ძიება - * | ნაპოვნია: 133

რონალდუ

Ronaldo

ეს დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელის რონალდუს ცხოვრებასა და კარიერას გვაცნობს. გადაღებები 14 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მაყურებელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ახლოდან გაიცნოს სპორტსმენის ყოველდღიური ცხოვრება როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ფილმში წარმოდგენილია ექსკლუზიური კადრები, პირადი მომენტები, ოჯახური ურთიერთობები და პროფესიონალური კარიერის მნიშვნელოვანი ეპიზოდები. მაყურებელი ხედავს იმ შრომას, დისციპლინასა და თავდადებას, რომელმაც რონალდუ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავად აქცია.

ევერესტი

Everest

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ეს ფილმი მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დასაპყრობად შეკრებილი ალპინისტების ისტორიას მოგვითხრობს. გამოცდილი მთამსვლელები ევერესტის მწვერვალისკენ მიემართებიან, თუმცა წარმატების გზაზე ბუნება მათ წარმოუდგენელ გამოცდას უმზადებს. აღმართის ყველაზე რთულ ეტაპზე მოულოდნელი ქარიშხალი იწყება, რომელიც მთას სასიკვდილო საფრთხის ზონად აქცევს. ექსტრემალურ პირობებში აღმოჩენილი ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან და ურთულესი გადაწყვეტილებების მიღება უწევთ. თითოეული ნაბიჯი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზღვარს კიდევ უფრო ამცირებს.

1820 წელს ვეშაპებზე მონადირე გემი ესექსი ხანგრძლივ და სახიფათო მოგზაურობაში მიემართება. ეკიპაჟი წარმატებული ნადირობის იმედით ოკეანის სიღრმეებში მიიწევს, თუმცა მათ წარმოუდგენელი საფრთხე ელით, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საზღვაო ტრაგედიად იქცევა. გიგანტურ და აგრესიულ ვეშაპთან შეხვედრის შემდეგ გემი განადგურებულია, ხოლო ეკიპაჟის წევრები ღია ზღვაში გადარჩენისთვის ბრძოლას იწყებენ. უკიდურესი შიმშილი, წყლის ნაკლებობა და ბუნების დაუნდობელი პირობები მათ ფიზიკურ და მორალურ გამძლეობას გამოცდის წინაშე აყენებს.

სერიალი მოგვითხრობს ახალგაზრდა ინგლისელი ლორდის ისტორიას, რომლის ცხოვრება სამუდამოდ იცვლება, როდესაც ვიკინგები ტყვედ აიყვანენ. მიუხედავად მძიმე ბედისა, იგი თავისი სიმამაცითა და მეომრული ხასიათით მათ პატივისცემას მოიპოვებს. დროთა განმავლობაში ახალგაზრდა გმირს ვიკინგები შვილივით ზრდიან, რის შედეგადაც იგი ორ განსხვავებულ სამყაროს შორის აღმოჩნდება. სერიალი სავსეა ისტორიული მოვლენებით, ბრძოლებით, ინტრიგებითა და დაუვიწყარი თავგადასავლებით.

ისტორია მეორე მსოფლიო ომის დროს, ყირიმის ნახევარკუნძულზე ვითარდება. საბჭოთაჯარები, რომლებიც ძირითადად ქართველი ჯარისკაცებითაა დაკომპლექტებული, დესანტირებას ახდენენ ქერჩში. მათი მთავარი დანიშნულება სანაპიროსა და ფეოდოსიის გზაზე მდებარე სოფლების გერმანელებისგან გაწმენდაა. დაძაბულ ბრძოლებთან ერთად, სერიალში ნაჩვენებია საბჭოთა სისტემისა და იდეოლოგიის სიცრუე და ხელმძღვანელობის მხრიდან დაშვებული შეცდომები, რომელთა მიუხედავად ჯარისკაცები მაინც ცდილობენ სიმტკიცის შენარჩუნებას.

სერიალი მოგვითხრობს ახალგაზრდა მარკო პოლოს ცხოვრებასა და თავგადასავლებს, რომელიც წარმატებული ვენეციელი ვაჭრის შვილია. მამის ამბიციებისა და სავაჭრო ინტერესების გამო, მარკო მოულოდნელად აღმოჩნდება მონღოლთა იმპერიაში, სადაც მისი ცხოვრება სრულიად ახალ მიმართულებას იღებს. მამამისი მას ჩინეთის მმართველის, კუბლაი ხანის კარზე ტოვებს, რის შემდეგაც იწყება მარკოს უდიდესი და ყველაზე სახიფათო მოგზაურობა. უცხო კულტურებთან, პოლიტიკურ ინტრიგებთან და ძალაუფლებისთვის ბრძოლასთან შეჯახება ახალგაზრდა მოგზაურს სწრაფად აიძულებს გაიზარდოს და საკუთარი ადგილი იპოვოს ამ უზარმაზარ იმპერიაში.

ფილმი მოგვითხრობს იესო ქრისტეს ცხოვრების სრულ ისტორიას მისი მოკრძალებული დაბადებიდან დაწყებული, ქადაგებითა და სასწაულებით გაგრძელებული, ჯვარცმითა და საბოლოოდ აღდგომით დამთავრებული. ძლიერი ბიბლიური დრამა, რომელიც რწმენას, სიყვარულსა და მსხვერპლს ასახავს.

ვიკინგები

Vikings

სერიალი მოგვითხრობს ლეგენდარული ვიკინგი მეომრის, Ragnar Lothbrok-ის და მისი ვიკინგების რაზმის თავგადასავალს. რაგნარი უბრალო მეომრიდან იწყებს გზას, მაგრამ მისი მიზანი ბევრად დიდია გახდეს ვიკინგების მეფე და თავისი ხალხი ახალ მიწებზე წაიყვანოს.

ისტორიული სერიალი, სადაც მოქმედება ჩინეთის დინასტიის მართველობის პერიოდში ხდება. სერიალის მთავარი გმირია სონ ნიანი, რომელიც სასახლეში თავდაპირველად მოახლედ მუშაობს, მოგვიანებით კი იმპერატორის მეუღლე და ჩინეთის მმართველი გახდება...

ყოფილი ლეგენდარული მკვლელი კენშინ ხიმურა, რომელმაც წარსულში უამრავი სიცოცხლე წაიღო, ცდილობს ახალი გზით იცხოვროს როგორც მოხეტიალე სამურაი, რომელიც სუსტებს ეხმარება და თავის ქმედებებს მონანიებით ასწორებს. მისი მიზანია მშვიდობიანი ცხოვრება და წარსული ცოდვების გამოსყიდვა. ერთ-ერთი მისიის დროს ის ხვდება კაორუ კამიეის კეთილ და ძლიერი ნებისყოფის მქონე გოგონას, რომელიც საბრძოლო ხელოვნების სკოლას ხელმძღვანელობს. მათი შეხვედრა ნელ-ნელა ღრმა ემოციურ კავშირში გადაიზრდება, სადაც ნდობა და თანაგრძნობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

სპარტაკი ძალით დაშორებულია თავის საყვარელ მეუღლეს და ყოველდღიურად გადის ბრძოლაში, სადაც სისხლი, ძალაუფლება და გართობა ერთმანეთში ირევა. მისი მთავარი მიზანი თავისუფლება და ცოლის დაბრუნებაა, თუმცა ამისთვის მას უწევს დაუნდობელ სამყაროში თამაში, სადაც წესებს ძლიერები წყვეტენ.

მოქმედება ვითარდება 1920-იან წლებში, როდესაც ამერიკაში „მშრალი კანონი“ კრიმინალურ სამყაროს უზარმაზარ შესაძლებლობებს აძლევს. Nucky Thompson გავლენიანი სახელმწიფო მოხელე ქმნის საკუთარ დანაშაულებრივ იმპერიას და იწყებს ალკოჰოლის არალეგალურ კონტრაბანდას. პოლიტიკა, კორუფცია და მაფია ერთმანეთში იკვეთება ამ ძლიერ და რეალისტურ ისტორიაში.

ფილმი ჯორჯ VI-ზე, ელისაბედ II-ის მამაზე მოგვითხრობს. მას შემდეგ რაც მისმა ძმამ უარი განაცხადა ტახტზე, მეფე ჯორჯი VI ხდება. მას ერთი პრობლემა აქვს: ენა ეჩლიფება და ამიტომ იგი მიდის სამკურნალოდ ლოგოპედთან. ბევრი მეცადინეობის შემდეგ მეფეს ჩვეულებრივი ხმა აქვს და ახლა მას ინგლისელები ბრძოლის ველზე მიჰყავს...

ლეგიონი

Legion

ღმერთმა საბოლოოდ დაკარგა ყველანაირი იმედი კაცობრიობის და სიკვდილის ანგელოზები გაგზავნა დედამიწაზე საკუთარი ქმნილების მოსასპობად... ადამიანებს მხოლოდ მთავარანგელოზი მიქაელი გამოექომაგა

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ეს ემოციური დრამა ლეიტენანტ მაიკლ სტრებლის ისტორიას გვიყვება. სამხედრო სამსახურის დროს მას მძიმე და საპასუხისმგებლო მისია ევალება ერაყში დაღუპული ცხრამეტი წლის ახალგაზრდა ჯარისკაცის ცხედარი მის მშობლიურ ქალაქში, ვაიომინგში გადაასვენოს.

ვალკირია

Valkyrie

მოვლენების განვითარებასთან ერთად შტაუფენბერგი შეთქმულების ცენტრალურ ფიგურად იქცევა. მას ევალება სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება და პირადად ფიურერის ლიკვიდაცია. დაძაბული ისტორიული დრამა ასახავს ძალაუფლების წინააღმდეგ ბრძოლას, ღალატს, გამბედაობასა და იმ ადამიანების მცდელობას, რომლებმაც ისტორიის შეცვლა გადაწყვიტეს.

დედოფალი

The Queen

ფილმი ასახავს დრამატულ პერიოდს Elizabeth II-სა და Tony Blair-ს შორის, პრინცესა დიანას ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ. სამეფო ოჯახი პირად გლოვასა და საზოგადოების მხრიდან ემოციური რეაქციის მოთხოვნას შორის რთულ ბალანსს ეძებს. ძლიერი ისტორიული დრამა, რომელიც გვიჩვენებს პოლიტიკის, მონარქიისა და საზოგადოების ურთიერთობას კრიზისის დროს.

მამაცი ახალგაზრდა ბალიანი გადაწყვეტს მამის ჯვაროსანთა რაზმს შეუერთდეს და ღირსებისთვის იბრძოლოს. ერთ-ერთი სასტიკი ბრძოლის დროს მისი მამა სასიკვდილოდ დაიჭრება, თუმცა სიკვდილის წინ შვილს რაინდად აკურთხებს და დიდ პასუხისმგებლობას ანდობს. ბალიანი ფიცს დებს, რომ სიცოცხლის ბოლომდე იერუსალიმის მეფის ერთგული დარჩება. მაგრამ ყველაფერი რთულდება, როდესაც მისი და მეფის დის აკრძალული სიყვარული ბევრისთვის მიუღებელი ხდება და მის წინააღმდეგ ძლიერი მტრები ერთიანდებიან...

რომი

Rome

კეისრის მოახლოებული დაბრუნება რომში დიდ დაძაბულობას იწვევს. მისი ნათესავი ატია შიშით ელოდება მოვლენების განვითარებას, ხოლო გავლენიანი პატრიციები შფოთავენ, რადგან ფიქრობენ, რომ კეისრის ძალაუფლება რესპუბლიკაში არსებულ ბალანსს დაარღვევს და მათ გავლენასა და კეთილდღეობას საფრთხეს შეუქმნის.

„ქრისტეს ვნებანი“ არის ძლიერი და ემოციურად მძიმე მხატვრული ფილმი, რომელიც ასახავს იესო ქრისტეს ცხოვრების ბოლო 12 საათს. რეჟისორი მელ გიბსონი მაქსიმალურად რეალისტურად გვიჩვენებს ქრისტეს ტანჯვასა და ჯვარცმას, რამაც ფილმს როგორც დიდი აღიარება, ისე მწვავე კრიტიკა მოუტანა. ფილმი გადაღებულია ისტორიულ ენებზე არამეულ, ლათინურ და ძველ ებრაულზე, რაც მას განსაკუთრებულ ავთენტურობას სძენს.