ბრიტანელი მხატვრის ლუის უეინის რეალური ისტორია, რომლის ნახატებმაც სამუდამოდ შეცვალეს საზოგადოების წარმოდგენა კატებზე. მოვლენები მე-19 საუკუნის ბოლოს ვითარდება და შთამაგონებელი, შეუმჩნეველი მთავარი გმირის წარმოუდგენელი თავგადასავალების შესახებ მოგვითხრობს.
არქეოლოგი ისტორიულად მნიშვნელოვან გათხრებს იწყებს 1938 წელს.
ილინოისის „შავი პანტერების პარტიის“ თავმჯდომარის, ფრედ ჰამპტონის ისტორია, და გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმანტის - უილიამ ო’ნილის მიერ მისი საბედისწერო ღალატი.
ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში რომის იმპერია ევროპაში ძალაუფლების გაფართოებას აგრძელებს, ხოლო გერმანული ტომები თავისუფლების შესანარჩუნებლად იბრძვიან. დაძაბულობა განსაკუთრებით იზრდება მაშინ, როდესაც რომაელებსა და ადგილობრივ ტომებს შორის დაპირისპირება გარდაუვალი ხდება. მოვლენების ცენტრში ახალგაზრდა მეომარია, რომელიც ორ სამყაროს შორის აღმოჩნდება. ერთ მხარეს მისი წარმომავლობა და ხალხია, მეორე მხარეს კი რომის იმპერია, რომელმაც იგი საკუთარი წესებით აღზარდა. რთული არჩევანის წინაშე მდგომი გმირი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს.
სერიალი მოგვითხრობს ოტომანთა სულთან მეჰმედ II-ის ამბიციურ გეგმაზე, რომლის მიზანიც ბიზანტიის დედაქალაქის, კონსტანტინეპოლის, დაპყრობაა. ახალგაზრდა სულთანი უზარმაზარ სამხედრო კამპანიას იწყებს, რომელმაც ისტორიის მსვლელობა სამუდამოდ უნდა შეცვალოს. ეპიკური ბრძოლების, პოლიტიკური ინტრიგებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების ფონზე, მეჰმედი ცდილობს თავისი ოცნების განხორციელებას და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქის ხელში ჩაგდებას. სერიალი ისტორიულ მოვლენებზე დაფუძნებულ შთამბეჭდავ ისტორიას გვთავაზობს.
სერიალი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე და მოგვითხრობს ნორვეგიის მეფისნაცვალ პრინცესა მართას ისტორიას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური ოკუპაციის გამო იძულებულია ქვეყანა დატოვოს და თავშესაფარი ამერიკაში იპოვოს.
ნამდვილი ამბავი, სადაც მოვლენები 1970 წელს ლონდონში “მის მსოფლიოს” სილამაზის პოპულარული მე–20 კონკურსისი დროს ვითარდება, რომლის წამყვანი აშშ-იდან კომედიის ლეგენდა, ბობ ჰოუპი იყო. ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობის უკმაყოფილო აქტივისტთა ჯგუფი და ფემინისტი სალი ალექსანდერი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ სილამაზის კონკურსი ქალებს ამცირებს, კარგად მოფიქრებული საბოტაჟის გეგმის შემუშავებას გადაწყვეტენ. შედეგად გმირები ერთ ღამეში ცნობილები გახდებიან, როდესაც კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას ჩაშლიან, როლმის აუდუტორია 100 მილიონ მაყურებელს შეადგენდა. ხოლო როდესაც მაუწყებლობა განახლდება, კონკურსის გამარჯვებული მოულოდნელად არა შვედი ფავორიტი, არამედ პირველი შავკანიანი ქალი, მის გრენადა გახდება, რომელმაც მის მსოფლიო ტიტული მიიღო.
ისტორია მოგვითხრობს 7 ადამიანის სასამართლოზე , რომლებსაც ბრალი 1968 წლის დემოკრატიული საერთაშორისო კონფერენციაში ბუნტის გამო ედებათ.
დაქვრივებული სამოქალაქო ომის ვეტერანი თანახმაა გოგონა, რომელიც კიოვას ტომმა წლების წინ წაიყვანა თავის დეიდასა და ბიძას დაუბრუნოს, მისივე ნების საწინააღმდეგოდ. ისინი ასობით მილს გაივლიან და სერიოზულ საფრთხეებსაც გადაეყრებიან, ეძენებ რა ადგილს, რომელიც ორივეს შეუძლია სახლად მიიჩნიოს
ისტორია ვითარდება XI საუკუნეში, როდესაც ჩრდილოეთ წყლებში ვიკინგები ბობოქრობდნენ. ამ მომენტში მათ ინგლისის დაპყრობა უკვე დაწყებული ჰქონდათ
სამოქალაქო უფლებების დამცველი, სახელად ენ ეთვოთერი, იწყებს ბრძოლას დანაშაულებრივი კლანის წინააღმდეგ, რომელიც სასკოლო ინტეგრაციის საკითხებს შეეხება. მოქმედება ვითარდება 1971 წელს, ჩრდილოეთ კაროლინაში...
წარმოუდგენელი ამბავი უბრალო შავკანიანი მონის, ჰარიეტ ტაბმენის შესახებ, რომლის სიცოცხლე მარადიული კატორღისთვის იყო განწირული. თუმცა ჰარიეტის თავისუფლებისკენ სწრაფვა მას მონათმფლობელების კლანჭებისგან დაღწევაში და უსაფრთხო ადგილმდე წარმოუდგენელი მანძილის გადალახვაში დაეხმარება, სადაც მთავარი გმირი მიხვდება, რომ ამერიკას სასწრაფოდ ცვლილებები სჭირდება და მას შეუძლია ამ პროცესის დაწყებას ჩაუყაროს საფუძველი.
პოლიტიკის სტრატეგი დომინიკ ქუმინგსი, 2015 წლიდან დღემდე, ხელმძღვანელობს პოპულარულ მაგრამ საკამათო კამპანიას რათა დაარწმუნოს ბრიტანელი ამომრჩეველი ევროკავშირიდან გამოსვლის დადებით ასპექტებში.
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული სამხედრო დრამა, რომელიც 2009 წლის ოქტომბერში ავღანეთის პატარა დასახლებაში, კამდეში მოხდა, როდესაც ფორპოსტზე მყოფი აშშ-ს ჯარისკაცების მცირე ჯგუფი ასობით თალიბი ბოევიკის ძლიერი შეტევის მოგერიებას შეძლებს. სერჟანტი კლინტონ რომეშეი, შტაბ-სერჟანტი ტაი კარტერი და რამდენიმე ათეული ჯარისკაცი მოწინააღმდეგის მრავალჯერ აღემატებული ძალების ცეცხლის ქვეშ 12 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ბრძოლის შედეგი პიროსის გამარჯვებას დაემსგავსება, რადგან ფორპოსტის უმეტესი ნაწილი განადგურდება, 8 ამერიკელი დაიღუპება და 27 დაიჭრება, ხოლო თალიბები დიდი დანაგარგების გამო უკან დაიხევენ. ითვლება, რომ ბრძოლის დროს 150-ზე მეტი თალიბი ბოევიკი იქნა მოკლული. 2013 წელს ბრძოლის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის სერჟანტი კლინტონ რომეშეი და შტაბ-სერჟანტი ტაი კარტერი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს ...
ბიოგრაფიული დრამა ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების, ვინგ ჩუნის ცნობილი გროსმაისტერის, იპ მანის შესახებ, რომელიც 1960-იან წლებში ამერიკაში, სიეტლში ჩადის, რათა თავის მოწაფეს ბრიუს ლის უშუს სკოლის, ვინგ ჩუნის გახსნაში დაეხმაროს, სადაც ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების გროსმაისტერი, იპ მანი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ახალი თაობის ბოროტმოქმედებს უპირისპირდება.
როლანდ ემერიხის ისტორიული სამხედრო-დრამა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს წყნარ ოკეანეში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს. ყურადღების ცენტრში 1942 წლის ივნისში, მიდუეისთან ახლოს იაპონიის საზღვაო დამრტყმელ შენაერთსა და ამერიკულ ფლოტს შორის გამართული ლეგენდარული ბრძოლაა ...
ჰალსს, არაპროგნოზირებად პრინცსა და ინგლისის ტახტის მემკვიდრეს, მეფე ჰენრი მეხუთედ აკურთხებენ, ტირანი მამის გარდაცვალების შემდეგ. ახლა ახალგაზრდა მეფემ უნდა წარმართოს სასახლის პოლიტიკა, აწარმოოს მამის მიერ წამოწყებული ომი და გაუმკლავდეს თავისი წარსულის ცხოვრების ემოციურ გადმონაშთებს
ეს არის ამბავი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტოფის შესახებ, რომელიც ადამიანმა გამოიწვია - ჩერნობილის კატასტროფა. სერიალი მოგვითხრობს ყველაზე მამაცი ქალისა და მამაკაცის შესახებ, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან ევროპას ააცილონ ამ კატასტროფის წარმოუდგენელი გავლენა
„ყველაფერი სიმართლეა“ (2018) არის დრამატული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს უილიამ შექსპირის ცხოვრების ბოლო წლების შესახებ. ფილმის სიუჟეტი იწყება 1613 წელს, როცა შექსპირი ლონდონში თეატრის ხანძრის შემდეგ ბრუნდება საკუთარ ოჯახში, სტრეტფორდში. ის ებრძვის მამის, ქმრის და მწერლის როლებს, ცდილობს შერიგდეს წარსულ შეცდომებთან და ოჯახურ ტრაგედიებთან. „All Is True“ გვიჩვენებს მისი ცხოვრების პირად და ინტიმურ მხარეებს, რომლებიც ისტორიისთვის ხშირად დამალულია. რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი, კენეტ ბრანა, შექმნის ემოციურ და სიღრმისეულ პორტრეტს მწერლისა, რომელიც ცდილობს სულიერი სიმშვიდის პოვნას სიცოცხლის ბოლო წლებში.
მეფედ კურთხევის შემდეგ, ინგლისელების მიერ იძულებით გადასახლებული შოტლანდიის მეფე, ლეგენდარული მეომარი რობერტ VIII დე ბრუსი, ტახტის დასაბრულებლად იბრძვის.







































