ქმრის მოულოდნელი სიკვდილისგან დამწუხრებული ბეთი ტბის პირას მდებარე სახლში მარტო რჩება, რომელიც მისმა მეუღლემ მისთვის ააშენა. მთავარი გმირი ღამით, აშკარად გრძნობს ქმრის სახლში ყოფნას, სადაც ყველგან მისი ყოფნის კვალს და ჩრდილებს ხედვას, რომლებიც დილის შუქთან ერთად ქრებიან. პასუხების ძიებაში, ბეთი გარდაცვლილი მეუღლის ნივთებში ქექვას იწყებს, და საშინელ საიდუმლოს აღმოაჩენს, რომელსაც ის მისგან მალავდა.
საშინელებათა თრილერი, ახალგაზრდა გოგონას ლიზას შესახებ, რომელიც უცნობი მამაკაცის მანქანით მგზავრობის შემდეგ, მოულოდნელად ლითონის მილების ლაბირინთში გაიღვიძებს, რომლებიც სავსეა მომაკვდინებელი ხაფანგებით. მას მაჯაზე უკუთვლის საათი უკეთია, რომელიც ყოველ 8 წუთში მოსალოდნელ საფრთხეზე აფრთხილებს და არ აძლევს გაჩერების საშუალებას. იმისათვის, რომ საშინელი სიკვდილით არ მოკვდეს, ლიზამ ვიწრო და მოლიპულ მილებში მუდმივად უნდა იხოხოს, სადაც იგი ხაფანგში მოქცეულ კიდევ ერთ ადამიანს აღმოაჩენს. ახლა იმის გასარკვევად, თუ რატომ არის ის აქ და როგორ დააღწიოს თავი ამ ჯოჯოხეთს, მთავარ გმირს მისი გარდაცვლილი ქალიშვილის მოგონებების პირისპირ მოუწევს დადგომა.
გაუცნობიერებელ და აკრძალულ ტერიტორიაზე მოგზაურობა, სივრცესა და დროში ჩახლართული სამი ზღაპრის მეშვეობით.
სოციალური მედიის წარმომადგენელი მეგობრებთან ერთად მოსკოვში მიდის თავისი წარმატებული ვლოგის ახალი კონტენტის მოსაძიებლად. ისინი ყოველთვის თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ და მზარდი მაყურებლის გულსაც იგებენ. ახლაც იდუმალებითა და საფრთხით სავსე ცივ ომში შედიან. როდესაც რეალურ ცხოვრებასა და სოციალურ მედიას შორის გამყოფი ხაზები წაიშლება, ჯგუფმა ბრძოლით უნდა დაიხსნას თავი და გადარჩეს.
მას შემდეგ, რაც ქოულმა სატანურ კულტზე გაიმარჯვა, რომელსაც მისი ძიძა ხელმძღვანელობდა, ორი წელი გავიდა და ახლა იგი სხვა კოშმარშია : ეს სკოლაა. წარსულის დემონებიც არსად წასულან - ჯოჯოხეთად უქციეს ცხოვრება ...
მოდი ითამაშე - ოლივერი მარტოსული ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც ყველასგან განსხვავებულად აზროვნებს. მას მხოლოდ თავისი ტელეფონი და პლანშეტი იზიდავს
გოგონას, დედასა და ბებიას დემენციის გამოვლენებები აქვთ, რომელმაც მათი ოჯახი შთლიანად მოიცვა.
ერთი სცენარისტი ალპებში, შორეულ სახლში მიემგზავრება ოჯახთან ერთად, რათა თავისი ფილმი-ჰიტის გაგრძელება დაასრულოს, თუმცა მას შემდეგ რაც შემოქმედებითი სტაგნაციის სასტიკი პერიოდი დაუდგება, თავის გადაწყვეტილებას ინანებს.
წარმატებული ავტორი ვერონიკა საშინელი რეალობის ხაფანგში ამოყოფს თავს და სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი, გონების მომაბეზრებელი საიდუმლო უნდა გაამჟღავნოს.
ებოტების ოჯახი გარე სამყაროს საშინელებას უნდა შეებრძოლოს. ისინი გაარკვევენ , რომ ქმნილებები , რომლებიც ხმის დახმარებით ნადირობენ , მათთვის ერთადერთ საფრთხეს არ წარმოადგენენ
როდესაც სესილიას მოძალადე ყოფილი, თავს იკლავს და მას ქონებას უტოვებს, ქალი ფიქრობს, რომ სიკვდილი დადგმაა. როდესაც შემთხვევათა ჯაჭვი ლეტალურად გრძელდება, სესილიას მცდელობები დაანახოს სხვებს, რომ მასზე ნადირობენ, უშედეგოდ სრულდება.
მთებში მდებარე პატარა ქალაქში შიში დაისადგურებს რადგან ყოველი სავსე მთვარის შემდეგ გვამებს პოულობენ. ოფიცერი მარშლი, რომელსაც თინეიჯერი გოგონა ეზრდება და ავადმყოფი მამა ჰყავს, ძილს და მოსვენებას დაკარგავს. იგი ცდილობს თავი დაირწმუნოს, რომ მაქციები არ არსებობენ.
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა გოგონასა და სერიული მკვლელის სხეულები შეიცვლება, გოგონა აღმოაჩენს რომ მას მხოლოდ 24 საათი აქვს სხეულის დასაბრუნებლად.
ერთი ახალგაზრდა ობოლი ბიჭის ისტორია, რომელიც 1967 წლის მიწურულს საყვარელ ბებიასთან გადადის საცხოვრებლად ალაბამას პატარა ქალაქ დემოპოლისში. ბებია და შვილიშვილი მომხიბვლელ, მაგრამ ბოროტ ჯადოქრებს გადაეყრებიან, და ჭკვიანი ბებია ბიჭს ერთ მდიდრულ ზღვისპირა კურორტზე გააპარებს რათა მათ აარიდოს. სამწუხაროდ ისე მოხდება, რომ ზუსტად იმ დროს ჩავლენ კურორტზე, როდესაც მსოფლიოს უდიდესი ჯადოქარი გულითად მეგობრებს შეკრებს მთელი მსოფლიოდან, თავისი საზარელი გეგმის განსახორციელებლად.
რომანტიკული კომედია, ყოფილი შეყვარებულების, რუბი რიჩარდსონის და ბილი ჯონსონის შესახებ, რომლებიც მრავალი წლის წინ ერთმანეთისთვის მიცემული, თავიანთი ძველი დაპირების შესრულებას გადაწყვეტენ, რომლის არსი ის არის, რომ როდესაც ისინი ერთმანეთს სმს მიწერენ ტექსტით -გაიქეცი-, გმირებმა რაც შეიძლება სწრაფად ყველაფერი უნდა მიატოვონ, საჭირო ნივთები შეაგროვონ, ნიუ-იორკის ცენტრალურ სადგურზე შეხვდნენ და შორს გაიქცნენ. ერთ დღეს ეს დღსც დადგება, და ახალგაზრდა გმირები მატარებლის ერთი და იმავე ვაგონში ამოჩნდებიან, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, თუ რა და რატომ გააკეთეს ყოველივე ეს სისულელე. ახლა მხოლოდ ურთიერთობა და ღრმა თვითშეფასება დაეხმარება მათ გააცნობიერონ ღირს თუ არა სირბილის გაგრძელება
სკოლის უფროსკლასელები ჯადოქრების ჯგუფს ქმნის. ისინი კიდევ უფრო ძლიერდებიან და აქამდე მათთვის უცნობი ძალების დაუფლებას იწყებენ. 1996 წელს გადაღებული ფილმის ,,The Craft" გაგრძელება.
ორი წყვილი ოკეანის სანაპიროზე სახლს ქირაობს. ერთი შეხედვით იდეალური ნაქირავები სახლი ეჭვს უჩენთ, რომ მეპატრონე მუდმივად უთვალთვალებს მათ. ის რაც დასვენება უნდა ყოფილიყო ნამდვილ სისასტიკედ გადაიქცევა და ძველი ოთხი მეგობარი, სულ სხვა თვალით დაინახავს ერთმანეთს.
ხუთი ახალი მუტანტი-მოზარდი, მათი ნების წინააღმდეგ საიდუმლო ობიექტზე ჩაკეტილები იმყოფებიან. იქ გმირები იძულებულნი არიან თავიანთი გამანადგურებელი შესაძლებლობების და წარსულის ცოდვების წინააღმდეგ იბრძოლონ. მათ მსოფლიოს ან სამყაროს კი არა, საკუთარი თავის გადარჩენა მოუწევთ. “ახალი მუტანტების” გუნდის წევრები არიან კოლოსის და მეჯიკი, ძლევამოსილი ჯადოქარი, რომელსაც ტელეპორტაცია შეუძლია. ვულფსბეინი, რომელსაც სურვილისამებრ მაქციად გადაქცევა შეუძლია. დანი მუნსტარი a.k.a. მირაჟი, რომელსაც სხვისი ფიქრების და შიშიების განხორციელება შეუძლია. ზარბაზნის ბირთვი, რომელიც ფრენის შესაძლებლობას ფლობს, და სანსტოპი, რომელიც მზის გამოსხივებას შთანთქავს და ძლიერ ნაკადად გარდაქმნის, და მთავარი გმირების მეთაური სესილია რეიესი, რომელსაც მის გარშემო დამცავი ბიო-სფეროს შექმნა შეუძლია.
სამხრეთ სუდანის საომარი ტეროტორიებიდან ლტოლვილთა წყვილი გამოაღწევს. ისინი ცდილობენ ახალი ცხოვრება ინგლისის ერთ-ერთ ქალაქში დაიწყონ
სსრკ, 1983. საბჭოთა კოსმონავტმა და გმირმა კონსტანტინე ვეშნიაკოვმა საკუთარ სხეულში ჩაბუდებული უცხო არსება ჩამოიყვანა დედამიწაზე. ქალაქის დახურულ საიდუმლო ლაბორატორიაში, ნეიროფიზიოლოგი ტატიანა კლიმოვა კოსმონავტის გათავისუფლებას ცდილობს ურჩხულისგან, რა დროსაც აღმოაჩენს, რომ იგი ბევრად მეტს გრძნობს, ვიდრე პროფესიული ინტერესია პაციენტის მიმართ.







































