ძიება - * | ნაპოვნია: 442

ძიძა

The Babysitter

ქოული ყურებამდეა შეყვარებული მის ძიძაზე. ლამაზ, ჭკვიან და საკუთარ თავში დარწმუნებულ გოგონაზე. ერთხელ იგი გადაწყვეტს არ დაიძინოს და მას უთვალთვალოს, მაგრამ სიტუაცია იცვლება. ძიძა ცივსისხლიანი მკვლელი აღმოჩნდება, რომელიც თვით ეშმაკს ემსახურება...

პოპულარული ჰორორის გაგრძელება ეშმაკისეულ თოჯინაზე, რომელიც ანაბელის დაწყევლილი სულის სათავსო გახდა. ვინც თავის სახლში მიიტანს ამ თოჯინას, კარს გაუღებს იმქვეყნიურ ბოროტებას, საშინელებას და სიკვდილს აუცილებლად ინანებს...

შორეული პლანეტის შესწავლისას, რომელიც გალაქტიკის მეორე მხარეს მდებარეობს, ხომალდის ეკიპაჟი მიხვდება რომ ის ადგილი, რომელიც მათ სამოთხე ეგონათ ბნელი და სახიფათო სამყაროა. მისი ერთადერთი მაცხოვრებელი დევიდია, რომელიც საექსპედიციო მისიის "პრომეთეს" შემდეგ გადარჩა ცოცხალი...

ფილმი მოგვითხრობს შეშლილ მანიაკზე, რომელსაც სურს საშინელი ვირუსი, რომელიც ადამიანებს შეშლილ ზომბებად აქცევს მთელს ნიუ-იორკში გაავრცელოს და ეს ყველაფერი შურისძიების სახელით გააკეთოს…

იგი

It

პატარა ქალაქ მაინიში, შვიდი ბავშვი ცნობილი როგორც ‘ლუზერების კლუბი’ უპირისპირდება მონსტრს, რომელსაც შეუძლია მიიღოს კლოუნის სახელად 'პენივაისი' - ის ფორმა...

კომაში

Flatliners

სამედიცინოს ხუთი სტუდენტი შეპყრობილია სურვილით გაიგოს რა ხდება სიკვდილის შემდეგ. ისინი გადაწყვეტენ საკუთარი გამოცდილებით გამოიტანონ დასკვნები. გულის გაჩერებით ცდილობენ კლინიკური სიკვდილი განიცადონ და გაიგონ რა ხდება სიკვდილის შემდეგ. მაგრამ აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა...

ჯეკი და მისი ოთხი და-ძმა პატარა პროვინციალური ქალაქის მახლობლად ცხოვრობენ. მიუხედავად ხალხის მახლობლად ცხოვრებისა, ბავშვები ამჯობინებენ არ იკონტაქტონ უცნობებთან. ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი ფიქრობს , რომ ისინი რაღაცას მალავენ. ქალაქის მაცხოვრებლებს შორის დადის ხმა, რომ სახლში რაღაც ბოროტება ხდება. მალე ირკვევა, რომ ჭორები მართალია. მათ ცოტა ხნის წინ დედა გარდაეცვალათ და თუ ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება, ბავშვებს ერთმანეთს დააშორებენ. ბავშვები ფიქრობენ რომ სრულწლოვანებამდე შეინახავენ საიდუმლოს, მაგრამ თავად ჯეკი ვერ შეძლებს დაიცვას თავი გოგონას სიყვარულისაგან, რომელიც მეზობლად ცხოვრობს...

1922

1922

ფერმერი უილფრედ ჯეიმსის ისტორია, რომელმაც მოზარდი შვილის დახმარებით მოკლა ცოლი და ვირთხების საჭმელად დააგდო. მას შემდეგ ვირთხები უილფრედს თან სდევენ და სიგიჟემდე მიჰყავთ...

მას შემდეგ რაც, სექსუალური თამაშისას მის ქმარს გულის შეტევა დაემართება და ჯერალდი საწოლზე მიბმული დარჩება, მისი ყველა შიში ერთად მოიყრის თავს და საძინებელი წამების საკნად გადაიქცევა...

ახალგაზრდა შავკანიანი კაცი სტუმრობს მისი თეთრკანიანი შეყვარებულის ოჯახს. ოჯახი განმარტოვებულ სახლში ცხოვრობს.

ფსიქოლოგიის პროფესორი გუდმანი სწავლობს სამი ადამიანის ისტორიას, რომლებიც თითქოს ზებუნებრივ ძალას შეხვდნენ: ღამის დარაჯს, მოზარდსა და ბიზნესმენს. სკეპტიკურად განწყობილი პროფესორი მაყურებლიდან აქტიურ წევრად გადაიქცევა , როდესაც შეტყობინებას მიიღებს იმ ქვეყნიდან.

ვერონიკა

Verónica

მადრიდი, 1990-იანი წლები. მეგობრებთან ერთად ოუჯას თამაშის შემდეგ, მოზარდ გოგონასა და მის ოჯახს ზებუნებრივი ძალებისაგან საფრთხე ემუქრება. ფილმი დაფუძნებულია პოლიციის საქმეზე, რომლის გამოძიებაც ვერ მოხერხდა...

ქაოსი

Mayhem

კაცობრიობას ახალი ვირუსი დაატყდა თავს. ვირუსის ზემოქმედებით ყველა ის ემოცია, რომლის კონტროლიც ადამიანს შეუძლია უმართავი ხდება: სიბრაზე, მრისხანება, შიში და მსგავსი ემოციები. რვა საათში ყველა სიმპტომი ქრება.

საცავი

The Vault

ბანკის გაძარცვისას დამნაშავეები საცავს ხსნიან, რომელიც დიდი ხანია არავის გამოუყენებია. საცავის გაღებით ისინი სამყაროში ბოროტ სულებს გამოუშვებენ, რომლებიც განძს იცავენ...

ზომბების აპოკალიპსისას მთავრობა მხოლოდ დიდი ქალაქების მოსახლეობის ევაკუაციაზე ზრუნავს, სოფელში მაცხოვრებლები კი თითქოს არც არსებობენ. ფილმის მოქმედება გადარჩენილი სოფლის მაცხოვრებლების გარშემო ვითარდება...

2005 წელს 5 მოძღვარს მონაზონის მკვლელობაში ედება ბრალი, რომელზეც ეგზორცისტულ რიტუალს ატარებდნენ. ჟურნალისტი ნიკოლი საკუთარ დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებს. რაც უფრო მეტად ეცნობა დეტალებს, მეტად რწმუნდება, რომ რიტუალი ეშმაკის იარაღი გახდა და მოძღვრებს მონაზონის სიკვდილში წვლილი არ მიუძღვით...

ზარდახშა

Wish Upon

მოზარდი გოგონა იდუმალებით მოცულ ზარდახშას იპოვის, რომელიც სურვილებს ასრულებს. ახლა მას შეუძლია ყველას გადაუხადოს სამაგიერო, ვინც მას დასცინოდა, მაგრამ რას მოითხოვს ზარდახშა სანაცვლოდ?...

გაბრაზებული მოზარდი გოგონა, რიტუალის დახმარებით ცდილობს გამოიძახოს ბოროტი სული დედამისის მოსაკლავად. ამის სანაცვლოდ კი ტყეში სრულიად სხვა რაღაცას აღვიძებს...

გარი მისი ოცნების ქალზე, სამანტაზე ქორწინდება. სამანტაც იდეალურ ქმრად და ხუთი წლის ლუკასის პოტენციურ მამად თვლის. თავად ბიჭი კი ასე არ თვლის. იგი არ ესაუბრება მამინაცვალს, საერთოდ უცნაურად იქცევა, არ ეკონტაქტება სხვა ბავშვებს, მის გარეშემო ყოველთვის უბედური შემთხვევები ხდება. გარი სპეციალურ თერაპიაზეც კი დადის, სადაც მამინაცვალები მათი შვილების უსაქციელობის შესახებ ჰყვებიან.

ტყუპები რეიჩელი და ედვარდი უძველესი სახლის ერთადერთი მემკვიდრეები არიან, რომელზეც ხმები დადის თითქოს იქ რაღაც დასახლდა, რომელიც ადამიანებს ბოროტ ზრახვებს უნერგავს. უძველესი წყევლისაგან თავის დაღწევა გიჟური იდეაა, მაგრამ პირველი სიყვარული და ლტოლვა ახალგაზრდა ჯარისკაცისადმი რეიჩელს მამაცი ნაბიჯისაკენ უბიძგებს.