უდარდელი ნაილსი და ფრეილინა სარა შემთხვევით ქორწილში შეხვდებიან ერთმანეთს პალმ სფრინზსში. საქმე რთულდაა, რადგან არ შეუძლიათ თავი დააღწიონ ამ ღონისძიებას და ... ერთმანეთს.
ერთი ახალგაზრდა ობოლი ბიჭის ისტორია, რომელიც 1967 წლის მიწურულს საყვარელ ბებიასთან გადადის საცხოვრებლად ალაბამას პატარა ქალაქ დემოპოლისში. ბებია და შვილიშვილი მომხიბვლელ, მაგრამ ბოროტ ჯადოქრებს გადაეყრებიან, და ჭკვიანი ბებია ბიჭს ერთ მდიდრულ ზღვისპირა კურორტზე გააპარებს რათა მათ აარიდოს. სამწუხაროდ ისე მოხდება, რომ ზუსტად იმ დროს ჩავლენ კურორტზე, როდესაც მსოფლიოს უდიდესი ჯადოქარი გულითად მეგობრებს შეკრებს მთელი მსოფლიოდან, თავისი საზარელი გეგმის განსახორციელებლად.
რომანტიკული კომედია, ყოფილი შეყვარებულების, რუბი რიჩარდსონის და ბილი ჯონსონის შესახებ, რომლებიც მრავალი წლის წინ ერთმანეთისთვის მიცემული, თავიანთი ძველი დაპირების შესრულებას გადაწყვეტენ, რომლის არსი ის არის, რომ როდესაც ისინი ერთმანეთს სმს მიწერენ ტექსტით -გაიქეცი-, გმირებმა რაც შეიძლება სწრაფად ყველაფერი უნდა მიატოვონ, საჭირო ნივთები შეაგროვონ, ნიუ-იორკის ცენტრალურ სადგურზე შეხვდნენ და შორს გაიქცნენ. ერთ დღეს ეს დღსც დადგება, და ახალგაზრდა გმირები მატარებლის ერთი და იმავე ვაგონში ამოჩნდებიან, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, თუ რა და რატომ გააკეთეს ყოველივე ეს სისულელე. ახლა მხოლოდ ურთიერთობა და ღრმა თვითშეფასება დაეხმარება მათ გააცნობიერონ ღირს თუ არა სირბილის გაგრძელება
მშობლიური ქალაქის სალემისადმი ერთგულების მიუხედავად (და ჰელოუინის დღესასწაულისადმი), ჰუბი დუბუაზი დაცინვის საგანია, როგორც პატარების ასევე ზრდასრულებისგან. თუმცა წელს, ღამით რაღაც ხდება და ჰელოუინის გადარჩენა ჰუბის ხელშია.
პოპულარული მულტიპლიკაციური სერილის “სკუბი-დუ” სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი ცნობილი ძაღლის, სახელად სკუბი-დუს და მისი თინეიჯერი დეტექტივი-მეგობრების ფრედის, დაფნას, ველმას და შაგის შესახებ, რომლებიც -ზებუნებრივ- ფენომენებს ავლენენ, რომელიც ვიღაცის დანაშაულებრივ გეგმებს ემსახურება. სკუბი-დუ და მისტიკური კორპორაცია, ძალებს აერთიანებენ, რათა გენერლისგან, დიკ დასტარდლისგან და მისი ბოროტი გეგმებისგან გადაარჩინონ სამყარო
წყვილი ურთიერთობის განმსაზღვრელ პერიოდს გადის, როდესაც უნებლიედ მკვლელობის იდუმალებით მოცულ საქმეში გაეხვევიან. ისინი თავიანთი უდანაშაულობის გამორკვევის ექსტრემალურ და ხმაურიან გზას გადიან, რა დროსაც უნდა შეეცადონ როგორ გადარჩნენ დ იხსნან თავიანთი ურთიერთობა.
2016 წლის ფილმის “ბიჭი” სიქველი საზარელი თოჯინას, სახელად ბრამსის შესახებ, რომელიც კვლავ განაგრძობს ადამიანების ტერორს. მოვლენები ახალგაზრდა წარმატებული ინგლისური ოჯახის გარშემო ვითარდება, რომლებიც ჰილსირში მდებარე ძველ სასახლეში გადადიან საცხოვრებლად. მაგრამ გმირები ვერც კი წამოიდგენდნენ, რომ ისინი ბნელი და საშინელი წარსული მქონე სახლში აღმოჩნდებოდნენ, სადაც მათი პატარა ვაჟი მალე თოჯინას სახით შემაშფოთებელ ახალ მეგობარს გაიჩენს, რომელიც ძალიან ჰგავს ცოცხალ ბავშვს ...
ვეტერან ჟურნალისტს საკუთარი ნარატივის ძაფი გაუწყდება, როდესაც მამის დანაშაულებრივი დავალება სულ სხვა, შემთხვევით თემაზე გადართავს სწორედ იმ ამბიდან, რისი გაჟღერებაც განზრახული ჰქონდა.
თინეიჯერების ჯგუფი ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე აუთერ ბანქსის სანაპიროზე წასვალს გადაწყვეტენ, რა დროსაც მოულოდნელად საგანძურის მოსაპოვებელ რუკას იპოვიან. ახალგაზრდა გმირები ლეგენდარულ განძზე ნადირობას იწყებენ, რომელიც ერთ-ერთი მათგანის მამის გაუჩინარებას უკავშირდება. აუთერ ბანქსის გარე წ( მომტყდეს ძირში ენა :D )ბი თავისი ცვალებადობით არის ცნობილი, რამაც მრავალი გემი იმსხვერპლა, თუმცა მიუხედავად ამისა ის მრავალ ადამიანს იზიდავს. სწორედ აქ მდებარეობს როანოკეს “გაუჩინარებული კოლონია” და გმირებიც საიდუმლოებების სამყაროში იძირებიან
დეტექტივი ჯეკ რადკლიფი მოულოდნელად იღებს ზარს თავისი ახლახან მოკლული ძმისშვილისგან. მალე აღმოაჩენს, რომ მას შეუძლია დროის ხაზებს შორის კომუნიკაცია გოგონა მასთან საუბრობს რამდენიმე დღით ადრე საკუთარი მკვლელობის წინ. ჯეკი ცდილობს ამ შესაძლებლობის გამოყენებას, რათა შეცვალოს მომავალი და გადაარჩინოს მისი სიცოცხლე. სიუჟეტი აერთიანებს დეტექტივის ინტრიგას, დროის მანიპულაციას და ემოციურ ოჯახურ დრამას.
ედისა და ლორეინ უორენების სახლში დაცული დაწყევლილი თოჯინა ანაბელი კიდევ ერთხელ იღვიძებს და ბოროტ ძალებს ათავისუფლებს. ყველაფერი მაშინ იწყება, როცა მათი ქალიშვილი ჯუდი და მისი მეგობრები შემთხვევით უახლოვდებიან აკრძალულ არტეფაქტებს, რომლებიც უორენებმა წლების განმავლობაში შეაგროვეს. ღამის განმავლობაში სახლი საშინელი ზებუნებრივი მოვლენებით ივსება და მეგობრებს გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ. ფილმი სავსეა დაძაბულობით, მოულოდნელი მომენტებით და ბნელი ატმოსფეროთი, რომელიც Conjuring-ის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ისტორიას გვიყვება.
სამანტა, ახალგაზრდა გოგონა, რომელიც მოიტაცეს, ვლავ შოკშია რადგანაც ჯერ ციხეში მოხვდა, შემდეგ კი საავადმყოფოში. ფილმის ერთერთი პერსონაჟი ექიმი გრინია, რომელიც მსხვერპლთა გონებას შეისწავლის დანაშაულის გასაღების მიგნების მიზნით. გენკო კი კერძო დეტექტივია, რომელიც ასევე უდგას კვალში გამტაცებელს.
ახალგაზრდა წყვილი სახლის შესაძენად, დახმარებისთვის უძრავი ქონების სააგენტოს მიმართავს. ისინი შეხვდებიან უცნაურ გაყიდვების აგენტს, რომელიც მათ პატარა ოჯახის შესაფერის ახალ, მისტიურ სახლს შესთავაზებს...
ამოუცნობ მთარგმნელს ბნელი წარსულით, დაკითხვაზე იბარებენ მას შემდეგ, რაც მისი ძველი მეგობარი, რომელიც მასსა და მის ფოტოგრაფ შეყვარებულს შორის ჩადგა, დაიკარგა და სავარაუდოდ გარდაცვლილია.
მისტიკური კორპორაცია პენსიაზე გავიდა, რომ ზომბებით სავსე კუნძულზე საიდუმლო გამოეკვლია
2019 წლის კომედიის “იდუმალი მკვლელობა“ სიქველი, დაქორწინებული წყვილის, ნიკი და ოდრი სპიტცების შესახებ, რომლებიც საკუთარ სააგენტოს ხსნიან და კერძო დეტექტივებად იწყებენ მუშაობას. სამწუხაროდ, მათი ბიზნესი არ ყვავის და ახლა სპიტცები იბრძვიან სააგენტოს შესანარჩუნებლად
როცა სოცმუშაკი გოგონა გაიგებს, რომ მას - საკუთარი შვილების მკვლელ შეშლილი ქალთან ყოფნა მოუწევს, თავის თავში მაშინვე წარმოსახავს, თუ რა კოშმარად გადაექცევა ეს რეალობა
კრიმინალური კომედია, ქარიზმატული ნიუ-იორკელი დილერის და იუველირის, ჰოვარდ რატნერის (ადამ სენდლერი) შესახებ, რომელიც მუდამ ბევრი ფულის შოვნის ახალი შესაძლებლობების ძიებაშია. მაგრამ ერთ მომენტში ფსონი ძალიან მაღალი იქნება და მთავარ გმირს საშიში და პროვოკაციული საქმის შესრულება მოუწევს, რის შედეგადაც მისი ბიზნესი და ოჯახი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ჰოვარდი იძულებული ხდება ვალების გასტუმრების საშვალება იპოვოს, როდესაც მოულოდნელად მისი ძვირფასი საქონელი დაიკარგება.
დაცვის უსაფრთხოების თანამშრომელი, დევიდ დანსი, ზებუნებრივ შესაძლებლობებს გამოიყენებს, რათა კევინ უენდელ ქრამბი, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი, რომელიც თავის თავში 24 პიროვნებას აერთიანებს მოძებნოს. ამასობაში, ბნელით მოცული პიროვნება, რელიჯარ პრაისი, გამოჩნდება, რომელიც ორივე მათგანისთვის უმნიშვნელოვანეს სიადუმლოებას ფლობს.







































