ძიება - * | ნაპოვნია: 350

ფილმი მოგვითხრობს თანამედროვე ადამიანების შესახებ, რომლებიც ცდილობენ სიყვარულით დაკავებას და მერყეობენ ერთგულების ნაკლებობასა და თანმიმდევრულობას შორის. ახლგაზრდა მოდის ბლოგერს, ასლის არ სჯერა სიყვარულის და ქორწინებას თაღლითობად თვლის. მაგრამ როდესაც სარეკლამო მენეჯერი და მისი კავალერი კერემი ეთანხმება ასლის, სასოწარკვეთილი მთავარი გმირი ქვას ქვაზე არ დატოვებს, რომ აიძულოს კერემი მას ხელი სთხოვოს. და ამ ყველაფერს ახალგაზრდა ასლი უჩვეულო ტაქტიკით აკეთებს.

თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები, სოციალური მედია და ბიზნესის ახალი მოდელები ყოველდღიურად ცვლის ცხოვრების წესს, თაობა X ცდილობს ახალ რეალობას ფეხი აუწყოს. თუმცა სწრაფი ცვლილებების ფონზე სულ უფრო თვალსაჩინო ხდება განსხვავება ძველ და ახალ თაობებს შორის. სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა ასლია, რომელსაც წარმატების მიღწევა სურს, მაგრამ ხშირად ირჩევს მარტივ და სწრაფ გზებს, ნაცვლად იმისა, რომ მიზნებს შრომითა და მოთმინებით მიაღწიოს. მისი შეხედულებები და ცხოვრებისეული არჩევანი ხშირად ეჯახება უფროსი თაობის ღირებულებებსა და გამოცდილებას. თაობათა შორის არსებული უფსკრული, განსხვავებული პრიორიტეტები და თანამედროვე საზოგადოების გამოწვევები არაერთ კომიკურ, დრამატულ და დაფიქრებისთვის საჭირო სიტუაციას ქმნის. ასლის ისტორია გვიჩვენებს, რამდენად რთულია წარმატების, თვითდამკვიდრებისა და ბედნიერების პოვნა სწრაფად ცვალებად სამყაროში.

ეს არის ემოციური სიყვარულის ისტორია ორ სრულიად განსხვავებულ ოჯახს შორის, რომლებიც ცხოვრებისადმი განსხვავებული შეხედულებებისა და მეთოდების მიუხედავად, ერთსა და იმავე სიმართლეს ეძებენ.

ედვარდ სტრიტერის რომანზე დაფუძნებული ეს რომანტიკული კომედია ბილისა და მისი მეუღლის, ინგრიდის ისტორიას გვიყვება, რომელთა მშვიდი ოჯახური ცხოვრება მოულოდნელად თავდაყირა დგება. ყველაფერი მაშინ იწყება, როდესაც მათი უფროსი ქალიშვილი სოფია მაიამიში მდებარე სახლში ბრუნდება და მშობლებს თავის ახალ შეყვარებულს ადანს გააცნობს, რომელიც უკვე მისი საქმროა.

თუმცა ყველაფერი იცვლება ერთ საბედისწერო შემთხვევის შემდეგ, რომელიც მათ ბედნიერებას საფრთხის წინაშე აყენებს. სწორედ მაშინ ლაურა აღმოაჩენს რაღაც საოცარს მათი ძველი მიქსტეიპი შეიძლება დროში დაბრუნების უნიკალური შესაძლებლობა იყოს.

კლერი MI5-ის აგენტია, რომელიც სამეფო ძიძის როლს ფარულად ირგებს. მან უნდა გადალახოს თავისი დავალების სირთულეები, როგორიცაა პრინცი კოლინის ხიბლისადმი წინააღმდეგობის გაწევა და ამავდროულად, ოჯახის უსაფრთხოება შობის დღესასწაულზე.

პორტუგალიის პოლიციის უფროსის ქალიშვილის, ანა სილვა პაისის წარმოუდგენელი ცხოვრების ისტორია. ლამაზ და მგრძნობიარე გოგონას უზარმაზარი მეამბოხე სული ჰქონდა. 1965 წელს იგი ტოვებს მეუღლეს და ოჯახს, რათა მონაწილეობა მიიღოს კუბის რევოლუციაში და ახლოს იყოს მის ფარულ სიყვარულთან, ჩე გევარასთან...

სერიალი გვიყვება ორ ახალგაზრდაზე, ლუსისა და სტივენზე, რომელთა ვნებიანი ურთიერთობა ნელ-ნელა გადაიქცევა ტოქსიკურ კავშირში. ტყუილები, მანიპულაცია, ეჭვიანობა და დაუმთავრებელი ტყუილი წლების განმავლობაში ანგრევს არა მხოლოდ მათ ურთიერთობას, არამედ გარშემომყოფთა ცხოვრებასაც.

სალვადორ კამპოდონიკო წარმატებული ესპანელი ბიზნესმენია, რომლის ოჯახი ფლობს უდიდეს სასტუმრო კორპორაციას მთელს ესპანეთში. მათი პირველი საერთაშორისო პროექტის განსახორციელებლად, ისინი აირჩევენ განსაკუთრებულ ადგილს და სწორედ აქ ხვდება სალვადორი თავგადასავლების მოყვარულ არიანას...

არიანა გოდოის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაცია, მოზარდი გოგონას რეკუელის შესახებ, რომელსაც დიდი ხანია მისი იდუმალი მეზობელი ბიჭი არესი სიგიჟემდე უყვარს. გოგონა ფარულად უთვალთვალებს მას, მაგრამ ისინი არასოდეს ლაპარაკობენ. ახალგაზრდა გმირს გადაწყვეტილი აქვს, რომ მას მისი შეყვარება აიძულოს. შედეგად, რეკუელი ვა-ბანკზე მიდის, თუმცა არესი, ის ტიპია, რომელსაც ასე ადვილად არ უყვარდება, ამიტომ მათ პოტენციურ ლტოლვას შეიძლება პატარა ბიძგი სჭირდება. ერთ დღეს ყველაფერი Wi-Fi-ის შეცვლილი პაროლით დაიწყება…

Redeeming Love

Redeeming Love (2022)

ფრენსინ რივერსის ამავე სახელწოდების რომანის მოტივებზე დაფუძნებული რომანტიკული დრამა, რომელშიც მოვლენები კალიფორნიაში 1850 წლის ოქროს ციებ-ცხელების პიკის დროს ვითარდება და ახალგაზრდა ენჯელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბავშვობაში სექსუალურ მონად გაყიდეს. მისი ცხოვრება დაუსრულებელ კოშმარას ჰგავდა, სანამ მაიკლს არ შეხვდა, რომლის სიყვარული ახლაგაზრდა გოგონას საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაში დაეხმარება და დაუმტკიცებს, რომ ნამდვილ გრძნობას ნებისმიერი ტკივილის გამოსყიდვა შეუძლია.

სარეკლამო მენეჯერსა და მოდის ბლოგერს სიყვარულის არ სჯერათ. ასე რომ ნიძლავს დადებენ, რომ ერთი მეორეს სიგიჟემდე შეაყვარებს თავს - ეს უჩვეულო ტაქტიკის დახმარებით მოხდება.

რომანტიკული დრამა, ნაშვილები თინეიჯერი გოგონას ტესას შესახებ, რომელსაც არ სჯერა, რომ იმსახურებს საკუთარ სასიყვარულო ისტორიას. მაგრამ ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც ის შემთხვევით გაიცნობს სკოლის მოსწავლე სკაილერს, რომელიც ნამდვილი რომანტიკოსი აღმოჩნდება. როდესაც გოგონას გული იწყებს გახსნას, მოულოდნელად ტრაგედია ხდება - სკაილარი ავტოკატასტროფაში იღუპება, ხოლო ტესა გადარჩება. როცა ახალგაზრდა გმირი ავარიის შემდეგ პასუხებს ეძებს, მოულდნელად აღმოაჩენს, რომ სკაილარი იმქვეყნიური სამყაროდან ცდილობს მასთან დაკავშირებას და გაერთიანებას. შედეგად, მისი საუკეთესო მეგობრის დახმარებით და კვლავ შეძენილი რწმენით, რომ სიყვარული არასოდეს კვდება, ტესა ბოლოჯერ უკავშირდება სკაილარის, რათა მათ სიყვარულის ისტორიას მისცეს ეპიკური დასასრული, რომელსაც ის იმსახურებს.

ბლანკა ლიპინკსას ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული 2020 წლის ეროტიკული დრამის სიქველი, ახალგაზრდა წყვილის მასიმო ტორიჩელისა და ლაურა ბიელის შესახებ. წყვილის ახალ დასაწყისს და ცხოვრებას მასიმოს ოჯახური კავშირები და იდუმალი მამაკაცი ართულებს, რომელიც ლაურას ცხოვრებაში იჭრება, რათა მოიგოს მისი გული და ნდობა ნებისმიერ ფასად…

რომანტიკული ექშენ-კომედია, ცნობილი მწერლის ლორეტა სეიჯის შესახებ, რომელმაც მთელი თავისი კარიერა ეგზოტიკურ ადგილებზე წერას მიუძღვნა. მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგება, როდესაც ალანთან ერთად მისი ახალი წიგნის პრეზენტაციის მოსაწყენ ტურში ლორეტას ექსცენტრიული მილიარდელი ფერფაქსი გაიტაცებს, რომელიც იმედოვნებს, რომ ლორეტას შეუძლია მიიყვანოს იგი მის წიგნში აღწერილი ძველი დაკარგული ქალაქის საგანძურამდე. ალანი დარწმუნებულია, მას არა მხოლოდ წიგნების ფურცლებზე, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც შეიძლია გმირი იყოს და ლორეტის გადარჩენას გადაწყვეტს. შედეგად, ისინი წარმოუდგენელი და საშიში თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში მიდიან ჯუნგლებში, სადაც მათ გაერთიანება მოუწევთ, რათა გადარჩნენ ველურ გარემოში და იპოვონ უძველესი საგანძური, სანამ ის სამუდამოდ დაიკარგება.

კასიე სალაზარი და ლიუკი მოროუ ძალიან განსხვავდებიან. საზრიანი კასიე ტეხასის შტატის დედაქალქ ოსტინში მდებარე ბარში მუშაობს, რათა აისრულოს ოცნება და მომღერალი გახდეს. ლიუკი – არმიის კადეტია, რომელიც აპირებს ჯარში წასვლას და ნუგეშს პოულობს სამხედრო სამსახურის ურყევ დისციპლინაში. მაგრამ ერთ დღეს ახალგაზრდა გმირების შემთხვევითი შეხვედრა ბარში მთლიანად ცვლის მათ ცხოვრებას. კასიე აუარება სამედიცინო გადასახადებში იძირება მას შემდეგ, რაც დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს.

ზაფხულის შესვენების დროს პირველკურსელი ოდენი ხვდება იდუმალ მეგობარ ბიჭს, სახელად ელი, რომელსაც უძილობა აწუხებს. ისინი ღამით დადიან ქალაქში იმ თავგადასავლის საძიებლად, რომელიც ოდენს სურს განიცადოს მისი ახალი ზრდასრული ცხოვრების წინ.

რწმენა

Persuasion (2022)

ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია, თანამედროვე ახალგაზრდა ქალის, ენი ელიოტის შესახებ, რომელიც თავის გაკოტრების ზღვარზე მყოფ ქედმაღალ ოჯახთან ერთად ცხოვრობს. შვიდი წლის წინ ენიმ გაბედული ფრედერიკ უენტვორტის სიყვარული უარყო, მაგრამ როდესაც ფრედერიკი კვლავ შეიჭრება მის ცხოვრებაში, ახალგაზრდა გმირი იძულებულია წარსულის უკან მოტოვებას და მისი გულის კარნახს შორის რთული არჩევანი გააკეთოს, როცა საქმე მეორე შანსს შეეხება.

პოპ-მუსიკის ვარსკვლავი კატ ვალდეზი და ბასტიანი კონცერტის დროს თავიანთი თაყვანისმცემლების წინაშე აპირებენ დაქორწინებას, რომელიც რამდენიმე პლატფორმაზე უნდა გაშუქდეს. განქორწინებული სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ჩარლი გილბერტი კონცერტზე მისმა ქალიშვილმა ლუმ და საუკეთესო მეგობარმა პარკერ დებსიმ წაიყვანეს. როდესაც ცერემონიამდე რამდენიმე წამით ადრე კატი გაიგებს, რომ ბასტიანმა ასისტენტთან უღალატა, მისი ცხოვრება მიმართულებას იცვლის და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სიყვარულს, სიმართლეს და ერთგულებას. მთავარი გმირი უცხო ადამიანის, ჩარლის მზერას ამჩნევს ბრბოში, რომელიც მასთან შეუღლებას გადაწყვეტს. ის, რაც იწყება, როგორც იმპულსური რეაქცია, მოულოდნელ რომანად გადაიქცევა. მაგრამ როდესაც გარე ძალები მათ დაშორებას ცდილობენ, ჩნდება უნივერსალური კითხვა: შეუძლია თუ არა ორ ადამიანს ასეთი განსხვავებული სამყაროდან მათ შორის არსებული უფსკრულის გადალახვა და ადგილის შექმნა, სადაც ისინი ბედნიერები იქნებიან.

ლორასა და მასიმოს ურთიერთობა ბალანსზე დგას, რადგან ისინი ცდილობენ გადალახონ ნდობის საკითხები, ხოლო დაჟინებული ნაჩო მუშაობს მათ დაშორებაზე.

<1...4567...18>