ძიება - * | ნაპოვნია: 442

სუსპირია

Suspiria

ახალგაზრდა ბალეტის მოცეკვავე ერთ პრესტიჟულ ცეკვის აკადენიაში მიდის ევროპაში, მაგრამ აღმოაჩენს, რომ იქ ზებუნებრივი და ავბედითი რაღაცეები ხდება, მთელი რიგი შემზარავი მკცლელობების ფონზე.

ოსკაროსანი რეჟისორის სტივენ სოდერბერგის აიფონით გადაღებული ფსიქოლოგიური ჰორორ-თრილერი ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი გამოკეტავენ, სადაც მას თავის ყველაზე დიდ შიშთან მოუწევს პირისპირ შეხვედრა. ახლა მთავარ გმირს ისღა დარჩენია გაარკვიოს: მისი შიში რეალურია, თუ ის უბრალოდ მისი წარმოსახვის ნაყოფია? მაგრამ სად მთავრდება რეალობის საზღვრები და იწყება ხილვები?

მოქმედება უახლოეს მომავალში ხდება, როდესაც ტექნოლოგია ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში მონაწილეობს. მთავარი გმირი ტექნოფობია, რომელსაც სურს შური იძიოს მისი ცოლის მკვლელობისა და მიღებული ტრამვისათვის. მისი მთავარი იარაღი კომპიუტერული ჩიპი იმპლანტია, სახელად სტემი.

წვეულების შემდეგ სენი იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ მისი ყოფილი შეყვარებული, მისი მეგობარი ბიჭი და საერთოდ ყველა გარშემო ზომბია. ერთადერთი ადგილი პარიზში, სადაც მას უსაფრთხოდ ყოფნა შეუძლია, ეს ბინაა, რომელშიც გაიღვიძა. როგორ მოიქცეს? გაიქცეს თუ დარჩეს? თავი დაიცვას თუ თავად დაესხას თავს?

მოციქული

Apostle

1905 წელი. ჯენიფერ რიჩარდსონი რელიგიურმა სექტამ გაიტაცა კუნძულზე გამოსასყიდის მიღების მიზნით. სექტის ლიდერმა იცის, რომ ჯენიფერს მდიდარი მამა ჰყავს. გოგონას ასევე ჰყავს ძმა,ტომასი, რომელიც ყველას გარდაცვლილი ეგონა და რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ და იპოვოს.

ზღვის წყალქვეშა გემის პილოტი სტუმრობს წარსულ შიშებს მარიანას ღრმულში. ის შემთხვევით ათავისუფლებს დიდი თეთრი ზვიგენის წინაპარს, რომელიც უკვე გადაშენებულად ითვლება...

ქარი

The Wind

თრილერის მოქმედება 1800იანი წლების მიწურულს, ამერიკის დასავლეთი შტატების საზღვართან ვითარდება. კეთლინ ჟერარდი თამაშობს ქალს, რომელიც სიგიჟემდე მიდის ხელუხლებელი და გადაკარგული მიწების გადამკიდე.

დონ უალასი, დახურული სკოლა-პანსიონის სლოთერჰაუსის მოსწავლე, სკოლის უფროსობის საიდუმლო კანონების პირისპირ აღმოჩნდება, როდესაც ახალი საფრთხე გამოჩნდება და მოსწავლეებს გადარჩენისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მოუწევთ.

ჰელოუინის ღამეს საშინელებათა პარკში, კოსტიუმირებული მკვლელი რიგრიგობით სასტიკად კლავს უდანაშაულო სტუმრებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი მხიარულობების შემადგენელი ნაწილია.

ოჯახი იძულებულია ქალაქიდან მოშორებით სიწყნარეში იცხოვროს, რადგან დაიმალონ არსებებისგან რომლებიც ხმაზე რეაგირებენ.

პრობლემების მქონე მუსიკალური ვუნდერკინდი შარლოტი დიდი ძებნის შემეეგ, ელიზაბეტს მიაკვლევს, რომელიც მისი ყოფილი სკოლის ახალი საუკეთესო მოსაწავლეა. ეს შეხვედრა ორივე მუსიკოსს ავბედით ცხოვრებისეულ გზას უქადის, რომელიც შოკისმომგვრელ შედეგებს მოიტანს.

გრეტა

Greta

ახალგაზრდა ქალი ასაკოვან ქვრივს დაკარგულ საფულეს დაუბრუნებს, რაც ამ ორს შორის უჩვეულო ურთიერთობის ჩამოყალიბებით დამთავრდება, სანამ ქალი არ აღმოაჩენს, რომ ქვრივი სულაც არ არის ის, ვინც ეგონა.

ფილმი მოგვითხრობს მისტიური მოვენების შესახებ, ეგზორციზმის და მისტიური თრილერების მოყვარულები დააფასებთ.

მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეების ჩართვის სამხედრო ოპერაციის (1944 წლის 6 ივნისი) დაწყების წინა დღეს, ამერიკელი პარაშუტისტები, რომელთაც გერმანელების რადიოგადამცემი ანძის განადგურების მისია აქვთ, მტრის ზურგში აღმოჩნდებიან, მას შემდეგ რაც მათი თვითმფრინავი ჩამოვარდება. მიაღწევენ რა სამიზნე ობიექტს, პარაშუტისტები მიხვდებიან, რომ გერმანელებთან ბრძოლის გარდა, საშინელ არსებებთანაც მოუწევთ შებრძოლება, რომლებიც ნაცისტების ფარული ექსპერიმენტების პროდუქტები არიან.

ორბიტის სადგურზე მორიგი გუნდი ჩადის, რათა წინა მორიგე გუნდი შეცვალოს და დედამიწის შესწავლა განაგრძოს. ამ გუნდმა ამოხსნა ეგრედ წოდებული ღვთის ნაწილაკის თეორია, რომელიც კაცობრიობას გაუადვილებს ამოცანის ამოხსნას, რატომ გაჩნდა სიცოცხლე მაინცდამაინც დედამიწაზე. ასტრონავტების მიერ შექმნილი სადგური , რომელიც ნაწილაკებს აჩქარების საშუალებას აძლევდა, რთული აგებულება ჰქონდა და აჩვენებდა როგორ ვითარდებოდა ყველაფერი. ამ რთულ მექანიზმში დაშვებული მცირე შეცდომაც კი გლობალურ კატასტროფამდე მიიყვანს დედამიწას.

ტბის პირა სახლში დასასვენებლად წასული დედა 2 პატარა ქალიშვილთან ერთად, ვერც კი წარმოიდგენს რამხელა გასაჭირი ელის წინ. ისინი ნიღბიანი ფსიქოპატის დაგებულ მახეს უნდა გადაურჩნენ.

მატიასი ახალ ნოუთბუქს იყიდის, რომელშიც საიდუმლო ფაილებს აღმოაჩენს. საერთო ვიდეო საუბრისას იგი ამ ამბავს მეგობრებს უზიარებს, ამ დროს კი მათ ვიღაც აგრესული უცნობი ერთვებათ საუბარში.

პირველი რაც 10 წლის ლუისმა ბიძის სახლის ზღურბლზე გადაბიჯებისას გაიგო, უძველესი კედლებიდან საათის წიკწიკის ხმა იყო. ბიჭი ეშვება მაგიისა და ჯადოსნობის სამყაროში, რომლის არსებობაზე აქამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა. აქ გაცოცხლებული სურათების და დაუჯერებელი არსებების თანაცხოვრება ჩვეულებრივი ამბავია, სახლის გული კი ინახავს უდიდეს საიდუმლოს დროის შესახებ.

რთული მოზარდი კიტ გორდი ვერ ეგუება მამის გარდაცვალებას უკვე რამოდენიმე წელია. გოგონას მისი საქციელის გამო ბლექვუდის სკოლა-პანსიონში აგზავნიან. მასთან ერთად სკოლაში ოთხი გოგოც მოხვდება. სკოლის დირექტორი მადამ დიურე ცდილობს გოგონებში დაფარული ნიჭი გამოააშკარავოს. გოგონები მართლაც გამოავლენენ ნიჭს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ კიტი ხვდება რომ ყველაფერი რიგზე არაა.

მონაზონი

The Nun

როდესაც ახალგაზრდა მონაზონი, რუმინეთის განცალკევებულ მონასტერში თავს იკლავს, ვატიკანი საქმის გამოსაძიებლად ადგილზე აგზავნის ბუნდოვანი წარსულის მქონე მამაოს და ახალბედას. ისინი არამხოლოდ სიცოცხლის გარისკვით, არამედ რწმენისა და საკუთარი სულების საფრთხის ქვეშ დაყენებით, წინ აღუდგებიან მონაზონში შემოჭრილ, დემონურ ბოროტ ძალებს. მონასტრის კედლები კი გახდება საშინელი ბრძოლის ველი ცოცხლებისა და დაწყევლილებისათვის.