1976 საშინელებათა ფილმის “ომენი” პრიკველი, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა ამერიკელი ქალის შესახებ, რომელსაც აგზავნიან სამუშაოდ რომის ეკლესიაში, სადაც მას სურს მთელი თავისი ცხოვრება დაუთმოს საეკლესია მსახურებას. მაგრამ მოულოდნელად ახალგაზრდა გმირი ეჭვქვეშ აყენებს საკუთარ რწმენას, როდესაც ხვდება შეთქმულთა ჯგუფს, რომლებმაც საკუთარ თავს ხორცშესხმული ბოროტების დაბადება დაუსახეს და ახლა ანტიქრისტეს მოსვლას ელიან…
მამა გაბრიელ ამორთი, ვატიკანის მთავარი ეგზორცისტი, იღებს დავალებას გამოიძიოს ახალგაზრდა ბიჭის შეპყრობის შემზარავი შემთხვევა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ეგზორციზმის საქმე მალე გაცილებით ბნელ და საშიშ მიმართულებას იღებს. გამოძიების პროცესში ის უცნაურ მოვლენებსა და საიდუმლო კვალს აწყდება, რომლებიც მხოლოდ ერთი ადამიანის ბედს აღარ ეხება. რაც უფრო ღრმად იკვლევს საქმეს, მით უფრო ნათელი ხდება, რომ ბიჭის მდგომარეობა დაკავშირებულია საუკუნეების განმავლობაში დამალულ საიდუმლოსთან.
ლეგენდარული საშინელებათა ფრენჩაიზის მეათე ნაწილი, რომელიც მაყურებელს ჯონ კრამერის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ემოციურ თავს სთავაზობს. ფილმის მოვლენები „ხერხი I“-სა და „ხერხი II“-ს შორის ვითარდება და გვიჩვენებს, თუ როგორ ცდილობს მძიმედ დაავადებული ჯონ კრამერი სიცოცხლის გადარჩენას. კიბოსგან სასწაულებრივი განკურნების იმედით ჯონი მექსიკაში მიემგზავრება, სადაც ექსპერიმენტულ სამედიცინო პროცედურას უნდა დაექვემდებაროს. თუმცა მალევე ირკვევა, რომ მთელი პროგრამა კარგად ორგანიზებული თაღლითური სქემაა, რომელიც სასოწარკვეთილი და დაუცველი ადამიანების მოტყუებაზეა აგებული. მოტყუებული და განრისხებული კრამერი გადაწყვეტს დამნაშავეებს საკუთარი წესებით აგებინოს პასუხი.
მისტიკური დეტექტიური თრილერი, რომელიც აგათა კრისტის ცნობილი პერსონაჟის, ერკიულ პუაროს, ახალ და ამაღელვებელ გამოძიებას გვთავაზობს. პენსიაზე გასული და ვენეციაში განმარტოებით მცხოვრები ლეგენდარული მაძებარი მშვიდ ცხოვრებას ეწევა, თუმცა მოულოდნელად იძულებული ხდება კიდევ ერთხელ ჩაერთოს საიდუმლოებით მოცულ საქმეში. ჰელოუინის ღამეს პუარო უხალისოდ ესწრება სპირიტუალურ სეანსს ძველ, ნახევრად დანგრეულ და ლეგენდებით მოცულ პალაცოში. იდუმალი საღამო ტრაგედიად იქცევა, როდესაც ერთ-ერთ სტუმარს სასტიკად კლავენ. მკვლელობის გამოძიებისას პუარო აღმოჩნდება ჩახლართული საიდუმლოებების, მოჩვენებების შესახებ ლეგენდების, ტყუილების და ფარული მოტივების სამყაროში, სადაც ვერავინ არის ეჭვმიტანილის სტატუსის მიღმა.
რაც უფრო ხშირად ისმის იდუმალი ხმაური, პიტერი მით მეტად იწყებს ეჭვს, რომ დედა და მამა რაღაც საშინელ საიდუმლოს მალავენ. შიშითა და გაურკვევლობით მოცული ბიჭი ცდილობს სიმართლის გარკვევას, თუმცა მალე ხვდება, რომ მის ოჯახში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
გრძელი და სახიფათო მოგზაურობის დროს, შუა ოკეანეში აღმოჩენილი ეკიპაჟი უცნაური და შემზარავი მოვლენების წინაშე აღმოჩნდება. ღამღამობით გემზე ბნელი ძალა ჩნდება და მეზღვაურების დევნას იწყებს, რის შედეგადაც ეკიპაჟში შიში და პანიკა ისადგურებს. როდესაც გემი საბოლოოდ უიტბი-ს ნავსადგურში ჩააღწევს, ბორტი სრულიად ცარიელი აღმოჩნდება, ხოლო ეკიპაჟის გაუჩინარების კვალი არსად ჩანს.
დაშავებულები და ხევში ჩარჩენილები, ისინი იძულებულნი არიან იბრძოლონ გადარჩენისთვის მკაცრ პირობებში. თუმცა მალევე ხდება ნათელი, რომ ყინვა და ბუნებრივი სტიქია ერთადერთი საფრთხე არ არის.
ნავთობმწარმოებელი პოლ სტარგესის იდეალური ოჯახური შვებულება კოშმარად გადაიქცევა, როცა ისინი გადაეყრებიან უზარმაზარ ზვიგენს, რომელიც საკუთარი ტერიტორიის დასაცავად ყველაფერზეა წამსვლელი. გამუდმებული თავდასხმების პარალელურად პოლმა და მისმა ოჯახმა როგორმე უნდა მოძებნონ გზა და ნაპირზე ცოცხლებმა გააღწიონ ამ ეპიკურ ბრძოლაში ადამიანებსა და ბუნებას შორის...
მისი გაუცხოებული მამის გარდაცვალების შემდეგ, ახალგაზრდა აირისი გაიგებს, რომ მას მემკვიდრეობით ერგო დანგრეული, მრავალსაუკუნოვანი პაბი. იგი მიემგზავრება ბერლინში მამის ცხედრის ამოსაცნობად და შეხვდება ადვოკატს, რათა განიხილონ ქონების საკითხი. მან არ იცის, რომ როდესაც დოკუმენტს მოაწერეს ხელს, იგი დაუკავშირდება პაბის სარდაფში მცხოვრებ, ენით აუწერელ არსებას – ბეგჰედი, რომელსაც შეუძლია ფორმის შეცვლა და მიცვალებულის დროებით გაცოცხლება. ნილი, რომელმაც ცოლი დაკარგა, აირისის პირველი კლიენტია. მამამისის მსგავსად, აირისსაც ცდუნება იპყრობს გამოიყენოს არსების ძალები და დაეხმაროს სასოწარკვეთილ ადამიანებს გარკვეულ საფასურად. მაგრამ ის მალე აღმოაჩენს, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს საშინელი შედეგები. თავის საუკეთესო მეგობარ ქეითთან ერთად, აირისმა უნდა იბრძოლოს, რომ შეინარჩუნოს კონტროლი ბეგჰედზე და გაარკვიოს, როგორ გაანადგუროს იგი, სანამ ის გაანადგურებს მათ.
გატანჯული მცველი მუშაობას იწყებს ფრედი ფაზბერის პიცერიაში. თუმცა პირველივე ღამეს მიხვდება, რომ ფრედისთან ღამის ცვლის გადაგორება არც ისე მარტივია...
1956 წელს საფრანგეთში, მღვდელი ძალადობრივად მოკლეს და და ირინე იწყებს გამოძიებას. ის კიდევ ერთხელ ხვდება ძლიერ ბოროტებას პირისპირ.
ორი და აღმოაჩენს უძველეს ვინილს, რომელიც შობს სისხლისმსმელ დემონებს, რომლებიც აოხრებენ ლოს-ანჯელესის მრავალბინიან კორპუსში და მათ უბიძგებს გადარჩენისთვის პირველ ბრძოლაში, რადგან ისინი ოჯახის ყველაზე კოშმარულ ვერსიას აწყდებიან.
რეალურ ისტორია იტალიელი მღვდელის, მამა გაბრიელ ამორსის შესახებ, რომელიც ვატიკანის მთავარი ეგზორცისტი იყო. მან სიცოცხლის განმავლობაში 100000-ზე მეტი ეგზორციზმი ჩაატარა. ( გარდაიცვალა 2016 წელს, 91 წლის ასაკში.) ამორსიმ დაწერა ორი მემუარი, სადაც დეტალურად აღწერს სატანასთან და დემონებთან ბრძოლის გამოცდილებას, რომლებმაც დაიპყრეს ადამიანები. ამიტომ ეგზორციზმის რიტუალს ჩვეულებრივი მღვდელი არ ატარებს. ეგზორცისტი საჭიროებს სპეციალურ მომზადებას და უნდა იყოს ხელშეუხებელი. ხოლო მისი ლოცვები ხშირად იწვევს ძალადობრივ რეაქციებს, როდესაც ის მთელი ძალებით ცდილობს სინათლის სხივით გაანათოს სიბნელე.
მოქმედება ვითარდება პირველი ორი ფილმის მოვლენებიდან ათი წლის შემდეგ და მოგვითხრობს ჯოშ ლამბერტის შესახებ, რომელიც მიემგზავრება აღმოსავლეთში, რათა გაუშვას თავისი ვაჟი დალტონი უნივერსიტეტში. თუმცა, ახალგაზრდა დალტონის ოცნება კოლეჯზე გადაიქცევა კოშმარად, როდესაც მისი წარსულის დამთგურნველი დემონები მოულოდნელად ბრუნდებიან და იწყებენ მათ დაუნდობელ დევნას.
მას შემდეგ, რაც იდუმალი ძალა მოსპობს მსოფლიოს მოსახლეობას, სებასტიანმა უნდა დაიწყოს საკუთარი გადარჩენის მოგზაურობა ბარსელონას მიტოვებულ ქუჩებში. როდესაც ის უხერხულ ალიანსს დებს სხვა გადარჩენილებთან და ისინი ცდილობენ ქალაქიდან გაქცევას, მოულოდნელი და კიდევ უფრო საშინელი საფრთხე ჩნდება.
მოახლოებული დეპრესიისგან თავის დაღწევის მცდელობისას, მარტოხელა, მაგრამ იმედით სავსე ბრინი ბრუნდება სახლში ნუგეშის საპოვნელად მშობლიურ კედლებში, სანამ ერთ ღამეს არ გააღვიძებს უცნაური ხმაური, რომელიც აშკარად არამიწიერი დამპყრობლებისგან მოდის. მოვლენები არღვევს მის რთულად მოპოვებულ სიმშვიდეს. დაპირისპირება ბრინსა და უცხოპლანეტელ არსებებს შორის, საფრთხეს უქმნის ახალგაზრა გმირის მომავალს და აიძულებენ მას გაუმკლავდეს საკუთარ წარსულს.
მშობლები და ქალიშვილი ქირაობენ სახლს ტყეში შაბათ-კვირას. ოთხი უცნობი მათ კარზე აკაკუნებს და მათ არჩევანის წინაშე აყენებს: ერთი უნდა მოკვდეს აპოკალიფსის თავიდან ასაცილებლად.
პოსტ-აპოკალიფსური საშინელებათა დრამის “მოსიარულე მკვდრები”-ს სპინ-ოფი, რომელიც მოგვითხრობს მეგისა და ნიგანის შესახებ, რომლებიც მეგის გატაცებული შვილის- ჰერშელის მოსაძებნად მიემგაზავრებიან კონტინენტს მოწყვეტილ პოსტ-აპოკალიფსურ მანჰეტენში. დანგრეული ქალაქი სავსეა მოსიარულე მკვდრებითა და ადგილობრივი მაცხოვრებლებით, რომლებმაც ნიუ-იორკი ანარქიით, სიმანხინჯითა და საშინელებებით სავსე, საკუთარ სამყაროდ აქციეს
საკულტო სერიალის "მოსიარულე მკვდრების" სპინოფი, რომლის მთავარი გმირიც დერილ დიქსონია. სერილია მის საფრანგეთში მოგზაურობას და სახლისკენ დაბრუნების მცდელობას გვიამბობს.
განახლებული საკულტო საშინელებათა ფრენჩაიზის მეექვსე ნაწილი დაუნდობელი ნიღბიანი მკვლელი-მანიაკის შესახებ, რომელიც 2022 წლის ფილმში “კივილი 5“ ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილი ახალგაზრდა გმირების, დები სამანტა და ტარა კარპენტერების და ტყუპები ჩადი და მინდი მიკსების ისტორიას აგრძელებს. ისინი ნიღბიანი მკვლელის სიკვდილის შემდეგ, მშობლიურ ქალაქ ვუდსბორს ტოვებენ და ნიუ-იორკში მიდიან, რათა ყველაფერი თავიდან დაიწყონ, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ასე?







































