ელექტროენერგიის ტიტანებს, თომას ედისონსა და ჯორჯ ვესტინგჰაუსს შორის დიდი კონკურენციაა მდგრადი სისტემის შქმნისა და ამერიკელი ხალხისთვის მისი მიყიდვის საკითხში.
ფილმის მოქმედება სამოცდაათიანი წლების პირველი ნახევრის რომში ხდება. უცნობი დამნაშავეები ნიღბებით იტაცებენ ახალგაზრდას სახელად ჯონ პოლი. მალე გაირკვევა, რომ ბიჭი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის შვილიშვილია. მისი ბაბუა ჯონ პოლ გეტი ცნობილია არა მხოლოდ მისი ქონების გამო, არამედ როგორც შრომისმოყვარე ადამიანი, მაგრამ ყველაზე მეტად სახელი სიძუნწის გამო აქვს გათქმული. გამტაცებლები გამოსაყიდს მოითხოვენ ბაბუა მისი ქონების ნაწილის გაცემას არ აპირებს, თუნდაც მისი საყვარელი შვილიშვილის გამო.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდედობაზე დანიშვნიდან, რამდენიმე დღის შემდეგ უინსტონ ჩერჩილი, მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემის პირისპირ დგება, მან უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: ნაცისტურ გერმანიასთან მოლაპარაკებების დაწყება და თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ან მისი ქვეყნის მოქალაქეების უფლებები და თავისუფლების დაცვა.
არტურ მილნისა და მისი ვაჟის კრისტოფერ რობინის ისტორია. სწორედ კრისტოფერის სათამაშოებმა შთააგონა მილნი დაეწერა ვინი პუჰის უჩვეულო თავგადასავალი.
ფილმი მოგვითხრობს მე-20 საუკუნის მნიშვნელოვან მოვლენაზე "უოთერგეითზე", რომელმაც პრეზიდენტ ნიქსონის თანამდებობის ნაადრევი დატოვება გამოიწვია. ადამიანის ვინაობა, რომელიც პრესას ინფორმაციას აწოდებდა მხოლოდ 30 წლის შემდეგ გაირკვა, მას შემდეგ რაც თავად აღიარა. ისტორია დაფუძნებულია რეალურ ამბავზე...
მარტი 1965 წელი. ცივი ომი. ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი პირველობისთვის იბრძვიან კოსმოსურ რბოლაში. ჯერჯერობით საბჭოთა კავშირი ლიდერობს. შემდეგი სვლა ღია კოსმოსში ადამიანის შესვლაა. გაფრენამდე ორი კვირით ადრე სატესტო ხომალდი ფეთქდება. მაგრამ ყოყმანის დრო არაა, რისკების მიუხედავად საბჭოთა კავშირს ლიდერობის დაკარგვა არ შეუძლია. ორი ადამიანის ისტორია , რომელმაც შეუძლებელი უნდა შეძლოს, კოსმოსში გაფრენა სატესტო ფრენის გარეშე.
ფილმს საფუძვლად უდევს მწერალი ლუნ უნის შემზარავი ისტორია. ამბავი იწყება , როდესაც მწერალი ხუთი წლის იყო და იგი მოხვდება ბანაკში, სადაც მას მეომარ ბავშვად ზრდიან.
ფილმი მოგვითხრობს ნამდვილ ტრაგიკომიკურ ისტორიას 2003 წელს ტომი ვაისის საკულტო დრამის “ოთახი”-ს შექმნის შესახებ, რომელსაც კინო ისტორიაში ხშირად ყველაზე ცუდ ფილმს უწოდებენ, რომლის რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და წამყვანი მსახიობი თავად იყო. 10 წლის შემდეგ გრეგმა გამოაქვეყნა მემუარები, რომლის მიხედვითაც გადაიღეს ფილმი: დამწყები სიმპატიური მსახიობი გრეგი სამსახიობო კურსებზე გაიცნობს ექსცენტრიულ ტომი ვისეუს. ახალ მეგობრებს ძალიან ცოტა რამ აქვთ საერთო, გარდა თვითგამოხატვის სურვილისა და მსახიობობისა, ამიტომ ისინი ჰოლივუდის დასაპყრობად მიემგზავრებიან.
ფილმი მოგვითხრობს ტერგუდ მარშალის, ამერიკის უმაღლეს სასამართლოში პირველი აფროამერიკელის ისტორიას. კარიერის დასაწყისში მას შეხვდა სადაო საქმე , შავკანიანი მძღოლის, რომელსაც მისი დამქირავებელი ქალბატონი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. მან ახალბედა ებრაელ ადვოკატთან ერთად გადაწყვიტა , რასიზმისა და ანტისემიტიზმის ეპოქაში, სენსაციური განცხადება გაეკეთებინა მოქალაქეთა უფლებათა თანასწორებისათვის.
55 წლის უიმბლდონის ჩემპიონის ბობი რიქსისა და 29 წლის ტენისის მოთამაშე ქალის ბილი ჯინ კინგის დაპირისპირების ისტორია. ლეგენდარულმა მატჩმა , რომელიც 1973 წელს ჩატარდა ტელეეკრანებთან 50 მილიონი მაყურებელი შეკრიბა და დაამტკიცა, რომ პროფესიონალი ქალი ტენისის მოთამაშეები უთანაბრდებიან მამაკაც მოთამაშეებს.
კოსმოსური სადგური "სალუტ 7" ორბიტაზე იმყოფება უპილოტო რეჟიმში. იგი მოულოდნელად შეწყვეტს კავშირს ფრენის მართვის ცენტრთან. მიღებულია გადაწყვეტილება ორბიტაზე დამხმარე ეკიპაჟის გაგზავნის შესახებ. ეკიპაჟი ხვდება რომ დედამიწაზე დაბრუნების შანსი არც ისე დიდია. მათ არა მხოლოდ უნდა იპვოონ სადგური, არამედ უნდა გააცოცხლონ კიდეც ის. შეძლებს კი ორი ადამიანი თავიდან აიცილოს კატასტროფა და გადაარჩინოს დედამიწა სადგურის დაცემისაგან? ორბიტაზე ნამდვილი დეტექტივი განვითარდება. ფილმი გადაღებულია რეალურ მოვლენებზე. 1985 წელს ორბიტაზე გაფრენა ყველაზე რთულ ფრენად ითვლება კოსმონავტიკის ისტორიაში.
ფილმი დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე. ვარშავის ზოოპარკის თანამშრომლები ნაცისტებისაგან მალავდნენ ასობით ებრაელს ზოოპარკის ცარიელ გალიებსა და საკუთარ სახლში.
ქარიზმატული მეთევზე, რომელიც ვალების გამო იტანჯება. პრობლემური ქალი, რომელიც დემონებს ერკინება. საკუთარი ოჯახისა და ხალხისგან განდევნილი ნიჭიერი ბუღალტერი. რჩეულის პირველ ინოვაციურ სეზონში ნახავთ თუ როგორ მიაღწევს იესო თითოეულ მათგანამდე, როგორ მოახდენს სასწაულებს და დაიწყებს სამყაროს შეცვალს. მისი თვალებით დაინახავთ, ვინც პირადად იცნობდა მას.
ნამდვილ მოვლენებზე დაფუძნებული ეს დრამატული ისტორია მოგვითხრობს 2010 წლის აპრილში მექსიკის ყურეში მდებარე ნავთობის პლატფორმა „დიფვოთერ ჰორიზონზე“ მომხდარი ტრაგედიის შესახებ. პლატფორმის თანამშრომლები ყოველდღიურ სამუშაოს ასრულებენ, როდესაც ტექნიკური პრობლემები და უსაფრთხოების სისტემების ჩავარდნა კატასტროფულ მოვლენებს იწვევს. სიტუაცია სწრაფად გამოდის კონტროლიდან და ასობით ადამიანის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დგება.
ახალგაზრდა ელიზაბეტის ცხოვრება რადიკალურად იცვლება, როდესაც იგი მოულოდნელად ბრიტანეთის ტახტზე ადის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მონარქი ხდება. სამეფო პასუხისმგებლობები, პოლიტიკური გამოწვევები და პირადი ცხოვრება ერთმანეთში იკვეთება, რაც მას რთული გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებს. სერიალი დეტალურად ასახავს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიას, მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებსა და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დედოფალი ელიზაბეტ II ათწლეულების განმავლობაში იდგა. ისტორია გვიჩვენებს ძალაუფლების, მოვალეობისა და პირადი ბედნიერების რთულ ბალანსს.
ფილმს საფუძვლად უდევს რეალური ისტორია. ბოტსვანას პრინცი სერეტსე ჰამა დაქორწინდება ლონდონის მაცხვორებელზე რუთ უილიამსზე. მათმა ურთიერთობამ აღაშფოთა არა მარტო მათი ოჯახები , არამედ ბოტსვანას ტომები, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მთავრობები, მაგრამ მათი ოჯახი ვერაფერმა დაანგრია...
ნამდვილი სამოქალაქო ომის ერა - ამბავი თეთრ სამხრეთელზე, რომელიც მონად მიჰყავთ. ის ამბოხით ეწინააღდეგება კონფედერაციას...
ფილმი მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომის დროს ორი ჩეხოსლოვაკელი ჯარისკაცის ნამდვილ ისტორიას და ერთ-ერთ ყველაზე ბოროტ ნაცისტ დამნაშავეზე რაინჰარდ ჰაიდრიხზე, რომელსაც მეტსახელად - პრაღის ჯალათი უწოდეს...







































