიცონ, რომ ისინი შტატის ყველაზე შეუცვლელი და ყველაზე საუკეთესო რეინჯერები არიან. ამჯერად ტონი, მაკი, რებითი, ფოსტერი და ფავა საერთაშორისო მაშტაბის – აშშ-სა და კანადას შორის წარმოქმნილი სასაზღვრო დავის მოვლენების ცენტრში აღმოჩდებიან.
ფილოსოფიის პროფესორის ევან ბერჩას რესპექტაბელური ცხოვრება ნგრევას დაიწყებს როდესაც სტუდენტებთან მისი ქმედებები სააშკარაოზე გამოვა. საბოლოოდ კი იგი მისი კურსის მსმენელის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი ხდება.
ენი გრეჰემის დედის გარდაცვალების შემდეგ ოჯახში უჩვეულო მოვლენები ხდება .ოჯახის წევრების სიცოცხლე საფრთხეშია. ყოველ დღეს მათი ოჯახის ახალ საშინელ საიდუმლოს ეხდება ფარდა. ენი ხვდება, რომ ეს კოშმარი ბევრი წლის წინ დაიწყო. შეძლებს კი ის იპოვოს წყევლის გასაღები, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
16 წლის ენის საშინელი თავგადასავალი, რომელმაც მთელი ბავშვობა ოთხ კედელში გაატარა.მისმა იდუმალმა აღმზრდელმა ის მონტრით შეაშინა, რომელიც ვითომ გარეთ ცხოვრობდა და ბავშვებს ჭამდა. მაგრამ როგორც კი ენი გაიგებს, რომ ეს ტყუილია, იწყება უცნაური და საშინელი მოვლენები...
მაქსისა და ენის ისტორია, რომლებიც სხვა წყვილებთან ერთად ყოველ ღამით "დამპლურ თამაშებს" აწყობენ. ერთ საღამოს მაქსის ძმა, ქარიზმატული ბრუკსი, დაგეგმავს თამაშს მკვლელებითა და ფედერალური აგენტებით. ბრუკსს გაიტაცებენ, მაგრამ ეს ხუმრობაა თუ არა? საბოლოოდ, როდესაც ექვსი აზარტული მოთამაშე იწყებს თავსატეხების ამოხსნას ხვდება რომ ბრუკსი ისეთი არაა, როგორიც ჩანს. თამაშში ქულები არ გროვდება, წესები არ არსებობს, მეგობრები ვერ ხვდებიან ვინ არის მათი მოწინააღმდეგე. ეს ყველაზე დასამახსოვრებელი ღამე იქნება მათ ცხოვრებაში... ან უკანასკნელი ...
დიდი ნიკი, რომელიც ლოს-ანჯელესის პოლიციის ელიტური ქვედანაყოფის მეთაურია, ყოველდღიურად ადასტურებს, რომ მისი გუნდი უფრო მოხერხებულია, ვიდრე ისინი, ვისზეც ნადირობენ. როცა პოლიციელი გაიგებს, რომ ლეგენდარული და მოუხელთებელი ქურდი, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკის გაძარცვას აპირებს, გადაწყვეტს ნებისმიერი გზით ხელი შეუშალოს მას. დიდი ნიკი კი - ის კაცია, რომელსაც წესებით თამაში, საერთოდ არ ადარდებს.
იაპონია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამერიკელ მძევალს ათავისუფლებენ თანამესაკნის დახმარებით. გათავისუფლებული ჯარისკაცი იწყებს პატივისცემის მოხვეჭას და უბრუნებს ვალს კრიმინალურ სამყაროს.
ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრული მატარებელით მგზავრობა ერთ-ერთ ცნობილ გამოცანად იქცევა ისტორიაში. ფილმი მოგვითხრობს მატარებლის 30 მგზავრზე, რომელთაგანაც ყველა ეჭვმიტანილია. გამომძიებელმა რაც შეიძლება მალე უნდა ამოხსნას ამოცანა , სანამ დამნაშავე ახალ დანაშაულს ჩაიდენს.
ყოფილმა სპეც აგენტმა, ვიეტნამის ომის ვეტერანმა ციუანმა დიდი ხანია იარაღი გვერდზე გადადო და მშვიდობიანი ცხოვრება დაიწყო. მაგრამ მას შემდეგ რაც ტერაქტში მის თვალწინ მისი ქალიშვილი იღუპება და დაინახავს, რომ მთავრობა დამნაშავეთა მოძებნას არ ჩქარობს, იგი თავად იწყებს მკვლელის ძებნას.
ფილმში მოქმედება ვითარდება უახლოეს მომავალში, როდესაც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობა მეცნიერულად დადასტურდა. მეცნიერს რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა სინდისი აწუხებს. მილიონობით თვითმკვლელობა – ეს აშკარად ის შედეგი არ არის, რომელსაც ბრწყინვალე მეცნიერი ელოდა. მითუმეტეს, რომ ერთ-ერთი შემდეგი მსხვერპლი შეიძლება მისი საკუთარი შვილი აღმოჩდეს, რომელსაც იდუმალი გოგონა შეუყვარდა…
მედდა ვერენა ზრუნვას იწყებს ბიჭზე სახელად ჯეიკობი, რომელმაც თითქმის ერთი წლის უკან მისი დედის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ ლაპარაკი შეწყვიტა. ტოსკანას ქვიან მამულში მამასთან მცხოვრები, ჯეიკობი არა მხოლოდ უარს ამბობს ლაპარაკზე, ის თითქოს მოჯადოებულია ბოროტი ძალების მიერ, რომლებიც ქვის კედლების შიგნით სახლობენ. როდესაც ვერენა, მამა და შვილთან ურთიერთობას ააწყობს, იგი გარდაცვლილი ქალის სასტიკ სულს განარისხებს. ვერენას ესმის, რომ თუ მას სურს ბიჭის გადარჩენა, და ბოროტი ძალებისგან განთავისუფლება, მაშინ იგი პირისპირ უნდა შეხვდეს ქვის შიგნით დამალულ მოჩვენებას…
ლონდონის ენფილდის რაიონში ერთი ოჯახის სახლში იწყება უცნაური და საშიში მოვლენები, სადაც პატარა გოგონა თითქოს ზებუნებრივ ძალებს ემორჩილება. ედ და ლორეინ უორენები მიემგზავრებიან ინგლისში, რათა გამოიძიონ ეს საქმე, თუმცა მალევე ხვდებიან, რომ საქმე ბევრად უფრო ბნელ და ძლიერ ძალასთან აქვთ. გამოძიების დროს მათ წინაშე ჩნდება დემონური არსება, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს და მათ რწმენასაც კი ამოწმებს.
მოქმედება ხდება 1937 წელს, მეორე მსოფლიო ომის წინა დღეს, სიუჟეტი მოიცავს იდუმალი ჯაშუშების მომზადების ორგანიზაციას, რომელიც ცნობილია როგორც "D Agency". ორგანიზაცია დაარსებულია იაპონიის იმპერიული არმიის ლეიტენანტი პოლკოვნიკი იუუკის მიერ. ისინი ამზადებენ აგენტებს, რომ გახდნენ მანიპულირების ხელოვნებაში გამოცდილი აგენტები. ერთი ასეთი ანტიგმირი აგენტი, სახელწოდებით Jirou Gamou, მიდის შემზარავ მისიაში საიდუმლო დოკუმენტების გამოსავლენად, სახელწოდებით "შავი ნოტები".
ბენჯამინი, ახალგაზრდა კომპიუტერული გენია, ერთვება ჰაკერულ ჯგუფში „FRI3NDS“, რომელიც ცდილობს მსოფლიო ყურადღების მიპყრობას. მათი ქმედებები სწრაფად იწვევს რუსი მაფიისა და Europol-ის ინტერესს. სიუჟეტი სავსეა მოულოდნელი სიუჟეტური მოხვევებით, ფსიქოლოგიური თამაშებით და „Fight Club“-ის სტილის მინიშნებებით.







































