ძიება - * | ნაპოვნია: 442

ნადირობა

The Hunt

თორმეტმა ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანმა ერთად გაიღვიძა. მათ წარმოდგენა არ აქვთ სად არიან ან როგორ მოხვდნენ იქ. ელიტის წარმომადგენლები შორეულ გასაიდუმლოებულ ადგილას იკრიბებიან, რათა ბნელი ინტერნეტ კოსპირაციული თეორიის საშუალებით ადამიანებზე სპორტული ჟინის დასაკმაყოფილებლად ინადირონ. თუმცა მათი მთავარი გეგმა კრახით სრულდება, როდესაც ერთ-ერთი მსხვერპლი სახელად კრისტალი, სიტუაციას მათ საწინააღმდეგოდ შემოაბრუნებს.

2016 წლის ფილმის “ბიჭი” სიქველი საზარელი თოჯინას, სახელად ბრამსის შესახებ, რომელიც კვლავ განაგრძობს ადამიანების ტერორს. მოვლენები ახალგაზრდა წარმატებული ინგლისური ოჯახის გარშემო ვითარდება, რომლებიც ჰილსირში მდებარე ძველ სასახლეში გადადიან საცხოვრებლად. მაგრამ გმირები ვერც კი წამოიდგენდნენ, რომ ისინი ბნელი და საშინელი წარსული მქონე სახლში აღმოჩნდებოდნენ, სადაც მათი პატარა ვაჟი მალე თოჯინას სახით შემაშფოთებელ ახალ მეგობარს გაიჩენს, რომელიც ძალიან ჰგავს ცოცხალ ბავშვს ...

ვიდეოთამაშებით შეპყრობილი ბიჭი ორ მეგობართან ერთად ტოკიოს უჩვეულო ვერსიაში აღმოჩნდება, სადაც გასამარჯვებლად სახიფათო თამაშებში მონაწილეობის მიღება მოუწევს. ალისა ზღვარს მიღმა სამყაროში, ალისა ზღვარს მიღმა

დეტექტივი ჯეკ რადკლიფი მოულოდნელად იღებს ზარს თავისი ახლახან მოკლული ძმისშვილისგან. მალე აღმოაჩენს, რომ მას შეუძლია დროის ხაზებს შორის კომუნიკაცია გოგონა მასთან საუბრობს რამდენიმე დღით ადრე საკუთარი მკვლელობის წინ. ჯეკი ცდილობს ამ შესაძლებლობის გამოყენებას, რათა შეცვალოს მომავალი და გადაარჩინოს მისი სიცოცხლე. სიუჟეტი აერთიანებს დეტექტივის ინტრიგას, დროის მანიპულაციას და ემოციურ ოჯახურ დრამას.

მომავლის ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, კოსმოსური თავგადასავლები და ადამიანური ბუნების ბნელი მხარეები ერთმანეთს უნიკალურ ანთოლოგიურ ისტორიებში ერწყმის. თითოეული ეპიზოდი დამოუკიდებელ სიუჟეტს გვთავაზობს, სადაც მაყურებელი სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოჩნდება და ახალ პერსონაჟებს შეხვდება. სერიალი მრავალფეროვან თემებს ეხება, მათ შორის სიყვარულს, გადარჩენისთვის ბრძოლას, რობოტების ევოლუციას, უცხოპლანეტურ ცივილიზაციებსა და რეალობის საზღვრების გადალახვას. ზოგიერთი ისტორია დაძაბული და ემოციურია, ზოგი კი იუმორით, მისტიკითა და მოულოდნელი ფინალებით გამოირჩევა.

პალატები

Chambers

ქალის ცხოვრება სრულიად იცვლება მას შემდეგ, რაც გულის გადანერგვის ოპერაციას გადაიტანს. გამოჯანმრთელების პროცესში იგი საკუთარ თავში უცნაურ ცვლილებებს ამჩნევს და თანდათან ისეთი თვისებების გამოვლენას იწყებს, რომლებიც მისთვის ადრე სრულიად უცხო იყო. რაც უფრო ღრმავდება ეს ცვლილებები, მით უფრო მეტად ცდილობს გაარკვიოს, რა კავშირი აქვს მათ ოპერაციასთან და დონორის წარსულთან. ფილმი აერთიანებს დრამას, მისტიკასა და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, სადაც რეალობასა და საიდუმლოებებს შორის ზღვარი თანდათან ქრება.

როდესაც სასოწარკვეთილ დედას შვილს დააშორებენ, იგი ყველაფერზე მიდის, რათა კვლავ იპოვოს და დაიბრუნოს საკუთარი შვილი. მისი ძიება სახიფათო მოგზაურობად იქცევა, სადაც გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღიურ რეალობად იქცევა. ამერიკელი ლტოლვილების ჯგუფთან ერთად იგი მტრულ და ქაოსურ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც ბოროტი ძალების გავრცელება აპოკალიფსურ საფრთხედ იქცა. რთული არჩევანებისა და მძიმე გამოცდების ფონზე, დედას უწევს საკუთარი გამბედაობისა და ნებისყოფის გამოცდა, რათა ყველაზე ძვირფასი ადამიანი გადაარჩინოს.

სამეფო

Kingdom

ჯოსონის დინასტიის მმართველობის პერიოდში ქვეყანას საშინელი საფრთხე ემუქრება, როდესაც იდუმალი ეპიდემია ადამიანებს ზომბებად აქცევს. ამავე დროს, დიდი ხნის მმართველის გარდაცვალების შემდეგ, სამეფოში უცნაური და შემზარავი მოვლენები იწყება. ქვეყნის მემკვიდრე პრინცი სიმართლის გასარკვევად და ხალხის გადასარჩენად სახიფათო მოგზაურობას იწყებს. მას მოუწევს ბრძოლა როგორც პოლიტიკური შეთქმულებების, ისე სწრაფად გავრცელებული ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც მთელ სამეფოს განადგურებით ემუქრება.

მერიენი

Marianne

როდესაც ცნობილი მწერალი აღმოაჩენს, რომ მისი შიშისმომგვრელი ისტორიები რეალობად იქცევა, იგი იძულებულია მშობლიურ ქალაქში დაბრუნდეს. იქ მას წარსულის საიდუმლოებებთან და იმ ბნელ ძალებთან დაპირისპირება ელოდება, რომლებმაც ოდესღაც მისი ნაწარმოებები შთააგონეს. სიმართლის ძიებისას გმირი სულ უფრო ღრმად ეფლობა საიდუმლოებით მოცულ მოვლენებში, სადაც რეალობასა და კოშმარს შორის ზღვარი თანდათან ქრება. სერიალი აერთიანებს მისტიკას, საშინელებასა და დაძაბულ ფსიქოლოგიურ დრამას.

პლანეტაზე კლიმატის მკვეთრი ცვლილების შედეგად, უძველესი მყინვარებიდან საშიში ვირუსი თავისუფლდება. იდუმალი დაავადება სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში და ადამიანებს უკონტროლო, სისხლისმსმელ არსებებად აქცევს. მალე საზოგადოება ორ ნაწილად იყოფა. ერთ მხარეს არიან ინფიცირებულები, რომლებიც გადარჩენისთვის ნადირობენ, ხოლო მეორე მხარეს ადამიანები, რომლებიც სულ უფრო მცირდებიან. სერიალი სავსეა დაძაბული მოვლენებით, გადარჩენისთვის ბრძოლითა და პოსტაპოკალიფსური სამყაროს საშიში რეალობით.

ედისა და ლორეინ უორენების სახლში დაცული დაწყევლილი თოჯინა ანაბელი კიდევ ერთხელ იღვიძებს და ბოროტ ძალებს ათავისუფლებს. ყველაფერი მაშინ იწყება, როცა მათი ქალიშვილი ჯუდი და მისი მეგობრები შემთხვევით უახლოვდებიან აკრძალულ არტეფაქტებს, რომლებიც უორენებმა წლების განმავლობაში შეაგროვეს. ღამის განმავლობაში სახლი საშინელი ზებუნებრივი მოვლენებით ივსება და მეგობრებს გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ. ფილმი სავსეა დაძაბულობით, მოულოდნელი მომენტებით და ბნელი ატმოსფეროთი, რომელიც Conjuring-ის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ისტორიას გვიყვება.

ახალგაზრდა პატარძლის ქორწილის ღამე მის ყველაზე საშინელ კოშმარად იქცევა. ვის წარმოედგინა, რომ მათი ქორწილის ღამე მის ახლადშეძენილ ნათესავებთან სასიკვდილო თამაშად გადაიქცეოდა, რომელშიც გოგონას ძალიან დიდი ძალისხმევს...

როუზმა, საყვარელმა და მარტოხელა მართვის ინსტრუქტორმა, მისი ზებუნებრივი ძალები უნდა გამოიყენოს და ქალიშვილი დაიხსნას წარუმატებელი როკვარსკვლავისგან, რომელიც სატანისტურ გარიგებას დიდების დასაბრუნებლად იყენებს

პენსიას მოახლოვებული მორგის თანამშრომელი თავისი კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრ უცნაურ ისტორიას არის შესწრებული , თუმცა ყველაფერი შეიცვლება , როცა ის გააცნობიერებს , რომ უკანასკნელი ისტორია , პირადად მისი ისტორიაა.

ფერშალი და სტივი ახლი ორლეანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლები არიან. ერთ დღეს ისინი კოშმარული სიკვდილის სერიების პირისპირ აღმოჩნდებიან, რომლის მიზეზი ახალი ნარკოტიკული პრეპარატია, რომელსაც უცნაური გვერდითი ეფექტი აქვს: დროში მოგზაურობას იწვევს.

ფილმი მოგვითხრობს მედდის ისტორიას , რომელიც შეპყრობილი გახდა თავისი მომაკვდავი პაციენტების სულის გადარჩენით.

ქოხი

The Lodge

დედინაცვალი თავის ორ გერთან ერთად დიდი თოვლიანობის გამო ქოხში ჩარჩება. სწორედ მაშინ იწყება ნამდვილი ურთიერთობები და თავგადასავლები მათ შორის.

ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტის ამავე სახელწოდების ფანტასტიკური მოთხრობის ეკრანიზაცია, ნათან გარდნერის და მისი ოჯახის შესახებ, რომლებიც ბოსტონიდან ახალ ინგლისში, ქალაქ არქჰემის მახლობლად მდებარე მამულში გადადიან საცხოვრებლად. სანამ გმირები ცხოვრების ახალ წესთან ადაპტირებას ცდილობენ

და-ძმა პატარა ბიჭის ხმას გაიგებს, რომელიც საშველად უხმობს და მაღალი ბალახით დაფარულ თვალუწვდენელ მინდორში მის დასახმარებლად გაეშურება, თუმცა მალე მიხვდებიან, რომ შესაძლოა იქედან ვერც გამოაღწიონ... და რომ ბალახში რაღაც ბოროტი იმალება.

ტყის გრძნეული - ჩვიდმეტი წლის ბენი მშობლების მომავალ განქორწინებას მტკივნეულად განიცდის და დროებით საცხოვრებლად მამასთან მიდის. ამ დროს მათ