როცა სოცმუშაკი გოგონა გაიგებს, რომ მას - საკუთარი შვილების მკვლელ შეშლილი ქალთან ყოფნა მოუწევს, თავის თავში მაშინვე წარმოსახავს, თუ რა კოშმარად გადაექცევა ეს რეალობა
მძიმე წარსულის მქონე მარტოხელა დედა სარა ო'ნოლი ვაჟთან ერთად პროვინციული ქალაქის გარეუბანში ახალ ცხოვრებას იწყებს. თუმცა სიმშვიდე მეზობელთან უცნაური შეხვედრის შემდეგ ირღვევა, სარას კი პროგრესირებადი პარანოია და შფოთვა უვითარდება, რადგან ცდილობს გაარკვიოს უკავშირდება თუ არა მისი შვილის შემაშფოტებელი ცვლილება მათ სახლთან ახლოს ტყეში არსებულ საზარელ ღრმა ხვრელს.
რა მოხდება თუ ბავშვი სხვა სამყაროდან მოულოდნელად დედამიწაზე მოხვდება, და იმის მაგივრად, რომ კაცობრიობის გმირად იქცეს, ამჯობინებს ბოროტების განსახერება გახდეს.
ცოლ-ქმარი, გეიბი და ადელაიდა უილსონები, შვილებს ზღვაზე, თავვიანთ აგარაკზე წაიყვანენ, და შეეცდებიან ცოტა ხნით გამოეთიშონ ყოველდღიურობას და დრო გაატარონ მეგობრებთან ერთად. თუმცა ღამის დადგომასთაბ ერთად, მათი უზრუნველობა დაძაბულობით და ქაოსით შეიცვლება, როდესაც დაუპატიჟებელი შოკისმომგვრელი სტუმრები გამოეცხადებათ.
დაცვის უსაფრთხოების თანამშრომელი, დევიდ დანსი, ზებუნებრივ შესაძლებლობებს გამოიყენებს, რათა კევინ უენდელ ქრამბი, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი, რომელიც თავის თავში 24 პიროვნებას აერთიანებს მოძებნოს. ამასობაში, ბნელით მოცული პიროვნება, რელიჯარ პრაისი, გამოჩნდება, რომელიც ორივე მათგანისთვის უმნიშვნელოვანეს სიადუმლოებას ფლობს.
ახალგაზრდა მედდა – ქვინი, სმარტფონში პოპულარულ აპლიკაციას გადმოწერს, რომლის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მათ შეუძლიათ ზუსტად იწინასწარმეტყველონ, თუ როდის მოკვდება ნებისმიერი ადამიანი. იგევე აპლიკაცია გოგონას მოულოდნელად აცნობებს, რომ მას მხოლოდ სამი დღის სიცოცხლე დარჩა, და ამ მომენტიდან, ქვინი იდუმალი ფიგურების ხილვას იწყებს, რომლებიც მას ყველაგან დევნიან. ახლა სანამ დრო ამოწურულა, ახალგაზრდა გოგონამ თავისი სიცოცხლის გადადარჩენის გზა უნდა იპოვოს ...
” სიქველი, რომელიც 5 მყვინთავის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მრავალი წლის წინ წყლის ქვეშ მოქცეული ძველი ქალაქის ნანგრევების შეშასწავლად გაემგზავრებიან. მაგრამ ჩაყვინთვის პროცესში ირკვევა, რომ ამ ნანგრევებში ისინი მარტო არ არიან. ახალგაზრდა გმირებზე საშინელი ნადირობა იწყება და მათი დაგეგმილი გართობა კოშმარად იქცევა – ახლა სასოწარკვეთილ მყვინთავებს სისხლისმსმელი ზვიგენებისგან თავის დაღწევა მოუწევთ…
მთელს ამერიკაში მოხეტიალე ხალხთა ტომი, სახელწოდებით „ჭეშმარიტი კვანძი“, საარსებო საშუალებებს ეძებს. ისინი უწყინარად გამოიყურებიან, თუმცა რამდენადაც დენ ტორენსმა იცის, ხოლო აბრა სთოუნსი გაარკვევს, ისინი ნაწილობრივ უკვდავნი არიან, იკვებებიან იმ „ორთქლით“, რომელსაც „მანათობელი“ ბავშვები უშვებენ, ნელა და წამებით სიკვდილისას, და ამით იხანგრძლივებენ არსებობას. დენი ათწლეულების მანძილზე ცდილობდა მამის მემკვიდრეობას - სასოწარკვეთილებას, ალკოჰოლიზმსა და ძალადობას - გაქცეოდა. საბოლოოდ, იგი ნიუ ჰემფშირში დასახლდება, ანონიმური ალკოჰოლიკების თემში, რომლებმაც იგი შეინახეს, სამსახურსაც იშოვნის მოხუცებუთა სახლში, სადაც თავისი შემორჩენილი „ ნათებიდან“ მომაკვდავ ადამიანებს უკანასკნელ ნუგეშს აძლევს. მას „ექიმ ძილს“ შეაქმევენ. შემდეგ დენი აბრა სთოუნს შეხვდება. მისი არაჩვეულებრივი საჩუქრის - ყველაზე კაშკაშა ნათების - წყალობითაა რომ დენის საკუთარი ენერგიის კვლავ გაღვივებას შეძლებს, რასაც აბრას სულის გადასარჩენად მიმართავს.
ახალგაზრდა ამერიკელი გოგონა - ჰეილი კელერი მე-5 კატეგორიის ქარიშხლის დროს მთელი ძალებით ცდილობს ფლორიდაში მცხოვრები მისი მამა გადაარჩინოს, მაგრამ ჩაკეტილ და დატბორილ სახლში თავად აღმოჩნდება ხაფანგში. მთავარი გმირი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად სტიქიის და ფლორიდის ყველაზე ველური, საშიში და საზარელი მტაცებლების - ალიგატორების წინააღმდეგ სასოწარკვეთილ ბრძოლას იწყებს ...
ელვინ შვარცის ამავე სახელწოდების ბესტსელერზე დაფუძნებული თინეიჯერული ჰორორი, რომელიც ყველასგან გარიყული მოზარდების ჯგუფის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც იძულებულნი არიან საკუთარ შიშებს დაპირისპირდნენ, რათა მათი მშობლიური პატარა ქალქი გადაარჩინონ, სადაც მოულოდნელად, ღამის კოშმარები გაცოცხლდება, როდესაც ქალაქს იდუმალი და სასტიკი მკვლელობების სერიები მოიცავს. ახლა ახალგაზრდა გმირები დამოუკიდებლად ცდილობენ, მთელი რიგი საშინელი მოვლენების საიდუმლოს გარკვევას, რომელმაც მათ პატარა ქალაქი ქაოსში მოაქცია ...
Zombieland: Double Tap არის 2019 წლის ამერიკული ფილმი, რომელიც გადაიღო რუბენ ფლაიშერმა, ხოლო სცენარისტები დეივ კალაჰემი, რეტ რიზი და პოლ ვერნიკი არიან. კოლუმბოსი, ტალაჰასე, უიჩიტა და პატარა როკი ამერიკის კუნძულებზე გადაადგილდებიან რათა დაუპირისპირდნენ გამრავებულ ზომბებს.
სტივენ კინგის რომანის ეკრანიზაციის მეორე ნაწილი, სადაც მოვლენები ახალგაზრდა გმირების დემონურ პენივაიზთან, პირველი შეხვედრიდან 27 წლის შემდეგ ვითარდება. ბილი, ბენი, ბევერლი და სხვა (ლუზერები), დიდი ხანია სხვადასხვა ქალაქებში გაიფანტნენ და ასე თუ ისე წარმატებული ზრდასული ცხოვრებით ცხოვრობენ. მაგრამ მოულოდნელად გმირების მშვიდ ცხოვრებას უცნაური სატელეფონო ზარი არღვევს, რომელიც მათ კიდევ ერთხელ გაერთიანებას და დერიში დაბრუნებას აიძულებს, რათა გამოღვიძებული ბავშვების მკვლელი ბოროტება შეაჩერონ. ის დაბრუნდა და კვლავ მათი ყველაზე საშინელი კოშმარი ხდება, რომელმაც ჯოჯოხეთური მოცეკვავე კლოუნის პენივაიზის სახე მიიღო ...
ერთ პატარა მყუდრო ქალაქში მოულოდნელად ზომბები გაჩნდებიან და ქალაქს ატერორებენ. სამმა სათვალეებიანმა პოლიციის ოფიცერმა და უცნაურმა შოტლანდიელმა მორგის ექსპერტმა ერთიანი ძალებით უნდა დაამარცხონ ეს მკვდრეთით აღმდგარი ზომბები.
კარენი მარტოხელა დედაა, რომელიც თავის ვაჟს, ენდის, დაბადების დღისათვის "მეგობარ" თოჯინას აჩუქებს, თუმცა წარმოდგენა არ აქვს მის მავნე ბუნებზე. ფილმი 1988 წელს გადაღებული კლასიკური საშინელებათა ფილმის თანამედროვე ვარიანტია.
სიუ ენი მარტოხელა კარჩაკეტილი ადამიანია, რომელიც ოჰაიოში, ერთ წყნარ ქალაქში ცხოვრობს. ერთხელაც, მეგი, ქალაქში ახლადგამოჩენილი თინეიჯერი, თხოვს მას და მის მეგობრებს ალკოჰოლური სასმელი უყიდოს. სიუ ენს შანსი ეძლევა ერთი-ორი მეგობარი, თუნდაც ბევრად უმცროსი, მანაც შეიძინოს.
სკოლის მოსწალე ბირდ ფიტჩერს წარმოდგენა არა აქვს, რა ბნელი საიდუმლოებები უკავშირდება პოლაროიდის ვინტაჟურ ფოტოაპარატს, რომელსაც შემთხევით გადააწყდება, თუმცა დიდი დრო არ დასჭირდება იმის გაგებას, რომ ვინც კი ფოტო გადაიღო, ტრაგიკულად დაამთავრა ცხოვრება. ჩქარობენ რა ამოხსნან ეს საიდუმლოება, ბირდი და მისი მეგობრები როგორმე კიდევ ერთ ღამეს უნდა გადაურჩნენ, სანამ ეს საშინელი პოლაროიდი ყველას დახოცავს.
ტრი გელბმანი აღმოაჩენს რომ უფრო ადვილი ასატანია ყოველდღე კვლავ და კვლავ სიკვდილი ვიდრე ის უცნაური და საშიში სიტუაციები, რაც წინ ხვდება მას ...
მდიდარი მხატვრები და კოლექციონერები ნებისმიერ თანხას გადაიხდიან როდესაც ხელოვნება მომგებიან ინვესტიციას წარმოადგენს. ისინი მზად არიან დანაშაულიც კი ჩაიდინონ, რადგან ადამიანის სიხარბესა და მომხვეჭელობას საზღვარი არ აქვს. როდესაც ასპარეზზე ახალი ნიჭიერი ხელოვანი გამოდის ყოველი ადამიანი, ვინც პირადი სარგებლობისკენ მიისწრაფვის, მისტიური და ჯოჯოხეთური ძალის სამიზნე ხდება.
დედა, რომელიც თავისი ახალგაზრდა ვაჟის უცნაური საქციელით შეშფოთებულია, ფიქრობს, რომ შესაძლოა რაღაც ზებუნებრივი ახდენს მასზე გავლენას.







































