ძიება - * | ნაპოვნია: 133

გერმანელი პროდიუსერის, ფრანკ ფარიანის მიერ შეკრებილი სტუდიური ჯგუფის, Milli Vanilli-ს აღზევება და დაცემა, რომელსაც ღამის კლუბის მოცეკვავეები, რობერტ პილატუსი და ფაბრის მორვანი ხელმძღვანელობდნენ. მსოფლიო მასშტაბით ჰიტ-სინგლების, ჯილდოებისა და გამოსვლების სერიის შემდეგ, გაირკვა, რომ დუეტმა თავისი სიმღერების არც ერთი ნოტი არ შეასრულა, რამაც მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სკანდალი გამოიწვია. Girl You Know It's

ფილმი ასახავს არაპროგნოზირებად გლობალურ თანამშრომლობით გამოძიებას, რომელსაც სამხრეთ კორეელი, ჩრდილოეთ კორეელი და ამერიკელი დეტექტივები აწარმოებენ, რომლებიც საკუთარი მიზნებისთვის გაერთიანდნენ.

ტეტრისი

Tetris

1988 წელს ამერიკელი ვიდეო თამაშების გამყიდველი ჰენკ როჯერსი აღმოაჩენს ვიდეო თამაშს Tetris. როდესაც ის აპირებს თამაშის სამყაროში გატანას, ის ხვდება ტყუილისა და კორუფციის საშიშ ქსელში რკინის ფარდის მიღმა.

კაი ბერდის და მარტინ შერვინის წიგნზე “ამერიკელი პრომეთე: ჯულიუს რობერტ ოპენჰაიმერის ტრიუმფი და ტრაგედია” დაფუძნებული კრისტოფერ ნოლანის ბიოგრაფიული დრამა, რომელიც 1943-1945 წლებში მანჰეტენის პროექტის დროს ლოს-ალამოსის ლაბორატორიის დირექტორის, ამერიკელი ფიზიკოს-თეორიტიკოსის რობერტ ოპენჰაიმერის, და მისი უდიდესი წვლილის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ხელმძღვანელობით შეიქმნა ისტორიაში პირველი ატომური ბომბი, რის გამოც მას ხშირად “ატომური ბომბის მამად” მოიხსენიებენ.

მეფე ედუარდის გარდაცვალების შემდეგ, უჰტრედ ბებანბურგელი და მისი ამხანაგები თავგადასავალში გადადიან დაშლილ სამეფოში იმ იმედით, რომ საბოლოოდ გააერთიანებენ ინგლისს.

გოლდა

Golda (2023)

ბიოგრაფიული დრამა, ებრაული სახელმწიფოს პირველი ქალი პრემიერ-მინისტრის – “ისრაელის რკინის ლედის”, გოლდა მეირის უკიდურესად დრამატული და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობების და საკამათო გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც მთავრობაში სერიოზული უთანხმოებების, დავების და განხეთქილების პირისპირ აღმოჩნდება, რაც საბოლოოდ 1973 წელს განკითხვის დღის ომის წარუმატებლობის მიზეზი გახდა

1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეთა ძალები სიცილიის დაპყრობას გეგმავენ, თუმცა ამისთვის გერმანელების შეცდომაში შეყვანაა საჭირო. ბრიტანეთის დაზვერვა იწყებს ერთ-ერთ ყველაზე გაბედულ და უჩვეულო ოპერაციას — გარდაცვლილი ადამიანის გამოყენებით ქმნიან ყალბ ოფიცერს და ავრცელებენ დეზინფორმაციას, რათა ნაცისტები შეცდომაში შეიყვანონ. ფილმი გვიჩვენებს ამ სარისკო და გონივრულად დაგეგმილი ოპერაციის დეტალებს.

სასოწარკვეთილი მდგომარეობის ფონზე, იგი უერთდება იატაკქვეშა ფემინისტურ ორგანიზაციას, რომელიც ქალებს რთულ სიტუაციებში ეხმარება. ეს გადაწყვეტილება ჯოის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის და მას სრულიად ახალ რეალობაში აგდებს.

მე-19 საუკუნის დასაწყისში მოკრივე მეფეების სპორტი იყო და ნიჭიერმა ახალგაზრდა მოკრივემ ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

პორტუგალიის პოლიციის უფროსის ქალიშვილის, ანა სილვა პაისის წარმოუდგენელი ცხოვრების ისტორია. ლამაზ და მგრძნობიარე გოგონას უზარმაზარი მეამბოხე სული ჰქონდა. 1965 წელს იგი ტოვებს მეუღლეს და ოჯახს, რათა მონაწილეობა მიიღოს კუბის რევოლუციაში და ახლოს იყოს მის ფარულ სიყვარულთან, ჩე გევარასთან...

ზღაპარი დიდი ამბიციებისა და აღმაშფოთებელი სიჭარბის შესახებ, რომელიც ასახავს მრავალი პერსონაჟის აღზევებას და დაცემას აღვირახსნილი დეკადანსისა და გარყვნილების ეპოქაში ჰოლივუდის გადასვლისას მუნჯი ფილმებიდან და ხმოვან ფილმებზე 1920-იანი წლების ბოლოს.

Redeeming Love

Redeeming Love (2022)

ფრენსინ რივერსის ამავე სახელწოდების რომანის მოტივებზე დაფუძნებული რომანტიკული დრამა, რომელშიც მოვლენები კალიფორნიაში 1850 წლის ოქროს ციებ-ცხელების პიკის დროს ვითარდება და ახალგაზრდა ენჯელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბავშვობაში სექსუალურ მონად გაყიდეს. მისი ცხოვრება დაუსრულებელ კოშმარას ჰგავდა, სანამ მაიკლს არ შეხვდა, რომლის სიყვარული ახლაგაზრდა გოგონას საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაში დაეხმარება და დაუმტკიცებს, რომ ნამდვილ გრძნობას ნებისმიერი ტკივილის გამოსყიდვა შეუძლია.

მე-18 საუკუნეში აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე უძლიერეს სამეფო დაჰომეიში მომხდარ რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ისტორიული ეპოსი, რომელიც ამაზონების სახელით ცნობილი ქალთა სამხედრო დანაყოფის ქალი გენერალის ნანისკას და მისი ქალიშვილის ნავის ამბავს მოგვითხრობს. ისინი ერთად იბრძოდნენ ფრანგებისა და მეზობელი ტომების წინააღმდეგ, რომლებიც მათ ღირსებასა და პატივს ხელყოფდნენ, ამონებდნენ მათ ხალხს და იმ ყველაფრის განადგურებით იმუქრებოდნენ, რისთვისაც ისინი ცხოვრობდნენ.

ამერიკელი რეჟისორის და სცენარისტის, დეივიდ ოუენ რასელის ისტორიული დრამა, რომელშიც მოვლენები 1930-იან წლებში ვითარდება და სამი ახალგაზრდა მეგობრის – ექიმის, მედდას და იურისტის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მკვლელობის მოწმეები გახდებიან, მაგრამ მოულოდნელად თავად აღმოჩნდებიან მთავარი ეჭვმიტანილები. მალე გმირები ერთ-ერთ ყველაზე საზარელ შეთქმულებას გამოავლენენ ამერიკის ისტორიაში.

ოსლო

Oslo

ფილმი გვიჩვენებს, როგორ ცდილობდნენ დიპლომატები და შუამავლები დაძაბულობის, უნდობლობისა და პოლიტიკური ზეწოლის ფონზე საერთო ენის გამონახვას. რთული მოლაპარაკებების პროცესში ადამიანური ურთიერთობები, ემოციები და მშვიდობის სურვილი ისეთივე მნიშვნელოვანი ხდება, როგორც პოლიტიკა.

ომის დასრულების შემდეგ ჰარი ცდილობს ახალი ცხოვრება დაიწყოს, თუმცა წარსულის საშინელი მოგონებები და დანაშაულის გრძნობა მუდმივად თან სდევს. საკუთარი ტკივილისა და დაკარგული სიყვარულის დაბრუნების იმედით, იგი პროფესიონალურ კრივში ბრუნდება და ცდილობს ლეგენდარული მოკრივის, როკი მარჩიანოს წინააღმდეგ გახმაურებული ბრძოლა საკუთარი ცხოვრების გარდამტეხ მომენტად აქციოს.

ნამდვილი ამბავი ფორტ-უერთის ბავშვთა სახლის საფეხბურთო გუნდის შესახებ. დიდი დეპრესიის დროს, მტკიცე სულით ისინი ქალაქის, ქვეყნისა და ერის შთაგონების წყარო გახდებიან და პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის ყურადღებაც კი მიიპყურობენ. მათი წარმატების არქიტექტორი, ლეგენდარული სკოლის მწვრთნელი რასტი რასელი იყო, რომელმაც შოკში ჩააგდო თავისი კოლეგები, როდესაც უარი თქვა მწვრთნელის პრივილეგირებულ თანამდებობაზე და ბავშვთა სახლში დაიწყო მუშაობა. თუმცა, ცოტამ თუ იცოდა რასტის საიდუმლო: ის თავად იყო ობოლი. საბოლოოდ რასელი შეიმუშავებს ინოვაციურ სტრატეგიას, რომელიც წარმატების განმსაზღვრელი გახდება თანამედროვე ფეხბურთში.

რომანტიკული დრამა, რომელშიც მოვლენები პოლიტიკურად დატვირთული 1960-იანი წლების დასაწყისში ვითარდება, სადაც ახალგაზრდა ქალი თავის მშობლიურ სამხრეთ ქალაქში ბრუნდება და თავისი შესაძლებლობების შეზღუდვის და დისკრიმინციის პირისპირ აღმოჩნდება. შედეგად, კონგრესში მისი მოკავშირის დახმარებით, მთავარი გმირი შესაძლებლობების და ქალთა დაცვის ისტორიულ კანონის მიღების შთაგონების წყარო გახდება, რომელიც ქალებისთვის მანამდე არასდროს არ იყო გათვალისწინებული.

ეიფელი

Eiffel

ისტორიული დრამა, ეიფელის კოშკის მშენებლობის შესახებ, რომელშიც მოვლენები საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავისთვის პარიზში მსოფლიო გამოფენის მომზადების დროს ვითრდება, რომელიც 1889 წელს უნდა ჩატარებულიყო. საფრანგეთის ხელისუფლება არქიტექტურულ კონკურს გამოაცხადებს, რომელშიც გუსტავ ეიფელის საინჟინრო ბიურო გაიმარჯვებს, რამაც სამუდამოდ შეცვალა არქიტექტორის ცხოვრება და ქალაქის ბედი, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და ცნობილი ღირშესანიშნაობის შექმნას გამოიწვევს.

ფილმი მიმდინარეობს 1938 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომის მუქარა მძაფრდება. ჰიტლერის ძალაუფლება იზრდება, და ევროპა ომის ზღვარზეა. ბრიტანელი დიპლომატი ჰიუ ლეგატი და გერმანელი სახელმწიფო მოხელე პოლ ფონ ჰარტმანი, რომლებიც ოდესღაც მეგობრები იყვნენ, ახლა პოლიტიკურ დრამაში ერთვებიან. ლეგატი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ნევილ ჩემბერლენის, მრჩეველია და მონაწილეობს მიუნხენის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში, რომლებიც მიზნად ისახავს ომის თავიდან აცილებას. თუმცა, ჰარტმანი შიშობს, რომ შეთანხმება უფრო დიდი საფრთხის წინაშე აყენებს გერმანიასა და ევროპას. გმირები ცდილობენ, ომი შეაჩერონ და ჰიტლერის გეგმები გამოაშკარავონ. "მიუნხენი: ომის ზღვარი" არის ისტორიული თრილერი, რომელიც სავსეა პოლიტიკური დაძაბულობითა და მორალური დილემებით.