ძიება - * | ნაპოვნია: 295

ახალგაზრდა ქალს ელიტურ პანსიონში - "სამოთხის გორაკები" გააგზავნიან" გამოსწორებისათვის, სადაც იგი აღმოაჩენს, რომ ამ პრესტიჟული დაწესებულების ლამაზი ფასადის მიღმა ავისმომასწავებელi საიდუმლოება იმალება.

ბეილი მშვენივრად ცხოვრობს ფერმაში ითანთან და ჰანასთან ერთად. როდესაც მისი სული მზად იქნება ეს ცხოვრება დატოვოს და ახალს შეუდგეს, იგი ეთანს პირობას მისცემს, რომ მათ შვილიშვილს სიჯეის მოძებნის და რადაც არ უნდა დაუჯდეს, დაიცავს მას.

პოკემონების სამყაროს ყველანი კარგად ვიცნობთ. ასევე კარგად ვიცნობთ ყველასათვის საყვარელ, ფუმფულა პიკაჩუს, რომლის საოცარი თავგადასავალი ძალიან ბევრს გაცინებთ,ცოტათი შეგაშინებთ და ბოლოს, შეიძლება, იტიროთ კიდეც.

სპორტული აგენტი, რომელსაც რაღაც ჯადოსნობის ძალით შეუძლია ადამინების ფიქრები ამოიკითხოს, თავის ახლადაღმოჩენილ უნარს გამოიყენებს, რათა ზემოდან მაყურებელ კოლეგებს აჩვენოს, როგორ შეუძლია ყველაფერი თავის სასარგებლოდ შემოაბრუნოს.

ჯადოსნობით, დრაკონებითა და უძველესი ლეგენდებით სავსე სამყაროში ადამიანებსა და მაგიურ არსებებს შორის დიდი კონფლიქტი მიმდინარეობს. მრავალწლიანი დაპირისპირების შემდეგ ორი ახალგაზრდა პრინცი და იდუმალი ელფი მოულოდნელ აღმოჩენას აკეთებენ, რომელმაც შესაძლოა ომი დაასრულოს და ორივე მხარის მომავალი შეცვალოს. საშიში მოგზაურობის დროს მათ უწევთ ძლიერი მტრების, ბნელი მაგიისა და უამრავი გამოწვევის გადალახვა. მეგობრობა, ერთგულება და გამბედაობა მათი მთავარი იარაღი ხდება, რადგან სამყაროს ბედი მათ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.

აქვამენი

Aquaman

არტურ კარი ატლანტის ოკეანის წყალქვეშა სამყაროს კანონიერი მბრძანებელია. იგი განსაკუთრებული უნარებით გამოირჩევა - ფლობს დიდ ძალას, ჭკუას, საოცრად სწრაფია და თევზებთან ლაპარაკი შეუძლია. მან უნდა გააკეთოს ყველაფერი რათა ღირსეულად უხელმძღვანელოს ოკეანის ბინადრებს.

ოთხი წლის ბიჭუნა საკუთარ ეზოში მაგიურ ბაღს აღმოაჩენს, რომელიც გახდება კარიბჭე დროში მოგზაურობისას. იგი გადავა წარსულში და მოინახულებს დედის ბავშვობას, გაიცნობს დიდ ბაბუას, რომელიც იმ დროისათვის ახალგაზრდა კაცია. ეს ამბავი ზრდის მას და ეხმარება დიდი ძმის როლის მორგებაში.

და-ძმა კეიტი და თედი, ცდილობენ დაამტკიცონ რომ სანტა კლაუსი რეალურად არსებობს, მაგრამ როდესაც მათი მიზეზით სანტას მარხილი გაფუჭდება, მოუწევთ შობის გადარჩენა.

დედამიწაზე არსებობს ანომალიური ზონა. არავინ იცის დაზუსტებით საიდან გაჩნდა და რა ხდება იქ. მეცნიერები მთელი მსოფლიოდან იჩენენ მის მიმართ ინტერესს. საიდუმლო ორგანიზაცია ორჯერ გაგზავნის ეკიპაჟს ზონის შესასწავლად, მაგრამ ორივე ეკიპაჟი უგზოუკვლოდ იკარგება. ლანა, მეცნიერ-ბიოლოგი აპირებს შეაღწიოს ზონაში და იპოვოს მისი ქმარი, რომელიც მეორე ეკიპაჟთან ერთად დაიკარგა. მასთან ერთად მთელი რიგი გამოცდილი მეცნიერები და მკვლევარებიც მიდიან.

ალტერნატიულ ვიქტორიანული ხანის გოთემ სითიში ბეტმენი იწყებს ბრძოლას კრიმინალთან და ამასთან იგი მკვლელობების სერიასაც იძიებს.

ბაო

Bao

ასაკში შესულ ჩინელ ქალს, რომელიც „ცარიელი ბუდის სინდრომით“ (როდესაც შვილები საკუთარ ოჯახებს ქმნიან და მშობლიურ სახლს ტოვენებ) იტანჯება, დედობის ხელახალი შანსი ეძლევა , როდესაც ერთერთი ცომის გუფთა გაცოცხლდება და სიცოცხლით სავსე, ხითხითა, ბუთქუნა ბიჭად გადაიქცევა.

ფილმის - „გაანადგურე რალფ!“ -მოვლენებიდან ექვსი წლის შემდეგ, რალფი და ვანელოპი, ახლა უკვე მეგობრები, თავიანთ სათამაშო ცენტრში „ვაი-ფაი“ როუტერს აღმოაჩენენ, რაც მათ ახალ თავგადასავლებს უქადის.

ერნსტ თეოდორ ჰოფმანის კლასიკური მოთხრობის მოტივებზე დაფუძნებული სათავგადასავლო ფენტეზი ახალგაზრდა გოგონას სახელად კლარას შესახებ, რომელსაც ყველაზე მეტად რაც სურს ; არის გასაღები; უნიკალური გასაღები, რომელიც სპეციალურ ყუთს ხსნის, რომელშიც მისი გარდაცვლილი დედის ფასდაუდებელი საჩუქარი დევს. ერთ დღეს მისი ნათლიის სასახლეში ძაფებით მორთულ ყოველწლიურ სადღესასწაულო წვეულებაზე, ერთ-ერთი ოქროს ძაფის ბოლო გოგონას სასურველ გასაღებამდე მიიყვანს, კლარა მოულოდნელად უცნაურ და იდუმალ პარალელურ სამყაროში აღმოჩნდება ; თოვლის სამეფო, ყვავილების სამეფო და ტკბილეულის სამეფო. სწორედ აქ, შეხვდება კლარა ჯარისკაცს სახელად ფილიპის, თაგვების ბანდას და მათ მეფეს. მაგრამ გასაღები, რომ იპოვოს კლარა მეოთხე ბოროტ სამეფოში უნდა წავიდეს, სადაც თაგვების ტირანი მეფე ჯინჯერი ცხოვრობს

ფილმი გვიამბობს ახალგაზრდა კოსმოსური თავებზემონადირე ჰან სოლოსა და მისი ერთგული მეგობრის ჩუბაკის შესახებ, იმაზე თუ როგორ გახდნენ ისინი ყველაზე სწრაფი პილოტები და ყველაზე მოხერხებული კონტრაბანდისტები გალაქტიკაში.

ფილმი მოგვითხრობს მერი პოპინსისა და მისი მეგობარი ჯეკის ახალი თავგადასავალის შესახებ, რომლების ბანკსების ოჯახის მომდევნო თაობის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მეგ მურის მამა, სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარების დროს, უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. რამდენიმე იდუმალი მოვლენის განვითარების შემდეგ, გოგონა თანაკლასელთან და უმცროს ბიძაშვილთან ერთად მამის მოსაძებნად გაემართა. მათ დროში მოგზაურობა და უცნაური სამყაროების გაცნობა მოუწევთ...

წიგნის ჯადოსნური პერსონაჯები რეალურ სამყაროში ცოცხლდებიან და ქალაქის ქუჩებში ნამდვილ ტერორს აწყობენ. სამ მეგობარს ბოროტი თოჯინა სლეპის შეჩერება მოუწევთ, რომელიც ქალაქში ჰელოუვინის ნამდვილ კოშმარულ დღესასწაულს აწყობს.

სუსპირია

Suspiria

ახალგაზრდა ბალეტის მოცეკვავე ერთ პრესტიჟულ ცეკვის აკადენიაში მიდის ევროპაში, მაგრამ აღმოაჩენს, რომ იქ ზებუნებრივი და ავბედითი რაღაცეები ხდება, მთელი რიგი შემზარავი მკცლელობების ფონზე.

თოვლის კაცი ისეთ რამეს აღმოაჩენს, რაც ეგონა რომ არ არსებობდა - ეს ადამიანია. სიახლე "წვრილფეხას" არსებობის შესახებ სწრაფად გავრცელდება თოვლისკაცების სოფელში. ნუთუ, რაღაც დიდი და წარმოუდგენელი სამყარო შეიძლება არსებობდეს მათი თოვლიანი სოფლის მიღმა.

ჩვენთვის საყვარელი გმირი დრაკულა და მისი ოჯახი შვებულების გასატარებლად მონსტრულ კრუიზზე მიემართება, სადაც მათ მრავალი საინტერესო თავგადასავლი ელით.