მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 15 წლის შემდეგ იქმნება სპეციალური სპეცაგენტების გუნდი, რათა იპოვონ ადოლფ ეიხმანი, გესტაპოს ცნობილი თანამშრომელი.
მოციქული პავლეს ცხოვრების ისტორია. მან ქრისტიანების დევნით დაიწყო და როგორც ქრისტიანული ეკლესიის ეკლესიის დამაარსებელმა , ისე დაასრულა სიცოცხლე ციხეში.
ალტერნატიულ ვიქტორიანული ხანის გოთემ სითიში ბეტმენი იწყებს ბრძოლას კრიმინალთან და ამასთან იგი მკვლელობების სერიასაც იძიებს.
2008 წელს ტაჯ მაჰალის სასახლე მუმბაიში პაკისტანელი მებრძოლების სასტიკი შეტევის სამიზნე გახდება. შენობა ცეცხლის ალში გაეხვევა, ათეულობით ადამიანს კი მძევლებად აიყვანენ.
მწერალი გაბრიელ-სიდონი კოლეტის ბიოგრაფიული ისტორია. XIX საუკუნე. ახალგაზრდა გოგონა კოლეტი, მის ფრანგ ქარიზმატულ და ავტორიტეტულ მეუღლესთან ვილისთან ერთად სოფელში ცხოვრობს. ერთ დღეს ვილი გაიგებს, რომ კოლეტი მოთხრობებს წერს და მათი საკუთარი სახელით გამოქვეყნებას გადაწყვეტს. მალე ვილი დიდებას მოიპოვებს და პარიზული ბოჰემის ნაწილი გახდება. კოლეტი მარტო რჩება, თუმცა გოგონა ჩრდილიდან გამოსვლას, სოციალური და სექსუალური თავისუფლებისთვის ბრძოლას, და დიდების მიღწევას ნებისმიერ ფასად გადაწყვეტს…
მე-18 საუკუნის დასაწყისი. ინგლისი საფრანგეთს ებრძვის. ამის მიუხედავად, გაცხარებული მიმდინარეობს იხვების შეჯიბრი და ანანასსაც არავინ იკლებს. ტახტზე ავადმყოფი დედოფალი ანა ზის, ხოლო ქვეყანას მისი ახლო მეგობარი, ლედი სარა განაგებს. როდესაც ახალი მოახლე, ებიგაილი ჩამოდის, სარა მისით იხიბლება. სარა მასზე ზრუნავს და ებიგაილსაც უჩნდება შესაძლებლობა, რომ თავის არისტოკრატულ ფესვებს დაუბრუნდეს. სარა ომისგან დაღლილია და ამ დროს ებიგაილი მას სიცარიელეს უვსებს, როგორც დედოფლის კომპანიონი.
ომისშემდეგომ ლონდონში ახალგაზრდა მწერალი, ჯულიეტი, ცდილობს მოიფიქროს სიუჟეტი წიგნისათვის, მაგრამ ომის კოშმარზე დაწერა არ სურს, სხვა დანარჩენი თემები კი ან მოსაწყენი ეჩვენება ან სიტუაციისთვის შეუსაბამო. ერთი შემთხვევა ძალიან დაეხმარება მას - კუნძული გერნსიდან მეღორის წერილი მოდის. აღმოჩნდება, რომ მეღორეებსაც უყვართ კითხვა. დოუსის ხელში ჩაუვარდა წიგნი, რომელიც ადრე ჯულიეტს ეკუთვნოდა და სთხოვს მას ურჩიეოს კარგი წიგნების მაღაზია. საქმე იმაშია, რომ კუნძული ომის წლებში გერმანელების მიერ იყო ოკუპირებული და მაცხოვრებლები ცდილობენ აღადგინონ ცხოვრების რიტმი. წერილი ჯულიეტის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. წიგნის კლუბი, რომელიც სოფლის მაცხოვრებელების აკრძალული შეხვედრების საფარველი გახდა ჩაითრევს მას. იწყება მიმოწერა სხვადასხვა ადამიანებთან.
2000 წელს მოხდარი დრამატული ამბავი, როდესაც წყალქვეშა სარაკეტო კრეისერი K-141 -კურსკი- ჩაიძირა. ამ კატასტროფაში 118 ადამიანი დაიღუპა. ისინი საბრძოლო მომზადების დავალებას ასრულებდნენ, რომელიც მიზნად ისახავდა მტრის ხომალდებზე ტორპედოს რაკეტების ტესტირებას. მთელი საშინელება იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ბირთვული წყალქვეშა ნავი გაურკვეველი მიზეზით ფსკერზე დაეშვება, ეკიპაჟი მაშინვე არ დაღუპულა. ბევრი ავარიას გადაურჩება და ბარენცის ზღვის ფსკერზე ხაფანგში აღმოჩნდება. მაშველების უიმედო მოლოდინში, მათი გადარჩენის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების უმრავლესობა დღემდე გრიფით საიდუმლოა. მოვლენები -კურსკის- ეკიპაჟის ირგვლი ვითარდება, რომლებიც სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდებიან. ასევე მათი ახლობლები, რომლებიც სასოწარკვეთილები ბრძოლობდნენ მათ გადასარჩენად
მარია სტიუარტი, ბევრის მხრიდან ინგლისის ტახტის ერთადერთ ლეგიტიმურ მემკვიდრედ აღიარებული ქალი ცდილობს საკუთარი ბიძაშვილის, დედოფალი ელიზაბეტ პირველის ტახტიდან ჩამოგდებას.
ასტრონავტი ნილ არმსტრონგის ცხოვრების ისტორია და ლეგენდარული კოსმოსური მისიის შესრულების ამბავი, რომელმაც კოსმონავტი, 1969 წლის 20 ივლისს, პირველ მთვარეზე მოსიარულე ადამიანად აქცია.
ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენაზე : პოლიციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე სისხლიანი ბანკის ძარცვაზე. პოლიციის კოდი 211 – ბანკის ძარცვის კოდია. ბედის ირონიით ასეთ კოდს იღებს პოლიციის ოფიცერი მაიკ ჩენდლერი მისი მორიგეობის დროს. მთავარი გმირი მოვლენების ადგილზე მიდის და უპირისპირდება უაღრესად მაღალკვალიფიციურ, უშიშარ და კბილებამდე შეიარაღებულ მძარცველების ჯგუფს და ცდილობს არ მისცეს ნადავლთან ერთად გაქცევის საშუალება.
ფილმი გადაღებულია რეალური ამბის მიხედვით. ოთხი საჰაერო მეკობრე გაიტაცებს თვითმფრინავს, მგზავრებს მძევლად აიყვანს და ჩაფრინდება კუნძულ ენთებეზე, უგანდაში. ეს ხდება 1976 წელს, რათა გაათავისუფლონ ათობით პალესტინელი, რომელიც ისრაელის ციხეშია.
1950 წელს, კორეის ომში სერჟანტი შემთხვევით წააყდება ნახევრად გაყინულ გოგონას, რომელიც დაკარგულია და მშობლებიც დაკარგული ჰყავს.
ფილმი მოგვითხრობს ამერიკის ყველაზე ცნობილი ბანდიტის ალ კაპონეს “მარჯვენა ხელის” ჯეკ მაკგერნის კრიმინალური მოღვაწეობის და მისი თვალით დანახული კაპონეს ცხოვრების და კრიმინალური სამყაროს სათავეში მოსვლის შესახებ...
რამოდენიმე წარუმატებელი წიგნის შემდეგ, ჩარლზ დიკენსი გადაწყვეტს დაწეროს და მისივე სახსრებით გამოუშვას წიგნი "საშობაო სიმღერა".
ჰარვარდის სწავლულმა და პროფესორმა უილიამ მარსტონმა მისი კვალი დატოვა ისტორიაში სიცრუის დეტექტორისა და ფემინიზმის თეორიით. კომიქსების შემქმნელმა მარკს ჰეინსმა მას შესთავაზა სუსტი სქესის სუპერგმირი გამოეგონა...
ფილმი მოგვითხრობს რეინჰარდ ჰეიდრიხის აღზევებაზე - ნაცისტური გერმანიის საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეზე. მისი ინიციატივა იყო საბოლოოდ "გადაეწყვიტათ" ებრაელების საკითხი. იგი ინგლისელების მიერ სპეციალურად მომზადებულმა ჩეხოსლოვაკიელმა დივერსანტებმა მოკლეს...







































