მაშინ, როდესაც დედამიწის ზედაპირზე მონსტრები დააბიჯებენ, ადამიანების მომავავალი გოძილას და კონგის ბრძოლაში წყდება.
კოულ იანგი – თანამედროვე შერეული ორთაბრძოლების ახალგაზრდა მებრძოლია, რომელიც ფულის გულისთვის წაგებას შეეგუა, არაფერი იცის თავისი მემკვიდრეობის და იმის შესახებ, თუ რატომ გააგზავნა მასზე სანადიროდ გარე სამყაროს იმპერეტორმა შანგ ცუნგიმ მისი საუკეთესო მებრძოლი, ძლევამოსილი კრიომანსერი საბ ზირო. ოჯახის უსაფრთხოებისთვის, კოული სპეცრაზმის მაიორის ჯექსონის, რომელსაც იგივე უცნაური დრაკონის ნიშანი აქვს, როგორც მას, რჩევით სონა ბლეიდის მოსაძებნად მიდის. მალე ის უხუცესი ღმერთისა და დედამიწის სამეფოს მფარველის, ლორდ რეიდენის ტაძარში აღმოჩნდება, რომელიც თავშესაფარს აძლევს მათ, ვინც ნიშანს ატარებს. აქ იანგი გამოცდილ მებრძოლებთნ ლიუ კანისთნ, კუნგ ლაოსთან და კანოსთნ ვარჯიშობს, რომლებიც სამყაროსთვის ბრძოლაში გარე სამყაროს მტრებთან დასაპირისპირებლად დედამიწის უდიდეს ჩემპიონებთან ერთად ემზადებიან. მაგრამ შეძლებს კოული საკუთარ თავში მისი სულის უზარმაზარი ძალის – არკანას დროულად გამოღვიძებას?
მოვლენები პატარა ნორვეგიულ ქალაქში ვითარდება, სადაც კლიმატის ცვლილება უკვე არა მომავლის, არამედ ყოველდღიური რეალობაა. პოლარული ყინულის ქუდები იმაზე სწრაფად დნება, ვიდრე მეცნიერები ოდესმე ელოდნენ, და ეს პროცესები მთელ რეგიონს არასტაბილურს ხდის. უჩვეულოდ თბილი ზამთრები ადგილს უთმობს ხანგრძლივ გვალვებსა და შემდეგ მოულოდნელ, დამანგრეველ კოკისპირულ წვიმებს. ადამიანები იძულებულნი არიან იცხოვრონ მუდმივი ექსტრემალური ამინდის პირობებში, სადაც ბუნება ყოველდღე ახალ საფრთხეს ქმნის.
ახალგაზრდა ქალი მოულოდნელად მორგში იღვიძებს, სრულიად დაბნეული და გაურკვეველ ვითარებაში. ის მალე აღმოაჩენს, რომ სიკვდილს გადაურჩა და ამ გამოცდილებამ მასში განსაკუთრებული, ზებუნებრივი ძალები გააღვიძა, რომელთა არსებობაც თავადაც არ იცოდა. მისი ახალი შესაძლებლობები მალევე იქცევს როგორც კეთილი, ისე ბოროტი ძალების ყურადღებას. სხვადასხვა მხარე ცდილობს მისი ძალის გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის, რაც მას რთული არჩევანის წინაშე აყენებს.
მამის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, და-ძმა ბრუნდება საკუთარ საგვარეულო სახლში, სადაც იმედოვნებენ, რომ ოჯახის წარსულს უკეთ გაიცნობენ და ახალ ცხოვრებას დაიწყებენ. თუმცა მალევე ხვდებიან, რომ ეს სახლი ჩვეულებრივი ადგილი არ არის. სახლში ისინი აღმოაჩენენ იდუმალ საიდუმლოებებს, უძველეს მაგიას და არაერთ უცნაურ მოვლენას, რომლებიც მათი ოჯახის ისტორიასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. თითოეული ახალი აღმოჩენა მათ კიდევ უფრო აახლოებს სიმართლესთან, მაგრამ ამავდროულად ახალ საფრთხეებსაც უქმნის.
ფილმის მოქმედება ვითარდება „მატარებელი ბუსანში“ მოვლენებიდან ოთხი წლის შემდეგ, როდესაც კორეის ნახევარკუნძული სრულად განადგურებულია ზებუნებრივი ინფექციის გავრცელების შედეგად. ქვეყანა გადაქცეულია ნანგრევებად, სადაც გადარჩენილი ადამიანები მუდმივად იბრძვიან სიცოცხლისთვის და უსაფრთხო ადგილის პოვნას ცდილობენ. მთავარი პერსონაჟები ბრუნდებიან ამ მიტოვებულ ტერიტორიაზე, რათა დატოვონ განადგურებული მიწა და იპოვონ გზა გადარჩენისკენ. თუმცა ნახევარკუნძული აღარ არის უბრალოდ ნანგრევები ის სავსეა ინფიცირებულებით, მტრულად განწყობილი დაჯგუფებებით და სასიკვდილო საფრთხეებით, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე ელოდებათ.
როდესაც იდუმალი ვირუსი იწყებს გავრცელებას, ის საფრთხეს უქმნის უცხოპლანეტელ ჰიბრიდებსა და ადამიანებს შორის დამყარებულ მყიფე მშვიდობას. ეს ახალი რეალობა მთელ პლანეტაზე ქაოსს იწვევს და ოდესღაც სტაბილური თანაცხოვრება სწრაფად ინგრევა. კაპიტანი როუზ კორლი იღებს ურთულეს მისიას უხელმძღვანელოს ელიტურ მებრძოლთა ჯგუფს, რომელიც უნდა დაუპირისპირდეს ვირუსის შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებს და დაიცვას დარჩენილი ადამიანობა. ბრძოლა მხოლოდ ფიზიკურ გადარჩენას არ ეხება იგი ასევე ეხება ნდობას, ერთგულებას და იმ სამყაროს მომავალს, სადაც ორი განსხვავებული სახეობა ცდილობდა თანაცხოვრებას.
ეს არის ისტორია პოლიციელზე, რომელიც გრინ ჰილის მშვიდ პატარა ქალაქში ცხოვრობს. მისი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება, როდესაც სონიკს შეხვდება და გადაწყვეტს დაეხმაროს მას საფრთხისგან თავის დაღწევაში. სონიკზე ნადირობას ხელისუფლების წარმომადგენლები იწყებენ, რადგან მისი დაჭერა სურთ. მეგობრები ერთად სახიფათო და სახალისო თავგადასავალში ეხვევიან, სადაც მათ უამრავი დაბრკოლების გადალახვა და ძლიერი მტრების დამარცხება უწევთ.
ამერიკელი ასტრონავტი ქალი რთული არჩევანის წინაშე დგას, როდესაც იძულებულია დატოვოს ქმარი და შვილი, რათა საერთაშორისო კოსმოსურ მისიაში მიიღოს მონაწილეობა. მის წინ მნიშვნელოვანი და სახიფათო დავალება დგას, რომლის წარმატებაც ბევრ რამეს განსაზღვრავს. კოსმოსში გატარებული დრო მას როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ გამოცდებს უქმნის. სერიალი აერთიანებს სამეცნიერო ფანტასტიკას, დრამასა და ადამიანურ ისტორიას, რომელიც ოჯახური ურთიერთობებისა და დიდი მიზნებისთვის გაღებული მსხვერპლის მნიშვნელობას წარმოაჩენს.
ახალგაზრდა ჯადოქარი ნიმუე სახიფათო მოგზაურობაში მიემართება, რათა ლეგენდარულ არტურთან ერთად იპოვოს მერლინი და უძველესი, ძლევამოსილი ხმალი. მათი მისია სავსეა საიდუმლოებებით, ჯადოსნური არსებებითა და დაუნდობელი მტრებით. გზად ნიმუეს რთული გამოცდების გადალახვა და საკუთარი ძალების აღმოჩენა უწევს. სერიალი აერთიანებს ფანტასტიკას, თავგადასავალსა და არტურის ლეგენდებზე დაფუძნებულ ეპიკურ ისტორიას.
ყოფილი მონსტრებზე მონადირე მშვიდი ცხოვრების დაწყებას ცდილობს, თუმცა წარსული კვლავ უკან აბრუნებს. ოჯახთან ერთად იგი სახიფათო თავგადასავლების ეპიცენტრში აღმოჩნდება, სადაც მათ სისხლისმსმელ მკვლელებთან, კუდიანებთან და ძლიერ მაგებთან დაპირისპირება ელით. ბოროტ ძალებთან ბრძოლა გმირებს რთული არჩევანისა და მძიმე გამოცდების წინაშე აყენებს. სერიალი სავსეა ფანტასტიკური მოვლენებით, ექშენით, მისტიკითა და დაუვიწყარი პერსონაჟებით.
ეს დრამატული სერიალი იკვლევს რელიგიის, რწმენისა და პოლიტიკის რთულ ურთიერთკავშირს. მოვლენების ცენტრში იდუმალი ადამიანი აღმოჩნდება, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გამოჩნდება და მოკლე დროში მილიონობით ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს. მის გარშემო ერთგული მიმდევრების დიდი მოძრაობა ყალიბდება, რომლებიც მას მესიად მიიჩნევენ. თუმცა, მსოფლიო ლიდერები და საზოგადოება ცდილობენ გაარკვიონ, ნამდვილად განსაკუთრებული მისიის მატარებელია იგი თუ უბრალოდ ნიჭიერი მანიპულატორი, რომლის ქმედებებმაც შესაძლოა გლობალური წესრიგი შეცვალოს.
იდეოლოგიური დაპირისპირება, რწმენა, გადარჩენისთვის ბრძოლა და უცნობი პლანეტის საიდუმლოებები ნელ-ნელა კოლონიის მომავალს საფრთხის წინაშე აყენებს. ეს შთამბეჭდავი სამეცნიერო ფანტასტიკა ადამიანის ბუნებაზე, რელიგიასა და ცივილიზაციის გადარჩენაზე გვაფიქრებს.
სერიალი მოგვითხრობს ატიკუს ბლექის ისტორიას, რომელიც თავის მეგობარ ლეტიციასა და ბიძია ჯორჯთან ერთად დაკარგული მამის მოსაძებნად მიემგზავრება. მათი მოგზაურობა 1950-იანი წლების ამერიკაში მიმდინარეობს ეპოქაში, როდესაც რასობრივი სეგრეგაცია და ძალადობა ყოველდღიური რეალობა იყო.
სანამ უკმაყოფილო და პანიკაში მყოფი მგზავრები კონტროლიდან გადიან, ეკიპაჟს უწევს ერთმანეთის მიყოლებით წარმოქმნილ პრობლემებთან გამკლავება და კოსმოსში გადარჩენისთვის ბრძოლა.
ემილის გულში დიდი სურვილია გაიცნოს მამა, რომელიც არასდროს უნახავს და გაიგოს მეტი მისი ცხოვრების შესახებ. ამ სურვილს იგი პატარა, მაგრამ გულწრფელი ნაბიჯებით მიჰყვება, რაც მას ახალ აღმოჩენებამდე და ემოციურ გამოცდილებამდე მიჰყავს.
გულკეთილი მოზარდი იუჯი იტადორი სკოლის ოკულტურ კლუბს უერთდება გართობის მიზნით, თუმცა აღმოაჩენს, რომ მისი წევრები ნამდვილი ჯადოქრები არიან და არსებებს შორის ენერგიის მართვა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ შეუძლიათ. ის მოისმენს ლეგენდას დაწყევლილ თილისმაზე - დემონი სუკუნას თითზე, რომელზეც ყველა ნადირობს. იუჯი მეგობრების დასაცავად ჭამს თითს და მალე აღმოაჩენს, რომ მაგიური ძალის მატარებელია. ის გადაწყვეტს შთანთქოს სუკუნას ყველა თითი, რაც საშუალებას მისცემს განახორციელოს ეგზორციზმი და გათავისუფლდეს
საშინელი და იდუმალებით მოცული უბედური შემთხვევის შემდეგ, ახალგაზრდა ნიჭიერი არქიტექტორი გონს მოვა ძალიან უცნაურ სამყაროში, რომელიც რეალობას მხოლოდ გავს. ეს სამყარო აგებულია მათ მოგონებებზე, ვინც იქ ცხოვრობენ - ადამიანები, რომლებიც ამჟამად ღრმა კომაში არიან. ადამიანური მეხსიერება არაერთგვაროვანი, ქაოტური და არასტაბილურია. ასეთია „კომა“ - ხსოვნებისა და მოგონებების უცნაური კრებული -სადაც ქალაქები, მყინვარები და მდინარეები ერთ ოთახში შეიძლება აღმოჩნდეს, სადაც ფიზიკის ყველა კანონი დარღვეულია. არქიტექტორმა კომის ზუსტი კანონები უნდა გამოარკვიოს, როდესაც იგი თავისი ცხოვრების სიყვარულს შეხვდება, იბრძვის რა სიცოცხლისთვის და ეძებს რა გასასვლელს რეალური სამყაროსკენ, რომელსაც ხელახლა უნდა გაეცნოს კომიდან რომ გამოვა.
12 წლის ტექნოლოგიის სამეცნიერო ექსპერიმენტი ჩაიშლება და მთავარი გმირი ტელეპატიურად დაუკავშირდება თავის საუკეთესო მეგობარ ძაღლს , ისინი ერთად მოქმედებენ და სკოლაშიც კი ერთად დადიან.
საშინელებათა თრილერი, ახალგაზრდა გოგონას ლიზას შესახებ, რომელიც უცნობი მამაკაცის მანქანით მგზავრობის შემდეგ, მოულოდნელად ლითონის მილების ლაბირინთში გაიღვიძებს, რომლებიც სავსეა მომაკვდინებელი ხაფანგებით. მას მაჯაზე უკუთვლის საათი უკეთია, რომელიც ყოველ 8 წუთში მოსალოდნელ საფრთხეზე აფრთხილებს და არ აძლევს გაჩერების საშუალებას. იმისათვის, რომ საშინელი სიკვდილით არ მოკვდეს, ლიზამ ვიწრო და მოლიპულ მილებში მუდმივად უნდა იხოხოს, სადაც იგი ხაფანგში მოქცეულ კიდევ ერთ ადამიანს აღმოაჩენს. ახლა იმის გასარკვევად, თუ რატომ არის ის აქ და როგორ დააღწიოს თავი ამ ჯოჯოხეთს, მთავარ გმირს მისი გარდაცვლილი ქალიშვილის მოგონებების პირისპირ მოუწევს დადგომა.







































