კლიმატის ცვლილების შედეგად თითქმის მთელი მაიამი წყლის ქვეშ აღოჩნდება. მარტოხელა მეცნიერი ნიკ ბანისტერი გონების მკვლევარია, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით წარსულის ბნელ და მიმზიდველ სამყაროში მოგზაურობს და თავის კლიენტებს დაკარგული მოგონებების აღდგენაში ეხმარება. მაიამის ჩაძირული სანაპირო ზოლის გარეუბანში მცხოვრები ნიკის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალება, როდესაც იგი მის ახალ იდუმალ კლიენტს მეის შეხვდება. ის, რაც დაკარგული მოგონების მარტივი ძებნით იწყება საშიშ აკვიატებად და მგზნებარე სასიყვარულო ურთიერთობად იქცევა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მეი გაუჩინარდება, სიმართლის დასადგენად, ბანისტერი წარსულის ბნელ სამყაროში იძირება და მოულოდნელად სასტიკ შეთქმულებას გამოავლენს.
რომანტიკული დრამა, კინორეჟისორის მალკომის და მისი მეგობარი გოგონას მარის შესახებ, რომლებიც ფილმის პრემიერის შემდეგ სახლში ბრუნდებიან, სადაც კრიტიკოსების გარდაუვალ დადებით რეაქციას და ფინანსურ წარმატებას ელოდებიან. მაგრამ საღამო მოულოდნელ სახეს იღებს, როდესაც პარტნიორებს შორის წარსულ ურთიერთობებზე გულწრფელი საუბარი დაიწყება, რომლის დროსაც გმირები ერთმანეთზე ისეთ ამბებს შეიტყობენ, რომელთა შესახებ მათ არაფერი იცოდნენ.
ინფლუენსერი, რომელიც სპეციალობით არის მეიქაფის/მაკიაჟის არტისტი, გადაწყვეტს თავისი შეუხედავი კლასელი ბიჭი გადააქციოს სკოლის გამოსაშვები საღამოს ნამდვილ მეფედ.
ზაფხული ელის კოლეჯში წასვლამდე და მას საიდუმლო გადაწყვეტილება აქვს მიღებული. ელი მიიღეს ჰარვარდში, სადაც შეყვარებული ნოე სწავლობდა და ასევე ბერკლი, სადაც მისი ლიდერი ლი არის და უნდა გადაწყვიტოს დარჩეს თუ არა.
თინეიჯერი გოგონას რომანტიკული ურთიერთობა და მისი ცხოვრების რთული და ნათელი მომენტები ოჯახში და მეგობრებთან.
1990-იანი წლების თურქეთში, მოზარდთა ჯგუფი საერთო მიზნის გარშემო ერთიანდება. მათ საყვარელ მასწავლებელს ქალაქიდან წასვლა ემუქრება და მეგობრები გადაწყვეტენ ყველაფერი გააკეთონ, რათა მას დარჩენის მიზეზი გაუჩინონ. გეგმა მარტივია მასწავლებელს სიყვარული უნდა აპოვნინონ. თუმცა, მათი მცდელობები უამრავ სახალისო, ემოციურ და მოულოდნელ სიტუაციას იწვევს. სერიალი გვიყვება მეგობრობაზე, პირველ სიყვარულზე, ახალგაზრდობის თავგადასავლებსა და იმ მოგონებებზე, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გვრჩება.
მეუღლის მოულოდნელი გაუჩინარების შემდეგ, მარია ლუიზა გადაწყვეტს ცხოვრება თავიდან დაიწყოს და საკუთარი ოცნება აისრულოს. იგი ხსნის ბოსა ნოვას მუსიკალურ კლუბს, რომელიც მისი ახალი ცხოვრების სიმბოლოდ იქცევა. ახალი გამოწვევების, მეგობრობისა და სიყვარულის ფონზე, მარია ლუიზა ცდილობს საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს და დამოუკიდებლობა მოიპოვოს. სერიალი აერთიანებს დრამას, მუსიკას, რომანტიკასა და შთამაგონებელ ისტორიას ძლიერი ქალის შესახებ.
სერიალი ახალგაზრდა ქალის ისტორიას გვიყვება, რომელიც ბრუკლინის უილიამსბურგის ულტრა ორთოდოქსულ საზოგადოებაში გაიზარდა. საკუთარი ცხოვრების შეცვლის სურვილით იგი ტოვებს გარიგებულ ქორწინებასა და მკაცრ რელიგიურ გარემოს და ახალ ცხოვრებას იწყებს. გმირი ბერლინში მიემგზავრება, სადაც ცდილობს საკუთარი ოცნებების განხორციელებას და კლასიკური მუსიკის სამყაროში დამკვიდრებას. სერიალი მოგვითხრობს თავისუფლების, თვითშეცნობისა და საკუთარი გზის პოვნის შესახებ.
ადამ პრაისი მშვიდი და ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობს. ერთი შეხედვით მას იდეალური ოჯახი, წარმატებული კარიერა და სტაბილური მომავალი აქვს. თუმცა ყველაფერი იცვლება, როდესაც ბარში იდუმალი უცნობი უახლოვდება და მისი ცოლის შესახებ შოკისმომგვრელ საიდუმლოს უმხელს. ამ აღმოჩენის შემდეგ ადამი სიმართლის ძიებას იწყებს და მოვლენების ჯაჭვში ეხვევა, რომელიც მის ცხოვრებას მთლიანად ცვლის. სერიალი სავსეა საიდუმლოებებით, დაძაბული მომენტებითა და მოულოდნელი სიუჟეტური განვითარებით.
სიუჟეტი ვითარდება სიყვარულის, ტკივილის, შურისძიებისა და თვითპოვნების გარშემო, სადაც თითოეული ეპიზოდი ემოციური დაძაბულობითა და მოულოდნელი განვითარებით არის სავსე. სერიალი აერთიანებს რომანტიკას, დრამასა და ინტრიგებს, რაც მაყურებელს გულისამაჩუყებელ და ამავდროულად დაძაბულ ისტორიას სთავაზობს.
ამბიციური ამერიკელი მარკეტოლოგი, ემილი პარიზში მისთვის საოცნებო სამსახურში იწყებს მუშაობას, რათა მათ ამერიკული ხედვა გაუზიაროს ბევრ საკითხზე...
სერიალში მოქმედება მე-19 საუკუნის ინგლისში ვითარდება. სიმდიდრე, ვნება და ღალატი ბრიჯერტონების ძლიერ ოჯახს ყველგან თან სდევს...
მდიდარი მემკვიდრის და პრესტიჟული სასტუმრო "ბელგრადის" მფლობელის პოლის ცხოვრება გიჟურ თავგადასავლად გადაიქცევა, როცა ყველაფერი ერთმაეთში აირევა.
თაფლობის თვის პირველ ღამეს ცოლ-ქმარი ისრაელის ქუჩებში ირეალურ მოგზაურობას იწყებენ.
ორი უცნობის რომანტიკული ისტორია, რომლებიც ერთმანეთს ანკარადან იზმირში მოგზაურობისას შეხვდნენ.
ოდრი ცდილობს შეაჩეროს მისი ძმა და გადააფიქრებინოს დაქორწინება ახალგაზრდა ფრანგ ქალზე, ჰემპტონში, წინასაქორწილო უქმეების განმავლობაში, რაც ასევე მის 40 წლის იუბილეს ემთხვევა. ოდრი კარგავს კონტროლს და ცდილობს ჩაშალოს ქორწინების ცერემონიალი, მაგრამ საბოლოოდ თვალს უსწორებს სიმართლეს, რომ იგი ვერ აღუდგება წინ ჭეშმარიტ სიყვარულს.
რა იქნებოდა ყველა ურთიერთობიდან რომელშიც ყოფილხარ, სუვენირი დაგეტოვებინა? ნიუ – იორკში მცხოვრები 20 წელს გადაცილებული უნიკალური გოგონას, ლუსის ისტორია, რომელიც სამხატვრო გალერეაში ასისტენტად მუშაობს და ამავდროულად ძალიან ემოციური ადამიანია. უკანასკნელ მეგობარ ბიჭთან მწარე გამოცდილების შემდეგ, ლუსი გადაწყვეტს გააკეთოს სივრცე იმ ნივთებისთვის, რომელიც ურთიერთობებიდან რჩება.
ჯოსი – ახალგაზრდა გოგონაა, რომელიც ბავშვობიდან ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული, ფერწერის, წიგნების და წარმოსახვის საკუთარ სამყაროში ცხოვრობს. ერთ დღეს იგი ფერდობიდან ვარდება და მხოლოდ ცუნეოს დროული გამოჩენა უშველის. ცუნეო საზღვაო ბიოლოგიას შეისწავლის და მხოლოდ მექსიკაში მობინადრე ნარინჯისფერი თევზის ხილვაზე ოცნებობს. მათი შემთხვევითი შეხვედრის შედეგად, ჯოსის ბებია ცუნეოს ნახევარ განაკვეთზე სამუშაოს სთავაზობს, როგორც გოგონას მომვლელს. მიუხედავად იმისა, რომ ეგოისტი და მომთხოვნი ჯოსის ცხოვრებას ვერ აადვილებს ცუნეო, ის მასთან ყოფნას განაგრძობს. შედეგად მათ შორის ურთიერთობა სახეს იცვლის და ჯოსი ოცნების ახდენას გადაწყვეტს.
სიუზანს, სერიოზულ და გამრჯე ადვოკატს ძალიან ბევრი საქმე აქვს აღებული, რომელშიც გასამრჯელოს არ იღებს. თავისი პატარა იურიდიული ფირმა რომ გადაარჩინოს, სიუზანი მაღლანაზღაურებად, რეზონანსულ საქმეს აიღებს ახალგაზრდა სიმპატიური კლიენტისგან , რომელიც გაცნობის ვებგვერდს, უჩივის რომელიც მომხმარებლებს სიყვარულის პოვნის გარანტიას აძლევს. მალე სიუზანი და ნიკი მედიის შემოტევის ობიექტები აღმოჩნდებიან. რაც უფრო მწვავდება საქმე, უფრო ძლიერდება მათი გრძნობებიც ერთმანეთის მიმართ. ამან კი შესაძლოა ყველაფერი რისკის ქვეშ დააყენოს.
მორცხვი ეროვნებით ჩინელ-ამერიკელი ბეჯითი სტუდენტი კლასელ გოგონას მეცადინეობაში ეხმარება. დროთა განმავლობაში კი მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.







































