ექვსი ზაფხულის განმავლობაში ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ახალგაზრდა სიყვარულის, მეგობრობისა და ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების გაზიარებით იზრდებიან. მათი ურთიერთობა წლების განმავლობაში ძლიერდება და თითქოს ყველაფერი იდეალურად ვითარდება, თუმცა ერთი მოულოდნელი შეცდომა საკმარისი აღმოჩნდება იმისთვის, რომ ყველაფერი დაინგრეს. ახლა მათ მხოლოდ ერთი კვირა აქვთ იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა დაკარგული ნდობის დაბრუნება და დაშვებული შეცდომების გამოსწორება. ამ დროის განმავლობაში ისინი საკუთარ გრძნობებს, წარსულ არჩევანებსა და მომავლის გეგმებს გადააფასებენ.
პარიზის მოდის კვირეულის ქაოსში ერთმანეთს ხვდებიან სამი ქალი: მაქსინი ამერიკელი რეჟისორი, რომელიც აღმოაჩენს, რომ კიბოს დიაგნოზი აქვს. ადა ახალგაზრდა მოდელი სამხრეთ სუდანიდან, რომელიც ცდილობს თავის წინასწარ განსაზღვრულ ბედს გაექცეს, მაგრამ აღმოჩნდება მოტყუებით სავსე სამყაროში. ანჟელი ფრანგი ვიზაჟისტი, რომელიც კულისებში მუშაობს და ოცნებობს საკუთარი ცხოვრებისგან გაქცევაზე. ფილმი ეხება გლობალურ ტრაგედიებს, პირად კრიზისებს და თვითაღმოჩენის გზას, რომელიც მოდის სამყაროს ბრწყინვალებასთან ერთად წარმოჩინდება.
ჯეკი, კომპანია Air Cruz-ის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი, ბიზნესს მკაცრი წესებით მართავს. მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპია თანამშრომლებს შორის რომანტიკული ურთიერთობების აკრძალვა, რათა სამუშაო გარემოში პროფესიონალიზმი შენარჩუნდეს. ყველაფერი იცვლება, როდესაც კომპანიაში ახალი და ამბიციური ადვოკატი იწყებს მუშაობას. მათ შორის წარმოქმნილი მიზიდულობა ჯეკის წესებსა და პრინციპებს სერიოზული გამოცდის წინაშე აყენებს. ფილმი აერთიანებს რომანტიკას, იუმორსა და საინტერესო ურთიერთობებს.
ტელეპროდიუსერი ლია კოლდუელი ნიუ-იორკის პოპულარული დილის შოუს პირველი ქალი ხელმძღვანელი გახდომისთვის იბრძვის. კარიერული წარმატების გზაზე მას ძლიერი კონკურენტი ხვდება, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, მისი ყოფილი პარტნიორია. სანამ ლია პროფესიული მიზნების მიღწევაზეა კონცენტრირებული, წარსულიდან დაბრუნებული გრძნობები მის ცხოვრებას ართულებს. კარიერასა და სიყვარულს შორის რთული არჩევანი მას საკუთარ პრიორიტეტებზე თავიდან დაფიქრებას აიძულებს.
56 დღის შემდეგ, როდესაც სასტიკი მკვლელობის საქმე იძიება და გარდაცვლილი ადამიანის ცხედარს აღმოაჩენენ, გამოძიება ოლივერისა და სიარას ურთიერთობის დეტალების შესწავლას იწყებს. რაც უფრო ღრმად იკვლევენ მათ ისტორიას, მით უფრო მეტი ბნელი საიდუმლო და მოულოდნელი გარემოება ხდება ცნობილი.
მოულოდნელი გარემოებებისა და ფლორას პროფესორ მშობლებთან დადებული საიდუმლო შეთანხმების შედეგად, ეს ორი განსხვავებული სამყარო ერთმანეთს ეჯახება. თავდაპირველი უთანხმოება თანდათან ძლიერ მიზიდულობაში გადაიზრდება, რომელიც მათ ცხოვრებას სრულიად ახალ მიმართულებას მისცემს.
აქტანი ყველაფრის კონტროლს მიჩვეული, ცივი და გათვლილი ადამიანია, ხოლო ლალი სპონტანურობით, ემოციებითა და თავისუფალი ხასიათით ცხოვრობს. მათი პირველი შეხვედრა თავხედური ხუმრობებით, კამათითა და ერთმანეთის გამოწვევით იწყება, თუმცა მალევე მათ შორის ძლიერი მიზიდულობა ჩნდება.
სიყვარულთან ერთად მათ მოუწევთ გაუმკლავდნენ ზრდასრულობის სირთულეებს, საკუთარ ოცნებებს, წარუმატებლობებსა და ცხოვრების მნიშვნელოვან არჩევანებს. უნივერსიტეტის დახურულ და ემოციებით სავსე გარემოში მეგობრობა, კონკურენცია და პირადი ურთიერთობები ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს ქმნის.
თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მოულოდნელად ინგრევა, როდესაც საკურთხეველთან მისვლის წინ მეტს გადაეცემა ბარათი წარწერით - „მე არ ვარ მზად“. ეს ერთმა წინადადებამ მთლიანად ცვლის მის ცხოვრებას და აიძულებს გაუმკლავდეს იმედგაცრუებას, სიყვარულის დაკარგვას და საკუთარი თავის თავიდან აღმოჩენას.
მათი შეხვედრა თითქოს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავს და მალე ისინი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წყვილად იქცევიან. თუმცა მათი სიყვარული მუდმივი ყურადღების ცენტრში ექცევა მედიის ინტერესმა, საზოგადოებრივი ზეწოლამ და პირადმა პრობლემებმა მათი ურთიერთობა რთულ გამოცდად აქცია.
ახალი თურქული სერიალი დრამისა და სიყვარულის ელემენტებით. მთავარი ისტორია იწყება მაშინ, როცა გლეხ სოფელ გოგონას დიჩლე-ს, რომელიც აქამდე არასოდეს დაუტოვებია თავისი სოფელი, შემთხვევით ხვდება ერკანს - ისტამბულელ ახალგაზრდას, რომელიც არმიაში მსახურობს ახლოს მდებარე მიწისძვრის შემდეგ დაზარალებულ სოფელში. მისთვის ჩვეულ გარემოსა და ტრადიციების მიღმა დიჩლე ხდება ერკანის გადაარჩენის მიზეზი - ისინი ქორწინდებიან, რის შემდეგაც დაიწყო მათი ცხოვრება ფაქტიურად სრულიად ახალ, ქალაქურ და რთულ რეალობაში. სერიალი მოგვითხრობს მათი განსხვავებული ცხოვრების გზის, ემოციებისა და სიყვარულის ისტორიას, რომელიც კლასობრივი, სოციალური და ოჯახური წინააღმდეგობებით არის სავსე.
ოჯახისთვის შურისძიების მცდელობის შემდეგ, მამაკაცი ციხეში ხვდება და საშიშ კარტელს უერთდება. წლების შემდეგ ის აღმოაჩენს, რომ საყვარელი ქალი მის ახლობელზე დაქორწინდა, რაც ერთგულებას, სიყვარულსა და გადარჩენას შორის დაძაბულ კონფლიქტს იწვევს.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ კენა ცდილობს, ახალგაზრდა ქალიშვილთან ურთიერთობა აღადგინოს, მაგრამ ყველასგან წინააღმდეგობას ხვდება, გარდა ბარის მფლობელისა, რომელსაც მის შვილთან აქვს კავშირი. მასთან დაახლოების პარალელურად კენამ წარსული შეცდომები უნდა გამოასწოროს და იმედისმომცემი მომავალი შექმნას.
ვნებიანი და მშფოთვარე სიყვარულის ისტორია, რომელიც იორკშირის ხედებში ვითარდება. ის გვიყვება დაძაბული და დესტრუქციული ურთიერთობის შესახებ ჰითკლიფსა და ქეთრინ ირნშოუს შორის.
როდესაც ახალგაზრდა ქალი დედისგან მოულოდნელ დავალებას იღებს შეასრულოს მოზარდობის წლებში შედგენილი ოცნებების სია მისი ცხოვრება სრულიად ახალ მიმართულებას იძენს. თავდაპირველად ეს მხოლოდ დავიწყებული სურვილების განხორციელებად ეჩვენება, მაგრამ ყოველი ახალი ნაბიჯი მას საკუთარ წარსულთან უფრო ახლოს მიიყვანს. ოცნებების შესრულების გზაზე იგი აღმოაჩენს ოჯახურ საიდუმლოებებს, რომლებიც წლების განმავლობაში დამალული იყო. ამ აღმოჩენებმა შესაძლოა შეცვალოს მისი წარმოდგენა ოჯახის, ურთიერთობებისა და საკუთარი თავის შესახებ. მოგზაურობის განმავლობაში ის ხვდება ადამიანებს, რომლებიც მის ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ, მათ შორის ადამიანს, რომელიც სიყვარულის ახლებურად დანახვაში ეხმარება. თანდათან ის იწყებს იმის გაცნობიერებას, თუ ვინ არის სინამდვილეში და რა სურს მომავალში.
ბრიჯიტ ჯონსი ცდილობს, ახალი ცხოვრების რთულ ეტაპს გაუმკლავდეს ის არის ქვრივი და მარტოხელა დედა, რომელიც ოჯახის, მეგობრებისა და ყოფილი საყვარლის, დანიელის მხარდაჭერით ცდილობს წონასწორობის პოვნას. სამსახურში დაბრუნება და თანამედროვე გაცნობის აპლიკაციებში დარეგისტრირება მის ცხოვრებას სრულიად ახალ, ხშირად ქაოტურ მიმართულებას აძლევს. ბრიჯიტი ერთდროულად ცდილობს კარიერის აწყობას, დედობის პასუხისმგებლობების მართვას და პირადი ცხოვრების თავიდან დაწყებას. ამ პროცესში მის ცხოვრებაში ჩნდება რამდენიმე განსხვავებული მამაკაცი მათ შორის ახალგაზრდა და ენერგიული კანდიდატი და, მოულოდნელად, მისი შვილის ბუნებისმეტყველების მასწავლებელიც კი, რაც სიტუაციას კიდევ უფრო კომიკურ და არაპროგნოზირებადს ხდის.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი უძრავი ქონების აგენტი მშვიდ ცხოვრებას ეწევა, თუმცა მისი წარსული მოულოდნელად კვლავ თავს ახსენებს. ყველაფერი მაშინ იწყება, როდესაც ყოფილი თანამზრახველი ავისმომასწავებელი გზავნილით გამოჩნდება და მოვლენების ჯაჭვს აამოქმედებს, რომელიც გმირს ძველი ცხოვრებისკენ აბრუნებს. მალე მის კვალს გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი და მისი ძმაც დაადგებიან, რის შედეგადაც ვითარება უკიდურესად სახიფათო ხდება. გაქცევისა და დამალვის ნაცვლად, მას საკუთარი წარსულის საიდუმლოებებთან, დაუმთავრებელ ანგარიშებთან და წლების განმავლობაში დამალულ სიმართლესთან დაპირისპირება უწევს.
როდესაც ლეინის ოცნება, შექმნას ოჯახი და ცხოვრებაში სტაბილურობა მოიპოვოს, მოულოდნელად ინგრევა, იგი უჩვეულო და სახალისო გადაწყვეტილებას იღებს. ყალბი ორსულობის ისტორიით დაწყებული ტყუილი ნელ-ნელა უფრო რთულ სიტუაციებში ხვევს. მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება მამაკაცი, რომელიც იდეალურ პარტნიორად ეჩვენება. თუმცა, ლეინის უწევს არჩევანის გაკეთება სიმართლესა და საკუთარ ოცნებებს შორის. ფილმი სავსეა რომანტიკით, იუმორითა და კურიოზული მოვლენებით.
ქორწილების ორგანიზატორები, მარგო და ჯიმი, მოულოდნელ პრობლემას აწყდებიან, როდესაც თავიანთი ღონისძიებებისთვის ერთსა და იმავე თარიღებში ერთსა და იმავე მდიდრულ ვილას ჯავშნიან. შექმნილი გაუგებრობის გამო მათ კუნძულზე მდებარე საოცარი ლოკაციის გაზიარება უწევთ. ქაოსური სიტუაციები, სახალისო გაუგებრობები და მუდმივი კონკურენცია მათ გეგმებს მნიშვნელოვნად ართულებს. ფილმი სავსეა იუმორით, რომანტიკული მომენტებითა და მოულოდნელი მოვლენებით, რომლებიც მაყურებელს არ მოაწყენს.







































