სტივენ კინგის რომანის ეკრანიზაცია. ოჯახი პატარა ქალაქში მდებარე ახალ სახლში გადადის, სადაც მალე უბედურება მოხდება – ელის კატას სატვირთო მანქანა დაეჯახება და მოკვდება. მეზობლის რჩევით ლუისი ოჯახისგან მალულად კატას ტყეში მდებარე ინდიელთა უძველეს სასაფლაოზე დამარხავს. მოულოდნელად კატა გაცოცხლდება, მაგრამ აყროლებულ სასტიკ მონსტრად გადაიქცევა.
საშინელმა არსებებმა, რომლებიც ადამიანებზე ხმაზე დაკვირვებით ნადირობენ,შესაძლოა მსოფლიოს დაესხნან თავს. თინეიჯერი გოგონა და მისი ოჯახი თავშესაფარს ქალაქგარეთ ეძებს, სადაც შემთცხევით საიდუმლო კულტს გადაეყრებიან.
ოკეანის შუაგულში მდებარე საიდუმლო კვლევით სადგურზე მეცნიერები გენეტიკურად მოდიფიცირებული ზვიგენების ქცევას იკვლევენ. პროექტის მიზანი სამხედრო და სამეცნიერო შესაძლებლობების გაფართოებაა, თუმცა ექსპერიმენტები მალე უკონტროლო მიმართულებით ვითარდება. როდესაც ზვიგენები მოულოდნელად აგრესიულები და უფრო ინტელექტუალურები ხდებიან, კვლევითი ჯგუფი სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. იზოლირებულ წყალქვეშა კომპლექსში ჩარჩენილ ადამიანებს გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ, რადგან ყოველი ახალი საათი მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.
მრავალი წლის წინ ჰილ ჰაუსში გატარებულმა საშინელმა მოვლენებმა ერთი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ბავშვობაში განცდილი ტრავმებისა და იდუმალი მოვლენების შემდეგ და-ძმები სხვადასხვა გზით აგრძელებენ ცხოვრებას, თუმცა წარსულის აჩრდილები მათ მოსვენებას არ აძლევს. ოჯახური ტრაგედიის შემდეგ ისინი იძულებულნი ხდებიან კვლავ გაერთიანდნენ და იმ საიდუმლოებებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში ჰილ ჰაუსის კედლებში იყო დამალული. რაც უფრო უახლოვდებიან სიმართლეს, მით უფრო რთული ხდება რეალობისა და ზებუნებრივი მოვლენების ერთმანეთისგან გარჩევა.
თინეიჯერი ჯადოქარი საბრინა ორ განსხვავებულ სამყაროს შორის ცხოვრობს. იგი ცდილობს გაიგოს საკუთარი ადგილი ადამიანურ და მაგიურ რეალობას შორის, ხოლო ამავდროულად საკუთარი შესაძლებლობების მართვას სწავლობს. საბრინას უწევს დაუპირისპირდეს ბნელ ძალებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ მას და მის ოჯახს, არამედ მთელ კაცობრიობას. სერიალი აერთიანებს ფანტასტიკას, მისტიკას, დრამასა და დაძაბულ თავგადასავლებს, სადაც ყოველი გადაწყვეტილება მნიშვნელოვან შედეგებს იწვევს.
ექვსი წლის წინ მომაკვდინებელმა ვირუსმა, რომელიც წვიმის წვეთებით ვრცელდებოდა, დედამიწაზე თითქმის მთელი სიცოცხლე გაანადგურა. მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ ინფორმირებულმა მეცნიერებმა ერთი ოჯახი სპეციალურ ბუნკერში დამალეს, რათა გადარჩენის შანსი მიეცათ. წლების შემდეგ, როდესაც საკვების მარაგი იწურება, ოჯახის უფროსი ქალიშვილი იძულებულია ბუნკერი დატოვოს და სახიფათო სამყაროში გავიდეს. მისი მიზანია გადაარჩინოს უმცროსი ძმა და იპოვოს გამოსავალი, სანამ გვიანი არ იქნება. სერიალი სავსეა დაძაბულობით, გადარჩენისთვის ბრძოლითა და ემოციური მომენტებით.
მილიონობით წლის განმავლობაში ყინულში გამოკეტილი დემონები ადამიანთა სამყაროში ბრუნდებიან და კაცობრიობას განადგურებით ემუქრებიან. ამ ქაოსის ფონზე, მორცხვი და კეთილი აკირა მეგობარ რიოსგან უჩვეულო შეთავაზებას იღებს. ადამიანების გადასარჩენად აკირა ერთ-ერთ ძლიერ დემონს უნდა შეერწყას და მისი ძალა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. თუმცა, რაც უფრო ძლიერდება, მით უფრო რთული ხდება ადამიანურობის შენარჩუნება. სერიალი სავსეა მძაფრი ემოციებით, ფანტასტიკური ბრძოლებითა და მოულოდნელი მოვლენებით.
მსხვილი კორპორაციის დაუნდობელი ხელმძღვანელი თანამშრომლებისგან თითქმის არაადამიანურ პროდუქტიულობას ითხოვს. იმისთვის, რომ საკუთარი იდეა გამოსცადოს, იგი მენეჯერებზე სახიფათო ექსპერიმენტის ჩატარებას გადაწყვეტს და მათ საიდუმლო ფორმულის მქონე ენერგეტიკულ სასმელს ურიგებს.
ქალტა ებრაული თემი დამპყრობლის ალყაში ექცევა. ისინი დასახმარებლად ადგილობრივ ჯადოქარს მიმართავენ. რომელიც საკუტარი ხალხის დასაცავად საშიშ არსებას, გოლემს გამოიძახებს, თუმცა მალევე მიხვდება რომ გამოძახებული ქმნილება ბევრად უფრო საშიში და ბოროტია ვიდრე მას წარმოედგინა.
მხატვრული ფილმი, რომელიც ავლენს თანამედროვე ცხოველთა სოფლის მეურნეობის ბნელ წიაღს, დრონების, ფარული და ხელის კამერების საშუალებით, იკვლევს ცხოველთა სამეფოზე ჩვენი ბატონობის მორალსა და მართებულობას.
თრილერის მოქმედება სასამართლო მედიცინის სამყაროში ხდება. გამომძიებელი პოლ ჰერცფელდი საშინლად დასახიჩრებული გვამის თავში კაფსულას იპოვნის, რომელშიც ტელეფონის ნომერი და ერთადერთი სიტყვაა: გამომძიებლის ქალიშვილის სახელი.
მშვიდი, თუმცა ულმობელი შუასაუკუნეების მებრძოლი თავის სამეფოს ურჩხულებისგან და ოკულტიზმისგან იცავს. მისი თავების კოლექციას ერთი თავი აკლია - თავი ურჩხულისა, რომელმაც მისი ქალიშვილი მოკლა წლების წინ. შურისძიების წყურვილით შეპყრობილი ურჩხულს ყველგან ეძებს, მაგრამ როდესაც მეორე შანსი მიეცემა, იგი ბერად უფრო საშინელი აღმოჩნდება, ვიდრე ოდესმე წარმოედგინა.
ირგვლის აპოკალიფსის შემდგომი პერიოდის მსგავსი სურათია გამეფებული. თვალებახვეული ქალი და ორი ბავშვი მდინარის გასწვრის გზის გაგნებას ცდილობენ.
დედამიწაზე არსებობს ანომალიური ზონა. არავინ იცის დაზუსტებით საიდან გაჩნდა და რა ხდება იქ. მეცნიერები მთელი მსოფლიოდან იჩენენ მის მიმართ ინტერესს. საიდუმლო ორგანიზაცია ორჯერ გაგზავნის ეკიპაჟს ზონის შესასწავლად, მაგრამ ორივე ეკიპაჟი უგზოუკვლოდ იკარგება. ლანა, მეცნიერ-ბიოლოგი აპირებს შეაღწიოს ზონაში და იპოვოს მისი ქმარი, რომელიც მეორე ეკიპაჟთან ერთად დაიკარგა. მასთან ერთად მთელი რიგი გამოცდილი მეცნიერები და მკვლევარებიც მიდიან.
ბოროტება კვლავ ბრუნდება, მისი შეჩერება შეუძლებელია. ლორის საბოლოო დაპირისპირება მაიქლ მაიერსთან, ნიღბიან არსებასთან, რომელსაც რამოდენიმე ათეული წლის წინ, ჰელოუინის ღამეს, ბეწვზე გადაურჩა.
გინდათ იდეალურ სამყაროში ცხოვრება, სადაც არ არსებობს დანაშაული, უმუშევრობა და ომი? საფასური ასეთი ბედნიერებისთვის წელიწადში ერთი ღამე იქნება, ღამე როდესაც ყველაფერი ნებადართულია. თანახმა იქნებოდით მიგეღოთ მონაწილეობა ასეთ ექსპერიმენტში?
მთავრი გმირი ელის რაინერია, ქალი , რომელიც მთელი ცხოვრება ფსიქოლოგიით იყო გატაცებული. ერთ დღესაც კი მიხვდა, რომ არამხოლოდ ცოცხალი ადამიანების ესმოდა , არამედ გარდაცვლილებისაც. მას შემდეგ რაც საკუთარი ძალების კონტროლი ისწავლა , ელისმა ხალხის დახმარება დაიწყო. ნიუ იორკში ცხოვრებისას იგი დემონური სულის ტყვე გახდა, რომელიც სახლში ჩაუსახლდა.
წიგნის ჯადოსნური პერსონაჯები რეალურ სამყაროში ცოცხლდებიან და ქალაქის ქუჩებში ნამდვილ ტერორს აწყობენ. სამ მეგობარს ბოროტი თოჯინა სლეპის შეჩერება მოუწევთ, რომელიც ქალაქში ჰელოუვინის ნამდვილ კოშმარულ დღესასწაულს აწყობს.
1983 წელი. ხისმჭრელი რედი ცოლთან ერთად ტყეში ცხოვრობს ტბის მახლობლად. ტყეში ბოროტება დასახლდა - რელიგიური კულტი ჯოჯოხეთური ბაიკერების გუნდით. სერნობისას რედის ცოლი კულტის ლიდერს მოეწონა, მან ბაიკერებს უბრძანა მისი მოტაცება. იგი დაწვის რიტუალზე შესწირეს მსხვერპლად. რედს შურსძიების გარდა არაფერი დარჩა...







































