ძიება - * | ნაპოვნია: 295

ჰერშელ გრინბაუმი, აღმოსავლეთ ევროპის ებრაელი ემიგრანტი, შემთხვევით ინახება მჟავას ქილაში 100 წლის განმავლობაში და იღვიძებს თანამედროვე ბრუკლინში. მისი ერთადერთი ცოცხალი ნათესავი არის შვილთაშვილი ბენი, კომპიუტერული კოდერი, რომელთანაც ვერ პოულობს საერთო ენას. მათი ურთიერთობა აერთიანებს კულტურულ კონფლიქტს, ოჯახურ დრამას და იუმორს.

ითანი სახიფათო მოგზაურობას იწყებს, რათა დაამარცხოს ძლევამოსილი დრაკონი, რომელმაც მისი გული წაართვა. შურისძიებისა და სამართლიანობის ძიებაში იგი მრავალ დემონსა და ბნელ ძალას უპირისპირდება. თუმცა, ყოველი ბრძოლა მძიმე ფასად უჯდება. რაც უფრო უახლოვდება მიზანს, მით უფრო კარგავს საკუთარ ადამიანურ ბუნებას. სერიალი აერთიანებს ფანტასტიკას, ექშენსა და დრამას, სადაც გმირს საკუთარი სულისთვის ბრძოლაც უწევს.

ახალგაზრდა ჯადოქარი ნიმუე სახიფათო მოგზაურობაში მიემართება, რათა ლეგენდარულ არტურთან ერთად იპოვოს მერლინი და უძველესი, ძლევამოსილი ხმალი. მათი მისია სავსეა საიდუმლოებებით, ჯადოსნური არსებებითა და დაუნდობელი მტრებით. გზად ნიმუეს რთული გამოცდების გადალახვა და საკუთარი ძალების აღმოჩენა უწევს. სერიალი აერთიანებს ფანტასტიკას, თავგადასავალსა და არტურის ლეგენდებზე დაფუძნებულ ეპიკურ ისტორიას.

მრავალი ომის , სიკვდილისა და ნგრევის მომსწრე დაუმარცხებელი მეფე-დემონი ანოს ვოლდიგოუდი გადაწყვეტს ყველაფერი წარსულში დატოვოს და მომავალში მოახდინოს რეინკარნაცია, იმ იმედით რომ ეს მშვიდობას და წყნარ ცხოვრებას მოუტანს. იგი ხელახლა იბადება მშვიდობიან ხანაში, სადაც მაგიაში დახელოვნების მსურველებმა აკადემიაში უნდა ისწავლონ თავიანთი უნარების განვითარებისათვის. ანოსმა მეხსიერებაც შეინაჩუნა და ძალაუფლებაც, რისი წყალობითაც იგი სწრაფად გახდება გამორჩეული სტუდენტი. მაგრამ გრძნობს რომ რაღაც რიგზე არ არის ამ ხანაში, და გადაწყვეტს გამოძიოს რა ხდება.

ნორი ბოქსვუდ ჰორენსი აღმოაჩენს , რომ მას ცხოველებთან საუბარი შეუძლია , მის საუკეთესო მეგობარ რეინას კი ცეცხლის მართვა. ერთად ისინი მაგიის აკადემიაში შევლენ , რეინას ძალა მას ცეცხლის ფლობის უნარს განუვითარებს და ის ერთ ერთი უძლიერესი ჯადოქარი გახდება , ნორის ძალას კი არავინ დააფასებს.

მაგიისა და ცრურწმენების ბატონობის ხანაში, როდესაც მგლები დემონებად მიიჩნეოდნენ, ახალგაზრდა მონადირე რობინი მამასთან ერთად ირლანდიაში მიდის, რათა უკანასკნელი ხროვა გაანადგურონ. მაგრამ როდესაც რობინი მებჰს, ადგილობრივ ველურ გოგონას გადაარჩენს, მათი მეგობრობა დაეხმარება რობინს აღმოაჩინოს ადამიანი-მგლების სამყარო, და გადააქცევს იმად, რისი განადგურებაც მამამისს აქვს განზრახული.

ტანჯირო კამადო, ინოსუკე ჰაშიბირასა (ბიჭი, რომელიც ტახებმა გაზარდეს და ტახის თავიანია) და ზენისუ აგაცუმასთან (ბიჭი რომელიც თავის ჭეშმარიტ ძალებს ძილში ავლენს), ერთად უსასრულობის მატარებელით ახალი მისიით მიდის - დაამარცხოს დემონი, რომელიც ხალხს ტანჯავს.

ახალგაზრდა და გამოუცდელი ფერია-ნათლია გადაწყვეტს დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები და უშველოს პატარა გოგონას, რომელსაც დახმარებაზე უარი უთხრეს.

ჯიუჯიცუ

Jiu Jitsu

ახალი საი-ფაი საბრძოლო ხელოვნების შესახებ: დიმიტრი ლოგოტეტის, პროდიუსერის და ამავდროულად, კიკბოქსერის ხელმძღვანელობით.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ელიტარულ სამხედრო რაზმს, რომელსაც ლეიტენანტი არტემისი ხელმძღვანელობს, მოულოდნელი ქვიშის ქარიშხალი პორტალის საშუალებით, პარალელურ სამყაროში გადაიყვანს, რომელიც უზარმაზარი და შემზარავი ურჩხულების სახლია,. ისინი შეუვალნი არიან ჯარიკაცების საბრძოლო ცეცლის ძალის მიმართ. გადარჩენისთვის სასოწარკვეთილ ბრძოლაში რაზმი იდუმალ მონადირეს გადააწყდება, რომლის უნიკალური უნარები მას საშუალებას აძლევს ძლიერ არსებებს წინააღმდგობა გაუწიოს. ასეთი სერიოზული საფრთხის წინაშე მდგარი მამაცი მეომრები თავიანთ უნიკალურ შესაძლებლობებს აერთიანებენ, რათა დაიცვან პორტალი და არ დაუშვან მასში მონტრების შეღწევა.

გორილა სახელად ივანი ცდილობს აღიდგინოს ფაქტები წარსულიდან სპილოს სახელად სტელას დახმარებით, მაშინ როდესაც ისინი ტყვეობიდან თავის დაღწევას ცდილობენ.

მიო სასაკი უცნაური მეორე კურსელი სტუდენტია, რომელსაც თანაკურსელი კენტო ჰინოდე შეუყვარდება. ის ცდილობს , რომ ყოველ დღე შეხვდეს თავის სატრფოს, თუმცა ისეთი საიდუმლო აქვს , რომელსაც ვერავის გაუმხელს. მას აქვს მაგიური ნიღაბი, რომელიც საშუალებას აძლევს კატად გადაიქცეს, თუმცა არსებობს იმის შანსიც, რომ თუ ნიღბის გამოყენებას განაგრძობს ადამიანის სხეულს ვეღარასდროს დაუბრუნდება.

მოვლენები 1980-იან წლებში ვითარდება და გავლენიანი ბიზნესმენის, მაქსველ ლორდის (პედრო პასკალი) შესახებ მოგვითხრობს

როდესაც საშუალო სკოლის მოსწავლეები იწყებენ აუხსნელ აფეთქებას, უფროსები მარა და დილანი იბრძვიან გადარჩენისთვის იმ სამყაროში, სადაც ყოველი მომენტი შეიძლება უკანასკნელი იყოს. როდესაც მათ შორის მოულოდნელი რომანი აღმოცენდება, მარა და დილანი მიხვდებიან, რომ როდესაც ხვალინდელი დღე გარანტირებული არ არის, აწმყოთი ტკბობა უნდა დაიწყონ.

უდარდელი ნაილსი და ფრეილინა სარა შემთხვევით ქორწილში შეხვდებიან ერთმანეთს პალმ სფრინზსში. საქმე რთულდაა, რადგან არ შეუძლიათ თავი დააღწიონ ამ ღონისძიებას და ... ერთმანეთს.

ეს პოსტ-აპოკალიფსური ზღაპარი მოგვითხრობს ავგუსტინეს, მარტოხელა მეცნიერს არქტიკაში, როდესაც ის ცდილობს შეაჩეროს სალის და მისი თანამემამულე ასტრონავტები სახლში იდუმალი გლობალური კატასტროფის დროს.

ერთი ახალგაზრდა ობოლი ბიჭის ისტორია, რომელიც 1967 წლის მიწურულს საყვარელ ბებიასთან გადადის საცხოვრებლად ალაბამას პატარა ქალაქ დემოპოლისში. ბებია და შვილიშვილი მომხიბვლელ, მაგრამ ბოროტ ჯადოქრებს გადაეყრებიან, და ჭკვიანი ბებია ბიჭს ერთ მდიდრულ ზღვისპირა კურორტზე გააპარებს რათა მათ აარიდოს. სამწუხაროდ ისე მოხდება, რომ ზუსტად იმ დროს ჩავლენ კურორტზე, როდესაც მსოფლიოს უდიდესი ჯადოქარი გულითად მეგობრებს შეკრებს მთელი მსოფლიოდან, თავისი საზარელი გეგმის განსახორციელებლად.

ოჯახი გადარჩენისთვის იბრძვის, რადგან დედამიწის მიმართულებით მოემართება კომეტა, რომელიც პლანეტას გაანადგურებს. ხალხი პანიკას იწყებს, აპოკალიფსის უკუთვლა კი ნელ-ნელა ნულს უახლოვდება.

სკოლის უფროსკლასელები ჯადოქრების ჯგუფს ქმნის. ისინი კიდევ უფრო ძლიერდებიან და აქამდე მათთვის უცნობი ძალების დაუფლებას იწყებენ. 1996 წელს გადაღებული ფილმის ,,The Craft" გაგრძელება.

დიდებულ ქალაქ კობლეტონში ლეგენდალური სათამაშოების შემქმნელი ჯერონიკუს ჯენგლის გასაოცარი გამოგონება საოცრებებს ახდენს, თუმცა მისი სანდო შეგირდი მის ყველაზე ძვირფას ქმნილებას მოიპარავს. ასე რომ, მას და მის შვილიშვილს დიდი ხნის მივიწყებული გამოგონების გამოღვიძება, ჭრილობების მოშუშება და მასში მაგიის გაღვიძება მოუწევთ.

<1...4567...15>