როდესაც ელიტარული მოდის კომპანიის წარმატებული დამფუძნებელი ქალი მოულოდნელად დაუსახლებელ კუნძულზე აღმოჩნდება, მისი ცხოვრება სრულიად იცვლება. გადარჩენის რთულ პირობებში იგი შეფ-მზარეულთან ერთად ცდილობს გამოსავლის პოვნას და ახალ რეალობასთან შეგუებას. ერთობლივი ბრძოლა მათ შორის ნდობასა და გრძნობებს აჩენს, რაც დროთა განმავლობაში რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზრდება. ფილმი აერთიანებს სიყვარულს, თავგადასავალსა და გადარჩენისთვის ბრძოლას.
დედა და ქალიშვილი მძიმე უბედური შემთხვევის შემდეგ იძულებულნი ხდებიან შეხვდნენ სიმართლეს, რომელიც მათ ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. შოკისმომგვრელი ღალატი ამხელს წლების განმავლობაში დამალულ ოჯახურ საიდუმლოებებს და მათ აიძულებს თავიდან განსაზღვრონ სიყვარული, ნდობა და საკუთარი თავი.
მსოფლიოში ცნობილი არქეოლოგი და პრაგმატული იურისტი ბავშვობის ურთიერთობიდან წლების შემდეგ ხელახლა ხვდებიან ერთმანეთს, როდესაც მათი უმანკო მეგობრობა რაღაც დაუნგრეველში გადაიზარდა.
კოლეჯში ჩაბარების შემდეგ, დრეიტონს და დალასს დისტაციური ურთიერთობა უწევთ. სანამ დრეიტონი წარუმატებლობის შემდეგ კვარტერბეკის რანგში დამკვიდრებას ცდილობს, ქალი კი ცეკვის მოყვარული ხდება, ზრდასრულობის წნეხი და ახალი ნაცნობები მათ კავშირს დანგრევით ემუქრება. წყვილმა უნდა გაარკვიოს, შეძლებენ თუ არა სიყვარულის შენარჩუნებას, რადგან მათი გზები სულ უფრო და უფრო იყოფა.
კეთილი ბუნების, მაგრამ ნაკლებად ნიჭიერი ანგელოზი, სახელად გაბრიელი, ერევა ფრილანსერი მუშაკისა და მდიდარი კაპიტალისტის ცხოვრებაში.
დრამა მოგვითხრობს მეამბოხე ესუნისა და მისი ერთგული გვანშიკის ისტორიას, რომლებიც 1950-იან წლებში ჯეჯუს კუნძულზე დაიბადნენ. ესუნი იმის გამო, რომ ოჯახს უჭირს, სწავლას ვერ ახერხებს, თუმცა მაინც არ ამბობს თავის ოცნებაზე უარს, რომ გახდეს პოეტი. გვანშიკი კი, ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, გოგონას სიყვარულსა და მის გვერდით ყოფნას არ წყვეტს.
ელფაბა, დასავლეთის მომავალი ბოროტი ჯადოქარი და მისი ურთიერთობა გლინდასთან, ჩრდილოეთის კეთილ ჯადოქართან. ბროდვეის მიუზიკლის ორნაწილიანი მხატვრული ფილმის ადაპტაციის მეორე ეპიზოდი...
სამი და, სიყვარულს, ღალატს, წყალობას, მეგობრობას და ძმობას შეფიცებენ. მათი დედა, ნერმინი, მასწავლებელია, ხოლო მათი მამა, ჰიკმეტი, PTT დირექტორი
„მან თქვა შეიძლება“ (She Said Maybe) – 2025 წლის თურქული დრამა-კომედია, რომელიც ურთიერთობების სირთულეებსა და სიყვარულის ეჭვებს ეხმაურება. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის ისტორიას, რომელიც აღმოჩნდება რთულ სიტუაციაში, როცა მისი ცხოვრების ყველაზე დიდი გადაწყვეტილება დამოკიდებულია ერთ უკანასკნელ "მოიფიქრე-იქნებ" მომენტზე. მთავარი გმირი საკუთარ ემოციებს ებრძვის და ცდილობს გაიგოს, თუ როდის შეიძლება თქვა „კარგი“ და როდის – „მგონია, რომ არა“. ფილმში ძალიან დახვეწილი იუმორი, მელანქოლია და ემოციური დრამა ირევა, რაც მას უნიკალურ და დამაინტრიგებელ გამოცდილებად აქცევს
განქორწინების წინაშე მდგომი სელიმი იგებს, რომ მისი ცოლი მეირა ტერმინალურად დაავადებულია და იბრძვის მის დასაბრუნებლად. თუმცა, წარსული სიყვარულისა და საიდუმლოებების ხელახლა გამოაშკარავებით, მათი მყიფე კავშირი გამოცდას განიცდის სიყვარულს, ერთგულებასა და მეორე შანსებს შორის. ცრემლების დედოფალი
პირველი მსოფლიო ომის საბრძოლო ველებიდან მე-18 საუკუნის შოტლანდიის ციცაბო მთიანეთამდე, ორი ბედისწერის მქონე წყვილი უნდა დაუპირისპირდეს ძალებს, რომლებიც მათ დაშორებას ცდილობენ
ლილი სტუმრობს თავის დას, ვალერიას, და გაოცებული იგებს, რომ ის ფრანგ კაცზე, მანუზეა დანიშნული. მოულოდნელად ის გაიცნობს ღამის კლუბის მენეჯერს, ტომს, რომელთანაც მაშინვე მყარდება ძლიერი კავშირი. თუმცა კუნძულის მოვლენების უკან ბნელი საიდუმლო იმალება
ახალგაზრდა ქალი, რომელიც მეგობრებთან ერთად მიემგზავრება ევროპის მოსანახულებლად,სანამ წესრიგითა და გეგმებით სავსე ცხოვრებას დაიწყებს. მაგრამ ერთ უმნიშვნელოდ ჩასახლებულ ქალაქში, ბედი მოულოდნელად შეახვედრებს ჯეკს
ის არის დინამიური და თავდაჯერებული ქალის მაგალითი კომერციის სამყაროში, რომლის იარაღია დისციპლინა და მკაცრი სისტემატურობა, რაც წარმატებისკენ კარებს უხსნის. მისი სამყარო კი მოხეტიალე სერფერის უდარდელობაა, რომელიც ოსტატურად ემორჩილება გულის სურვილებსა და ზღვის ტალღებს...
სრულიად განსხვავებული წარმომავლობის ახალგაზრდა ბიჭს და გოგოს ერთმანეთი უყვარდებათ, თუმცა მათ ურთიერთობას დაბრკოლებას უქმნის ბიჭის პრობლემური წარსული და გოგოს ზედმეტად მზრუნველი მშობლები.
ფილმი მოგვითხრობს ქალაქის ელიტის ცხოვრების შესახებ და იმ წარმოშობილ გართულებებზე, რომლებსაც იწვევს ტოქსიკური სასიყვარულო სამკუთხედი
ანა, ამბიციური ახალგაზრდა ამერიკელი ქალი, მიემგზავრება ოქსფორდის უნივერსიტეტში ბავშვობის ოცნების ასასრულებლად,. მას მთელი ცხოვრება დაგეგმილი აქვს, სანამ არ შეხვდება მომხიბვლელ და ჭკვიან ადგილობრივს, შეხვედრა საბედისწეროდ ცვლის ორივეს ცხოვრებას.
საქმის მიმდინარეობისას, ლეილა კვლავ აწყდება წარსულს და იმ ადამიანს, რომელმაც ერთხელ გული გაუტეხა. პროფესიული ბრძოლა ნელ-ნელა პირად დრამაში გადაიზრდება, სადაც ერთმანეთში ირევა სიყვარული, შურისძიება და სიმართლის ძიება.
ლორა, ლონდონში მცხოვრები სამი შვილის წარმატებული დედა, მძიმე გამოცდის წინაშე დგება, როდესაც მას გაფანტული სკლეროზის დიაგნოზს უსვამენ. მალევე იგი ქმარს კარგავს და კარიერაც ინგრევა. ცხოვრების თავიდან დასაწყებად ლორა ავსტრალიაში ბრუნდება, სადაც მოულოდნელად ხვდება თავის სკოლისდროინდელ სიყვარულს მაიკლს.







































