ფილმში მოქმედება იწყება , მაშინ როდესაც ნათელი ხდება რომ დედამიწას ეკოლოგიური კატასტროფა ელის. როდესაც ეს მოხდება პლანეტის მოსახლეობა დაიღუპება. სასწრაფოდ რაიმეს მოფიქრებაა საჭირო, სხვაგვარად ადამიანთა რასა გაქრება. მედნიერების გუნდი იწყებს მუშაობას ზებუნებრივი ადამიანის გამოგონებისათვის, რომელიც ნებისმიერ პირობებში შეძლებს არსებობას.
მოვლენები კოსმოსურ ხომალდზე ვითარდება, რომელიც შავი ხვრელების შესასწავლად გალაქტიკის სივრცეებს კვეთს. მისიის წევრებს ენერგიის ალტერნატიული წყაროს მოძიება სურთ, რადგან საუკუნეების მანძილზე კაცობრიობის დაუდევრობის გამო დედამიწა თანდათანობით კვდება. ამ პროგრამის უნიკალურობა ის არის, რომ ექსპედიციის წევრები სიკვდილმისჯილი პატიმრები არიან, რომლებსაც მთავრობა ამ არაპროგნოზირებადი დასასრულის მქონე სახიფათო მოგზაურობაში მონაწილეობის სანაცვლოდ მათ თავისუფლებას დაპირდა. მაგრამ დამნაშავეები მოტყუებულები აღმოჩნდებიან, ახლა ისინი სასტიკი მეცნიერების ექსპერიმენტებში მხოლოდ გამოსაცდელი ვირთხები არიან. მეცნიერები შავ ხვრელთან ახლოს ინდივიდის სექსუალურ შესაძლებლობებზე კოსმოსური ვაკუუმის გავლენას აკვირდებიან. პარალელურად, საფრენ აპარატზე ხელოვნური განაყოფიერების ექსპერიმენტები ტარდება. შედეგად, მთავარ გმირს სახელად მონტეს ქალიშვილი შეეძინება, რომელსაც უილის დააქმევენ. თავდაპირველად, მამაკაცი ბავშვის მიმართ არ გრძნობს მამობრივ სითბოს. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი არა მხოლოდ სისხლით გახდებიან ახლობლები, არამედ ასევე სულით ...
მეცნიერი ქმნის ავტოავარიაში დაღუპული ოჯახის წევრების კლონებს, თუმცა მის ქმნილებებს განადგურება ემუქრება. იმისათვის რომ "მკვდრეთით აღმდგარი" ოჯახის წევრები დაიცვას, მეცნიერს ყველაფერზე უწევს წასვლა.
ათასწლეულის წინ მსოფლიომ აპოკალიფსი გამოიარა. ახლა ადამიანები სხვაგვარ წესებთან არიან ადაპტირებულნი. მოძრავი მეგაპოლისები რესურსების მოსაძიებლად ერთმანეთს ანადგურებენ. ერთ-ერთი ასეთი ქალაქის ბინადარი ტომ ნათსოურთი მოულოდნელად გადაეყრება ახალგაზრდა იდუმალ ქალს, რომელიც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.
თინეიჯერი გოგონა და მისი მამა ერთ შორეულ უცხო მთვარეზე იმოგზაურებენ ელვისებურად გამდიდრების იმედით. მათ მოახერხეს კონრაქტის გაფორმება, რომელიც უფლებას აძლევთ ძნელადმოსაპოვებელი ძვირფასი ქვების საბადო გათხარონ, რომელიც მთვარის ტოქსიკურ ტყეშია. თუმცა ამ უკაცრიელ ადგილებში სხვებიც დახეტიალობენ და ეს საქმეც მალე გადარჩენისათვის ბრძოლაში გადაიზრდება. ფილმი არ უნდა აგვერიოს 2004 წელს იგივე რეჟისორების მიერ გადაღებულ ამავე სახელწოდების ფილმში.
მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეების ჩართვის სამხედრო ოპერაციის (1944 წლის 6 ივნისი) დაწყების წინა დღეს, ამერიკელი პარაშუტისტები, რომელთაც გერმანელების რადიოგადამცემი ანძის განადგურების მისია აქვთ, მტრის ზურგში აღმოჩნდებიან, მას შემდეგ რაც მათი თვითმფრინავი ჩამოვარდება. მიაღწევენ რა სამიზნე ობიექტს, პარაშუტისტები მიხვდებიან, რომ გერმანელებთან ბრძოლის გარდა, საშინელ არსებებთანაც მოუწევთ შებრძოლება, რომლებიც ნაცისტების ფარული ექსპერიმენტების პროდუქტები არიან.
ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე ბიჭი პოულობს უცხოპლანეტელთა უმძლავრეს იარაღს, რომლის დახმარებითაც, ცდილობს სხვადასხვა ბოოროტმქმედთა ბანდებისგან საკუთარი ძმის დაცვას.. მათი ნაწილი იდევნება ფედერალური აგენტებისა და მისტიური პირების მიერ, რომელთა მიზანს იარაღის ხელში ჩაგდება წარმოადგენს.
ორბიტის სადგურზე მორიგი გუნდი ჩადის, რათა წინა მორიგე გუნდი შეცვალოს და დედამიწის შესწავლა განაგრძოს. ამ გუნდმა ამოხსნა ეგრედ წოდებული ღვთის ნაწილაკის თეორია, რომელიც კაცობრიობას გაუადვილებს ამოცანის ამოხსნას, რატომ გაჩნდა სიცოცხლე მაინცდამაინც დედამიწაზე. ასტრონავტების მიერ შექმნილი სადგური , რომელიც ნაწილაკებს აჩქარების საშუალებას აძლევდა, რთული აგებულება ჰქონდა და აჩვენებდა როგორ ვითარდებოდა ყველაფერი. ამ რთულ მექანიზმში დაშვებული მცირე შეცდომაც კი გლობალურ კატასტროფამდე მიიყვანს დედამიწას.
A.X.L. გასაიდუმლოებული რობოტი ძაღლია, რომელიც უმეგობრდება ბიჭს, მაილსს და მზადაა ყველაფრის ფასად დაიცვას ის.
შტილმენი, გულგატეხილი ფიზიკოსი სტუდენტი, აწყობს დროის მანქანას, რათა დაბრუნდეს წარსულში და გამოასწოროს პირად ურთიერთობაში დაშვებული ყველა შეცდომა.
პირველი რაც 10 წლის ლუისმა ბიძის სახლის ზღურბლზე გადაბიჯებისას გაიგო, უძველესი კედლებიდან საათის წიკწიკის ხმა იყო. ბიჭი ეშვება მაგიისა და ჯადოსნობის სამყაროში, რომლის არსებობაზე აქამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა. აქ გაცოცხლებული სურათების და დაუჯერებელი არსებების თანაცხოვრება ჩვეულებრივი ამბავია, სახლის გული კი ინახავს უდიდეს საიდუმლოს დროის შესახებ.
როდესაც პატარა ბიჭი, შემთხვევით, სამყაროს ყველაზე უფრო სასტიკი მკვლელი მონადირეების დედამიწაზე დაბრუნებას შეუწყობს ხელს, მხოლოდ ყოფილი ჯარისკაცების თავზეხელაღებული ჯგუფი და მეცნიერი შეძლებენ აღკვეთონ ადამიანური რასის განადგურება.
2052 წელი, ბერლინი. ლეო ბაილერი მუნჯი ბარმენია და მას არსებობისათვის აღარანაირი მიზეზი არ აქვს - მისი საყვარელი ქალი გაქრა. ძიება მას მიწისქვეშა ქალაქში მიიყვანს, სადაც ამერიკელი ქირურგების წყვილს გაიცნობს. ლეო ვერ ხვდება ვინ არიან მისი ახალი ნაცნობები, დახმარებას უნდა ელოდოს მათგან თუ სასწრაფოდ უნდა გაექცეს მათ.
ნიჭიერი სტუდენტის ისტორია, რომელიც ოცნებობს შეხვდეს უცხობლანეტელებს და ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ძებნითაა დაკავებული. მის ყურადღებას იქცევს ამბები მფრინავ ობიექტზე რამოდენიმე აეროპორტში, თავად კი სპეცსამსახურის ყურადღებას იქცევს...
დელის სანუკვარი ოცნება ხდება, როდესაც დედამიწიდან იდუმალი გზით კაცობრიობა ქრება. მარტოობასა და წესრიგს მის ახალ იდეალურ ცხოვრებაში სასწაულით გადარჩენილი გოგონა გრეისი არღვევს.
ახლო მომავლის ლოს-ანჯელესში დამნაშავეები სასტუმრო "არტემიდაში" მიდიან დახმარებისათვის სასტიკ მედდასთან. აქ განსაკუთრებული კლუბის წევრებს შეუძლიათ მიიღონ სამედიცინო დახმარება და დაისვენონ. მაგრამ სასტუმროში მიდის ადგილობრივი კრიმინალური ბოსი, რომელსაც სურს დაიბრუნოს მოპარული ნივთი.
ანონის ისტორია იწყება ახლო მომავალში, სადაც პრივატულობა, პირადი საიდუმლოებები და ანონიმურობა არ არსებობს. ადამიანების პირადი მოგონებები ჩაწერილია, რასაც კრიმინალის დონე მინიმუმამდე დაჰყავს. როდესაც სალ ფრილენდი ცდილობს ამოხსნას მკვლელობების სერია, ის წააწყდება ახალგაზრდა ქალს, რომელმაც უარყო სისტემა და გაქრა. მას არ გააჩნია პირადობა, ისტორია და ჩანაწერები. სალი მიხვდება, რომ ეს ერა კრიმინალის დასაწყისი უფროა, ვიდრე დასასრული. მან ქალზე არაფერი იცის, მაგრამ უნდა იპოვოს ის იქამდე, სანამ იგი მორიგი მსხვერპლი არ გახდება
ჩახლართული გენეტიკური ექსპერიმენტის გამო მშვიდი გორილა უზარმაზარ მძვინვარე არსებად იქცევა. სიტუაციას ამძაფრებს ისიც, რომ აღმოჩენილია სხვა ცხოველებიც მსგავსი პრობლემებით. ისინი კი ჩრდილოეთ ამერიკისკენ მოემართებიან ყველაფრის გასანადგურებლად. პრიმატოლოჯისტ ოკოიეს რაზმი კი ცდილობს აღმოაჩინოს ანტიდოტი. მას უნდა, რომ არამხოლოდ დაიცვას მსოფლიო განადგურებისგან, არამედ გადაარჩინოს მისი მეგობარი გორილა.
ბერტ გამერი და მისი ვაჟი ტრევის უელკერი კანადაში მიემგზავრებიან , რათა შეისწავლონ გიგნატური ჭიაყელების თავდასხმები. ისინი გრაბოიდების გარემოცვაში აღმოჩნდებიან, რომლებიც მიწიდან ესხმიან ადამიანებს თავს. გამერი ეჭვობს, რომ საიდუმლო სამეცნიერო კვლევის ცენტრის თანამშრომლები გრაბოიდებისგან ცოცხალი იარაღის შექმნას ცდილობენ. მისი გამოძიება კიდევ უფრო გართულდება, როდესაც ბერტი ჭიების შხამით დაინფიცირდება…
რეი ბრედბერის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია. მომავლის სამყარო, რომელშიც ყველანაირი ბეჭდვითი გამოცემა ნადგურდება მეხანძრეთა სპეციალური რაზმების მეშვეობით, წიგნების მიმართ ინტერესი და მათი შენახვა კი კანონით ისჯება.







































