ჯოან სტენლის, ბრიტანელი ჯაშუშის ისტორია, რომელიც კგბ-ს ყველაზე უფრო დიდი ხნის მანძილზე ემსახურა.
გლორია თავისუფალი სულის განქორწინებული ქალია, რომელიც მთელ დღეებს სამსახურში ატარებს, ხოლო ღამეებს საცეკვაო მოედანზე და ლოს-ანჯელესის კლუბებში ათენებს.... ერთ ასეთ ღამესაც არნოლდს შეხვდება და აღმოაჩენს, რომ უეცრად მოულოდნელ სასიყვარულო ურთიერთობაში გაება, რომელიც სავსეა როგორც სიხარულითა და სიყვარულით, ასევე სირთულეებით.
ქალისა და მამაკაცის დიდებული სიყვარულის ისტორია, რომლებიც ერთმანეთს ომისგან ნანგრევებად ქცეულ პოლონეთში ხვდებიან. რადიკალურად განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ტემპერამენტის მიუხედავად, საბედისწერო კავშირი ვერანაირმა სირთულემ ვერ გაანელა, მათ ერთმანეთის სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე აქვთ მისჯილი.
1987 წლის კომედიის რიმეიკი. ლეონარდო პრეტენზიული მილიონერია. ერთხელ იგი მისი იახტის ბორტიდან გადავარდება, მეხსიერებას დაკარგავს და საავადმყოფოში მოხვდება. პიცის დამტარებელი კეიტი მას დაარწმუნებს, რომ იგი მისი ქმარი და სამი შვილის მამაა. როგორ დასრულდება კეიტის შურისძიება? რამდენი ნაბიჯია სიძულვილიდან სიყვარულამდე?
სამი ამბავი სიყმაწვილის შესახებ, რომლებიც ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებში ვითარდება. სიყვარული შანხაიში, მზიანი საუზმე და პატარა ფეშენ შოუ. მთელი ისტორია ტრიალებს ახალგაზრდა მამაკაცის გარშემო, რომელიც ბეჯინგში მუშაობს. ადრე იგი ნაკლებად განვითარებულ ქალაქ ჰუნანში ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. მოულოდნელად იღებს ზარს, რომლითაც ატყობინებენ, რომ ბებია კრიტიკულ მდგომარეობაშია.
მაია 40 წლის იმედგადაწურული ქალია, როდესაც მას დიდი კორპორაციიდან, სამსახრშსი დანიშვნასთან დაკავშირებით დაურეკავენ. მას ეძლევა შანსი დაუმტკიცოს მედისონ ავენიუს სნობებს, რომ ნიჭი და კრეატივი არანაკლედ მნიშვნელოვანია, ვიდრე პრესტიჟული უნივერსიტეტის დიპლომი...
ნიჭიერი ფოტოგრაფი ები, რომელიც რუტინული სამუშაოს შესრულებითაა დაკავებული, საჩუქრად ბებიის ძველ კალენდარს იღებს. მოულოდნელი საჩუქარი 180 გრადუსით ცვლის და განსაზღვრავს მის მომავალს.
უკვე წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ემბერი, რიჩარდს სამეფოს გავლენის გაძლიერებაში დაეხმარა. მათ სამუდამოდ გადაწყვიტეს ერთმანეთთან შეკავშირება და შობის დღესასწაულზე საქორწილო ცერემონიის მოწყობა. თუმცა მათი გეგმების განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან ემბერი არ არის დარწმუნებული იმაში, მოახერხებს თუ არა დედოფლობას, რიჩარდი კი უკიდურესად დაზაბულ პოლიტიკურ კრიზისშია.
გამოცდილი მუსიკოსი ჯეკსონ მეინი აღმოაჩენს და შეიყვარებს პრობლემებით სავსე ელის, ხელოვანს, რომელიც არსებობისათვის იბრძვის. ელი იძულებული იყო თავის ოცნებაზე- მომღერლობაზე - უარი ეთქვა, თუმცა ჯეკი გამოჩნდა და დაიყოლია სცენაზე გამოსულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ელის კარიერა აეწყო, მათი პირადი ურთიერთობები რღვევის პირასაა, რადგან ჯეკი გამუდმებით ებრძვის თავის თავში დემონებს.
ფილმში თავმოყრილია, დასავლეთში, სამოქალაქო ომის დასასრულს, განვითარებული 6 ინდივიდის ისტორია. .
რომანტიკული კომედია ორ მორალურად გატეხილ ადამიანზე – ფრენკი და ლინდსი, რომლებიც ერთმანეთს ერთი და იმავე ქორწილში მიმავლები გზაში გაიცნობენ და სრულიად შემთხვევით ერთი და იმავე თვითმფრინავში, ტაქსში, მეზობელ ოთახებსა და ქორწილის მაგიდასთან ერთად აღმოჩნდებიან. გმირები ქორწილში სტუმრების იმ კატეგორიიდან არიან, რომლებსაც არავინ არ აქცევს ყურადღებას. მართალია ისინი უკვე ერთმანეთს შესამჩნევად აღიზიანებენ, მაგრამ წასასვლელიც არსად არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მათგანი არ არის მზად რომანტიული ურთიერთობის დაწყებისთვის და გმირების ჯიუტი წინააღმდეგობის მიუხედავდ, მათ შორის მაინც იღვიძებს გრძნობები.
ერთ პატარა ეზოში, თიხის გნომები ცხოვრობენ, რომლებიც ცოცხლდებიან და დროს მხიარულად ატარებენ. ერთ დღეს მთთან საშინელება დატრიალდება, რის გამოც შერლოკი გამოძიებას დაიწყებს.
ქალის ისტორია, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გარეგნობას, განსაკუთრებით კი თმას. როდესაც იგი გადაწყვეტს თავი გადაიპარსოს, მის ცხოვრებაში ახალი ფურცელი იშლება.
მათი მოულოდნელი შეხვედრა ტაიტიზე გახდა დიდი სიყვარულის დასაწყისი. ახალგაზრდები სამოგზაუროდ მიდიან წყნარ ოკეანეში მდიდრული იახტით. ისინი ისტორიაში ყველაზე დიდ შტორმში მოხვდებიან. ამ წუთიდან არა მხოლოდ მათ მომავალს, არამედ მათ სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება.
ფილმი მოგვითხრობს ვიქტორ ცოის შემოქმედებითი გზის დასასწყისზე. ეს არის ფილმი 80-იანი წლების ლენინგრადზე, სიყვარულზე, ძიებასა და დიდი იმედებზე - განწყობაზე, რომელიც ჩვენთან სამუდამოდ დარჩება.
ყოველ დღე იგი სხვა სხეულში იღვიძებს და სხვისი თვალებით ხედავს სამყაროს. ყოველ დღე მას განსხვავებული გარეგნობა, ოჯახი და მეგობრები ყავს. იგი მოჩვენებაა. მაგრამ მას შემდეგ რაც16 წლის რიანონს შეხვდება, ცდილობს ყოველ დღე მასთან იყოს. რიანონი მისთვის ერთადერთი სიყვარული გახდა. ახლა მათ უნდა იპოვონ გზა დარჩნენ სამუდამოდ ერთად.
17 წლის კეტი ღამ-ღამობით ხალხისთვის მღერის, დღისით კი იძულებულია დაიმალოს, მისი კანი მზის სხივებს ვერ იტანს. შუაღამით იგი გაიცნობს ჩარლის, ბიჭს, რომელიც ბავშვობიდან მოსწონს. მოულოდნელი და ვნებიანი სიყვარული დაატყდება გოგონას თავს და ახლა იგი მზადაა დაიწვას გიჟური გრძნობის სინათლის სხივებით.







































