დრამატული თრილერი, ორი მცირეწლოვანი შვილის ახალგაზრდა მარტოხელა დედის ჯესიკას შესახებ, რომელიც ხაფანგში აღმოჩნდება, როდესაც მათ სახლში მისი ყოფილი მოძალადე ბოიფრენდი შეიჭრება, რომელიც გოგონას საკუჭნაოში გამოკეტავს, ხოლო თავადა მის შვილებთან მარტო დარჩება. ახლა ჩაკეტილი სასოწარკვეთილი დედა მთელი ძალებით ცდილობს გარეთ გასვლას, რათა გადაარჩინოს თავისი შვილები მზარდი საფრთხისგან, რომელთა ყვირილი იძულებულია ჩაკეტილი კარის მიღმა მოისმინოს.
ექშენ-ჰორორი, ახალგაზრდა მეცნიერის, მაიკლ მორბიუსის (ჯარედ ლეტო) შესახებ, რომელიც სისხლის იშვიათი დაავადებისგან განკურნებას, ძალიან ორიგინალური საშუალებით – ღამურების დახმარებით გადაწყვეტს, მაგრამ შემთხვევით ცოცხალ ვამპირად გადაიქცევა და ნამდვილი ვამპირის წარმოუდგენელ ძალას მიიღებს. თავიდან ის, რაც ერთი შეხედვით, რადიკალურ წარმატებად ჩანდა, მალე დაავადებაზე უარესი აღმოჩნდება. ადამიანის სისხლის მიმართ საკუთარი წყურვილისადმი ზიზღის მიუხედავად, მორბიუსი ადამიანებზე ნადირობას იწყებს, ოღონდ მხოლოდ დამნაშავეებზე, რომლებსაც იგი სიცოცხლის ღირსად არ თვლის.
ქალი ნარუ მეომარი ცდილობს დაიცვას თავისი ტომი ერთ-ერთი პირველი მაღალგანვითარებული მტაცებლისგან, რომელიც დაეშვა დედამიწაზე.
ესტონეთის ფსიქიატრიული კლინიკიდან გაქცევის შემდეგ ლინა კლამერი ამერიკაში ჩადის და თავს ესთერად, მდიდარი ოჯახის გაუჩინარებულ შვილად, ასაღებს. თუმცა როცა მას ნიღაბს ჩამოხსნიან, იძულებული ხდება, დაუპირისპირდეს დედას, რომელიც ოჯახს მკვლელი ბავშვისგან ნებისმიერ ფასად დაიცავს...
ჯორდან პილის “თავს უშველე“ ახალი ფანტასტიკური საშინელებათა ფილმი, რომელიც კალიფორნიაში მდებარე იზოლირებული პატარა ქალაქში ვითარდება და რანჩოს მფლობელი და-ძმის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც უცნაური მოვლენების მოწმეები გახდებიან მას შემდეგ, რაც მათი ცხენების ქცევა მოულოდნელად შეიცვლება, ხოლო მათი მამა იდუმალებით მოცული ვითარებაში მოკვდება. ისინი მომსწრეები ხდებიან სხვა ფენომენების, რაც იდუმალი, დამანგრეველი და მომაკვდინებელი ღრუბელის მიზეზი გახდება, რომელიც სინამდვილეში ამოუცნობი მფრინავი ობიექტი აღმოჩნდება. ახლა ექსპერტთა ჯგუფის დახმარებით, გმირები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ შეაჩერონ ეს ფენომენი და დაამტკიცონ, რომ უცხოპლანეტელები არიან ამ დამანგრეველი ღრუბლის მიზეზი.
ფილმში “საზარელი 2” არტ კლოუნი ბრუნდება მაილს ქაუნთიში, სადაც ჰელოუინის ღამეს მიზანში იღებს თინეიჯერ სიანას და მის უმცროს ძმას, ჯონათანს.
დეტროიტში გასაუბრებაზე მყოფი ახალგაზრდა ტესი ღამით ქალაქში დარჩენას გადაწყვეტს და Airbnb-ზე სახლს დაიქირავებს, მაგრამ ადგილზე მისვილსას აღმოაჩენს, რომ ტექნიკური შეცდომის გამო სახლი ორჯერ იქნა დაჯავშნილი, და ახლა იქ უცნობი მამაკაცი ცხოვრობს. გარეთ ღამეა და მთავარი გმირი, მიუხედავად საეჭვო მობინადრისა, დარჩენას გადაწყვეტს. მაგრამ მალევე აღმოაჩენს, რომ სახლში რაღაც ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე არასასურველი სტუმარი.
ახლახან დაქვრივებული მამაკაცი და მისი ორი თინეიჯერი ქალიშვილი სამხრეთ აფრიკის ნაკრძალში მიემგზავრებიან. თუმცა, მათი განკურნების მოგზაურობა მალე გადაიქცევა ბრძოლაში გადარჩენისთვის, როდესაც სისხლისმსმელი ლომი მათ დევნას იწყებს.
2018 წლის ჰელოუინის მოვლენებიდან 4 წლის შემდეგ ლორიმ გადაწყვიტა, რომ შიშისა და ბრაზისგან გათავისუფლდეს და ცხოვრებით დატკბეს. თუმცა როცა ახალგაზრდა კაცს დაადანაშაულებენ იმ ბიჭის მკვლელობაში, რომლის ძიძაც თავად იყო, იწყება ძალადობისა ტერორის კასკადი, რაც ლორის აიძულებს, საბოლოოდ დაუპირისპირდეს ბოროტებას, რომელსაც ვერ აკონტროლებს...
2020 წლის საშინელებათა ფილმის “იქსი“ პრიკველი, რომელშიც მოვლენები 1918 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს ვითარდება და ერთ-ერთი ბოროტმოქმედი პერსონაჟის, ახალგაზრდა პერლის და მისი სახლის წარმოშობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ომის დროს, როგორ პანსიონატი ისე გამოიყენებოდა, სადაც “იქსის” ცნობილი ხოცვა-ჟლეტა მოხდა..
პაციენტთან დაკავშირებული უცნაური, ტრავმული ინციდენტის შემოწმების შემდეგ, დოქტორ როუზ კოტერი იწყებს საშინელი მოვლენების განცდას, რომელთა ახსნა არ შეუძლია. როდესაც უსაზღვრო ტერორი იწყებს მის ცხოვრებას, როუზი უნდა დაუპირისპირდეს თავის შემაშფოთებელ წარსულს, რათა გადარჩეს და გაექცეს მის შემზარავ ახალ რეალობას.
როდესაც მოზარდების ჯგუფი გაიგებს, როგორ გამოიძახონ სულები ბალზამირებული ხელით, ისინი ერთად იკრიბებიან სპირიტური სეანსის ჩასატარებლად და დამოკიდებულნი ხდებიან ახალ შეგრძნებებზე. მიას სურს დაუკავშირდეს დედის სულს, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ გარდაიცვალა. მაგრამ სეანსის დროს ცოცხალთა და მიცვალებულთა სამყაროს შორის საზღვარი იშლება და გათავისუფლებული საშინელი სულები მიას დევნას იწყებენ. შედეგად, ახალგაზრდა გმირი სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს, მაგრამ მას სრულიად შეუქცევადს ხდის.
სათამაშოების კომპანიის ბრწყინვალე რობოტოტექნიკოსირეალისტური თოჯინას, M3GAN-ის შესაქმნელად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. მას შემდეგ, რაც ჯემა მოულოდნელად მოიპოვებს მეურვეობას მის ობოლ ძმისშვილზე,ის დახმარებისთვის მიმართავს M3GAN-ის პროტოტიპს, ეს აღმოჩნდება გადაწყვეტილება, რომელიც წარმოუდგენლად საშინელ შედეგებს გამოიღებს.
ვატიკანის რეალური ცნობების თანახმად, ბოლო წლებში დემონური შეპყრობის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის საპასუხოდ, კათოლიკურმა ეკლესიამ ფარულად გახსნა ეგზორციზმის სკოლები, რათა მღვდლები წმინდა რიტუალებში მოემზადებინათ.
ტაილანდში მარტო მოგზაურობის დროს, სოციალური ქსელების გავლენიანი ფიგურის, ახალგაზრდა მედისონის ცხოვრება კოშმარად გადაიქცევა, როდესაც ის შეხვდება იდუმალ გოგონას, სახელად სივის, რომელიც მოგზაურობს მასთან ერთად და ახალგზრდა გმირს უჩვენებს შეუზღუდავი ცხოვრების წესს, მაგრამ მოულოდნელად სივის ინტერესი მედისონის მიმართ უფრო ბნელ ხასიათს იძენს
საშინელებათა თრილერი, ახალგაზრდა პარკერის და მისი საუკეთესო მეგობარი გოგონას მირის შესახებ, რომლებიც პანდემიისგან შეცვლილი სამყაროსგან შორს, გადაწყვეტენ კარანტინში მარტო დარჩენას ტბასთან მდებარე ოჯახის შორეულ სახლში. ახალგაზრდა გმირები მალევე აღმოაჩენენ, რომ ისინი მარტონი არ არიან.
ხუთი მგზავრისთვის უდარდელი მოგზაურობა შორეული ტროპიკული ატოლისკენ ნამდვილ კოშმარად გადაიქცევა, როდესაც მათი ჰიდროპლანი მოულოდნელ ავარიას განიცდის. გადარჩენილები იძულებულნი არიან პატარა ტივზე შეაფარონ თავი, რომელიც ღია ოკეანეში დაცურავს. ნაპირიდან ასი მილით დაშორებულები, ისინი სრულიად მარტო რჩებიან ბუნების დაუნდობელი ძალების პირისპირ. წყლისა და საკვების სიმცირე, მზის მცხუნვარება და სასოწარკვეთილება მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გამძლეობას მძიმე გამოცდას უწყობს.
Raccoon City-ში მომხდარი საშინელი მოვლენების შემდეგ, ლეონი და კლერი კვლავ ერთიანდებიან ახალი საფრთხის წინააღმდეგ. როდესაც ისინი იდუმალი შეთქმულების კვალს მიაგნებენ, ირკვევა, რომ ამჯერად საფრთხე გაცილებით მასშტაბურია და თავად თეთრ სახლსაც ემუქრება. სიმართლის ძიებისას გმირები სახიფათო საიდუმლოებებს, ბიოლოგიურ საფრთხეებსა და ძლიერ მოწინააღმდეგეებს უპირისპირდებიან. სერიალი სავსეა დაძაბული მოქმედებით, საშინელების ელემენტებითა და მოულოდნელი სიუჟეტური განვითარებით.
საშუალო სკოლის გოგონა იური მოულოდნელად აღმოჩნდება მაღალი კორპუსის სახურავზე, სადაც სრულიად უცხო ადამიანები ცდილობენ ერთმანეთის დახოცვას, იურის მთავარი მიზანი კი ხდება როგორმე ცოცხალი გადარჩეს და გააღწიოს ამ ჯოჯოხეთიდან
ფინ შოუ – მორცხვი, მაგრამ ნიჭიერი 13 წლის ბიჭია, რომელსაც მანიაკი მკვლელი მოიტაცებს და ხმაგაუმტარ სარდაფში გამოკეტავს, საიდანაც ვერავინ გაიგებს მისი შველის თხოვნას. მაგრამ როდესაც კედელზე ჩამოკიდებული უმეშევარი ტელეფონი დარეკავს, ახალგაზრდა ფინი აღმოაჩენს, რომ მას შეუძლია მოისმინოს მკვლელის წინა მსხვერპლის ხმა, რომლებსაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი დაეხმარონ ბიჭს თავიდან აიცილოს საშინელი ბედი, რაც მათ ვერ შეძლეს...







































