შოტლანდიის სანაპიროდან მოშორებით, უკაცრიელ კუნძულზე მდგომი შუქურის სამი მცველი აღმოაჩენს რაღაცას, რაც მათი დაცვის ობიექტი არ უნდა იყოს.
დედამიწაზე არსებობს ანომალიური ზონა. არავინ იცის დაზუსტებით საიდან გაჩნდა და რა ხდება იქ. მეცნიერები მთელი მსოფლიოდან იჩენენ მის მიმართ ინტერესს. საიდუმლო ორგანიზაცია ორჯერ გაგზავნის ეკიპაჟს ზონის შესასწავლად, მაგრამ ორივე ეკიპაჟი უგზოუკვლოდ იკარგება. ლანა, მეცნიერ-ბიოლოგი აპირებს შეაღწიოს ზონაში და იპოვოს მისი ქმარი, რომელიც მეორე ეკიპაჟთან ერთად დაიკარგა. მასთან ერთად მთელი რიგი გამოცდილი მეცნიერები და მკვლევარებიც მიდიან.
ალტერნატიულ ვიქტორიანული ხანის გოთემ სითიში ბეტმენი იწყებს ბრძოლას კრიმინალთან და ამასთან იგი მკვლელობების სერიასაც იძიებს.
კოპენჰაგენი, დანია, 2018 წელი. ძველ ბინაში საშინელი აღმოჩენა ხდება. დეპარტამენტის წევრების გამოძიებას საქმე მიჰყავს გოგონების სამარცხვინო დაწესებულებაში, რომელიც მოულოდნელად დაიხურა სამოციანი წლების დასაწყისში
მთავრი გმირი ელის რაინერია, ქალი , რომელიც მთელი ცხოვრება ფსიქოლოგიით იყო გატაცებული. ერთ დღესაც კი მიხვდა, რომ არამხოლოდ ცოცხალი ადამიანების ესმოდა , არამედ გარდაცვლილებისაც. მას შემდეგ რაც საკუთარი ძალების კონტროლი ისწავლა , ელისმა ხალხის დახმარება დაიწყო. ნიუ იორკში ცხოვრებისას იგი დემონური სულის ტყვე გახდა, რომელიც სახლში ჩაუსახლდა.
მდინარე ტაჰოსთან განთავსებულ მიტოვებულ სასტუმროში, ერთმანეთისთვის სრულიად უცხო 7 ადამიანი იკრიბება, რომელთაგან თითოეულს საკუთარი ბნელი საიდუმლო გააჩნია. ამ ღამეს, ყველა მათგანს, ექნება ერთი შანსი დანაშაული გამოისყიდოს.
ოსკაროსანი რეჟისორის სტივენ სოდერბერგის აიფონით გადაღებული ფსიქოლოგიური ჰორორ-თრილერი ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი გამოკეტავენ, სადაც მას თავის ყველაზე დიდ შიშთან მოუწევს პირისპირ შეხვედრა. ახლა მთავარ გმირს ისღა დარჩენია გაარკვიოს: მისი შიში რეალურია, თუ ის უბრალოდ მისი წარმოსახვის ნაყოფია? მაგრამ სად მთავრდება რეალობის საზღვრები და იწყება ხილვები?
ახალგაზრდა პროგრამისტი „ფენტეზი“-ს ტიპის რომანს თამაშად აქცევს. მალე რეალობა და ვირტუალური სამყარო ერთმანეთში აირევა და გაუგებრობებიც იწყება.
1905 წელი. ჯენიფერ რიჩარდსონი რელიგიურმა სექტამ გაიტაცა კუნძულზე გამოსასყიდის მიღების მიზნით. სექტის ლიდერმა იცის, რომ ჯენიფერს მდიდარი მამა ჰყავს. გოგონას ასევე ჰყავს ძმა,ტომასი, რომელიც ყველას გარდაცვლილი ეგონა და რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ და იპოვოს.
ახალგაზრდა მწერალი ჯონსუ ხვდება ძველ ნაცნობს, რომელთან ერთადაც იზრდებოდა. მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა და ახლა იგი ძალიან მომხიბვლელია. საკუთარი თავის ძეიბაში გოგონა აფრიკაში მიმგზავრება,იქიდან კი ახალ მეგობართან, ბენთან ერთად ბრუნდება. ბენი თანამედორვე გეტსბია, მას ნაკლი არ აქვს, მაგრამ აქვს ჰობი. როდესაც გოგონა მისი ჰობის შესახებ შეიტყობს მოსვენებას დაკარგავს.
განცალკევებით მცხოვრები ოჯახი, რომლის ოთხი წევრიც მოწამვლიტ გარდაიცვალა, რიტუალებისა და თილისმების დახმარებით ცდილობს მტრულად განწყობილი ქალაქელებისგან თავი დაიცვას.
წარმატებული ჟურნალისტის დედა, ჯენიფერი, იპოვის მისი ზღაპარს, რომელიც მისმა ქალიშვილმა 13 წლის ასაკში დაწერა, რომელშიც გოგონა ყვება მისი კავშირის შესახებ ორ ზრდასრულ მწვრთნელთან. მის მოგონებებსა და წაკითხულს შორის შეუსაბამობა აიძულებს ჯენიფერს მოძებნოს მისი ყველა ყოფილი საყვარელი. ამასთან მას მოუწევს შეხვდეს საკუთარ ორეულს 13 წლის ასაკში, რაც საბოლოოდ დააკარგვინებს წარმოდგენას საკუთარ თავზე.
ერლ სთოუნი, 80 წელს გადაცილებული და გაკოტრებულია, როდესაც სამსახურს შესთავაზებენ, რაც მხოლოდ მანქანის მართვას გულისხმობს. ადვილი საქმეა კია, მაგრამ ერლს წარმოდეგენაც არ აქვს, ისე გახდება მექსიკური კარტელის ნარკოკურიერი. საქმეს იდეალურად ართმევს თავს, ტვირთიც მნიშვნელოვად ეზრდება, მაგრამ ერთხელაც, ნარკოტიკებთან მებრძოლ ამბიციურ აგენტს, კოლინ ბეტს გადაეყრება.
ლაურა, ბუენოს აირესში მცხოვრები ესპანელი ქალი, ქმართან და შვილებთან ერთად, მშობლიურ ქალაქში, მადრიდის შემოგარენში ბრუნდება. გამგზავრების პროცესი დიდ იმედგაცრუებაში გადაიზრდება, როდესაც მოულოდნელი გარემოებები, საიდუმლოებებს გამოაშკარავებს.
მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეების ჩართვის სამხედრო ოპერაციის (1944 წლის 6 ივნისი) დაწყების წინა დღეს, ამერიკელი პარაშუტისტები, რომელთაც გერმანელების რადიოგადამცემი ანძის განადგურების მისია აქვთ, მტრის ზურგში აღმოჩნდებიან, მას შემდეგ რაც მათი თვითმფრინავი ჩამოვარდება. მიაღწევენ რა სამიზნე ობიექტს, პარაშუტისტები მიხვდებიან, რომ გერმანელებთან ბრძოლის გარდა, საშინელ არსებებთანაც მოუწევთ შებრძოლება, რომლებიც ნაცისტების ფარული ექსპერიმენტების პროდუქტები არიან.
ორბიტის სადგურზე მორიგი გუნდი ჩადის, რათა წინა მორიგე გუნდი შეცვალოს და დედამიწის შესწავლა განაგრძოს. ამ გუნდმა ამოხსნა ეგრედ წოდებული ღვთის ნაწილაკის თეორია, რომელიც კაცობრიობას გაუადვილებს ამოცანის ამოხსნას, რატომ გაჩნდა სიცოცხლე მაინცდამაინც დედამიწაზე. ასტრონავტების მიერ შექმნილი სადგური , რომელიც ნაწილაკებს აჩქარების საშუალებას აძლევდა, რთული აგებულება ჰქონდა და აჩვენებდა როგორ ვითარდებოდა ყველაფერი. ამ რთულ მექანიზმში დაშვებული მცირე შეცდომაც კი გლობალურ კატასტროფამდე მიიყვანს დედამიწას.







































