ძიება - * | ნაპოვნია: 442

მუზა

Muse

სამუელ სოლომონი , გამოცდილი პროფესორი მხატვრული ლიტერატურის სფეროში , მისი მეუღლის გარდაცვალების ამბავს გაიგებს. ტრაგიკული მოვლენა მასზე იმდენად დიდ ზემოქმედებას მოახდენს , რომ იგი სამსახურიდან წამოვა. იწყება ღამის კოშმარები, ხილვები. ერთ დღესაც იგი იგებ ქალის მკვლელობის შესახებ. ეს ქალი სწოედ მის კოშმარებში იყო. იგი მიდის მკვლელობის ადგილას და გაიცნობს გოგონას, რეიჩელს, რომელიც ამბობს, რომ თავადაც ხედავდა ამ ქალს მის კოშმარებში.

ვირუსის აფეთქების შემდეგ, რის შედეგაც ადამიანები ზომბებად იქცეოდნენ ექიმებმა იპოვეს ანტივირუსული წამალი. წამლის მოქმედება მოსახლეობის 75 პროცენტზე შედეგიანი აღმოჩნდა, მაგრამ მათ მეხსიერებაში ყველა მოგონება დარჩა. მთავრობას სურს მათი საზოგადოებაში დაბრუნება, მაგრამ მოსახლეობა წინააღმდეგია.

უფროსკლასელი ჯეფრი დამერი განიცდის მშობლების გარდაუვალ განქორწინებას, მეგობრებისა და ყურადღების უკმარისობას. მართლაც, ვის მოუნდება უცნაურ ბიჭთან მეგობრობა, რომელიც მკვდარ ცხოველებს აგროვებს , მჟავით ადნობს და ნახულობს რა აქვს შიგნით. ერთხელ ჯეფრი გადაწყვეტს სულელური საქციელით მიიქციოს სკოლასი ყურადღება. ეს სვლა გაამართლებს. ახლა მას მეგობრები ჰყავს...

სლამბერი

Slumber

ექიმი ელისი ღამის კოშმარებსა და ხალხის ქცევას სწავლობს ძილში. იგი ცდილობს დაემხაროს ახალგაზრდა ოჯახს, მაგრამ მათ დასახმარებლად ელისს საკუთარი შიშების დაძლევა მოუწევს, რომელიც მთელი ცხოვრება თან სდევს მას...

სერიული მკვლელი აარონი ვეღარ გრძნობს შთაგონებას. სასოწარკვეთილი იგი აქვეყნებს განცხადებას ვიდეოგრაფის ძიების თაობაზე, რომელსაც სარა გამოეხმაურება. სარას ვიდეოებს აქვეყნებს უცნობებთან შეხვედრებზე, მაგრამ ის არც ისე პოპულარულია. ისინი უბრალოდ ერთმანეთთან შესახვედრად არიან დაბადებულები.

ორ უფროსკლასელ მეგობარს სურს სოციალური ქსელების ვარსკვლავები გახდენენ. მაგრამ პოპულარობისათვის კარგი საქციელი საკმარისი არაა. ისინი შექმნიან ბლოგს "საშინელი გოგონები" და ყველა იმ ტრაგიკულ მოვლენაზე, რომელიც ქალაქში ხდება, სახუმარო კომენტარებს აკეთებენ. მაგრამ მალე ტრაგიკული მოვლენები შემცირდება და ისინი დაიწყებენ ყველა იმ ადამიანის მოკვლას, ვინც მათ ხელს უშლის.

ბარი

The Bar

ადამიანთა გუნდი გამოკეტილია ბარში. ვინც ბარიდან გავა ყველას სნაიპერი მოკლავს. სიტუაცია მაქსიმალურად იძაბება. ჩნება ეჭვი , რომ ამ სიტუაციის მთავარი მიზეზი ბარის შიგნითაა.

ხანგრძლივი ცურვის შემდეგ მეტეოროლოგი ფრენდი მიაღწევს ოკეანეში მიკარგულ კუნძულს. კუნძულზე მხოლოდ შუქურის გუშაგი დახვდება. ფრენდი ხვდება რომ გუშაგი რაღაცას მალავს და კუნძული მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს დაუსახლებელი.

რიტუალი

The Ritual

ოთხი ყოფილი თანაკლასელი მიდის ლაშქრობაში მთებში, რათა გარდაცვლილ მეგობარს პატივი მიაგონ. თავიდან დაგეგმილი მარშრუტით მიდიან, შემდეგ კი ბილიკს გადაუხვევენ და უცნაურ სახლს პოულობენ.

უცხო თვალისათვის რაინების ოჯახი იდეალურია - მზრუნველი ქმარი და მამა, ლამაზი ცოლი, ორი შვილი. მაგრამ ყველა ოჯახშია პრობლემები : უფროსკლასელმა ქალიშვილმა დედასთან ურთიერთობა შეწყვიტა და მას საფულიდან ფულს პარავს, უმცროსი ძმა მუდამ დასცინის დას, მშობლებიც რთულად პოულობენ საერთო ენას. მოულოდნელად ტელევიზიით უცნაურ სიგნალს გადმოსცემენ, რის შედეგადაც მშობლები საკუთარ შვილებს ესხმიან თავს. აი დადგა და-ძმის გაერთიანების დრო.

მსოფლიოში პანიკა და ქაოსია. ცა სავსეა კოსმოსური ხომალდებით, ისინი ძლიერი ლურჯი სხივის საშუალებით ზეცაში იტაცებენ ადამიანებს. დეტექტივს მოუწევს აგრესიული უცხოპლანეტელების ხომალდზე მოხვდეს, რათა იპოვოს მისი დაკარგული შვილი.

პოპულარული ჰორორის ახალი თავი საშინელ მონსტრზე, რომელიც ადამიანების ორგანოებით იკვებება. 23 წელი გავიდა იმ მოვლენების შემდეგ ,როდესაც ტრეში და დარი ჯიპერს კრიპერსს შეხვდნენ. ახლა ტრეშს ვაჟი ჰყავს, რომელსაც დარი ჰქვია. შიში იმასა, რომ მონსტრი მას შვილს წაართმევს, ტრეში კრიპერსის წინააღმდეგ ომს იწყებს.

ნიკა პირსმა ოთხი წელი სამკურნალო დაწესებულებაში გაატარა. მას არწმუნებენ , რომ ოჯახის დარუპვა მისი ბრალია და არა თოჯინა ჩაკის. როდესაც მკურნალი ექიმი ნიკას მკურალობის ახალ მეთოდს შესთავაზებს კეთილსახიანი თოჯინით, საავადმყოფოში ხალხი იხოცება. ნიკა ფიქრობს, რომ მისი კოშმარები რეალურია. ენდი ბარკლაი გაიზარდა და დასახმარებლად მოიჩქარის. მაგრამ მას ხელს უშლის ტიფანი, ჩაკის საცოლე, რომელიც ყველაფერს გააკეთებს შეყვარებულის დასახმარებლად.

მარტოხელა დედა სამ შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავა შეპყრობილ სახლში, არ იცის რა სახლის სისხლიანი ისტორიის შესახებ.

რაკკა

Rakka

უცნაურმა რეპტილიებმა სამყარო დაპყრეს. ისინი ატმოსფეროს ისე ცვლიან, როგორც სურთ. ანადურებენ კულტურას და ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ. შემთხვევით გადარჩენილი ადამიანების ჯგუფი იმედს არ კარგავს, რომ დედამიწას გადაარჩენენ.

ზარები

Rings

ფილმი მოგვითხრობს მოვლენებს ზარამდე. იგი გვიამბობს რა ხდებოდა ჩანაწერის შექმნამდე და როგორ დაიწყო სამარას ტერორი.

უცნობი და სწრაფად გავრცელებადი ვირუსი ქალაქს სრულად მოიცავს, რაც მოსახლეობის მასობრივ პანიკასა და დაუყოვნებლივ ევაკუაციის აუცილებლობას იწვევს. ხელისუფლება ცდილობს ადამიანების უსაფრთხო ზონებში გადაყვანას, თუმცა სიტუაცია ყოველ წუთს უარესდება და კონტროლი თითქმის შეუძლებელი ხდება. ერთ-ერთი ბოლო იმედი ჩქაროსნული მატარებელია, რომელიც ბუსანის მიმართულებით მიემგზავრება ქალაქისკენ, რომელიც თითქოს უსაფრთხო ზონად ითვლება. მგზავრები იმედოვნებენ, რომ მატარებელი მათ გადაარჩენს და ახალ სიცოცხლეს მისცემს, თუმცა გზაში ყველაფერი იცვლება.

მას შემდეგ, რაც პოლიციელმა სერჟანტმა ლეო ბერნსმა მიიღო მძიმე გადაწყვეტილება და არ მოკლა საკუთარი შვილის მკვლელი, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ორი წლის შემდეგ იგი ცდილობს წარსულის ტკივილთან გამკლავებას და ახალ გზას პოულობს ხდება სენატორ შარლინ როანის პირადი დაცვის უფროსი. არჩევნების წინა ღამე ქვეყანაში ქაოსს და სრულ არეულობას მოაქვს. სამთავრობო სისტემაში ღალატი იწყება, რაც უსაფრთხოების გარანტიებს მთლიანად ანგრევს და ქალაქი დაუცველ ზონად იქცევა. ბერნსი და როანი იძულებულნი ხდებიან ქუჩებში გადარჩენისთვის იბრძოლონ, სადაც წესრიგი აღარ არსებობს და ყველა მათ სიცოცხლეს ემუქრება.

მძარცველთა ჯგუფი გადაწყვეტს მარტივი სამიზნე იპოვოს იზოლირებული სახლი, სადაც მარტოხელა, ბრმა მოხუცი ცხოვრობს. მათი ინფორმაციით, იქ დიდი რაოდენობის ფულია დამალული, და გეგმა თავიდან იდეალურად მარტივად გამოიყურება: შეუმჩნევლად შეღწევა და სწრაფი გაქცევა. თუმცა, როგორც კი ისინი სახლში შედიან, ყველაფერი კონტროლიდან გამოდის. ბრმა მოხუცი სულაც არ აღმოჩნდება ისეთი დაუცველი, როგორიც ეგონათ. სახლი მალავს ბნელ საიდუმლოებებსა და სასიკვდილო ხაფანგებს, ხოლო თავდამსხმელები ნელ-ნელა ხვდებიან, რომ თავად არიან ჩაკეტილები თამაშში, სადაც გადარჩენა სულ უფრო რთული ხდება.

ბებიის ძველ სხვენში ალექსი და მისი მეგობრები იდუმალ თამაშს აღმოაჩენენ, რომელიც, ლეგენდის მიხედვით, შუაღამის ადამიანის გამოძახების საშუალებას იძლევა. თავდაპირველად ყველაფერი უბრალო გართობად და სახალისო გამოწვევად ეჩვენებათ, თუმცა ცნობისმოყვარეობით დაწყებული თამაში მალე ნამდვილ კოშმარად იქცევა. როდესაც მეგობრები რიტუალს ასრულებენ, ისინი აცნობიერებენ, რომ გათავისუფლებული ძალა გაცილებით საშიშია, ვიდრე წარმოედგინათ. შუაღამის ადამიანი თითოეული მათგანის ყველაზე ღრმა შიშებითა და საშინელი კოშმარებით იკვებება, მათ რეალობად აქცევს და ახალგაზრდებს სასიკვდილო საფრთხის წინაშე აყენებს.