ფსიქოლოგიური სამეცნიერო-ფანტასტიკური თრილერი, შეშფოთებული მარტოხელა მამის შესახებ, რომელიც გარე სამყაროს სერიოზული საფრთხეების შიშით შეპყრობილი, მის შვიდი წლის უშიშარ ქალიშვილს სახლში გამოკეტავს. მაგრამ იდუმალი მამაკაცი, გოგონას გაქცევაში არწმუნებს და თავისუფლების, ახალი ოჯახის და შურისძიების ძიებაში მასთან გაერთიანებას სთავაზობს. მას შემდეგ, რაც გოგონა მისი პარანოიდული კონტროლით შეპყრობილი მამის ხელიდან გასხლტომას და სახლიდან გაქცევას მოახერხებს, იგი მოულოდნელად უცნაურ, ძალიან საშიშ და იდუმალ ახალ სამყაროში აღმოჩნდება
სკოტ ლანგი ცდილობს იყოს როგორც კარგი სუპერგმირი ასევე კარგი მამა. მან შურისმაძიებლებს შორის ყოფნა დაიმსახურა, მაგრამ ქალიშვილთან ახლოს ყოფნის სურვილი მას სან-ფრანცისკოში აკავებს იქამდე, სანამ დოქტორი ჰენკ პიმი მას ახალ მისიაში დახმარებას არ სთხოვს. სკოტის ახალი მეწყვილე კრაზანა იქნება...
პირველი ნაწილის მოვლენების შემდეგ სუპერ ოჯახი ჟურნალისტებისაგან ყურადღებითაა განებივრებული. მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ ჰელენი ტელევიზორის ეკრანზე უკეთ გამოიყურება , ვიდრე მისი ქმარი. ამიტომ ჰელენს უფრო ხშირად უწევს სახლის გარეთ იყოს დაკავებული, ბობს კი ბავშვების მოვლა ხვდა წილად...
ფილმი გვიამბობს ახალგაზრდა კოსმოსური თავებზემონადირე ჰან სოლოსა და მისი ერთგული მეგობრის ჩუბაკის შესახებ, იმაზე თუ როგორ გახდნენ ისინი ყველაზე სწრაფი პილოტები და ყველაზე მოხერხებული კონტრაბანდისტები გალაქტიკაში.
შურისმაძიებლები კვლავ ერთიანდებიან, რათა სამყარო ძლევამოსილი ტიტანი თანოსისგან დაიცვან. შეშლილი თანოსი არაფერზე იხევს, მისი მთავარი მიზანია – ხელში ჩაიგდოს უსასრულობის ექვსივე ქვა, რომელთა გაერთიანებით უძლიერესი არტეფაქტის – უსასრულობის ხელთათმანის, მართვას შეძლებს და ყველაზე ძლიერი არსება გახდება. სამყაროს საშინელი საფრთხე ემუქრება და ახლა მხოლოდ შურისმაძიებლებს შეუძლიათ მისი შეჩერება…
ერთი შეხედვით იფიქრებთ, რომ ვაკანდა აფრიკის უბრალო ველური ტერიტორიაა, მაგრამ ეს ასე არაა. აქ უდაბურ მიწებში ინახება მეტალი, რომელსაც შეუძლია წარმოშოს მშთანთქმელი ვიბრაცია. მის მოსაპოვებლად ბევრი იბრძვის მაგრამ ყველა კვდება. მას შავი პანტერა, ტ'ჩალა - ვაკანდას ძველი სამეფოს ახალი მმართველი იცავს.
მეგ მურის მამა, სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარების დროს, უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. რამდენიმე იდუმალი მოვლენის განვითარების შემდეგ, გოგონა თანაკლასელთან და უმცროს ბიძაშვილთან ერთად მამის მოსაძებნად გაემართა. მათ დროში მოგზაურობა და უცნაური სამყაროების გაცნობა მოუწევთ...
გინდათ იდეალურ სამყაროში ცხოვრება, სადაც არ არსებობს დანაშაული, უმუშევრობა და ომი? საფასური ასეთი ბედნიერებისთვის წელიწადში ერთი ღამე იქნება, ღამე როდესაც ყველაფერი ნებადართულია. თანახმა იქნებოდით მიგეღოთ მონაწილეობა ასეთ ექსპერიმენტში?
პირველი შეტაკების შემდეგ გავიდა წლები. მაგრამ მტერს არ შეუცვლია შეხედულებები დედამიწაზე. გმირებს კვლავ მოუწევთ ბრძოლა.
მდევრისგან თავდასაცავად ბამბლი, კალიფორნიის შტატის - პატარა ქალაქის, ავტომობილების სასაფლოზე იმალება. იქ ცხოვრობს გოგონა ჩარლი. მას მალე 18 წელი შეუსრულდება. ის ცდილობს საკუთარი თავის დამკვიდრებას ამ ქვეყანაზე. სწორედ ის იპოვნის დამტვრეულ ბამბლის და მოიყვანს გონზე. გოგონა მიხვდება, რომ ყვითელი ფოლცვაგენი ხოჭო უბრალო მანქანა არ არის.
მაილს მორალესს მოუწევს გააკეთოს არჩევანი: იყოს სკოლის მოსწავლე თუ ადამიანი ობობა. მაგრამ არჩევანი ნათელია უახლოესი ადამიანის მკვლელობის შემდეგ. ადამიანი ობობა კვეთს პარალელურ განზომილებებს და უერთდება სხვა სამყაროს ადამიან ობობას, რათა ორ რეალობას შორის არსებულ სამყაროს საფრთხე აარიდოს.
დედამიწაზე პარაზიტული არსება გამოჩდება – უცხოპლანეტური ანომალია, ამ ნივთიერებას პლანეტაზე მთელი სიცოცხლის შეცვლა შეუძლია, ადამიანის სხეულში მოხვედრის შემდეგ, მას უკიდურესად სასტიკად გარდაქმნის, განსაკუთრებულ ძალას აძლევს, მაგრამ ამავე დროს მის ნებას ახშობს და ბნელი აზრებით შთააგონებს.
მოქმედება უახლოეს მომავალში ხდება, როდესაც ტექნოლოგია ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში მონაწილეობს. მთავარი გმირი ტექნოფობია, რომელსაც სურს შური იძიოს მისი ცოლის მკვლელობისა და მიღებული ტრამვისათვის. მისი მთავარი იარაღი კომპიუტერული ჩიპი იმპლანტია, სახელად სტემი.
ნიჭიერმა გენეტიკოსებმა შექმნეს პრეისტორიული დინოზავრების სახეობები. პარკი, სადაც ისინი ბინადრობენ, უკაცრიელ კუნძულზეა განთავსებული და უჩინარ სამხეცედ გადაიქცა. ამ სენსაციურმა პროექტმა დიდი შემოსავალი მოიტანა. ძალაუფლებისა და შემოსავლის მოპოვების მიზნით მსოფლიო მეცნიერებმა გაათმაგებული ტემპებით დაიწყეს პრეისტორიული ურჩხულების სხვადასხვა სახეობების გამოყვანა, რაც სამყაროს კარგ შედეგს არ მოუტანს...
2045 წელი. რეალური სამყარო სასტიკი ადგილია. უეიდ უოტსი თავს ცოცხლად მხოლოდ მაშინ გრძნობს, როდესაც ოაზისშია, სადაც მთელი მსოფლიოს დიდი ნაწილი ატარებს დროს. ოაზისში შეგიძლია იყო ვინც გინდა, გააკეთო რაც გინდა, წახვიდე სადაც გინდა - ერთადერთი შეზღუდვა საკუთარი წარმოსახვაა. ოაზისი შექმნა ბრწყინვალე და ექსცენტრიულმა ჯეიმს ჰოლიდეიმ, რომელმაც ბედს მიანდო მისი მემკვიდრის პოვნა. მემკვიდრე კონკურსში გამარჯვებული გახდება. უეირდი მეგობრებთან ერთად განძის ძიების კონკურსში ჩაერთვება.
ახალგაზრდა პროგრამისტი „ფენტეზი“-ს ტიპის რომანს თამაშად აქცევს. მალე რეალობა და ვირტუალური სამყარო ერთმანეთში აირევა და გაუგებრობებიც იწყება.
ზღვის წყალქვეშა გემის პილოტი სტუმრობს წარსულ შიშებს მარიანას ღრმულში. ის შემთხვევით ათავისუფლებს დიდი თეთრი ზვიგენის წინაპარს, რომელიც უკვე გადაშენებულად ითვლება...
ვესტალის აკადემიის თინეიჯერი გოგონები დეტალურად სწალობენ, თუ როგორ უნდა გამოვიდნენ „სპეტაკი გოგონები“ , შეიძინონ სრულყოფილი ქალურობის ღირსებები. მაგრამ კონკრეტულად რისთვის წრთვნიან მათ? ამის გარკვევას ვივიენი შეეცდება.
მას შემდეგ რაც ამერიკელი ბავშვების 98 პროცენტს დაავადება მოკლავს, გადარჩენილი 2 პროცენტი, რომელსაც სუპერშესაძლებლობები აღმოაჩნდება, სპეციალურ ბანაკებში მიჰყავთ. 16 წლის გოგონა გარბის ასეთი ბანაკიდან და უერთდება სხვა მოზარდების გუნდს, რომელიც მთავრობას ემალება
ოჯახი იძულებულია ქალაქიდან მოშორებით სიწყნარეში იცხოვროს, რადგან დაიმალონ არსებებისგან რომლებიც ხმაზე რეაგირებენ.







































