ძიება - * | ნაპოვნია: 295

ძველებური მაგია და თანამედროვე სამყარო ერთმანეთს შეხვდება, როდესაც ახალგაზრდა ალექსი მითიურ ხმალს „ექსკალიბურს“ გადააწყდება. მალე იგი თავის მტერსა თუ მეგობარს გააერთიანებს, რომლებიც რაინდები გახდებიან. მათ ლეგენდარულ ჯადოქარ მერლინთან ერთად უნდა გადაარჩინონ კაცობრიობა ბოროტი გრძნეულის, მორგანასა და მისი ზებუნებრივი მებრძოლებისგან.

გუშინ

Yesterday

ფილმი მოგვითხრობს რთული ხასიათის მქონე მუსიკოსზე, რომელიც მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ ის ერთადერთია დედამიწაზე, ვისაც ბითლზები ახსოვს ...

ალადინი

Aladdin

გულკეთილი ქუჩის ონავარი ალადინი ლამპრის პოვნის შემდეგ, რომელიც ჯინის გამოშვებაში დაეხმარება, ჯადოსნურ მოგზაურობას დაიწყებს. ამ ლამპარის მოსაპოვებლად ერთი ძალაუფლებას მოწყურებული დიდი ვეზირიც იბრძვის, რადგან ლამპარს შეუძლია ყველას სანუკვარი ოცნება აასრულოს

ელტონ ჯონის ცხოვრების ისტორია, დაწყებული მისი ვუნდერკინდობიდან მუსიკის სამეფო აკადემიაში სწავლისას დამთავრებული მისი გავლენიანი და ხანგრძლივი მუსიკალური თანამშრომლობით ბერნი ტოპენთან.

ერთი არაჩვეულებრივი გასართობი პარკის ისტორია, სადაც საოცრად კრეატიული გოგონას, სახელად ჯუნის, წარმოსახვა ცოცხლდება.

დამბო

Dumbo

ახალგაზრდა სპილო, რომელსაც უზარმაზარი ყურებით ფრენა შეუძლია, პრობლემებით სავსე ცირკს ეხმარება, მაგრამ როდესაც ცირკი ახალ გეგმებს დაისახავს, დამბო და მისი მეგობრები ცირკის ნიღბის მიღმა ბნელით მოცულ საიდუმლოებებს აღმოაჩენენ.

მას შემდეგ, რაც ჯადოქარი შუა საუკუნეების რაინდს სერ კოოლს სადღესასწაულო სეზონის დროს ოჰაიოს აწმყოში ამოაყოფინებს თავს, იგი უმეგობრდება ჭკვიან და კეთილშობილ ბრუკს, სიყვარულში გულნატკენ მეცნიერს, რომელიც ეხმარება მას თანამედროვე სამყაროს ყოველდღიურ სირთულეებთან გამკლავებაში და ასევე მთავარი მიზნის მიღწევაში - იპოვოს შინ დასაბრუნებელი გზა. თუმცა დრო გადის და ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან, რაც დააფიქრებს სერ კოოლს იმის თაობაზე სურს თუ არა უკან დაბრუნება.

ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ვერაგი მონარქი, მეფე სტეფანი, გარდაიცვალა (2014 წელს გადაღებულ ფილმში „მალეფისენტი“). ახლა კი, გაუთვალისწინებელმა, მაგრამ სამხიარულო მოვლენამ უნდა გააერთიენოს ულსტედის მომაკვდავი სამეფო და მოჯადოებული მურსის ზღაპრული ქვეყანა. თუმცა, კიდევ ერთხელ, საშინელი ღალატი გადაეღობება წინ ახალგაზრდების ჭეშმარიტ სიყვარულს, ბოროტი შური, მოუთოკავი ამბიცია და სულმდაბალი ფიქრები ეპარება რა ადამიანთა გულებს. ახლა, ორი მეზობელი სამყარო შიშისა და ცრურწმენების გამო ერთანეთს ემიჯნება და სამწაუხაროა, რომ მოახლოებული ერთიანობა გზას უთმობს სრულ კონფრონტაციას. მოულოდნელად, დიდებული ფრთიანი ელფი მალეფისენტი და პრინცესა ავრორა ამ ყველაფრის შუაგულში აღმოჩნდებიან. ყოველთვის ბედნიერი დასასრული აქვს კი სიყვარულს?

ჰელბოი

Hellboy

ჰელბოი მიდის ინგლისში, სადაც უნდა დაამარცხოს ნიმუე, მერლინის მეუღლე და სისხლიანი დედოფალი. მათი ბრძოლა სამყაროს დასასრული იქნება, რასაც იგი მთელი არსებით ეწინააღმდეგება.

სკოლის მოსწავლე ტოკიოში გაიქცევა და დაუმეგობრდება გოგოს, რომელსაც ამინდის კონტროლი შეუძლია.

ამერიკული ეპიკური კოსმოსური ფილმი, რომლის რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსია, ხოლო მთავარ როლებს ასრულებენ : დეიზი რიდლი, ადამ დრაივერი, ბილი ლურდი, ლუპიტა ნიონგო და ოსკარ აიზეკი. გადარჩენილი "წინააღმდეგობის მოძრაობა" კიდევ ერთხელ უპირისპირდება პირველ ორდენს Skywalker საგას ბოლო ნაწილში.

ვუდიმ მუდამ იცოდა რა ადგილი ეჭირა სამყაროში. იცოდა, რომ მისი პრიორიტეტი ბავშვების მოვლა იყო, ენდი იქნებოდა თუ ბონი. მაგრამ როდესაც ბონი თავის სათამაშოებს ახალ წევრს „ფორქის“ დაუმატებს და სამოგზაუროდ გრძელ გზას დაადგებიან, ძველ და ახალ მეგობრებთან ერთად, ვუდი მიხვდება რაოდენ დიდია ეს სამყარო პატარა სათამაშოსთვის.

უკვე ხუთი წელია ცხოვრება ბრწყინვალედ მიედინება. თუმცა მალევე მშვიდობიანი მოსახლეობა უზარმაზარ საფრთხეს შეეჯახება: LEGO DUPLO დამპყრობლემა გარესამყაროდან, ყველაფერი მარტივად დაანგრიეს...

ბანდა დაბრუნდა, მაგრამ თამაში შეიცვალა. როდესაც ისინი ჯუმანჯში ბრუნდებიან საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით, ისინი აღმოაჩენენ, რომ არაფერია ისე, რასაც მოელიან. მოთამაშეებს მოუწევთ იყვნენ მამაცები უცნობისა და ამოუცნობელის წინაშე, მშრალი უდაბნოდან თოვლიან მთებამდე, რათა თავიდან აიცილონ მსოფლიოს ყველაზე საშიში თამაში.

სამი მოზარდი უნდა დაეხმაროს იეტს შინ დაბრუნებაში. ისინი უნდა მოერიდონ მდიდარ მამაკაცს და ზოოლოგს, რომლებსაც იეტის გამოყენება საკუთარი საჭიროებებისთვის სურთ.

ქარიზმატული სერ ლაიონელ ფროსტი თავს მითებისა და ურჩხულების მსოფლიოში უპირველეს მკვკლევარად მიიჩნევს. პრობლემა ისაა, რომ მისი არცერთი საზოგადიოების მაღალი წრის წარმომადგენელი კოლეგა ამას არ აღიარებს. იმ იმედით, რომ საბოლოოდ მაინც აღიარებული იქნება მათგან, ლიონელი წყნარი ოკენის აუზის ჩრდილოეთში იმოგზაურებს, რათა ლეგენდარული ქმნილების არსებობა დაამტკიცოს.

უჩვეულო და სახალისო თავგადასავალის გაგრძელება მამაც ვიკინგ ბიჭზე და მის უკბილო დრაკონზე, რომლებსაც კვლავინდებურად საოცარი მოვლენები ელოდებათ წინ. მათ უნდა მიიღონ წარმოუდგენელი გადაწყვეტილებები რათა სამფლობელო მოახლოვებული საფრთხისგან იხსნან.

შაზამ!

Shazam!

პატარა ბიჭუნას უნარი მიეცემა ერთი ჯადოსნურ სიტყვის წყალობით. საჭიროების შემთხვევაში,ზრდასრული სუპერგმირი გახდეს.

კეტ ემერსონს ნამდვილად შეუძლია შობის სასწაულმოქმედების საკუთარ თავზე გამოცდა. დამწყებ მომღერალს გრანდიოზული ოცნებები და კიდევ უფრო დიდი პრობლემები აქვს. დედინაცვლი და მისი ორი ქალიშვილი კეტს მოსამსახურესავით ექცევიან და ისიც იძულებულია ყველანაირი სამუშაო შეასრულოს. მას სახლის გარეთ მუშაობაც უწევს და ერთ მდიდრულ დაწესებულებაში მღერის, როგორც ელფი. თუმცა ამ სამსახურს ერთი დადებითი თვისებაც აქვს: ახალი მომხიბვლელი სანტა - ნიკი. როდესაც გოგონას პრესტიჟულ საშობაო ზეიმზე მიიწვევენ, დედინაცვალი , თავის გოგონებთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ მან მეჯლისზეწასვლა ვერ მოახერხოს, თავად კი, გულმოდგინედ ემზადებიან. მოახერხებს თუ არა კეტი ერთგული ძაღლის, საუკეესო მეგობრისა და სადღესასწაულო მაგიის საშუალებით მაინც ესწვიოს მეჯლისს და მისი ნამდვილი დედოფალი გახდეს?

ნოელი

Noelle

სანტას ქალიშვილი ხვდება, რომ დროა ოჯახურ ბიზნესს თავად ჩაუდგეს სათავეში.

<1...6789...15>