დეტექტივი იკვლევს ექსცენტრიული და ერთმანეთთან მტრულად განწყობილი ოჯახის უფროსის მკვლელობას.
მეტი და ქეითი საცხოვრებლად იზოლირებულ სახლში გადავლენ, სადაც აღმოაჩენენ ერთ იდუმალ ოთახს, რომელიც მათ ნებისმიერ მატერიალურ სურვილს უსრულებს, თუმცა, რადგანაც ქეითს ორი წარუმატებელი ორსულობა ჰქონდა, მის ერთადერთ სანუკვარ სურვილს ბავშვი წარმოადგენს ...
ასტრონავტი როი მაკბრაიდი მზის სისტემის გარე კიდესთან მოგზაურობს, რათა დაკარგული მამა იპოვნოს და ფარდა ახადოს საიდუმლოებას, რომელიც ჩვენი პლანეტის გადარჩენას საფრთხეს უქმნის. მისი მოგზაურობა გამოააშკარავებს საიდუმლოებებს, რომელიც ადამიანური ყოფის ბუნებას და კოსმოსში ჩვენს არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
მოქმედება 1988 წლის, ფილადელფიაში ვითარდება. პოლიციის ოფიცერი თომას ლოქჰარტი ცდილობს დეტექტივი გახდეს. იგი იწყებს სერიული მკვლელის დევნას, რომლის დანაშაულებიც არანაირ ახსნას არ ექვემდებარება. როდესაც ცხრა წლის შემდეგ, დამნაშავე კვლავ ჩნდება, ლოქჰარტის დაუცხრომელი სურვილი გამოაშკარაოს სიმართლე, მის კარიერას, ოჯახსა და სულიერ წონასწორობას განადგურებით ემუქრება.
პოკემონების სამყაროს ყველანი კარგად ვიცნობთ. ასევე კარგად ვიცნობთ ყველასათვის საყვარელ, ფუმფულა პიკაჩუს, რომლის საოცარი თავგადასავალი ძალიან ბევრს გაცინებთ,ცოტათი შეგაშინებთ და ბოლოს, შეიძლება, იტიროთ კიდეც.
ტრი გელბმანი აღმოაჩენს რომ უფრო ადვილი ასატანია ყოველდღე კვლავ და კვლავ სიკვდილი ვიდრე ის უცნაური და საშიში სიტუაციები, რაც წინ ხვდება მას ...
ექვსი ერთმანეთისთვის უცხო ადამიანი უკონტროლო ვითარებაში აღმოჩნდება. მათ მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ თავიანთი გონებრივი შესაძლებლობები რათა გადარჩნენ.
ფილმში მოვლენები XIX საუკუნეში ვითარდება და ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის პირველი მრავალტომიანი გამოცემის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ინგლისური ლიტერატურის განვითარებისთვის ეპოქალური მოვლენა გახდება.
ტეხასელი სამართალდამცავი ფრედ ჰეიმერი იღებს დავალებას - გამოიჭიროს და გაანეიტრალოს ბანკების საშიში მძარცველები. მეწყვილესთან მენი გოლტომთან ერთად, იგი ხელმძღვანელობს ოპერაციას ახალგაზრდა, მოუხელთებელი დამმნაშავე წყვილის, ბონისა და კლაიდის წინააღმდეგ.
პრესტიჟულ კერძო სკოლაში სამი მოზარდი სტიპენდიის დახმარებით იწყებს სწავლას, რაც მდიდარ და გავლენიან მოსწავლეებს შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება. სოციალური განსხვავებები, კონკურენცია და დაძაბული ურთიერთობები თანდათან უფრო სერიოზულ პრობლემებში გადაიზრდება. მოულოდნელი ტრაგედიის შემდეგ სკოლა მკვლელობის გამოძიების ცენტრში აღმოჩნდება. თითოეულ მოსწავლეს საკუთარი საიდუმლო აქვს, ხოლო სიმართლის გარკვევა სულ უფრო რთულდება. მეგობრობა, სიყვარული, ღალატი და ძალაუფლებისთვის ბრძოლა ერთმანეთში ირევა და მოვლენებს მოულოდნელ მიმართულებას აძლევს.
ჩვეულებრივი ავიარეისი მოულოდნელად ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოდ იქცევა, როდესაც თვითმფრინავის მგზავრები უსაფრთხოდ ეშვებიან, თუმცა მათთვის რამდენიმე საათით გაგრძელებული ფრენა რეალურ სამყაროში ხუთ წელზე მეტ ხანს გაგრძელებულა. დაბრუნებულებს მძიმე რეალობასთან გამკლავება უწევთ, რადგან მათი ახლობლები და ცხოვრება მთლიანად შეცვლილია. დროთა განმავლობაში მგზავრები უცნაურ ხილვებსა და იდუმალ მინიშნებებს იღებენ, რომლებიც მათ ერთმანეთთან და ჯერ კიდევ ამოუხსნელ მოვლენებთან აკავშირებს. სიმართლის ძიება მათ რთულ გზაზე აყენებს, სადაც მეცნიერება, რწმენა და აუხსნელი მოვლენები ერთმანეთს ეჯახება.
მრავალი წლის წინ ჰილ ჰაუსში გატარებულმა საშინელმა მოვლენებმა ერთი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ბავშვობაში განცდილი ტრავმებისა და იდუმალი მოვლენების შემდეგ და-ძმები სხვადასხვა გზით აგრძელებენ ცხოვრებას, თუმცა წარსულის აჩრდილები მათ მოსვენებას არ აძლევს. ოჯახური ტრაგედიის შემდეგ ისინი იძულებულნი ხდებიან კვლავ გაერთიანდნენ და იმ საიდუმლოებებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში ჰილ ჰაუსის კედლებში იყო დამალული. რაც უფრო უახლოვდებიან სიმართლეს, მით უფრო რთული ხდება რეალობისა და ზებუნებრივი მოვლენების ერთმანეთისგან გარჩევა.
ტექნოლოგიურად განვითარებულ კუნძულოვან სახელმწიფოში სერიული მკვლელის გამოჩენა საზოგადოებას შიშში აგდებს. გამოძიებას ცნობილი დეტექტივი იწყებს, რომელიც წარსულში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების შემდეგ სამსახურში ბრუნდება. საქმის სირთულე სწრაფად იზრდება, როდესაც მკვლელობების უკან გაცილებით დიდი საიდუმლო იკვეთება. ამავდროულად, ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ზებუნებრივი ძალები გააჩნია, საკუთარი წარმოშობისა და ბედისწერის შესახებ სიმართლის ძიებას იწყებს. მისი გზა მკვლელობების სერიასთან მოულოდნელად იკვეთება და მოვლენები მასშტაბურ შეთქმულებაში გადაიზრდება, რომელიც მთელი ქვეყნის მომავალს ემუქრება.
ფილმი საფარქვეშ მომუშავე ბრიტანელი ჟურნალისტის ემი უიტაკერის შესახებ ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს, რომელიც სოციალურ ქსელებში ISIS-ის მიერ ახალგაზრდა ევროპელი ქალების გადაბირების საქმის გამოძიებას და ტერორისტების გამოაშკარავებას გადაწყვეტს. შედეგად, მთავარი გმირი მელოდი ნელსონის ფსევდონიმით ფეისბუქის ახალ პროფილს და ქსელში ახლახან ისლამ მიღებული, ქალის სურათს ქმნის. მალე ემის სირიიდან ISIS-ის მებრძოლი, სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი ბილელი უკავშირდება და ისინი ერთმანეთთან რეგულარულად საუბარს იწყებენ, ცოტა ხნის შემდეგ, ემის ნამდვილი რომანტიკული გრძნობები უჩნდება ბილელის მიმართ.
დენი, არნოლტების ოჯახის თინეიჯერი ვაჟიშვილი უჩინარდება. საქმე ყველაზე გამორჩეულ დეტექტივს ფრანსუა ვისკონტის ეწერება. ცოლთან გაშორების გამო, მას უწევს რთულ საგამოძიებო პროცესს პრობლემური 16 წლის შვილის მარტო აღზრდა შეუთავსოს. როდესაც გაუჩინარებული ბიჭის ფრანგულის მასწავლებელი მომხდარის შესახებ იგებს, გამოძიებას საკუთარ თავს დამხმარედ სთავაზობს.
თრილერის მოქმედება სასამართლო მედიცინის სამყაროში ხდება. გამომძიებელი პოლ ჰერცფელდი საშინლად დასახიჩრებული გვამის თავში კაფსულას იპოვნის, რომელშიც ტელეფონის ნომერი და ერთადერთი სიტყვაა: გამომძიებლის ქალიშვილის სახელი.
ლუო ჰონგვუ ბრუნდება კაილიში, მშობლიურ ქალაქში, საიდანაც მრავალი წლის წინ გაიქცა. ის იწყებს იმ ქალის ძიებას, რომელიც უყვარდა და რომლის დავიწყებაც ვერ შეძლო...
აგნესი გადაწყვეტს მყუდრო სახლის მიტოვებას და პატარა, მშვიდი ქალაქიდან ნიუ იორკში გაიქცევა, იქიდან კი, ახალ პარტნიორთან ერთად, ატლანტიკ სითიში მოხვედრას გეგმავს, რათა მიიღოს მონაწილეობა ფაზლების საერთაშორისო კონკურსში. ცხოვრების რადიკალური ცვლილება დაეხმარება მას სხვა კუთხით შეხედოს საკუთარი თავს.
რასელ პულმა, ლოს ანჯელესისი პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა, წლები მოანდომა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის - „ნოტორიოს B.I.G.“-სა და თუფაქ შაკურის მკვლელობების - გახსნას, თუმცა ორი ათეული წლის შემდეგაც, გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ჯეკ ჯეკსონს კი, სასამართლო გადაწყვეტილებათა მომხსენებელს, რომელიც თავის რეპუტაციასა და კარიერას თავგამოდებით იცავს, გადაწყვეტილი აქვს გაარკვიოს რაშია საქმე. ეს ორნი სიმართლის დასადგენად ერთიანდებიან და ინსტიტუციური კორუფციისა და ტყუილების მზარდი ქსელის გახსნას ცდილობენ.







































