ძიება - * | ნაპოვნია: 442

მთავარ გმირს გასართობ ცენტრ ,,ვილის საოცრებათა ქვეყანაში" მოუწევს დამლაგებლად მუშაობის დაწყება, რათა შუა მგზავრობისას გაფუჭებული ავტომობილის შეკეთება შეძლოს. მოულოდნელად მისი უწყინარი საქმე გადარჩენისთვის ყოვლისმომცველ ბრძოლაში გადაიზრდება, როდესაც რვა ანიმირებული დემონური პერსონაჟი გაცოცხლდება და მასზე ნადირობას დაიწყებს.

ახალგაზრდა წყვილს პრობლემები აქვთ ურთიერთობაში, რა დროსაც საოცარ გარიგებას შესთავზებენ, რომელიც საეჭვო წარსულის მქონე სახლს ეხება, რაც მათთვის ფინანსურად ჩვეულებრივ მიუწვდომელი იქნებოდა. ისინი ამ გარიგეაბს დათანხმდებინა, რადგან ეს უკანასკნელი მცდელობაა ყველაფერი თავიდან დაიწყონ.

ნადია რვა წლის შვილთან ერთად შტატებში მიფრინავს, სადაც მას იდუმალებით მოცული დაავადებისგან ინოვაციურ მკურნალობას სთავაზობენ. თვითმფრინავს ტერორისტები იტაცებენ და კურსს ცვლია. ნადიას სხვა გამოსავალი აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ თავისი ნატურა წარმოაჩინოს და ბოროტმოქმედებს უჩვენებს, თუ რა შეუძლია გაბრაზებულ დედას.

ფილმში მოვლენები პატარა პროვინციულ ქალაქში ვითარდება, სადაც სავარაუდო მილსადენი, რომელმაც ქალაქი უნდა გაიაროს, მაცხოვრებლებს შორის დაპირისპირებას გამოიწვევს. ახლად ჩამოსული მეტყევე კონფლიქტის მოგვარებას გადაწყვეტს, მაგრამ მას ქარბუქი აფერხებს, რომელიც ადგილობრივებს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს და მათ პატარა სასტუმროში კეტავს. სანამ ისინი ქარბუქის გადავლას ელოდებიან, მოულოდნელად იდუმალი არსება გამოჩნდება და ადამიანებზე ნადირობას იწყებს. მეტყევე გამოძიებას იწყებს და ცდილობს მის გარშემო ყველა გადაარჩინოს.

სარა ფიერის თავდაპირველი წყევლა გამჟღავნდება, როდესაც ისტორია გამეორდება ერთ ღამეს, რომელიც „შეიდისაიდერების“ ცხოვრებას საბოლოოდ შეცვლის.

მანჰეტენელი მხატვარი ოჯახთან ერთად ისტორიულ სოფელში გადადის საცხოვრებლად ჰუძონის ხეობაში. ახალ ცხოვრებას დაიწყებს, თუმცა ეჭვები შეიპყრობს - მის ქორწინებას საშინელი ბნელი მხარეც აქვს, რაც მათი ახალი სახლის ისტორიას უკავშირდება. ფილმი ელიზაბეტ ბრანდეიჯის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული.

ნევადას უდაბნოში მდებარე საიდუმლო სამხედრო ბაზა, “ზონა 51”-ში მოულოდნელად ზომბი ვირუსი ჩნდება. აშშ-ს მთავრობა ზომბების არმიის მიერ დაკავებული ცოდვების ქალაქის გარშემო კედლის აშენებით, ეპიდემიის აფეთქების შეჩერებას ახერხებს, მაგრამ მთელი სიმდიდრე ზომბებით სავსე კაზინოებში რჩება. დაქირავებული მკვლელბის ჯგუფი სკოტ უარდის მეთაურობით, გარისკვას და საკარანტინო ზონაში, ლას-ვეგასში წასვლას გადაწყვეტს. ისინი ისტორიაში ყველაზე ეპიკურ ძარცვას გეგმავენ, სადაც გმირებს კაზინოს ჩვეულებრივი დაცვის ბარიერების და ვეგასის მაფიის ბოსების ნაცვლად ზომბებთან ბრძოლა მოუწევთ.

სპირალი

Spiral (2021)

წარმატებული მამის ჩრდილქვეშ მყოფი დეტექტივი ეზეკიელ "ზეკე" ბანქსი და მისი ახალბედა მეწყვილე საზარელი მკვლელობების სერიის გამოძიებას გადაწყვეტენ, რაც ქალაქის ბნელ საიდუმლოებებს გამოაშკარავებს. "ზეკე" უნებლიედ ხაფანგში - მკვლელის თამაშის ცენტრში აღმოჩნდება.

ფილმი სმენადაქვეითებული ახალგაზრდა გოგონას ელისის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ღვთისმშობელის სავარაუდო გამოცხადების შემდეგ, აუხსნელი მეთოდით სმენის, ლაპარაკის და ავადმყოფების განკურნების შესაძლებლობას შეიძენს. იმ დროს როდესაც ხმები ვრცელდება და ადამიანები მთელი მსოფლიოდან ელისის სასწაულების სანახავად მის გარშემო იკრიბებიან, დისკრედიტებული ჟურნალისტი კარიერის განახლების იმედით ახალი ინგლსის პატარა ქალაქში მიემგზავრება, სადაც ამ იდუმალი საქმის გამოძიებას იწყებს. მაგრამ როდესაც ჟურნალისტის გარშემო საშინელი მოვლენები ვითარდება, იგი სვამს კითხვას, არის თუ არა ის, რაც ხდება ღვთისმშობლის ქმედებები თუ ელისი ბოროტი ძალების მიერ კონტროლდება?

ხუთი ადამიანი მგზავრობისას ავარიაში მოყვებიან, გონს კი სრულიად უცხო ადგილას მოვლენ. გზა, რომლითაც ისინი მიდიოდნენ, გაქრა, გარშემო კი მხოლოდ უღრანი ტყეა, შუაში კი ხის სახლი, რომელიც შემზარავ კულტს ეკუთვნის.

1994 წელს, თინეიჯერების ჯგუფი საშინელი მოვლენების მომსწრე გახდება, რომლებსაც ერთმანეთთან რაღაც აკავშირებთ...

1978 წელს ბანაკის ორი კონკურენტი ჯგუფი უნდა გაერთიანდეს, რათა ამოხსნან საშინელი საიდუმლო, როდესაც მათი ქალაქების ისტორიიდან საშინელებები გაცოცხლდება.

ფილმის მოქმედება ვითარდება „მატარებელი ბუსანში“ მოვლენებიდან ოთხი წლის შემდეგ, როდესაც კორეის ნახევარკუნძული სრულად განადგურებულია ზებუნებრივი ინფექციის გავრცელების შედეგად. ქვეყანა გადაქცეულია ნანგრევებად, სადაც გადარჩენილი ადამიანები მუდმივად იბრძვიან სიცოცხლისთვის და უსაფრთხო ადგილის პოვნას ცდილობენ. მთავარი პერსონაჟები ბრუნდებიან ამ მიტოვებულ ტერიტორიაზე, რათა დატოვონ განადგურებული მიწა და იპოვონ გზა გადარჩენისკენ. თუმცა ნახევარკუნძული აღარ არის უბრალოდ ნანგრევები ის სავსეა ინფიცირებულებით, მტრულად განწყობილი დაჯგუფებებით და სასიკვდილო საფრთხეებით, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე ელოდებათ.

ზღვაში მდებარე მიტოვებულ კვლევით სადგურზე მომუშავე მეცნიერთა ჯგუფი ზღვის ეკოსისტემას იკვლევს და კლიმატური ცვლილებების გავლენის შეფასებას ცდილობს. მშვიდი მისია მოულოდნელად სახიფათო მიმართულებას იღებს, როდესაც მათ ტერიტორიაზე გენეტიკურად მოდიფიცირებული ზვიგენები ჩნდებიან. მალევე ირკვევა, რომ მტაცებლები ჩვეულებრივი ზვიგენები არ არიან. მათი ინტელექტი და ორგანიზებული მოქმედება ადამიანებისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის. იზოლირებულ გარემოში აღმოჩენილ მკვლევრებს გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ, რადგან დახმარების მიღების შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს.

სერიალი ახალგაზრდა ამერიკელი ძიძის ისტორიას გვიყვება, რომელიც ჰენრი უინგრეივის მიერ დაქირავების შემდეგ სამუშაოდ იდუმალ სასახლეში, „ბლაი მენორში“ მიემგზავრება. თავდაპირველად ყველაფერი ჩვეულებრივად და მშვიდად გამოიყურება. თუმცა, მალე იგი ხვდება, რომ სასახლე ბნელ საიდუმლოებებს მალავს. უცნაური მოვლენები, იდუმალი ფიგურები და წარსულის აჩრდილები ნელ-ნელა ამჟღავნებენ სიმართლეს, რომელიც „ბლაი მენორის“ კედლებშია დამალული. სერიალი აერთიანებს მისტიკას, დრამასა და დაძაბულ ატმოსფეროს.

ითანი სახიფათო მოგზაურობას იწყებს, რათა დაამარცხოს ძლევამოსილი დრაკონი, რომელმაც მისი გული წაართვა. შურისძიებისა და სამართლიანობის ძიებაში იგი მრავალ დემონსა და ბნელ ძალას უპირისპირდება. თუმცა, ყოველი ბრძოლა მძიმე ფასად უჯდება. რაც უფრო უახლოვდება მიზანს, მით უფრო კარგავს საკუთარ ადამიანურ ბუნებას. სერიალი აერთიანებს ფანტასტიკას, ექშენსა და დრამას, სადაც გმირს საკუთარი სულისთვის ბრძოლაც უწევს.

პარანორმალური მოვლენების მკვლევარი იდუმალ და დაწყევლილ სახლს იკვლევს, სადაც მრავალი წლის წინ დედასა და შვილს ტრაგიკული და შემზარავი შემთხვევა შეემთხვათ. რაც უფრო ღრმად იძიებს ამ ადგილის ისტორიას, მით უფრო მეტ ბნელ საიდუმლოს აწყდება. სახლში მომხდარი უცნაური მოვლენები და ზებუნებრივი ძალების კვალი გამოძიებას საშიშ მიმართულებას აძლევს. ფილმი სავსეა მისტიკით, დაძაბულობითა და შემაშფოთებელი აღმოჩენებით.

დაარსება

Initiation

გასართობი წვეულება, ყურადღების ცენტრში ექცევა, როდესაც ვარსკვლავ სპორტსმენს საერთო საცხოვრებელში გარდაცვლილს იპოვნიან. მკვლელობა სოციალურ მედიაში დიდ ინტერესს იწვევს და ქვეყნდება მრავალი პოსტი, რომელიც წინ უსწრებს გამოძიებას, რათა ფარდა აეხადოს სკოლის ბნელ საიდუმლოებებს და გამოაშკარავდეს მკვლელობის შემდეგ დატოვებული სიმბოლოს რეალური მნიშვნელობა...

მასპინძელი

Host

კარანტინის დროს 6 მეგობარი დაიქირავებს მედიუმს ზუმში სეანსის ჩასატარებლად. თუმცა იმაზე მეტს მიიღებენ, ვიდრე სურდათ, რადგან მალე სიტუაცია უკონტროლო გახდება. როცა ბოროტი სული მათ სახლებში შეჭრას დააპირებს, მეგობრები ხვდებიან, რომ შესაძლოა, ამ ღამეს ვერ გადაურჩნენ...

კრისტინა ლოპესი – მექსიკური წარმოშობის ახალგაზრდა ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც მშობლიურ ვერაკრუსში მიემგზავრება, რათა გამოიძიოს ჯადოქრობისა და განკურნების იდუმალი შემთხვევები. იქ ახალგაზრდა გმირს ადგილობრივი მაცხოვრებლები იტაცებენ, რომლებიც აცხადებენ, რომ გოგონა დემონით არის შეპყრობილი და ახლა ის უნდა განდევნონ, სანამ გათავისუფლდება. მაგრამ გაქცევის მცდელობისას, კრისტინა თანდათან მიდის იმ დასკვნამდე, რომ ისინი შესაძლოა სიმართლეს ამბობენ. შედეგად, მის გამტაცებლებთან ერთად, მისი გადარჩენისთვის ბრძოლა იქცევა ბრძოლად მისი სულისთვის.